1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ჩარიცხული შემოსულობები ამ რესპუბლიკების სხვა დონის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 12.12.2014 კანონი №2935
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი 1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივიმუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ჩარიცხული შემოსულობები ამ რესპუბლიკების სხვა დონის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/ჯარიმები/სანქციები/საურავები სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება ასევეაგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-141(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
ასევე, ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხებოდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო 65-ე მუხლის თანახმად (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა), თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰქონდა საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება