1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი. ამ, ორივე სარეზერვო ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-ს. ამ კოდექსით დადგენილი წესით სარეზერვო ფონდების მთლიანი მოცულობის გაზრდა შესაძლებელია თითოეული სარეზერვო ფონდის დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით არაუმეტეს 20%-ით.
2. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით.
3. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.12.2018 კანონი №4017
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები 1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისაპრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები.ფონდი. ამ, ორივე სარეზერვო ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.1%-ს. ამ კოდექსით დადგენილი წესით სარეზერვო ფონდების მთლიანი მოცულობის გაზრდა შესაძლებელია თითოეული სარეზერვო ფონდის დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით არაუმეტეს 20%-ით. 2. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით. 3. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე. საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-1052აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2026
…მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა: ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე – სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელების დასაფინანსებლად, ხოლო 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ მოქმედი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა – სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.
- საქმე №330310017002156774 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.08.2018
…თუმცა ამჟამად აღნიშნულ საკითხს კანონმდებლობა განსახვავებულად არეგულირებს. კერძოდ,,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ’’ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კანონით,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება