საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.10.2013 ძალადაკარგული 27.12.2016
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.023.016201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №76

2013 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
+



დანართი

 

საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს მინისტრის  აპარატის  მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


+
მუხლი 1. მინისტრის  აპარატის უფროსი
მინისტრის  აპარატის  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკური ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;
ე) ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება;  
ვ) ოფიციალური  და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ზ) დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან (საელჩოებთან) თანამშრომლობის  გამოცდილება;
თ) ინგლისური  და რუსული ენების  ცოდნა; 
ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

+
მუხლი 2. მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი 
მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკური ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;
ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ) ინგლისური  ენის ცოდნა, სასურველია  რუსული ენის  ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

+
მუხლი 3. მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი 
მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო მიმართულებით;
ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; 
გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
დ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;
ე) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) ცოდნა, სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

+
მუხლი 4. მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; 
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;
ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ვ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

+
მუხლი 5. მინისტრის მოადგილის თანაშემწე
მინისტრის მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;  
ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; 
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;
ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ვ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №76, 01.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016201 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2031177-1/