საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
+
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
+
მუხლი 1.
მინისტრის აპარატის უფროსი
მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკური ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა;
ე)
ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება;
ვ)
ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ზ)
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან (საელჩოებთან) თანამშრომლობის გამოცდილება;
თ)
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
+
მუხლი 2.
მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი
მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკური ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;
ბ)
საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა;
ე)
ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
+
მუხლი 3.
მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი
მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება საერთაშორისო მიმართულებით;
ბ)
საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა;
ე)
საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური ენის (ძალიან კარგად) ცოდნა, სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
+
მუხლი 4.
მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა;
ე)
ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ვ)
სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
+
მუხლი 5.
მინისტრის მოადგილის თანაშემწე
მინისტრის მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა;
ე)
ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ვ)
სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №76, 01.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016201 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2031177-2/