1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცება. ამ ინსტრუქციის დამტკიცებამდე მოქმედებს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები, რომლებიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
3. ინდივიდუალური საკუთრების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდეს მისი საერთო ფართობის, ანუ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების შესაბამისად.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე აღრიცხული ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება;
ბ) ყადაღა და რეგისტრაციის ან ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის ამკრძალავი სხვა ღონისძიება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის ან რომელიც აღრიცხულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე;
გ)
ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, თუ იგი აღრიცხულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო, ან/და სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე.
5. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული არ არის ან რომელიც რეგისტრირებულია არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზე, გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუ იგი რეგისტრირებულია მას შემდეგ, რაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაში იყო.
6. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ იმ ყადაღებსა და საგადასახადო გირავნობებთან/ იპოთეკებთან დაკავშირებით, რომლებზედაც მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან მოსარგებლის (მფლობელის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია (ინფორმაცია), მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის დამდებ ორგანოს ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან მოსარგებლის (მფლობელის) იდენტიფიკაციის მიზნით. ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის დამდები ორგანო ვალდებულია მიმართვიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მარეგისტრირებელ ორგანოში ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან მოსარგებლის (მფლობელის) იდენტიფიკაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის (ინფორმაციის) წარდგენა. ერთთვიანი ვადის გაშვება არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ამ ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.12.2008).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-791-791(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2020
წინამდებარე ინსტრუქციის 31-ე, 35-ე მუხლები ადგენს კერძო აქტის მომზადების და შესრულების წესს. კანონმდებელი სრულყოფილად აღწერს დაკუმენტის შედგენისთვის საჭირო ყველა მოქმედებას, რათა მაქსიმალურად გაძნელდეს მისი გაყალბება.
- საქმე №ბს-1405(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო-სამართლებრივი…
- საქმე №ბს-249-249(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2018
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში დამატებით უთითებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების ხარვეზზე, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა უძრავ ქონებაზე აღრიცხული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე მ.
- საქმე №ას-1053-1014-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
სააპელაციო პალატის დასკვნით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამთვიან ვადაში ხელშეკრულების დაურეგისტრირებლობა სსკ-ის 1507-ე და 183-ე მუხლებისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35.2 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
- საქმე №ას-340-325-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2013
…მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე მუხლებიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე სანივთო უფლებები დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. საჯარო რეესტრის ჩანაწერებზე მოქმედებს სისრულის პრეზუმცია, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები, რომლებიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
- საქმე №ბს-429-424(კ-კს-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2012
- საქმე №ბს-429-424(კ-კს-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2012
- საქმე №ას-454-430-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2012
- საქმე №ბს-1471-1453(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2012
- საქმე №ბს-839-833(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2011
- საქმე №ბს-1381-1345(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2011
- საქმე №050310017002011019 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2018
- საქმე №330310016001436790 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2018
- საქმე №330310016001266650 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება