„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
| „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“დამტკიცების შესახებ
|
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი პირველი დანართის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“, №1-5 დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანება“. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანების შესაბამისად გაცემული, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან. |
|
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების
სერტიფიცირების წესი |
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი (შემდგომ – წესი) ეფუძნება საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის („ავიასპეციალისტების სერტიფიცირება“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომ-ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 9841 („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს. წესი ადგენს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების წესს და პირობებს.
2. ამ წესის შესაბამისად, სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ: ა) სამოქალაქო ავიაციის დარგში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, გარდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულებებისა; ბ) ავიასპეციალისტთა ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას (შემდგომ - ენის შეფასება); გ) ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მომზადებას (შემდგომ - ენის შემფასებელი). 3. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ – სდ) სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, დუბლიკატის გაცემა, აგრეთვე მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანა, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ამ წესის შესაბამისად. 4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დადგენილი წესით. 5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება, ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის შემფასებლის მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი). 6. სდ-ის სერტიფიცირების მიზანია: ა) ამ წესის მოთხოვნებთან სდ-ის შესაბამისობის დადგენა; ბ) ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების, ენის ცოდნის დონის შეფასების და ენის შემფასებლის მომზადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 2.
ტერმინებისა და ცნებების განმარტებები |
1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსტრუქტორი - საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი; ბ) კურსანტი - პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სდ-ში; გ) მსმენელი - სდ-ში ჩარიცხული პირი; დ) ავიასპეციალისტი – ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი; 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. |
მუხლი 3.
სერტიფიცირების ეტაპები |
1. სდ-ის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი, რომელიც მოიცავს: ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას; ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას სააგენტოში; ბ) II ეტაპი - განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ) III ეტაპი - სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა; დ) IV ეტაპი - სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა. 2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.
|
მუხლი 4.
სერტიფიცირებისათვის წარსადგენი საბუთები |
1. სდ, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის - სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ბ) სასწავლო კურსების ჩამონათვალი; გ) სდ-ის სტრუქტურული სქემა; დ) მასწავლებლობის და ენის შემფასებლის კანდიდატთა განაცხადები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების 43-ე და 431 მუხლების შესაბამისად. ასევე, მასწავლებელთა, ენის შემფასებელთა და ინსტრუქტორთა მოწმობის ასლები და მონაცემები ამ წესის №1 და №3 დანართების შესაბამისად; ე) სდ-ის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ავიასპეციალისტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო კურსების შესაბამისი სასწავლო პროგრამები, ენის შეფასების პროცედურა და ენის შემფასებლის მომზადების პროგრამა ორ ეგზემპლარად; ვ) სასწავლო საგნებისა და ლიტერატურის (სახელმძღვანელო, კონსპექტი, წერილობითი და/ან ელექტრონული ვერსია და სხვა) სია, ამ „წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად; ზ) საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების (შემდგომ - სასწავლო სხ), საავიაციო აღჭურვილობის, სწავლების ტექნიკური საშუალებების (შემდგომ - სტს) ჩამონათვალი; თ) საწაფების ჩამონათვალი, მათი დანიშნულებისა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების მითითებით; ი) სასწავლო სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (შემდგომ - სეს); კ) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის ასლი, თუ სდ გეგმავს განახორციელოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კურსები, ამ წესის მე-13 მუხლის გათვალისწინებით; ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტებს ან მესამე პირებს; მ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ნ) სასწავლო სხ-ის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი; ო) სწავლების მიზნების შესაბამისი სასწავლო ბაზის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები; პ) (ამოღებულია - 22.11.2021, №261). 3. თუ განმცხადებელი ფლობს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედ სერტიფიკატს და სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიმართავს სააგენტოს იმავე პირობებით სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“, „ზ“, ,,თ“, „კ“, ,,ლ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამ შემთხვევაში სააგენტო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 60 დღის ვადაში. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 5.
განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება |
1. განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 3. განცხადების და თანდართული საბუთების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ – კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას. 4. ადგილზე შემოწმების შედეგების მიხედვით, კომისია ადგენს ოქმს, სადაც აღინიშნება სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა ამ „წესით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ოქმი სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს; ბ) უარყოფითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. 6. კომისია, განმცხადებლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია) ან უარყოფითი (თუ ნაკლოვანებები არ არის გამოსწორებული). სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. |
მუხლი 6.
გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის
თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა |
1. კომისიის, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს დანართთან ერთად.
2. სააგენტო ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას: ა) განმცხადებლის მიერ, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში, ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში; ბ) ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში; გ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226). 21) სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ. 3. სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 4 წელი. 5. სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ „წესის“ დანართი №4-ით და დანართი №5-ით. 6. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 7.
სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, ცვლილება, დუბლიკატის გაცემა. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი |
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოსთან შეუთანხმებლად შეიტანა ცვლილებები ან დამატებები ამ „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროგრამებში; გ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვით. 4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია. 5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რის გამოც სააგენტომ შეაჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; გ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა - „დუბლიკატი“. 7. სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი და მისი დანართი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სდ მოვალეა, ახალი პირობებით საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების დაწყებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. 8. სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 9. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულ მონაცემებს. |
მუხლი 8.
სასწავლო კურსები |
1. ავიასპეციალისტთა პროფესიული მომზადებისათვის სდ-ში შეიძლება განხორციელდეს:
ა) ეკიპაჟის წევრების მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები: სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 81. საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის სერტიფიკატი |
1. ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასების პროგრამა - პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ენის ცოდნის შეფასების მიზნებს; ბ) ენის ცოდნის შეფასების აღწერილობას, შეფასების დროის განაკვეთს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს, შეფასების ნიმუშებს, სმენის შეფასების ნიმუშებს; გ) ენის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს და სტანდარტებს (როგორც მინიმუმ, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეები, N6 დანართის მიხედვით); დ) დოკუმენტირებულ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ენის შეფასება არის ვალიდური, რელევანტური და სანდო, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეებისთვის; ე) პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ენის შეფასების სტანდარტიზება სასწავლო დაწესებულებაში; ვ) ენის შეფასების პროცესის აღწერილობას და პასუხისმგებლობებს, მათ შორის სულ მცირე: ვ.ა) ინდივიდუალური ენის შეფასების მომზადება/ადმინისტრირება: ადგილმდებარეობა, პიროვნების იდენტიფიცირება, შეფასების მეთოდოლოგია, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; ვ.ბ) სააგენტოს და განმცხადებლის ინფორმირების, დოკუმენტების (მათ შორის, სერტიფიკატის ასლის) წარდგენის პროცედურებს; ვ.გ) დოკუმენტების და ჩანაწერების შენახვის წესებს; ვ.დ) სხვა პროცესების აღწერილობას, რომელიც დაკავშირებულია ენის შეფასების ჩატარებასთან და შეუძლია გავლენა იქონიოს მის შედეგებზე (დაგეგმილი თარიღის ცვლილება სხვადასხვა მიზეზით, კანდიდატის არაკეთილსინდისიერი ქმედება და სხვ.); ზ) ენის შეფასების გასაჩივრების პროცედურას; თ) ენის შემფასებლების შესახებ ინფორმაციას (მათი ვინაობა, მოწმობის ასლი და სხვ.) 2. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს პილოტის და მეთვალყურის შესასრულებელ შესაბამის ამოცანებს, მაგრამ შეფასების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სამუშაო პროცედურების ცოდნაზე, არამედ ინგლისური ენის ცოდნაზე. 3. ენის შეფასებას ატარებს მინიმუმ ორი ენის შემფასებელი, სადაც ერთი უნდა იყოს აუცილებლად პირი, რომელიც ფლობს ან უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ფლობდა პილოტის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, ხოლო მეორე - ინგლისური ენის სპეციალისტი. 4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ ენის შემფასებელმა დღის განმავლობაში არ ჩაატაროს ექვს შეფასებაზე მეტი. 5. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის: ა) უნარი - წარმართოს ეფექტური კომუნიკაცია საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენებით; ბ) სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში, საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიიდან გადახვევის შემთხვევაში, სასაუბრო ენაზე შეტყობინების გაგების და გადმოცემის უნარი. 6. ენის შეფასება ხორციელდება ერთი კომბინირებული შეფასების ფარგლებში, რომელიც მოიცავს სამი ელემენტის შეფასებას: ა) მოსმენა - გაგების შემოწმება; ბ) მეტყველება - გამოთქმის, ლექსიკის, სტრუქტურის, სიტყვათა მარაგის და სისრულის შემოწმება; გ) ინტერაქცია. 7. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის საუბრის და მოსმენის შესაძლებლობები. ხოლო, გრამატიკის, კითხვისა და წერის არაპირდაპირი შეფასება მიზანშეწონილი არ არის. 8. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც სტანდარტული ფრაზეოლოგია, ასევე სასაუბრო ენა იმ გარემოებაში, როდესაც სტანდარტული ფრაზეოლოგია ვეღარ ემსახურება მიზნებს. 9. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს: ა) ხმოვან/სარადიოტელეფონო და პირისპირ სიტუაციებს; ბ) ზოგად, კონკრეტულ და პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებს; 10. ენის შეფასების მიზანია შემოწმდეს განმცხადებლის: ა) გამოთქმა: ა.ა) განმცხადებლის მშობლიური ენის გავლენის დონე რითმზე, ინტონაციაზე, გამოთქმაზე და მისი ნათქვამის გაგებაზე; ა.ბ) აღნიშნული ფაქტორების გავლენა გაგების სიმარტივეზე. ბ) სტრუქტურა: ბ.ა) განმცხადებლის შესაძლებლობა, გამოიყენოს მარტივი და რთული გრამატიკული სტრუქტურის წინადადებები; ბ.ბ) განმცხადებლის მიერ დაშვებული შეცდომების დონე, რომელიც გავლენას ახდენს ნათქვამის მნიშვნელობაზე. გ) სიტყვათა მარაგი: გ.ა) გამოყენებული სიტყვათა მარაგი და მათი სიზუსტე; გ.ბ) პერიფრაზის გაკეთების შესაძლებლობა, სიტყვათა მარაგის ამოწურვის შემთხვევაში; დ) სისრულე: დ.ა) ტემპი; დ.ბ) ყოყმანი; დ.გ) წინასწარ მომზადებული მოხსენება და სპონტანური მოხსენება; დ.დ) საუბრისას მაკავშირებელი სიტყვების და კავშირების გამოყენება. ე) გაგება: ე.ა) ზოგადი, ასევე პილოტის/მეთვალყურის სამუშაოს სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ; ე.ბ) ლინგვისტური ან სიტუაციური სირთულის წინაშე მოულოდნელად აღმოჩენა. ვ) ინტერაქცია: ვ.ა) პასუხის ხარისხი (დროული, შესაბამისი და ყოვლისმომცველი); ვ.ბ) საუბრის დაწყების, საუბარში ჩართვის უნარი: ვ.ბ.ა) ზოგად, ასევე, პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სიტუაციებში; ვ.ბ.ბ) მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებთან გამკლავებისას; ვ.გ) გაუგებარ სიტუაციაში გადამოწმების, დაზუსტების უნარი. 11. ენის შეფასების ჩატარების შემდგომ სდ ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი, სადაც უნდა აღინიშნოს: ა) სასწავლო დაწესებულების დასახელება; ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) შეფასების შედეგი, N6 დანართში განსაზღვრული შესაბამისი დონის მითითებით; დ) სერტიფიკატის ნომერი; ე) გაცემის თარიღი; ვ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ზ) ენის შემფასებლების ვინაობა და ხელმოწერები; თ) სდ-ის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა. 12. ენის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ენის ცოდნის დონეზე, ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად, და შეადგენს:ა) სამუშაო დონე (მე-4 დონე) - 3 წელი შეფასების თარიღიდან; ბ) გაძლიერებული დონე (მე-5 დონე) - 6 წელი შეფასების თარიღიდან; გ) ექსპერტის დონე (მე-6 დონე) - უვადო. 13. სდ ვალდებულია წინასწარ აცნობოს სააგენტოს თითოეული ენის შეფასების ჩატარების თარიღი. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 82. ენის შემფასებლის მომზადება |
ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს
თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პირველადი მომზადება უნდა გრძელდებოდეს, სულ მცირე, 40 საათი და უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან: ა.ა) ენის შეფასების პროცესის ზოგად გაცნობა; ა.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა; ა.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების დეტალურად გაცნობა; ა.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm); ა.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გაცნობა; ა.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს; ა.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით; ა.თ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შეცდომის აღმოჩენაზე. ბ) განმეორებითი მომზადება, რომელიც მინიმუმ უნდა გრძელდებოდეს 24 საათი და უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან: ბ.ა) მინიმუმ 5 ნიმუშის შეფასება; ბ.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გამეორება; ბ.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების გამეორება; ბ.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm); ბ.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გამეორებას; ბ.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს; ბ.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით; ბ.თ) მინიმუმ ერთ სავარჯიშოს შეცდომის აღმოჩენაზე. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 9.
სდ-ის პერსონალი |
1. სდ-ში დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ის შესაბამისობას სერტიფიცირებული სდ-ის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. სდ-ში უნდა დასაქმდეს საჭირო რაოდენობის პერსონალი, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასწავლო კურსების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი. 3. პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებით“ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს) და ენის შემფასებლებს ჰქონდეს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისი კვალიფიკაცია. 5. სდ-ის მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები: ა) სდ-ის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, შესაბამისი საგნის პედაგოგის საბუთი; ბ) სდ-ის მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული საგნების სწავლებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 43-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მასწავლებლის მოწმობა; გ) სდ-ის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: - სასწავლო საგნის სახელმძღვანელო, კონსპექტი ან ლექციების კურსის ელექტრონული ვერსია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე ცვლილებები და დამატებები; - სასწავლო საგნის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენციის ფარგლებში სტს-ი; - საფრენოსნო პროგრამების შემთხვევაში - ფრენის ანალიზები მათი უსაფრთხოდ შესრულების კუთხით, ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები და მათი თავიდან აცილების რეკომენდაციები; - სასწავლო საგნის ლექციების გეგმები. დ) სდ-ის მასწავლებელმა, სასწავლო მასალის გადაცემისას, უნდა დაიცვას ლოგიკური თანმიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მას უნდა ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი და სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობისას წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში; ე) სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა; ვ) ენის შემფასებელს, რომელიც ახორციელებს ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 431 მუხლის შესაბამისად გაცემული ენის შემფასებლის მოწმობა. 6. (ამოღებულია - 22.11.2021, №261). სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 10.
სასწავლო ბაზის მოწყობა |
1. სდ უნდა ფლობდეს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლების მიზნების მისაღწევად გამოსადეგ სასწავლო ბაზას, რათა მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და/ან პრაქტიკული ცოდნა. სასწავლო ბაზა უნდა აკმყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის მე-6 თავით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს.
შენიშვნა: სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია: სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. |
მუხლი 11.
საწაფი |
1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის უნდა ჩატარდეს:
ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწაფზე; ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის – საწაფზე, რომელსაც უნდა გააჩნდეს კონკრეტული ამოცანისათვის შესაბამისი მახასიათებლები და აკმაყოფილებდეს ამოცანის შესაბამის მოთხოვნებს. 2. თუ საჰაერო ხომალდის მართვის შესაბამისი საწაფი არ არსებობს, სდ უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი კონსტრუქციის საწაფი, რომელიც, სულ ცოტა, კაბინაში წვრთნისათვის დადგენილ მომზადებას უნდა უზრუნველყოფდეს. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. |
მუხლი 12.
სასწავლო საჰაერო ხომალდი |
1.
სასწავლო
დაწესებულებამ
,
რომელიც
ახორციელებს
საფრენოსნო
ეკიპაჟის
წევრების
მომზადებას
ამ
„წესის
“მე
-8
მუხლის
პირველი
პუნქტის
ა
.
ა
)
ქვეპუნქტის
შესაბამისად
,
სასწავლო
პროგრამების
განსახორციელებლად
უნდა
გამოიყენოს
ისეთი
სასწავლო
საჰაერო
ხომალდი
,
რომელიც
სათანადოდ
იქნება
აღჭურვილი
სასწავლო
პროგრამით
გათვალისწინებული
სავარჯიშოების
შესასრულებლად
.
შენიშვნა : ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.135 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). 2. სასწავლო სხ რეგისტრირებული უნდა იყოს „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში “. 3. სასწავლო სხ - ს უნდა გააჩნდეს : ა ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი ; ბ ) სხ - ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის მიერ დამტკიცებული სეს . სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. |
მუხლი 13.
სასწავლო აეროდრომი |
1. სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდით საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას (გარდა თავისუფალი აეროსტატის პილოტისა), უნდა გამოიყენოს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული მანევრების სწავლებისათვის შესაბამისი ბაზისა და მახასიათებლების მქონე აეროდრომი/ვერტოდრომი, ჩასატარებელი სასწავლო კურსისა და გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის კატეგორიისა და ტიპის გათვალისწინებით.
შენიშვნა: ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.140 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). - AMC1.ORA.ATO.140. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ. |
მუხლი 14.
მეთვალყურე |
1. სდ ვალდებულია სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს გაუწიოს სამეთვალყურეო მომსახურება და ამ მიზნით იყოლიოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობების შემსრულებელი ორი ავიასპეციალისტი მაინც და იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს როგორც „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელმა, ასევე - პილოტ-ინსტრუქტორმა, რომელსაც აქვს პილოტ-ინსტრუქტორის შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელშიც გაკეთებული უნდა იყოს შემდეგი ჩანაწერი: „დაშვებულია სდ-ის საწვრთნელი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურებაზე“. |
მუხლი 15.
სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო |
1. სდ შეიმუშვებს და სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს სხვადასხვა ნაწილებისაგან, მაგრამ უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფომაციას:
ა) სდ-ის უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი სასწავლო კურსების ზოგად აღწერასა და შინაარსს; ბ) სასწავლო პროგრამების შინაარსს, სწავლების უზრუნველყოფის საშუალებების, მასალებისა და გამოსაყენებელი აღჭურვილობების მითითებით; გ ) სასწავლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღწერას , ამ წესის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის „ა “ქვეპუნქტის შესაბამისად ; დ) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი შენობა-ნაგებობების აღწერილობას და მოწყობილობების აღწერილობას; ე) იმ პირის ვინაობას, კვალიფიკაციასა და უფლება-მოვალეობებს, რომელიც ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დანიშნულია სდ-ის სერტიფიცირების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად; ვ) სასწავლო კურსების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლისათვის დანიშნული პასუხისმგებელი პერსონალის უფლება-მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერას ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ზ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსტრუქტორთა შემადგენლობისათვის კვალიფიკაციის დადგენისა და შენარჩუნებისათვის განსაზღვრული პროცედურების აღწერას; თ) წინამდებარე წესის მე-16 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული სწავლების ჩანაწერების შესრულებისა და შენახვის მეთოდების აღწერას; ი) ექსპლუატანტის მოთხოვნებთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პერსონალის დამატებითი სწავლებების საჭიროების განსაზღვრის აღწერა. კ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226). 11. სააგენტოს შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სდ-ის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო ორ ეგზემპლარად. 12. სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841 მე-3 თავის და ,,A“ დანართის (Appendix A)“ ზოგად მოთხოვნებს. 2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს განახლება აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა შენარჩუნებულ იქნეს მისი შესაბამისობა მოთხოვნებთან; 3. სახელმძღვანელოში შესული ცვლილების თაობაზე ეცნობება ყველა დაინტერესებულ მხარეს. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ. |
მუხლი 16.
სდ-ში ჩანაწერების შენახვის პირობები |
1. სდ-მ უნდა უზრუნველყოს მსმენელთა (სტუდენტთა) შესახებ დეტალური ჩანაწერების შენახვა ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ განვლილი სასწავლო კურსების შესაბამისობის დადგენა სდ-ის სერტიფიცირების პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს ინსტრუქტორთა და გამომცდელთა კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და მომზადების დამადასტურებელი ჩანაწერების შენახვა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება სწავლების დასრულებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები - არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, რაც ინსტრუქტორი ან გამომცდელი დაასრულებს სდ-ში თავისი ფუნქციების შესრულებას. |
+
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №221
2013 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი| „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი პირველი დანართის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“, №1-5 დანართებთან ერთად. |
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანება“. |
+
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანების შესაბამისად გაცემული, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. |
+
მუხლი 4ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია + სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების+ მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი (შემდგომ – წესი) ეფუძნება საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის („ავიასპეციალისტების სერტიფიცირება“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომ-ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 9841 („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს. წესი ადგენს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების წესს და პირობებს. |
2. სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის დარგში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას“.
ა) სამოქალაქო ავიაციის დარგში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, გარდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულებებისა;
ბ) ავიასპეციალისტთა ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას (შემდგომ - ენის შეფასება);
გ) ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მომზადებას (შემდგომ - ენის შემფასებელი).
4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დადგენილი წესით.
5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი).
ა) ამ წესის მოთხოვნებთან სდ-ის შესაბამისობის დადგენა;
ბ) ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 2. ტერმინებისა და ცნებების განმარტებები🔗
1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:ა) ინსტრუქტორი - საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
ბ) კურსანტი - პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სდ-ში;
გ) მსმენელი - სდ-ში ჩარიცხული პირი;
დ) ავიასპეციალისტი – ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება – ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადებისათვის განკუთვნილი დაწესებულება;
ვ) სასწავლო ბაზა – მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, საგამოცდო და ადმინისტრაციული ოთახების, ჩანაწერების შენახვის სივრცის, ბიბლიოთეკის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების (საჰერო ხომალდი, აეროდრომი, საწაფი, აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ელ.ტექნიკა, თვალსაჩინო საშუალებები და სხვ.) ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად;
ზ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი – სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს სდ-ის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და ანიჭებს მას ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების უფლებას;“.
თ) პროფესიული მომზადება – პირის მიერ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც საჭიროა ავიასპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 3. სერტიფიცირების ეტაპები🔗
1. სდ-ის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად: ა) I ეტაპი, რომელიც მოიცავს: ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას; ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას სააგენტოში; ბ) II ეტაპი - განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ) III ეტაპი - სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა; დ) IV ეტაპი - სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა. 2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.+
მუხლი 4. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი საბუთები🔗
1. სდ, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.2. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის - სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) სასწავლო კურსების ჩამონათვალი;
გ) სდ-ის სტრუქტურული სქემა;
დ) მასწავლებლობის კანდიდატთა განაცხადები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების 43-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა მოწმობის ასლები და მონაცემები ამ წესის №1 და №3 დანართების შესაბამისად;
ე) სდ-ის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ავიასპეციალისტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამები ორ ეგზემპლარად;
დ) მასწავლებლობის და ენის შემფასებლის კანდიდატთა განაცხადები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების 43-ე და 431 მუხლების შესაბამისად. ასევე, მასწავლებელთა, ენის შემფასებელთა და ინსტრუქტორთა მოწმობის ასლები და მონაცემები ამ წესის №1 და №3 დანართების შესაბამისად;
ე) სდ-ის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ავიასპეციალისტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო კურსების შესაბამისი სასწავლო პროგრამები, ენის შეფასების პროცედურა და ენის შემფასებლის მომზადების პროგრამა ორ ეგზემპლარად;
ვ) სასწავლო საგნებისა და ლიტერატურის (სახელმძღვანელო, კონსპექტი, წერილობითი და/ან ელექტრონული ვერსია და სხვა) სია, ამ „წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად;
ზ) საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების (შემდგომ - სასწავლო სხ), საავიაციო აღჭურვილობის, სწავლების ტექნიკური საშუალებების (შემდგომ - სტს) ჩამონათვალი;
თ) საწაფების ჩამონათვალი, მათი დანიშნულებისა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების მითითებით;
ი) სასწავლო სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (შემდგომ - სეს);
კ) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის ასლი, თუ სდ გეგმავს განახორციელოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კურსები, ამ წესის მე-13 მუხლის გათვალისწინებით;
ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტებს ან მესამე პირებს;
მ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ნ) სასწავლო სხ-ის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი;
ო) სწავლების მიზნების შესაბამისი სასწავლო ბაზის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
პ) მომსახურებ(ებ)ის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების შესაბამისად.
პ) (ამოღებულია - 22.11.2021, №261).
3. თუ განმცხადებელი ფლობს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედ სერტიფიკატს და სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიმართავს სააგენტოს იმავე პირობებით სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“, „ზ“, ,,თ“, „კ“, ,,ლ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამ შემთხვევაში სააგენტო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 60 დღის ვადაში.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 5. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება🔗
1. განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. განცხადების და თანდართული საბუთების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ – კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას.
4. ადგილზე შემოწმების შედეგების მიხედვით, კომისია ადგენს ოქმს, სადაც აღინიშნება სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა ამ „წესით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ოქმი სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს;
ბ) უარყოფითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
6. კომისია, განმცხადებლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია) ან უარყოფითი (თუ ნაკლოვანებები არ არის გამოსწორებული).
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის🔗
თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. კომისიის, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს დანართთან ერთად.2. სააგენტო ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას:
ა) განმცხადებლის მიერ, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში, ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში;
ბ) ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226).
21) სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
3. სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 4 წელი.
5. სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ „წესის“ დანართი №4-ით და დანართი №5-ით.
6. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 7. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, ცვლილება, დუბლიკატის გაცემა. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი🔗
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ: ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოსთან შეუთანხმებლად შეიტანა ცვლილებები ან დამატებები ამ „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროგრამებში; გ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვით. 4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია. 5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რის გამოც სააგენტომ შეაჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; გ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა - „დუბლიკატი“. 7. სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი და მისი დანართი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სდ მოვალეა, ახალი პირობებით საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების დაწყებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. 8. სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 9. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულ მონაცემებს.+
მუხლი 8. სასწავლო კურსები🔗
1. ავიასპეციალისტთა პროფესიული მომზადებისათვის სდ-ში შეიძლება განხორციელდეს:ა) ეკიპაჟის წევრების მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები:
ა.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მომზადება (Flight Crew Training):
ა.ა.ა) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის მომზადება (PPL/SPL /BPL);
ა.ა.ბ) კომერციული პილოტის მომზადება (CPL);
ა.ა.გ) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მომზადება (ATPL);
ა.ა.დ) სახელსაწყო ფრენისათვის მომზადება (IR);
ა.ა.ე) საჰაერო ხომალდის კლასზე/ტიპზე მომზადება (Class/Type RatingTraining);
ა.ა.ვ) ინსტრუქტორის მომზადება – საფრენოსნო ინსტრუქტორი (FI), სხ-ის ტიპზე/კლასზე მომზადების ინსტრუქტორი (TRI/CRI), სახელსაწყო ფრენის ინსტრუქტორი (IRI), საწაფის ინსტრუქტორი (SFI), მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების ინსტრუქტორი (MCCI);
ა.ა.ზ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მომზადება (FE), სხ-ის ტიპზე/კლასზე უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი (TRE/CFE), სახელსაწყო ფრენის უფროსი-ინსტრუქტორი (IRE), საწაფის უფროსი-ინსტრუქტორი (SFE);
ა.ა.თ) ღამის ფრენის ოსტატობის სწავლება (Night Rating Training);
ა.ა.ი) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედებისთვის მომზადება (MCC);
ა.ბ) ბორტგამყოლის მომზადება (Cabin Crew Training):
ა.ბ.ა) პირველადი მომზადება (CC Initial Training);
ა.ბ.ბ) ბორტგამყოლის მომზადება საჰაერო ხომალდის ტიპზე (A/C Type Specific Training);
ა.ბ.გ) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მომზადება (CCI).
ა.გ) ბორტინჟინერის მომზადება და ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის მომზადება;
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის Part-FCL და Part-CC ნაწილების შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა მოსამზადებელი შემდეგი სწავლების სახეობები/სასწავლო კურსები:ბ.ა) პირველადი სწავლება (Initial Training);
ბ.ა.ა) საბაზო სწავლება (Basic Training);
ბ.ა.ბ) ოსტატობის სწავლება (Rating Training);
ბ.ბ) პუნქტზე მომზადება (Unit Training);
ბ.ბ.ა) გარდამავალი მომზადება (Transitional Training);
ბ.ბ.ბ) მუშაობისწინა მომზადება (Pre-On-the-Job Training);
ბ.ბ.გ) სამუშაო ადგილზე მომზადება (On-the Job Training);
ბ.გ) კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლება (Continuation Training);
ბ.გ.ა) განმეორებითი სწავლება (Refresher Training);
ბ.გ.ბ) გადამზადება (საჭიროების შემთხვევაში) (Convertion Training);
ბ.დ) პრაქტიკული მომზადების ინსტრუქტორის სწავლება (Practical Instructor’s Training);
ბ.ე) შემფასებლის მომზადება (Assessor Training);
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2015 წლის 20 თებერვლის №2015/340 რეგულაციის Part ATCO, Subpart D ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტთა მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები:გ.ა) საბაზო სწავლება (Basic Training);
გ.ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლება (Type Training);
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part-66 ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
დ) ავიადისპეტჩერის მომზადება (Flight Dispatcher/Flight Operation Officer);ე) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობისათვის:
ე.ა) პილოტის მომზადება;
ე.ბ) განსხვავებულ კატეგორიაზე მომზადება;
ე.გ) განსხვავებულ სახეობაზე, კლასზე ან ტიპზე მომზადება;
ე.დ) ცოდნის განახლება;
ე.ე) ინსტრუქტორის მომზადება;
ე.ვ) ინსტრუქტორის სემინარი;
ვ) ავიასპეციალისტებისათვის საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება ICAO-ს სკალის შესაბამისად (English Language Proficiency Assessment);
ზ) ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების და მასში საკვალიფიკაციო აღნიშვნის (ოსტატობის და/ან დაშვების) შეტანასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO მიერ დადგენილ სტანდარტებსა და რეკომენდებულ პრაქტიკას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროგრამები უნდა:
ა) ითვალისწინებდეს „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით კონკრეტული ავიასპეციალისტისათვის განსაზღვრული თეორიული ცოდნის მინიმალურ მოთხოვნებს;
ბ) აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის დანართი A, მე-3 პუნქტით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს;
გ) გამოყენებამდე, პირველადი რედაქციით, ასევე, ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.
3. თითოეული სასწავლო კურსის დაწყებამდე სდ-მ წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს სასწავლო კურსის დაწყების თარიღი.
4. სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოცს.
5. სდ უფლებამოსილია ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება განახორციელოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო კურსი ეხება საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადებას – შესაძლებელია მომზადება ჩატარდეს მწარმოებლის მიერ გამოცემული ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს ენაზე. სასწავლო კურსი ტარდება მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ ენაზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 81. საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის სერტიფიკატი🔗
1. ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასების პროგრამა - პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს:ა) ენის ცოდნის შეფასების მიზნებს;
ბ) ენის ცოდნის შეფასების აღწერილობას, შეფასების დროის განაკვეთს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს, შეფასების ნიმუშებს, სმენის შეფასების ნიმუშებს;
გ) ენის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს და სტანდარტებს (როგორც მინიმუმ, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეები, N6 დანართის მიხედვით);
დ) დოკუმენტირებულ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ენის შეფასება არის ვალიდური, რელევანტური და სანდო, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეებისთვის;
ე) პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ენის შეფასების სტანდარტიზება სასწავლო დაწესებულებაში;
ვ) ენის შეფასების პროცესის აღწერილობას და პასუხისმგებლობებს, მათ შორის სულ მცირე:
ვ.ა) ინდივიდუალური ენის შეფასების მომზადება/ადმინისტრირება: ადგილმდებარეობა, პიროვნების იდენტიფიცირება, შეფასების მეთოდოლოგია, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
ვ.ბ) სააგენტოს და განმცხადებლის ინფორმირების, დოკუმენტების (მათ შორის, სერტიფიკატის ასლის) წარდგენის პროცედურებს;
ვ.გ) დოკუმენტების და ჩანაწერების შენახვის წესებს;
ვ.დ) სხვა პროცესების აღწერილობას, რომელიც დაკავშირებულია ენის შეფასების ჩატარებასთან და შეუძლია გავლენა იქონიოს მის შედეგებზე (დაგეგმილი თარიღის ცვლილება სხვადასხვა მიზეზით, კანდიდატის არაკეთილსინდისიერი ქმედება და სხვ.);
ზ) ენის შეფასების გასაჩივრების პროცედურას;
თ) ენის შემფასებლების შესახებ ინფორმაციას (მათი ვინაობა, მოწმობის ასლი და სხვ.)
2. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს პილოტის და მეთვალყურის შესასრულებელ შესაბამის ამოცანებს, მაგრამ შეფასების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სამუშაო პროცედურების ცოდნაზე, არამედ ინგლისური ენის ცოდნაზე.
3. ენის შეფასებას ატარებს მინიმუმ ორი ენის შემფასებელი, სადაც ერთი უნდა იყოს აუცილებლად პირი, რომელიც ფლობს ან უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ფლობდა პილოტის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, ხოლო მეორე - ინგლისური ენის სპეციალისტი.
4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ ენის შემფასებელმა დღის განმავლობაში არ ჩაატაროს ექვს შეფასებაზე მეტი.
5. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის:
ა) უნარი - წარმართოს ეფექტური კომუნიკაცია საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენებით;
ბ) სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში, საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიიდან გადახვევის შემთხვევაში, სასაუბრო ენაზე შეტყობინების გაგების და გადმოცემის უნარი.
6. ენის შეფასება ხორციელდება ერთი კომბინირებული შეფასების ფარგლებში, რომელიც მოიცავს სამი ელემენტის შეფასებას:
ა) მოსმენა - გაგების შემოწმება;
ბ) მეტყველება - გამოთქმის, ლექსიკის, სტრუქტურის, სიტყვათა მარაგის და სისრულის შემოწმება;
გ) ინტერაქცია.
7. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის საუბრის და მოსმენის შესაძლებლობები. ხოლო, გრამატიკის, კითხვისა და წერის არაპირდაპირი შეფასება მიზანშეწონილი არ არის.
8. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც სტანდარტული ფრაზეოლოგია, ასევე სასაუბრო ენა იმ გარემოებაში, როდესაც სტანდარტული ფრაზეოლოგია ვეღარ ემსახურება მიზნებს.
9. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს:
ა) ხმოვან/სარადიოტელეფონო და პირისპირ სიტუაციებს;
ბ) ზოგად, კონკრეტულ და პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებს;
10. ენის შეფასების მიზანია შემოწმდეს განმცხადებლის:
ა) გამოთქმა:
ა.ა) განმცხადებლის მშობლიური ენის გავლენის დონე რითმზე, ინტონაციაზე, გამოთქმაზე და მისი ნათქვამის გაგებაზე;
ა.ბ) აღნიშნული ფაქტორების გავლენა გაგების სიმარტივეზე.
ბ) სტრუქტურა:
ბ.ა) განმცხადებლის შესაძლებლობა, გამოიყენოს მარტივი და რთული გრამატიკული სტრუქტურის წინადადებები;
ბ.ბ) განმცხადებლის მიერ დაშვებული შეცდომების დონე, რომელიც გავლენას ახდენს ნათქვამის მნიშვნელობაზე.
გ) სიტყვათა მარაგი:
გ.ა) გამოყენებული სიტყვათა მარაგი და მათი სიზუსტე;
გ.ბ) პერიფრაზის გაკეთების შესაძლებლობა, სიტყვათა მარაგის ამოწურვის შემთხვევაში;
დ) სისრულე:
დ.ა) ტემპი;
დ.ბ) ყოყმანი;
დ.გ) წინასწარ მომზადებული მოხსენება და სპონტანური მოხსენება;
დ.დ) საუბრისას მაკავშირებელი სიტყვების და კავშირების გამოყენება.
ე) გაგება:
ე.ა) ზოგადი, ასევე პილოტის/მეთვალყურის სამუშაოს სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ;
ე.ბ) ლინგვისტური ან სიტუაციური სირთულის წინაშე მოულოდნელად აღმოჩენა.
ვ) ინტერაქცია:
ვ.ა) პასუხის ხარისხი (დროული, შესაბამისი და ყოვლისმომცველი);
ვ.ბ) საუბრის დაწყების, საუბარში ჩართვის უნარი:
ვ.ბ.ა) ზოგად, ასევე, პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან
დაკავშირებულ სიტუაციებში;
ვ.ბ.ბ) მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებთან გამკლავებისას;
ვ.გ) გაუგებარ სიტუაციაში გადამოწმების, დაზუსტების უნარი.
11. ენის შეფასების ჩატარების შემდგომ სდ ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი, სადაც უნდა აღინიშნოს:
ა) სასწავლო დაწესებულების დასახელება;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) შეფასების შედეგი, N6 დანართში განსაზღვრული შესაბამისი დონის მითითებით;
დ) სერტიფიკატის ნომერი;
ე) გაცემის თარიღი;
ვ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
ზ) ენის შემფასებლების ვინაობა და ხელმოწერები;
თ) სდ-ის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა.
12. ენის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ენის ცოდნის დონეზე, ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად, და შეადგენს:ა) სამუშაო დონე (მე-4 დონე) - 3 წელი შეფასების თარიღიდან;
ბ) გაძლიერებული დონე (მე-5 დონე) - 6 წელი შეფასების თარიღიდან;
გ) ექსპერტის დონე (მე-6 დონე) - უვადო.
13. სდ ვალდებულია წინასწარ აცნობოს სააგენტოს თითოეული ენის შეფასების ჩატარების
თარიღი.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 82. ენის შემფასებლის მომზადება🔗
ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდესთეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პირველადი მომზადება უნდა გრძელდებოდეს, სულ მცირე, 40 საათი და უნდა შედგებოდეს
შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა.ა) ენის შეფასების პროცესის ზოგად გაცნობა;
ა.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა;
ა.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების დეტალურად გაცნობა;
ა.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);
ა.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გაცნობა;
ა.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;
ა.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;
ა.თ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შეცდომის აღმოჩენაზე.
ბ) განმეორებითი მომზადება, რომელიც მინიმუმ უნდა გრძელდებოდეს 24 საათი და უნდა
შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ბ.ა) მინიმუმ 5 ნიმუშის შეფასება;
ბ.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გამეორება;
ბ.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების გამეორება;
ბ.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);
ბ.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გამეორებას;
ბ.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;
ბ.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;
ბ.თ) მინიმუმ ერთ სავარჯიშოს შეცდომის აღმოჩენაზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 9. სდ-ის პერსონალი🔗
1. სდ-ში დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ის შესაბამისობას სერტიფიცირებული სდ-ის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან.2. სდ-ში უნდა დასაქმდეს საჭირო რაოდენობის პერსონალი, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასწავლო კურსების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი.
3. პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებით“ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს), ჰქონდეს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისი კვალიფიკაცია.
4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს) და ენის შემფასებლებს ჰქონდეს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისი კვალიფიკაცია.
5. სდ-ის მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
ა) სდ-ის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, შესაბამისი საგნის პედაგოგის საბუთი;
ბ) სდ-ის მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული საგნების სწავლებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 43-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მასწავლებლის მოწმობა;
გ) სდ-ის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
- სასწავლო საგნის სახელმძღვანელო, კონსპექტი ან ლექციების კურსის ელექტრონული ვერსია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე ცვლილებები და დამატებები;
- სასწავლო საგნის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენციის ფარგლებში სტს-ი;
- საფრენოსნო პროგრამების შემთხვევაში - ფრენის ანალიზები მათი უსაფრთხოდ შესრულების კუთხით, ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები და მათი თავიდან აცილების რეკომენდაციები;
- სასწავლო საგნის ლექციების გეგმები.
დ) სდ-ის მასწავლებელმა, სასწავლო მასალის გადაცემისას, უნდა დაიცვას ლოგიკური თანმიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მას უნდა ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი და სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობისას წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში;
ე) სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა.
ე) სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა;
6. წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღნიშნული ფუნქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამისად უფლებამოსილი, ან სდ-ის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებული კრიტერიუმების შესაბამისად დანიშნული პერსონალის მიერ.
ვ) ენის შემფასებელს, რომელიც ახორციელებს ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 431 მუხლის შესაბამისად გაცემული ენის შემფასებლის მოწმობა.
6. (ამოღებულია - 22.11.2021, №261).
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 10. სასწავლო ბაზის მოწყობა🔗
1. სდ უნდა ფლობდეს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლების მიზნების მისაღწევად გამოსადეგ სასწავლო ბაზას, რათა მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და/ან პრაქტიკული ცოდნა. სასწავლო ბაზა უნდა აკმყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის მე-6 თავით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს.შენიშვნა: სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია:
ა) ეკიპაჟის წევრებისათვის – ევროკომისიის 2011 წლი 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.GEN. 215 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM);
ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისთვის – ევროკომისიის 2015 წლის 20 თებერვლის №2015/340 რეგულაციის ATCO.OR.C.015 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისთვის – ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part147.A.100 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
2. სასწავლო ბაზის გარდა, სასწავლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს:ა) ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შეესაბამება ICAO-ს ოფიციალური გამოცემის – Doc 9841-ის მე-4 თავსა და დანართ B-ს (Appendix B);
ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემა, თუ სდ-ის მიერ შეთავაზებული მომსახურება ეხება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 11. საწაფი🔗
1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის უნდა ჩატარდეს:ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწაფზე;
ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის – საწაფზე, რომელსაც უნდა გააჩნდეს კონკრეტული ამოცანისათვის შესაბამისი მახასიათებლები და აკმაყოფილებდეს ამოცანის შესაბამის მოთხოვნებს.
2. თუ საჰაერო ხომალდის მართვის შესაბამისი საწაფი არ არსებობს, სდ უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი კონსტრუქციის საწაფი, რომელიც, სულ ცოტა, კაბინაში წვრთნისათვის დადგენილ მომზადებას უნდა უზრუნველყოფდეს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 12. სასწავლო საჰაერო ხომალდი🔗
1. სასწავლო დაწესებულებამ , რომელიც ახორციელებს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას ამ „ წესის “ მე -8 მუხლის პირველი პუნქტის ა . ა ) ქვეპუნქტის შესაბამისად , სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს ისეთი სასწავლო საჰაერო ხომალდი , რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სავარჯიშოების შესასრულებლად .
შენიშვნა : ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.135 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
2. სასწავლო სხ რეგისტრირებული უნდა იყოს „ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში “.
3. სასწავლო სხ - ს უნდა გააჩნდეს :
ა ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი ;
ბ ) სხ - ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის მიერ დამტკიცებული სეს .
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 13. სასწავლო აეროდრომი🔗
1. სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდით საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას (გარდა თავისუფალი აეროსტატის პილოტისა), უნდა გამოიყენოს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული მანევრების სწავლებისათვის შესაბამისი ბაზისა და მახასიათებლების მქონე აეროდრომი/ვერტოდრომი, ჩასატარებელი სასწავლო კურსისა და გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის კატეგორიისა და ტიპის გათვალისწინებით.შენიშვნა: ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.140 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). - AMC1.ORA.ATO.140.
2. სასწავლო მიზნებისათვის გამოსაყენებელ აეროდრომს/ვერტოდრომს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 14. მეთვალყურე🔗
1. სდ ვალდებულია სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს გაუწიოს სამეთვალყურეო მომსახურება და ამ მიზნით იყოლიოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობების შემსრულებელი ორი ავიასპეციალისტი მაინც და იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს როგორც „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელმა, ასევე - პილოტ-ინსტრუქტორმა, რომელსაც აქვს პილოტ-ინსტრუქტორის შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელშიც გაკეთებული უნდა იყოს შემდეგი ჩანაწერი: „დაშვებულია სდ-ის საწვრთნელი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურებაზე“.+
მუხლი 15. სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო🔗
1. სდ შეიმუშვებს და სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს სხვადასხვა ნაწილებისაგან, მაგრამ უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფომაციას:ა) სდ-ის უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი სასწავლო კურსების ზოგად აღწერასა და შინაარსს;
ბ) სასწავლო პროგრამების შინაარსს, სწავლების უზრუნველყოფის საშუალებების, მასალებისა და გამოსაყენებელი აღჭურვილობების მითითებით;
გ ) სასწავლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღწერას , ამ წესის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად ;
დ) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი შენობა-ნაგებობების აღწერილობას და მოწყობილობების აღწერილობას;
ე) იმ პირის ვინაობას, კვალიფიკაციასა და უფლება-მოვალეობებს, რომელიც ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დანიშნულია სდ-ის სერტიფიცირების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად;
ვ) სასწავლო კურსების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლისათვის დანიშნული პასუხისმგებელი პერსონალის უფლება-მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერას ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ზ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსტრუქტორთა შემადგენლობისათვის კვალიფიკაციის დადგენისა და შენარჩუნებისათვის განსაზღვრული პროცედურების აღწერას;
თ) წინამდებარე წესის მე-16 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული სწავლების ჩანაწერების შესრულებისა და შენახვის მეთოდების აღწერას;
ი) ექსპლუატანტის მოთხოვნებთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პერსონალის დამატებითი სწავლებების საჭიროების განსაზღვრის აღწერა.
კ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226).
11. სააგენტოს შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სდ-ის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო ორ ეგზემპლარად.
12. სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841 მე-3 თავის და ,,A“ დანართის (Appendix A)“ ზოგად მოთხოვნებს.
2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს განახლება აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა შენარჩუნებულ იქნეს მისი შესაბამისობა მოთხოვნებთან;
3. სახელმძღვანელოში შესული ცვლილების თაობაზე ეცნობება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 16. სდ-ში ჩანაწერების შენახვის პირობები🔗
1. სდ-მ უნდა უზრუნველყოს მსმენელთა (სტუდენტთა) შესახებ დეტალური ჩანაწერების შენახვა ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ განვლილი სასწავლო კურსების შესაბამისობის დადგენა სდ-ის სერტიფიცირების პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს ინსტრუქტორთა და გამომცდელთა კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და მომზადების დამადასტურებელი ჩანაწერების შენახვა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება სწავლების დასრულებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები - არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, რაც ინსტრუქტორი ან გამომცდელი დაასრულებს სდ-ში თავისი ფუნქციების შესრულებას.+
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №221
2013 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი პირველი დანართის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“, №1-5 დანართებთან ერთად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანება“.
+
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანების შესაბამისად გაცემული, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
+
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია
+
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების
სერტიფიცირების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი (შემდგომ – წესი) ეფუძნება საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის („ავიასპეციალისტების სერტიფიცირება“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომ-ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 9841 („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს. წესი ადგენს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების წესს და პირობებს.
2. ამ წესის შესაბამისად, სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ:
ა) სამოქალაქო ავიაციის დარგში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, გარდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულებებისა;
ბ) ავიასპეციალისტთა ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას (შემდგომ - ენის შეფასება);
გ) ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მომზადებას (შემდგომ - ენის შემფასებელი).
3. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ – სდ) სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, დუბლიკატის გაცემა, აგრეთვე მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანა, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ამ წესის შესაბამისად.
4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დადგენილი წესით.
5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება, ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის შემფასებლის მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი).
6. სდ-ის სერტიფიცირების მიზანია:
ა) ამ წესის მოთხოვნებთან სდ-ის შესაბამისობის დადგენა;
ბ) ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების, ენის ცოდნის დონის შეფასების და ენის შემფასებლის მომზადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 2. ტერმინებისა და ცნებების განმარტებები
1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსტრუქტორი - საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
ბ) კურსანტი - პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სდ-ში;
გ) მსმენელი - სდ-ში ჩარიცხული პირი;
დ) ავიასპეციალისტი – ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება – ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადებისათვის განკუთვნილი დაწესებულება;
ვ) სასწავლო ბაზა – მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, საგამოცდო და ადმინისტრაციული ოთახების, ჩანაწერების შენახვის სივრცის, ბიბლიოთეკის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების (საჰერო ხომალდი, აეროდრომი, საწაფი, აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ელ.ტექნიკა, თვალსაჩინო საშუალებები და სხვ.) ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად;
ზ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი – სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს სდ-ის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და ანიჭებს მას ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების უფლებას;“.
თ) პროფესიული მომზადება – პირის მიერ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც საჭიროა ავიასპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 3. სერტიფიცირების ეტაპები
1. სდ-ის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას სააგენტოში;
ბ) II ეტაპი - განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;
გ) III ეტაპი - სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა;
დ) IV ეტაპი - სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა.
2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.
+
მუხლი 4. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი საბუთები
1. სდ, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის - სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) სასწავლო კურსების ჩამონათვალი;
გ) სდ-ის სტრუქტურული სქემა;
დ) მასწავლებლობის და ენის შემფასებლის კანდიდატთა განაცხადები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების 43-ე და 431 მუხლების შესაბამისად. ასევე, მასწავლებელთა, ენის შემფასებელთა და ინსტრუქტორთა მოწმობის ასლები და მონაცემები ამ წესის №1 და №3 დანართების შესაბამისად;
ე) სდ-ის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ავიასპეციალისტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო კურსების შესაბამისი სასწავლო პროგრამები, ენის შეფასების პროცედურა და ენის შემფასებლის მომზადების პროგრამა ორ ეგზემპლარად;
ვ) სასწავლო საგნებისა და ლიტერატურის (სახელმძღვანელო, კონსპექტი, წერილობითი და/ან ელექტრონული ვერსია და სხვა) სია, ამ „წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად;
ზ) საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების (შემდგომ - სასწავლო სხ), საავიაციო აღჭურვილობის, სწავლების ტექნიკური საშუალებების (შემდგომ - სტს) ჩამონათვალი;
თ) საწაფების ჩამონათვალი, მათი დანიშნულებისა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების მითითებით;
ი) სასწავლო სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (შემდგომ - სეს);
კ) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის ასლი, თუ სდ გეგმავს განახორციელოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კურსები, ამ წესის მე-13 მუხლის გათვალისწინებით;
ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტებს ან მესამე პირებს;
მ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ნ) სასწავლო სხ-ის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი;
ო) სწავლების მიზნების შესაბამისი სასწავლო ბაზის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
პ) (ამოღებულია - 22.11.2021, №261).
3. თუ განმცხადებელი ფლობს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედ სერტიფიკატს და სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიმართავს სააგენტოს იმავე პირობებით სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“, „ზ“, ,,თ“, „კ“, ,,ლ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამ შემთხვევაში სააგენტო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 60 დღის ვადაში.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 5. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება
1. განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. განცხადების და თანდართული საბუთების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ – კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას.
4. ადგილზე შემოწმების შედეგების მიხედვით, კომისია ადგენს ოქმს, სადაც აღინიშნება სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა ამ „წესით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ოქმი სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს;
ბ) უარყოფითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
6. კომისია, განმცხადებლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია) ან უარყოფითი (თუ ნაკლოვანებები არ არის გამოსწორებული).
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის
თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. კომისიის, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს დანართთან ერთად.
2. სააგენტო ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას:
ა) განმცხადებლის მიერ, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში, ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში;
ბ) ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226).
21) სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
3. სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 4 წელი.
5. სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ „წესის“ დანართი №4-ით და დანართი №5-ით.
6. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 7. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, ცვლილება, დუბლიკატის გაცემა. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოსთან შეუთანხმებლად შეიტანა ცვლილებები ან დამატებები ამ „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროგრამებში;
გ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.
3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვით.
4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია.
5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რის გამოც სააგენტომ შეაჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
გ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა - „დუბლიკატი“.
7. სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი და მისი დანართი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სდ მოვალეა, ახალი პირობებით საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების დაწყებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
8. სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
9. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულ მონაცემებს.
+
მუხლი 8. სასწავლო კურსები
1. ავიასპეციალისტთა პროფესიული მომზადებისათვის სდ-ში შეიძლება განხორციელდეს:
ა) ეკიპაჟის წევრების მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები:
ა.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მომზადება (Flight Crew Training):
ა.ა.ა) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის მომზადება (PPL/SPL /BPL);
ა.ა.ბ) კომერციული პილოტის მომზადება (CPL);
ა.ა.გ) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მომზადება (ATPL);
ა.ა.დ) სახელსაწყო ფრენისათვის მომზადება (IR);
ა.ა.ე) საჰაერო ხომალდის კლასზე/ტიპზე მომზადება (Class/Type RatingTraining);
ა.ა.ვ) ინსტრუქტორის მომზადება – საფრენოსნო ინსტრუქტორი (FI), სხ-ის ტიპზე/კლასზე მომზადების ინსტრუქტორი (TRI/CRI), სახელსაწყო ფრენის ინსტრუქტორი (IRI), საწაფის ინსტრუქტორი (SFI), მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების ინსტრუქტორი (MCCI);
ა.ა.ზ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მომზადება (FE), სხ-ის ტიპზე/კლასზე უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი (TRE/CFE), სახელსაწყო ფრენის უფროსი-ინსტრუქტორი (IRE), საწაფის უფროსი-ინსტრუქტორი (SFE);
ა.ა.თ) ღამის ფრენის ოსტატობის სწავლება (Night Rating Training);
ა.ა.ი) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედებისთვის მომზადება (MCC);
ა.ბ) ბორტგამყოლის მომზადება (Cabin Crew Training):
ა.ბ.ა) პირველადი მომზადება (CC Initial Training);
ა.ბ.ბ) ბორტგამყოლის მომზადება საჰაერო ხომალდის ტიპზე (A/C Type Specific Training);
ა.ბ.გ) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მომზადება (CCI).
ა.გ) ბორტინჟინერის მომზადება და ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის მომზადება;
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის Part-FCL და Part-CC ნაწილების შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
ბ.ა) პირველადი სწავლება (Initial Training);
ბ.ა.ა) საბაზო სწავლება (Basic Training);
ბ.ა.ბ) ოსტატობის სწავლება (Rating Training);
ბ.ბ) პუნქტზე მომზადება (Unit Training);
ბ.ბ.ა) გარდამავალი მომზადება (Transitional Training);
ბ.ბ.ბ) მუშაობისწინა მომზადება (Pre-On-the-Job Training);
ბ.ბ.გ) სამუშაო ადგილზე მომზადება (On-the Job Training);
ბ.გ) კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლება (Continuation Training);
ბ.გ.ა) განმეორებითი სწავლება (Refresher Training);
ბ.გ.ბ) გადამზადება (საჭიროების შემთხვევაში) (Convertion Training);
ბ.დ) პრაქტიკული მომზადების ინსტრუქტორის სწავლება (Practical Instructor’s Training);
ბ.ე) შემფასებლის მომზადება (Assessor Training);
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2015 წლის 20 თებერვლის №2015/340 რეგულაციის Part ATCO, Subpart D ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
ბ) (ამოღებულია - 20.01.2022, №16);
გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტთა მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები:
გ.ა) საბაზო სწავლება (Basic Training);
გ.ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლება (Type Training);
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part-66 ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
დ) ავიადისპეტჩერის მომზადება (Flight Dispatcher/Flight Operation Officer);
ე) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობისათვის:
ე.ა) პილოტის მომზადება;
ე.ბ) განსხვავებულ კატეგორიაზე მომზადება;
ე.გ) განსხვავებულ სახეობაზე, კლასზე ან ტიპზე მომზადება;
ე.დ) ცოდნის განახლება;
ე.ე) ინსტრუქტორის მომზადება;
ე.ვ) ინსტრუქტორის სემინარი;
ვ) ავიასპეციალისტებისათვის საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება ICAO-ს სკალის შესაბამისად (English Language Proficiency Assessment) და ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი სწავლება.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ICAO-ს ოფიციალურ გამოცემაში – Doc 9835;
ზ) ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების და მასში საკვალიფიკაციო აღნიშვნის (ოსტატობის და/ან დაშვების) შეტანასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO მიერ დადგენილ სტანდარტებსა და რეკომენდებულ პრაქტიკას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროგრამები უნდა:
ა) ითვალისწინებდეს „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით კონკრეტული ავიასპეციალისტისათვის განსაზღვრული თეორიული ცოდნის მინიმალურ მოთხოვნებს;
ბ) აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის დანართი A, მე-3 პუნქტით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს;
გ) გამოყენებამდე, პირველადი რედაქციით, ასევე, ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.
3. თითოეული სასწავლო კურსის დაწყებამდე სდ-მ წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს სასწავლო კურსის დაწყების თარიღი.
4. სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოცს.
5. სდ უფლებამოსილია ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება განახორციელოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო კურსი ეხება საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადებას – შესაძლებელია მომზადება ჩატარდეს მწარმოებლის მიერ გამოცემული ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს ენაზე. სასწავლო კურსი ტარდება მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ ენაზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 81. საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის სერტიფიკატი
1. ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასების პროგრამა - პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ენის ცოდნის შეფასების მიზნებს;
ბ) ენის ცოდნის შეფასების აღწერილობას, შეფასების დროის განაკვეთს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს, შეფასების ნიმუშებს, სმენის შეფასების ნიმუშებს;
გ) ენის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს და სტანდარტებს (როგორც მინიმუმ, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეები, N6 დანართის მიხედვით);
დ) დოკუმენტირებულ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ენის შეფასება არის ვალიდური, რელევანტური და სანდო, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეებისთვის;
ე) პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ენის შეფასების სტანდარტიზება სასწავლო დაწესებულებაში;
ვ) ენის შეფასების პროცესის აღწერილობას და პასუხისმგებლობებს, მათ შორის სულ მცირე:
ვ.ა) ინდივიდუალური ენის შეფასების მომზადება/ადმინისტრირება: ადგილმდებარეობა, პიროვნების იდენტიფიცირება, შეფასების მეთოდოლოგია, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
ვ.ბ) სააგენტოს და განმცხადებლის ინფორმირების, დოკუმენტების (მათ შორის, სერტიფიკატის ასლის) წარდგენის პროცედურებს;
ვ.გ) დოკუმენტების და ჩანაწერების შენახვის წესებს;
ვ.დ) სხვა პროცესების აღწერილობას, რომელიც დაკავშირებულია ენის შეფასების ჩატარებასთან და შეუძლია გავლენა იქონიოს მის შედეგებზე (დაგეგმილი თარიღის ცვლილება სხვადასხვა მიზეზით, კანდიდატის არაკეთილსინდისიერი ქმედება და სხვ.);
ზ) ენის შეფასების გასაჩივრების პროცედურას;
თ) ენის შემფასებლების შესახებ ინფორმაციას (მათი ვინაობა, მოწმობის ასლი და სხვ.)
2. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს პილოტის და მეთვალყურის შესასრულებელ შესაბამის ამოცანებს, მაგრამ შეფასების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სამუშაო პროცედურების ცოდნაზე, არამედ ინგლისური ენის ცოდნაზე.
3. ენის შეფასებას ატარებს მინიმუმ ორი ენის შემფასებელი, სადაც ერთი უნდა იყოს აუცილებლად პირი, რომელიც ფლობს ან უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ფლობდა პილოტის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, ხოლო მეორე - ინგლისური ენის სპეციალისტი.
4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ ენის შემფასებელმა დღის განმავლობაში არ ჩაატაროს ექვს შეფასებაზე მეტი.
5. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის:
ა) უნარი - წარმართოს ეფექტური კომუნიკაცია საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენებით;
ბ) სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში, საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიიდან გადახვევის შემთხვევაში, სასაუბრო ენაზე შეტყობინების გაგების და გადმოცემის უნარი.
6. ენის შეფასება ხორციელდება ერთი კომბინირებული შეფასების ფარგლებში, რომელიც მოიცავს სამი ელემენტის შეფასებას:
ა) მოსმენა - გაგების შემოწმება;
ბ) მეტყველება - გამოთქმის, ლექსიკის, სტრუქტურის, სიტყვათა მარაგის და სისრულის შემოწმება;
გ) ინტერაქცია.
7. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის საუბრის და მოსმენის შესაძლებლობები. ხოლო, გრამატიკის, კითხვისა და წერის არაპირდაპირი შეფასება მიზანშეწონილი არ არის.
8. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც სტანდარტული ფრაზეოლოგია, ასევე სასაუბრო ენა იმ გარემოებაში, როდესაც სტანდარტული ფრაზეოლოგია ვეღარ ემსახურება მიზნებს.
9. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს:
ა) ხმოვან/სარადიოტელეფონო და პირისპირ სიტუაციებს;
ბ) ზოგად, კონკრეტულ და პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებს;
10. ენის შეფასების მიზანია შემოწმდეს განმცხადებლის:
ა) გამოთქმა:
ა.ა) განმცხადებლის მშობლიური ენის გავლენის დონე რითმზე, ინტონაციაზე, გამოთქმაზე და მისი ნათქვამის გაგებაზე;
ა.ბ) აღნიშნული ფაქტორების გავლენა გაგების სიმარტივეზე.
ბ) სტრუქტურა:
ბ.ა) განმცხადებლის შესაძლებლობა, გამოიყენოს მარტივი და რთული გრამატიკული სტრუქტურის წინადადებები;
ბ.ბ) განმცხადებლის მიერ დაშვებული შეცდომების დონე, რომელიც გავლენას ახდენს ნათქვამის მნიშვნელობაზე.
გ) სიტყვათა მარაგი:
გ.ა) გამოყენებული სიტყვათა მარაგი და მათი სიზუსტე;
გ.ბ) პერიფრაზის გაკეთების შესაძლებლობა, სიტყვათა მარაგის ამოწურვის შემთხვევაში;
დ) სისრულე:
დ.ა) ტემპი;
დ.ბ) ყოყმანი;
დ.გ) წინასწარ მომზადებული მოხსენება და სპონტანური მოხსენება;
დ.დ) საუბრისას მაკავშირებელი სიტყვების და კავშირების გამოყენება.
ე) გაგება:
ე.ა) ზოგადი, ასევე პილოტის/მეთვალყურის სამუშაოს სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ;
ე.ბ) ლინგვისტური ან სიტუაციური სირთულის წინაშე მოულოდნელად აღმოჩენა.
ვ) ინტერაქცია:
ვ.ა) პასუხის ხარისხი (დროული, შესაბამისი და ყოვლისმომცველი);
ვ.ბ) საუბრის დაწყების, საუბარში ჩართვის უნარი:
ვ.ბ.ა) ზოგად, ასევე, პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან
დაკავშირებულ სიტუაციებში;
ვ.ბ.ბ) მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებთან გამკლავებისას;
ვ.გ) გაუგებარ სიტუაციაში გადამოწმების, დაზუსტების უნარი.
11. ენის შეფასების ჩატარების შემდგომ სდ ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი, სადაც უნდა აღინიშნოს:
ა) სასწავლო დაწესებულების დასახელება;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) შეფასების შედეგი, N6 დანართში განსაზღვრული შესაბამისი დონის მითითებით;
დ) სერტიფიკატის ნომერი;
ე) გაცემის თარიღი;
ვ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
ზ) ენის შემფასებლების ვინაობა და ხელმოწერები;
თ) სდ-ის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა.
12. ენის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ენის ცოდნის დონეზე, ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად, და შეადგენს:ა) სამუშაო დონე (მე-4 დონე) - 3 წელი შეფასების თარიღიდან;
ბ) გაძლიერებული დონე (მე-5 დონე) - 6 წელი შეფასების თარიღიდან;
გ) ექსპერტის დონე (მე-6 დონე) - უვადო.
13. სდ ვალდებულია წინასწარ აცნობოს სააგენტოს თითოეული ენის შეფასების ჩატარების
თარიღი.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 82. ენის შემფასებლის მომზადება
ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს
თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პირველადი მომზადება უნდა გრძელდებოდეს, სულ მცირე, 40 საათი და უნდა შედგებოდეს
შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა.ა) ენის შეფასების პროცესის ზოგად გაცნობა;
ა.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა;
ა.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების დეტალურად გაცნობა;
ა.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);
ა.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გაცნობა;
ა.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;
ა.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;
ა.თ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შეცდომის აღმოჩენაზე.
ბ) განმეორებითი მომზადება, რომელიც მინიმუმ უნდა გრძელდებოდეს 24 საათი და უნდა
შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ბ.ა) მინიმუმ 5 ნიმუშის შეფასება;
ბ.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გამეორება;
ბ.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების გამეორება;
ბ.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);
ბ.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გამეორებას;
ბ.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;
ბ.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;
ბ.თ) მინიმუმ ერთ სავარჯიშოს შეცდომის აღმოჩენაზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 9. სდ-ის პერსონალი
1. სდ-ში დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ის შესაბამისობას სერტიფიცირებული სდ-ის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. სდ-ში უნდა დასაქმდეს საჭირო რაოდენობის პერსონალი, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასწავლო კურსების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი.
3. პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებით“ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს) და ენის შემფასებლებს ჰქონდეს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისი კვალიფიკაცია.
5. სდ-ის მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
ა) სდ-ის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, შესაბამისი საგნის პედაგოგის საბუთი;
ბ) სდ-ის მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული საგნების სწავლებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 43-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მასწავლებლის მოწმობა;
გ) სდ-ის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
- სასწავლო საგნის სახელმძღვანელო, კონსპექტი ან ლექციების კურსის ელექტრონული ვერსია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე ცვლილებები და დამატებები;
- სასწავლო საგნის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენციის ფარგლებში სტს-ი;
- საფრენოსნო პროგრამების შემთხვევაში - ფრენის ანალიზები მათი უსაფრთხოდ შესრულების კუთხით, ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები და მათი თავიდან აცილების რეკომენდაციები;
- სასწავლო საგნის ლექციების გეგმები.
დ) სდ-ის მასწავლებელმა, სასწავლო მასალის გადაცემისას, უნდა დაიცვას ლოგიკური თანმიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მას უნდა ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი და სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობისას წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში;
ე) სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა;
ვ) ენის შემფასებელს, რომელიც ახორციელებს ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 431 მუხლის შესაბამისად გაცემული ენის შემფასებლის მოწმობა.
6. (ამოღებულია - 22.11.2021, №261).
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 10. სასწავლო ბაზის მოწყობა
1. სდ უნდა ფლობდეს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლების მიზნების მისაღწევად გამოსადეგ სასწავლო ბაზას, რათა მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და/ან პრაქტიკული ცოდნა. სასწავლო ბაზა უნდა აკმყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის მე-6 თავით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს.
შენიშვნა: სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია:
ა) ეკიპაჟის წევრებისათვის – ევროკომისიის 2011 წლი 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.GEN. 215 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM);
ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისთვის – ევროკომისიის 2015 წლის 20 თებერვლის №2015/340 რეგულაციის ATCO.OR.C.015 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისთვის – ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part147.A.100 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
ა) ეკიპაჟის წევრებისათვის სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლი 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.GEN. 215 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM);
ბ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისთვის – ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part147.A.100 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
2. სასწავლო ბაზის გარდა, სასწავლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს:
ა) ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შეესაბამება ICAO-ს ოფიციალური გამოცემის – Doc 9841-ის მე-4 თავსა და დანართ B-ს (Appendix B);
ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემა, თუ სდ-ის მიერ შეთავაზებული მომსახურება ეხება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 11. საწაფი
1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის უნდა ჩატარდეს:
ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწაფზე;
ბ) (ამოღებულია - 20.01.2022, №16).
2. თუ საჰაერო ხომალდის მართვის შესაბამისი საწაფი არ არსებობს, სდ უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი კონსტრუქციის საწაფი, რომელიც, სულ ცოტა, კაბინაში წვრთნისათვის დადგენილ მომზადებას უნდა უზრუნველყოფდეს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 12. სასწავლო საჰაერო ხომალდი
1. სასწავლო დაწესებულებამ , რომელიც ახორციელებს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას ამ „ წესის “ მე -8 მუხლის პირველი პუნქტის ა . ა ) ქვეპუნქტის შესაბამისად , სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს ისეთი სასწავლო საჰაერო ხომალდი , რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სავარჯიშოების შესასრულებლად .
შენიშვნა : ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.135 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
2. სასწავლო სხ რეგისტრირებული უნდა იყოს „ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში “.
3. სასწავლო სხ - ს უნდა გააჩნდეს :
ა ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი ;
ბ ) სხ - ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის მიერ დამტკიცებული სეს .
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 13. სასწავლო აეროდრომი
1. სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდით საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას (გარდა თავისუფალი აეროსტატის პილოტისა), უნდა გამოიყენოს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული მანევრების სწავლებისათვის შესაბამისი ბაზისა და მახასიათებლების მქონე აეროდრომი/ვერტოდრომი, ჩასატარებელი სასწავლო კურსისა და გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის კატეგორიისა და ტიპის გათვალისწინებით.
შენიშვნა: ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.140 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). - AMC1.ORA.ATO.140.
2. აეროდრომი/ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის უნდა იყოს სერტიფიცირებული ან საფრენ მოედნად რეგისტრირებული/აღრიცხული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 14. მეთვალყურე🔗
მუხლი 14. სასწავლო ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება🔗
1. სდ ვალდებულია სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს გაუწიოს სამეთვალყურეო მომსახურება და ამ მიზნით იყოლიოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობების შემსრულებელი ორი ავიასპეციალისტი მაინც და იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს როგორც „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელმა, ასევე - პილოტ-ინსტრუქტორმა, რომელსაც აქვს პილოტ-ინსტრუქტორის შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელშიც გაკეთებული უნდა იყოს შემდეგი ჩანაწერი: „დაშვებულია სდ-ის საწვრთნელი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურებაზე“.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 15. სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო
1. სდ შეიმუშვებს და სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს სხვადასხვა ნაწილებისაგან, მაგრამ უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფომაციას:
ა) სდ-ის უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი სასწავლო კურსების ზოგად აღწერასა და შინაარსს;
ბ) სასწავლო პროგრამების შინაარსს, სწავლების უზრუნველყოფის საშუალებების, მასალებისა და გამოსაყენებელი აღჭურვილობების მითითებით;
გ ) სასწავლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღწერას , ამ წესის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად ;
დ) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი შენობა-ნაგებობების აღწერილობას და მოწყობილობების აღწერილობას;
ე) იმ პირის ვინაობას, კვალიფიკაციასა და უფლება-მოვალეობებს, რომელიც ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დანიშნულია სდ-ის სერტიფიცირების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად;
ვ) სასწავლო კურსების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლისათვის დანიშნული პასუხისმგებელი პერსონალის უფლება-მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერას ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ზ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსტრუქტორთა შემადგენლობისათვის კვალიფიკაციის დადგენისა და შენარჩუნებისათვის განსაზღვრული პროცედურების აღწერას;
თ) წინამდებარე წესის მე-16 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული სწავლების ჩანაწერების შესრულებისა და შენახვის მეთოდების აღწერას;
ი) ექსპლუატანტის მოთხოვნებთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პერსონალის დამატებითი სწავლებების საჭიროების განსაზღვრის აღწერა.
კ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226).
11. სააგენტოს შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სდ-ის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო ორ ეგზემპლარად.
12. სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841 მე-3 თავის და ,,A“ დანართის (Appendix A)“ ზოგად მოთხოვნებს.
2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს განახლება აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა შენარჩუნებულ იქნეს მისი შესაბამისობა მოთხოვნებთან;
3. სახელმძღვანელოში შესული ცვლილების თაობაზე ეცნობება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 16. სდ-ში ჩანაწერების შენახვის პირობები
1. სდ-მ უნდა უზრუნველყოს მსმენელთა (სტუდენტთა) შესახებ დეტალური ჩანაწერების შენახვა ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ განვლილი სასწავლო კურსების შესაბამისობის დადგენა სდ-ის სერტიფიცირების პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს ინსტრუქტორთა და გამომცდელთა კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და მომზადების დამადასტურებელი ჩანაწერების შენახვა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება სწავლების დასრულებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები - არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, რაც ინსტრუქტორი ან გამომცდელი დაასრულებს სდ-ში თავისი ფუნქციების შესრულებას.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ, №221, 24.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2057308-2/