„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (20 მუხლი)
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №221 |
|
2013 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი პირველი დანართის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“, №1-5 დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანება“. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანების შესაბამისად გაცემული, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის (შემდგომ - „წესი“) შემუშავებისას გამოყენებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 9401/921 („საავიაციო სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბებისა და მუშაობის სახელმძღვანელო“) მოთხოვნები და იგი ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების პროცედურებს და პირობებს.
2. სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის დარგში, ავიასპეციალისტების პირველად და სხვა სახის პროფესიულ მომზადებას. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების - სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ - სდ) სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, დუბლიკატის გაცემა, აგრეთვე მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანა, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით. 4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სააგენტო. 5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი). 6. სდ-ის სერტიფიცირების მიზანია: ა) სდ-ის წინამდებარე „წესთან“ და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა; ბ) საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 7. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადება ტარდება ქართულ და/ან ICAO-ს ერთ-ერთ (ინგლისურ ან რუსულ) ენაზე. 8. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის დანართში უნდა მიეთითოს, თუ რომელ ენაზე (ენებზე) აქვს სდ-ს საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადების განხორციელების უფლება. 9. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადების თეორიული და პრაქტიკული პროგრამები გამოყენებამდე, პირველადი რედაქციით ან ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841 მოთხოვნებს. 10. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 2.
ტერმინებისა და ცნებების განმარტებები |
1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსტრუქტორი - საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი; ბ) კურსანტი - პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სდ-ში; გ) მსმენელი - სდ-ში ჩარიცხული პირი; დ) საავიაციო შემადგენლობა/პერსონალი - სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განხორციელებული მიზნებისაკენ არის მიმართული; ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება - საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებო დაწესებულება; ვ) სასწავლო ბაზა - განსაკუთრებული დანიშნულების ნაგებობების/სათავსების და მოწყობილობების (სასწავლო აეროდრომისა და სწავლების ტექნიკური და სააღრიცხვო საშუალებების ჩათვლით) ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია და აღჭურვილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად; ზ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი - სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სდ-ის შესაბამისობას ამ ,,წესით” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან; თ) პროფესიული მომზადება - საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის იმ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც მათზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად არის საჭირო. 2. ამ „წესში“ გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად. |
მუხლი 3.
სერტიფიცირების ეტაპები |
1. სდ-ის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი, რომელიც მოიცავს: ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას; ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას სააგენტოში; ბ) II ეტაპი - განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ) III ეტაპი - სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა; დ) IV ეტაპი - სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა. 2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.
|
მუხლი 4.
სერტიფიცირებისათვის წარსადგენი საბუთები |
1. სდ, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის - სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ბ) სასწავლო კურსების ჩამონათვალი; გ) სდ-ის სტრუქტურული სქემა; დ) მასწავლებელთა (ამ „წესის“ დანართი №1-ის შესაბამისად) და ინსტრუქტორთა (ამ „წესის“ დანართი №3-ის შესაბამისად) მონაცემები, აგრეთვე მათი განათლების, კვალიფიკაციის და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების (დიპლომი/ მოწმობა/სერტიფიკატი) ასლები; ე) საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის (შემდგომ - საავიაციო პერსონალი) თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამები; ვ) სასწავლო საგნებისა და ლიტერატურის (სახელმძღვანელო, კონსპექტი, წერილობითი და/ან ელექტრონული ვერსია და სხვა) სია, ამ „წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად; ზ) საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების (შემდგომ - სასწავლო სხ), საავიაციო აღჭურვილობის, სწავლების ტექნიკური საშუალებების (შემდგომ - სტს) ჩამონათვალი; თ) საწაფების ჩამონათვალი, მათი დანიშნულებისა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების მითითებით; ი) სასწავლო სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (შემდგომ - სეს); კ) კურსანტების პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული აეროდრომის (შემდგომ - სასწავლო აეროდრომი) ფრენების შესრულების ინსტრუქცია; ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტს ან მესამე პირებს ამ ექსპლუატანტის ქმედებით; მ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
|
მუხლი 5.
განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება |
1. სააგენტო, 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ „წესის“ მოთხოვნებთან.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ „წესის“ და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. 3. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ „წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობისას, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ - კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას. 4. ადგილზე შემოწმების შედეგების მიხედვით, კომისია ადგენს ოქმს, სადაც აღინიშნება სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა ამ „წესით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ოქმი სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს; ბ) უარყოფითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. 6. კომისია, განმცხადებლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია) ან უარყოფითი (თუ ნაკლოვანებები არ არის გამოსწორებული). |
მუხლი 6.
გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის
თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა |
1. კომისიის, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს დანართთან ერთად.
2. სააგენტო ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას: ა) განმცხადებლის მიერ, ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში, ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში; ბ) ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. სააგენტოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი. 5. სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ „წესის“ დანართი №4-ით და დანართი №5-ით. 6. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. |
მუხლი 7.
სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, ცვლილება, დუბლიკატის გაცემა. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი |
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოსთან შეუთანხმებლად შეიტანა ცვლილებები ან დამატებები ამ „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროგრამებში; გ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვით. 4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია. 5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რის გამოც სააგენტომ შეაჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; გ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა - „დუბლიკატი“. 7. სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი და მისი დანართი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სდ მოვალეა, ახალი პირობებით საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების დაწყებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. 8. სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 9. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულ მონაცემებს. |
მუხლი 8.
სასწავლო კურსები |
1. სდ-ში შეიძლება განხორციელდეს საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების შემდეგი კურსები:
ა) პირველადი მომზადების; და/ან ბ) ახალ ტექნიკაზე გადამზადების; და/ან გ) კვალიფიკაციის ამაღლების; დ) ოსტატობის დადასტურების; ე) საწაფზე მომზადების; ვ) სხვა (სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად). 2. სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 20-ს (რეკომენდებული რაოდენობაა 6-12), ხოლო უცხო ენის შესწავლის სასწავლო ჯგუფში - 8-ს. 3. სდ-ის ხელმძღვანელი ვალდებულია, სააგენტოს წერილობით აცნობოს ნებისმიერი კურსის/პროგრამის გახსნის/ამოქმედების თაობაზე მის/მათ გახსნამდე/ამოქმედებამდე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს კურსის/პროგრამის დამკვეთი ავიასაწარმოს სახელწოდებას და კურსის/პროგრამის სრულ დასახელებას, დაწყებისა და დამთავრების თარიღებს, მსმენელთა სავარაუდო რაოდენობას. 4. იმ შემთხვევაში, თუ სდ ატარებს ავიასპეციალისტთა მოწმობების გაცემის ან საკვალიფიკაციო აღნიშვნისათვის საჭირო გამოცდებს ან/და პრაქტიკულ შემოწმებებს, სდ-მ უნდა განახორციელოს ეს ფუნქცია წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-15 მუხლის პირველი პუქტის „კ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. |
მუხლი 9.
სდ-ის პერსონალი |
1. სდ-ში დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ის შესაბამისობას სერტიფიცირებული სდ-ის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. სდ-ში უნდა დასაქმდეს საჭირო რაოდენობის პერსონალი, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასწავლო კურსების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი. 3. პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორთა კომპეტენცია უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ პროცედურებს და აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს), საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისად, მიღებული ჰქონდეთ პირველადი მომზადება და გადიოდნენ შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. სდ-ის სასწავლო პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს ადამიანურ შესაძლებლობათა შესახებ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომლის თაობაზეც სახელმძღვანელო მასალა შემუშავებული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის - Doc 9683 შესაბამისად. 5. სდ-ის მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები: ა) სდ-ის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, შესაბამისი საგნის პედაგოგის საბუთი; ბ) სდ-ის მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული საგნების სწავლებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 43-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მასწავლებლის მოწმობა; გ) სდ-ის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: - სასწავლო საგნის სახელმძღვანელო, კონსპექტი ან ლექციების კურსის ელექტრონული ვერსია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე ცვლილებები და დამატებები; - სასწავლო საგნის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენციის ფარგლებში სტს-ი; - საფრენოსნო პროგრამების შემთხვევაში - ფრენის ანალიზები მათი უსაფრთხოდ შესრულების კუთხით, ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები და მათი თავიდან აცილების რეკომენდაციები; - სასწავლო საგნის ლექციების გეგმები. დ) სდ-ის მასწავლებელმა, სასწავლო მასალის გადაცემისას, უნდა დაიცვას ლოგიკური თანმიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მას უნდა ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი და სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობისას წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში; ე) სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა. 6. წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღნიშნული ფუნქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამისად უფლებამოსილი, ან სდ-ის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებული კრიტერიუმების შესაბამისად დანიშნული პერსონალის მიერ.
|
მუხლი 10.
სასწავლო ბაზის მოწყობა |
1. სასწავლო ბაზა ისე უნდა მოეწყოს, რომ მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც სასწავლო პროგრამებით არის გათვალისწინებული.
2. სდ-ს, მისი ფუნქციის განხორციელების მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, უნდა გააჩნდეს: ა) საგამოცდო ბილეთები და/ან ტესტები; ბ) სასწავლო კურსებისა და გამოცდების განრიგი; გ) პრაქტიკულ მეცადინეობებზე უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟის ჟურნალი; დ) საგამოცდო უწყისები; ე) სდ-ის დამთავრების დამადასტურებელი საბუთები; ვ) სასწავლო-ტექნიკური ლიტერატურის ბიბლიოთეკა (ნაბეჭდი მასალა ან ელექტრონული ვერსია); ზ) მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა; თ) თვალსაჩინო საშუალებები; ი) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მისაღები იქნება სააგენტოსათვის და, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ში სწავლების მეთოდების შესაბამისობას ყველა მოქმედ მოთხოვნებთან; კ) სააგენტოსათვის მისაღები უსაფრთხოების მართვის სისტემა, თუ სდ-ის მიერ შეთავაზებული მომსახურება ეხება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს: - საფრთხეების (რისკების) განსაზღვრას; - ფრენების უსაფრთხოების მისაღები დონის შენარჩუნებისათვის საჭირო გამოსასწორებელი ღონისძიებების დანერგვის უზრუნველყოფას; - ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მუდმივ მონიტორინგსა და რეგულარულ შეფასებებს; - ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემის მუდმივი სრულყოფის საშუალებას; - უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა ხორციელდება სათანადო საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად (Doc 9859). 3. თვალსაჩინო საშუალებები უნდა: ა) შეესაბამებოდეს სასწავლო საგნის შინაარსს, ასახოს მისი მთავარი საკითხები და მსმენელს მისი ათვისება გაუადვილოს; ბ) წარმოაჩენდეს საავიაციო ტექნიკის, მისი სისტემებისა და აგრეგატების ნაწილების ურთიერთქმედებას, მასში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების დინამიკას, იყოს სამუშაოდ საიმედო და გამოსაყენებლად მოხერხებული. 4. გაუმართავი სტს-ით, აგრეთვე, შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტით სარგებლობა დაუშვებელია. 5. სდ-ის შენობა-ნაგებობების, სათავსოების, აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების სანიტარული და ტექნიკური მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. |
მუხლი 11.
საწაფი |
1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის სერტიფიცირებულ საწაფზე (საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისათვის - ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამით) უნდა ტარდებოდეს.
2. თუ საჰაერო ხომალდის მართვის შესაბამისი საწაფი არ არსებობს, სდ უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი კონსტრუქციის საწაფი, რომელიც, სულ ცოტა, კაბინაში წვრთნისათვის დადგენილ მომზადებას უნდა უზრუნველყოფდეს. |
მუხლი 12.
სასწავლო საჰაერო ხომალდი |
1. სასწავლო სხ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეტანილი უნდა იყოს „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“.
2. სასწავლო სხ-ს უნდა გააჩნდეს: ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი; ბ) სხ-ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის მიერ დამტკიცებული სეს-ი; გ) მარტივი სამართი სისტემა და მართვის გაორმაგებული/დუბლირებული ორგანოები; დ) არანაკლებ 80 ცხენისძალიანი ძრავა; ე) ეკიპაჟის ორი წევრით არანაკლებ 3 საათის საფრენად სამყოფი საწვავის ავზი; ვ) ვარდნის შესრულებისა და იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა; ზ) გამძლე და ცვეთამედეგი აგებულება, რომელიც რთულ ტექნიკურ მომსახურებას არ საჭიროებს; თ) „ჰაერი-დედამიწა“ რადიოკავშირის სისტემა, შიდასასაუბრო მოწყობილობა, რადიოკომპასი; ი) სახელსაწყო და ღამის ფრენებისათვის საჭირო აღჭურვილობა (საჭიროებისას); კ) სიჩქარის, სიმაღლის, ბრუნების, სრიალის, დაფერდებისა და ტანგაჟის მაჩვენებლები. |
მუხლი 13.
სასწავლო აეროდრომი |
1. სასწავლო აეროდრომი არ უნდა განთავსდეს საერთაშორისო აეროპორტის და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის საჰაერო მოძრაობის სქემების ფარგლებში.
2. სასწავლო აეროდრომი: ა) განთავსებული უნდა იქნეს „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №371 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაციის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული „G“ კლასის საჰაერო სივრცეში ან მის სიახლოვეს; ბ) კომერციული პილოტების მოსამზადებლად აღჭურვილი უნდა იყოს სახელსაწყო ფრენის წესებით და ღამის ფრენებისათვის საჭირო მოწყობილობ(ებ)ით, აგრეთვე - მიმყვანი რადიოსადგურით; გ) ფრენების მართვისათვის, აღჭურვილი უნდა იყოს სტაციონარული და/ან მობილური რადიოაღჭურვილობით; დ) არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში საავიაციო ტექნიკის შესანახად და ტექნიკური მომსახურებისათვის, უნდა აღიჭურვოს შესაბამისი სათავსოებით; ე) საწვავ-საპოხი მასალების შესანახად, გასაფილტრად, მინარევების შემცველობის შესამოწმებლად და საჰაერო ხომალდის გასაწყობად, უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი მოწყობილობ(ებ)ით, აგრეთვე - ხანძარსაწინააღმდეგო და საავარიო-სამაშველო საშუალებებით. 3. სასწავლო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე არ უნდა იყოს საჰაერო ხომალდის კონკრეტული ტიპის სეს-ით განსაზღვრულ ასაფრენ ან დასაფრენ (რომელიც უფრო მეტია) ორ დისტანციაზე ნაკლები, უსაფრთხოების ღერძულა ზოლების სიგრძე კი - 30 მ-ზე ნაკლები. 4. სასწავლო აეროდრომის: ა) ადზ-ის სიგანე სხ-ის სეს-ით დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ არ უნდა იყოს ნაკლები: ა.ა) ბუნებრივსაფარიანი ადზ-ს შემთხვევაში - 30 მ-ზე; ა.ბ) ხელოვნურსაფარიანი ადზ-ს შემთხვევაში - 18 მ-ზე; ბ) უსაფრთხოების გვერდითი ზოლების სიგანე უნდა შეესაბამებოდეს სხ-ის სეს-ით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ უნდა იყოს 15 მ-ზე ნაკლები; გ) ადზ-ის გრძივი და განივი ქანობი 2%-ს, უსაფრთხოების ზოლებისა კი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს; დ) ბუნებრივსაფარიანი ადზ-ის უსწორმასწორობა 0,03 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს (ეს მონაცემი სამმეტრიანი ლარტყით იზომება). 5. სასწავლო აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 2000 მ-ის რადიუსით განთავსებული დაბრკოლებ(ებ)ის სიმაღლე - 45 მ-ს, 2700 მ-ის რადიუსით განთავსებულისა კი 80 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ამასთან, აფრენისა და დაფრენის სექტორებში დაბრკოლებების შემზღუდავი სიბრტყის დახრილობა, უსაფრთხოების ღერძულა ზოლის კიდიდან 1600 მ-ის ფარგლებში, 5%-ს (1:20) არ უნდა აღემატებოდეს. 6. სასწავლო აეროდრომის ადზ-ზე “სტარტი” შემდეგნაირად უნდა იშლებოდეს: ა) დასაფრენი ნიშანი (,,T”) იშლება ადზ-ის კიდიდან არანაკლებ 50მ-ის მანძილზე; ბ) აფრენა-დაფრენის მიმართულება, აფრენის შეწყვეტის მიჯნამდე, მოინიშნება თეთრი (ან კონტრასტული) ალმებით (50 მ-ის ინტერვალით, ორპილოტიანი თვითმფრინავისათვის და 25 მ-ის ინტერვალით, ერთპილოტიანისათვის); გ) აფრენის შეწყვეტის მიჯნა მოინიშნება წითელი ფერის ალმით. |
მუხლი 14.
მეთვალყურე |
1. სდ ვალდებულია სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს გაუწიოს სამეთვალყურეო მომსახურება და ამ მიზნით იყოლიოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობების შემსრულებელი ორი ავიასპეციალისტი მაინც და იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს როგორც „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელმა, ასევე - პილოტ-ინსტრუქტორმა, რომელსაც აქვს პილოტ-ინსტრუქტორის შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელშიც გაკეთებული უნდა იყოს შემდეგი ჩანაწერი: „დაშვებულია სდ-ის საწვრთნელი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურებაზე“. |
მუხლი 15.
სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო |
1. სდ შეიმუშვებს და სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს სხვადასხვა ნაწილებისაგან, მაგრამ უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფომაციას:
ა) სდ-ის უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი სასწავლო კურსების ზოგად აღწერასა და შინაარსს; ბ) სასწავლო პროგრამების შინაარსს, სწავლების უზრუნველყოფის საშუალებების, მასალებისა და გამოსაყენებელი აღჭურვილობების მითითებით; გ) სასწავლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღწერას, წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი შენობა-ნაგებობების აღწერილობას და მოწყობილობების აღწერილობას; ე) იმ პირის ვინაობას, კვალიფიკაციასა და უფლება-მოვალეობებს, რომელიც ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დანიშნულია სდ-ის სერტიფიცირების პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად; ვ) სასწავლო კურსების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლისათვის დანიშნული პასუხისმგებელი პერსონალის უფლება-მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების აღწერას ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ზ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსტრუქტორთა შემადგენლობისათვის კვალიფიკაციის დადგენისა და შენარჩუნებისათვის განსაზღვრული პროცედურების აღწერას; თ) წინამდებარე წესის მე-16 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული სწავლების ჩანაწერების შესრულებისა და შენახვის მეთოდების აღწერას; ი) ექსპლუატანტის მოთხოვნებთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პერსონალის დამატებითი სწავლებების საჭიროების განსაზღვრის აღწერა. კ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ ფუნქციის შესრულებისათვის უფლებამოსილ პირთა შერჩევის, დანიშვნის, როლისა და ვალდებულებების აღწერა, აგრეთვე სააგენტოს მიერ ამ მიზნით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფის შესაბამისი პროცედურის აღწერა. 2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელოს განახლება აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა შენარჩუნებულ იქნეს მისი შესაბამისობა მოთხოვნებთან; 3. სახელმძღვანელოში შესული ცვლილების თაობაზე ეცნობება ყველა დაინტერესებულ მხარეს. |
მუხლი 16.
სდ-ში ჩანაწერების შენახვის პირობები |
1. სდ-მ უნდა უზრუნველყოს მსმენელთა (სტუდენტთა) შესახებ დეტალური ჩანაწერების შენახვა ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ განვლილი სასწავლო კურსების შესაბამისობის დადგენა სდ-ის სერტიფიცირების პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. სდ-მ უნდა უზრუნველყოს ინსტრუქტორთა და გამომცდელთა კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და მომზადების დამადასტურებელი ჩანაწერების შენახვა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება სწავლების დასრულებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები - არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, რაც ინსტრუქტორი ან გამომცდელი დაასრულებს სდ-ში თავისი ფუნქციების შესრულებას. |
+
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №221
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“
დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
+
დამტკიცდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“, №1-5 დანართებთან ერთად.
+
+
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 მარტის №36 ბრძანების შესაბამისად გაცემული, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
+
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან.
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებისსსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია
+
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების
სერტიფიცირების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი (შემდგომ – წესი) ეფუძნება საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის („ავიასპეციალისტების სერტიფიცირება“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომ-ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc 9841 („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს. წესი ადგენს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების წესს და პირობებს.
2. ამ წესის შესაბამისად, სერტიფიცირებას ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ:
ა) სამოქალაქო ავიაციის დარგში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას, გარდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულებებისა;
ბ) ავიასპეციალისტთა ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას (შემდგომ - ენის შეფასება);
გ) ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შემფასებლის მომზადებას (შემდგომ - ენის შემფასებელი).
3. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ – სდ) სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, დუბლიკატის გაცემა, აგრეთვე მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანა, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ამ წესის შესაბამისად.
4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დადგენილი წესით.
5. სდ-ს უფლება არ აქვს განახორციელოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება, ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის შემფასებლის მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომ - სერტიფიკატი).
ა) ამ წესის მოთხოვნებთან სდ-ის შესაბამისობის დადგენა;
ბ) ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების, ენის ცოდნის დონის შეფასების და ენის შემფასებლის მომზადების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 2. ტერმინებისა და ცნებების განმარტებები
ბ) კურსანტი - პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სდ-ში;
დ) ავიასპეციალისტი – ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით განსაზღვრული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება – ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადებისათვის განკუთვნილი დაწესებულება;
ვ) სასწავლო ბაზა – მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, საგამოცდო და ადმინისტრაციული ოთახების, ჩანაწერების შენახვის სივრცის, ბიბლიოთეკის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების (საჰერო ხომალდი, აეროდრომი, საწაფი, აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ელ.ტექნიკა, თვალსაჩინო საშუალებები და სხვ.) ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად;
ზ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი – სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს სდ-ის შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და ანიჭებს მას ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების უფლებას;“.
თ) პროფესიული მომზადება – პირის მიერ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც საჭიროა ავიასპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220-ე ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 3. სერტიფიცირების ეტაპები
ა) I ეტაპი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას სააგენტოში;
ბ) II ეტაპი - განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;
გ) III ეტაპი - სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა;
დ) IV ეტაპი - სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა.
2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
+
მუხლი 4. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი საბუთები
1. სდ, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის - სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
დ) მასწავლებლობის და ენის შემფასებლის კანდიდატთა განაცხადები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების 43-ე და 431 მუხლების შესაბამისად. ასევე, მასწავლებელთა, ენის შემფასებელთა და ინსტრუქტორთა მოწმობის ასლები და მონაცემები ამ წესის №1 და №3 დანართების შესაბამისად;
ე) სდ-ის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ავიასპეციალისტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო კურსების შესაბამისი სასწავლო პროგრამები, ენის შეფასების პროცედურა და ენის შემფასებლის მომზადების პროგრამა ორ ეგზემპლარად;
კ) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის ასლი, თუ სდ გეგმავს განახორციელოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადების ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კურსები, ამ წესის მე-13 მუხლის გათვალისწინებით;
ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტებს ან მესამე პირებს;
მ) სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ნ) სასწავლო სხ-ის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი;
ო) სწავლების მიზნების შესაბამისი სასწავლო ბაზის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
1. სააგენტო, 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ „წესის“ მოთხოვნებთან.
პ) (ამოღებულია - 22.11.2021, №261).
3. თუ განმცხადებელი ფლობს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედ სერტიფიკატს და სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიმართავს სააგენტოს იმავე პირობებით სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“, „ზ“, ,,თ“, „კ“, ,,ლ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამ შემთხვევაში სააგენტო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 60 დღის ვადაში.
3. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ „წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობისას, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ - კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 5. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება
1. განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. განცხადების და თანდართული საბუთების კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომ – კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას.
ა) დადებითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს;
ბ) უარყოფითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.
6. კომისია, განმცხადებლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია) ან უარყოფითი (თუ ნაკლოვანებები არ არის გამოსწორებული).
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის
თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა
2. სააგენტო ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას:
გ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226).
21) სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 4 წელი.
6. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 7. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, ცვლილება, დუბლიკატის გაცემა. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რის გამოც სააგენტომ შეაჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
+
მუხლი 8. სასწავლო კურსები
1. ავიასპეციალისტთა პროფესიული მომზადებისათვის სდ-ში შეიძლება განხორციელდეს:
ა) ეკიპაჟის წევრების მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები:
ა.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მომზადება (Flight Crew Training):
ა.ა.ა) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის მომზადება (PPL/SPL /BPL);
ა.ა.ბ) კომერციული პილოტის მომზადება (CPL);
ა.ა.გ) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მომზადება (ATPL);
ა.ა.დ) სახელსაწყო ფრენისათვის მომზადება (IR);
ა.ა.ე) საჰაერო ხომალდის კლასზე/ტიპზე მომზადება (Class/Type RatingTraining);
ა.ა.ვ) ინსტრუქტორის მომზადება – საფრენოსნო ინსტრუქტორი (FI), სხ-ის ტიპზე/კლასზე მომზადების ინსტრუქტორი (TRI/CRI), სახელსაწყო ფრენის ინსტრუქტორი (IRI), საწაფის ინსტრუქტორი (SFI), მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედების ინსტრუქტორი (MCCI);
ა.ა.ზ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მომზადება (FE), სხ-ის ტიპზე/კლასზე უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი (TRE/CFE), სახელსაწყო ფრენის უფროსი-ინსტრუქტორი (IRE), საწაფის უფროსი-ინსტრუქტორი (SFE);
ა.ა.თ) ღამის ფრენის ოსტატობის სწავლება (Night Rating Training);
ა.ა.ი) მრავალწევრიანი ეკიპაჟის ურთიერთქმედებისთვის მომზადება (MCC);
ა.ბ) ბორტგამყოლის მომზადება (Cabin Crew Training):
ა.ბ.ა) პირველადი მომზადება (CC Initial Training);
ა.ბ.ბ) ბორტგამყოლის მომზადება საჰაერო ხომალდის ტიპზე (A/C Type Specific Training);
ა.ბ.გ) ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მომზადება (CCI).
ა.გ) ბორტინჟინერის მომზადება და ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის მომზადება;
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის Part-FCL და Part-CC ნაწილების შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
ბ) (ამოღებულია - 20.01.2022, №16);
გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტთა მოსამზადებელი შემდეგი სასწავლო კურსები:
გ.ა) საბაზო სწავლება (Basic Training);
გ.ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლება (Type Training);
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part-66 ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
დ) ავიადისპეტჩერის მომზადება (Flight Dispatcher/Flight Operation Officer);
ე) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობისათვის:
ე.ა) პილოტის მომზადება;
ე.ბ) განსხვავებულ კატეგორიაზე მომზადება;
ე.გ) განსხვავებულ სახეობაზე, კლასზე ან ტიპზე მომზადება;
ე.დ) ცოდნის განახლება;
ე.ე) ინსტრუქტორის მომზადება;
ე.ვ) ინსტრუქტორის სემინარი;
ვ) ავიასპეციალისტებისათვის საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება ICAO-ს სკალის შესაბამისად (English Language Proficiency Assessment) და ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი სწავლება.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ICAO-ს ოფიციალურ გამოცემაში – Doc 9835;
ზ) ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების და მასში საკვალიფიკაციო აღნიშვნის (ოსტატობის და/ან დაშვების) შეტანასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO მიერ დადგენილ სტანდარტებსა და რეკომენდებულ პრაქტიკას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროგრამები უნდა:
ა) ითვალისწინებდეს „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით კონკრეტული ავიასპეციალისტისათვის განსაზღვრული თეორიული ცოდნის მინიმალურ მოთხოვნებს;
ბ) აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის დანართი A, მე-3 პუნქტით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს;
გ) გამოყენებამდე, პირველადი რედაქციით, ასევე, ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.
3. თითოეული სასწავლო კურსის დაწყებამდე სდ-მ წერილობით უნდა აცნობოს სააგენტოს სასწავლო კურსის დაწყების თარიღი.
4. სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოცს.
5. სდ უფლებამოსილია ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადება განახორციელოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო კურსი ეხება საჰაერო ხომალდის ტიპზე მომზადებას – შესაძლებელია მომზადება ჩატარდეს მწარმოებლის მიერ გამოცემული ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს ენაზე. სასწავლო კურსი ტარდება მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ ენაზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 81. საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება და ენის სერტიფიკატი
1. ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასების პროგრამა - პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ენის ცოდნის შეფასების მიზნებს;
ბ) ენის ცოდნის შეფასების აღწერილობას, შეფასების დროის განაკვეთს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს, შეფასების ნიმუშებს, სმენის შეფასების ნიმუშებს;
გ) ენის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს და სტანდარტებს (როგორც მინიმუმ, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეები, N6 დანართის მიხედვით);
დ) დოკუმენტირებულ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ენის შეფასება არის ვალიდური, რელევანტური და სანდო, სამუშაო, გაძლიერებული და ექსპერტის დონეებისთვის;
ე) პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ენის შეფასების სტანდარტიზება სასწავლო დაწესებულებაში;
ვ) ენის შეფასების პროცესის აღწერილობას და პასუხისმგებლობებს, მათ შორის სულ მცირე:
ვ.ა) ინდივიდუალური ენის შეფასების მომზადება/ადმინისტრირება: ადგილმდებარეობა, პიროვნების იდენტიფიცირება, შეფასების მეთოდოლოგია, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
ვ.ბ) სააგენტოს და განმცხადებლის ინფორმირების, დოკუმენტების (მათ შორის, სერტიფიკატის ასლის) წარდგენის პროცედურებს;
ვ.გ) დოკუმენტების და ჩანაწერების შენახვის წესებს;
ვ.დ) სხვა პროცესების აღწერილობას, რომელიც დაკავშირებულია ენის შეფასების ჩატარებასთან და შეუძლია გავლენა იქონიოს მის შედეგებზე (დაგეგმილი თარიღის ცვლილება სხვადასხვა მიზეზით, კანდიდატის არაკეთილსინდისიერი ქმედება და სხვ.);
ზ) ენის შეფასების გასაჩივრების პროცედურას;
თ) ენის შემფასებლების შესახებ ინფორმაციას (მათი ვინაობა, მოწმობის ასლი და სხვ.)
2. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს პილოტის და მეთვალყურის შესასრულებელ შესაბამის ამოცანებს, მაგრამ შეფასების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სამუშაო პროცედურების ცოდნაზე, არამედ ინგლისური ენის ცოდნაზე.
3. ენის შეფასებას ატარებს მინიმუმ ორი ენის შემფასებელი, სადაც ერთი უნდა იყოს აუცილებლად პირი, რომელიც ფლობს ან უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ფლობდა პილოტის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობას, ხოლო მეორე - ინგლისური ენის სპეციალისტი.
4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ ენის შემფასებელმა დღის განმავლობაში არ ჩაატაროს ექვს შეფასებაზე მეტი.
5. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის:
ა) უნარი - წარმართოს ეფექტური კომუნიკაცია საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენებით;
ბ) სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში, საავიაციო რადიოკავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიიდან გადახვევის შემთხვევაში, სასაუბრო ენაზე შეტყობინების გაგების და გადმოცემის უნარი.
6. ენის შეფასება ხორციელდება ერთი კომბინირებული შეფასების ფარგლებში, რომელიც მოიცავს სამი ელემენტის შეფასებას:
ა) მოსმენა - გაგების შემოწმება;
ბ) მეტყველება - გამოთქმის, ლექსიკის, სტრუქტურის, სიტყვათა მარაგის და სისრულის შემოწმება;
გ) ინტერაქცია.
7. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის საუბრის და მოსმენის შესაძლებლობები. ხოლო, გრამატიკის, კითხვისა და წერის არაპირდაპირი შეფასება მიზანშეწონილი არ არის.
8. ენის შეფასებამ უნდა განსაზღვროს განმცხადებლის შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც სტანდარტული ფრაზეოლოგია, ასევე სასაუბრო ენა იმ გარემოებაში, როდესაც სტანდარტული ფრაზეოლოგია ვეღარ ემსახურება მიზნებს.
9. ენის შეფასება უნდა მოიცავდეს:
ა) ხმოვან/სარადიოტელეფონო და პირისპირ სიტუაციებს;
ბ) ზოგად, კონკრეტულ და პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან დაკავშირებულ საკითხებს;
10. ენის შეფასების მიზანია შემოწმდეს განმცხადებლის:
ა) გამოთქმა:
ა.ა) განმცხადებლის მშობლიური ენის გავლენის დონე რითმზე, ინტონაციაზე, გამოთქმაზე და მისი ნათქვამის გაგებაზე;
ა.ბ) აღნიშნული ფაქტორების გავლენა გაგების სიმარტივეზე.
ბ) სტრუქტურა:
ბ.ა) განმცხადებლის შესაძლებლობა, გამოიყენოს მარტივი და რთული გრამატიკული სტრუქტურის წინადადებები;
ბ.ბ) განმცხადებლის მიერ დაშვებული შეცდომების დონე, რომელიც გავლენას ახდენს ნათქვამის მნიშვნელობაზე.
გ) სიტყვათა მარაგი:
გ.ა) გამოყენებული სიტყვათა მარაგი და მათი სიზუსტე;
გ.ბ) პერიფრაზის გაკეთების შესაძლებლობა, სიტყვათა მარაგის ამოწურვის შემთხვევაში;
დ) სისრულე:
დ.ა) ტემპი;
დ.ბ) ყოყმანი;
დ.გ) წინასწარ მომზადებული მოხსენება და სპონტანური მოხსენება;
დ.დ) საუბრისას მაკავშირებელი სიტყვების და კავშირების გამოყენება.
ე) გაგება:
ე.ა) ზოგადი, ასევე პილოტის/მეთვალყურის სამუშაოს სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ;
ე.ბ) ლინგვისტური ან სიტუაციური სირთულის წინაშე მოულოდნელად აღმოჩენა.
ვ) ინტერაქცია:
ვ.ა) პასუხის ხარისხი (დროული, შესაბამისი და ყოვლისმომცველი);
ვ.ბ) საუბრის დაწყების, საუბარში ჩართვის უნარი:
ვ.ბ.ა) ზოგად, ასევე, პილოტის/მეთვალყურის სამუშაო ადგილის სპეციფიკასთან
დაკავშირებულ სიტუაციებში;
ვ.ბ.ბ) მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებთან გამკლავებისას;
ვ.გ) გაუგებარ სიტუაციაში გადამოწმების, დაზუსტების უნარი.
11. ენის შეფასების ჩატარების შემდგომ სდ ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი, სადაც უნდა აღინიშნოს:
ა) სასწავლო დაწესებულების დასახელება;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
გ) შეფასების შედეგი, N6 დანართში განსაზღვრული შესაბამისი დონის მითითებით;
დ) სერტიფიკატის ნომერი;
ე) გაცემის თარიღი;
ვ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
ზ) ენის შემფასებლების ვინაობა და ხელმოწერები;
თ) სდ-ის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ხელმოწერა.
12. ენის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ენის ცოდნის დონეზე, ამ წესის მე-6 დანართის შესაბამისად, და შეადგენს:ა) სამუშაო დონე (მე-4 დონე) - 3 წელი შეფასების თარიღიდან;
ბ) გაძლიერებული დონე (მე-5 დონე) - 6 წელი შეფასების თარიღიდან;
გ) ექსპერტის დონე (მე-6 დონე) - უვადო.
13. სდ ვალდებულია წინასწარ აცნობოს სააგენტოს თითოეული ენის შეფასების ჩატარების
თარიღი.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 82. ენის შემფასებლის მომზადება
ენის შემფასებლის პირველადი და განმეორებითი მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს
თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პირველადი მომზადება უნდა გრძელდებოდეს, სულ მცირე, 40 საათი და უნდა შედგებოდეს
შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა.ა) ენის შეფასების პროცესის ზოგად გაცნობა;
ა.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა;
ა.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების დეტალურად გაცნობა;
ა.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);
ა.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გაცნობა;
ა.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;
ა.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;
ა.თ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შეცდომის აღმოჩენაზე.
ბ) განმეორებითი მომზადება, რომელიც მინიმუმ უნდა გრძელდებოდეს 24 საათი და უნდა
შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ბ.ა) მინიმუმ 5 ნიმუშის შეფასება;
ბ.ბ) მარეგულირებელი დოკუმენტაციის, საერთაშორისო სტანდარტების გამეორება;
ბ.გ) ენის ფლობის თითოეული დონის მოთხოვნების გამეორება;
ბ.დ) აუდიოჩანაწერების გამოყენება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიოჩანაწერების ბიბლიოთეკიდან (http://cfapp.icao.int/rssta/RSSTA.cfm);
ბ.ე) შეფასების ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და იურიდიული კომპონენტების გამეორებას;
ბ.ვ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო, რომლის დროსაც შემფასებელი ენის ფლობის ყველა დონისთვის ასრულებს ჩანაწერებს;
ბ.ზ) მინიმუმ ერთი სავარჯიშო შემფასებლის ქცევასთან დაკავშირებით;
ბ.თ) მინიმუმ ერთ სავარჯიშოს შეცდომის აღმოჩენაზე.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 9. სდ-ის პერსონალი
1. სდ-ში დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სდ-ის შესაბამისობას სერტიფიცირებული სდ-ის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. სდ-ში უნდა დასაქმდეს საჭირო რაოდენობის პერსონალი, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასწავლო კურსების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი.
3. პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებით“ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
4. სდ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ინსტრუქტორთა სრულ შემადგენლობას (პედაგოგიურ პერსონალს) და ენის შემფასებლებს ჰქონდეს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისი კვალიფიკაცია.
5. სდ-ის მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
ა) სდ-ის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, შესაბამისი საგნის პედაგოგის საბუთი;
ბ) სდ-ის მასწავლებელს, რომელიც ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული საგნების სწავლებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 43-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მასწავლებლის მოწმობა;
გ) სდ-ის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
- სასწავლო საგნის სახელმძღვანელო, კონსპექტი ან ლექციების კურსის ელექტრონული ვერსია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე ცვლილებები და დამატებები;
- სასწავლო საგნის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენციის ფარგლებში სტს-ი;
- საფრენოსნო პროგრამების შემთხვევაში - ფრენის ანალიზები მათი უსაფრთხოდ შესრულების კუთხით, ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები და მათი თავიდან აცილების რეკომენდაციები;
- სასწავლო საგნის ლექციების გეგმები.
დ) სდ-ის მასწავლებელმა, სასწავლო მასალის გადაცემისას, უნდა დაიცვას ლოგიკური თანმიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მას უნდა ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი და სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობისას წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში;
ე) სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., საჰაერო ხომალდის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა;
ვ) ენის შემფასებელს, რომელიც ახორციელებს ავიასპეციალისტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებას უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 431 მუხლის შესაბამისად გაცემული ენის შემფასებლის მოწმობა.
6. (ამოღებულია - 22.11.2021, №261).
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 10. სასწავლო ბაზის მოწყობა
1. სდ უნდა ფლობდეს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლების მიზნების მისაღწევად გამოსადეგ სასწავლო ბაზას, რათა მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და/ან პრაქტიკული ცოდნა. სასწავლო ბაზა უნდა აკმყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841-ის მე-6 თავით დადგენილ ზოგად მოთხოვნებს.
შენიშვნა: სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია:
ა) ეკიპაჟის წევრებისათვის სასწავლო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლი 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.GEN. 215 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM);
ბ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტისთვის – ევროკომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის №1321/2014 რეგულაციის Part147.A.100 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
2. სასწავლო ბაზის გარდა, სასწავლო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს:
ა) ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შეესაბამება ICAO-ს ოფიციალური გამოცემის – Doc 9841-ის მე-4 თავსა და დანართ B-ს (Appendix B);
ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემა, თუ სდ-ის მიერ შეთავაზებული მომსახურება ეხება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 11. საწაფი
1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის უნდა ჩატარდეს:
ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწაფზე;
ბ) (ამოღებულია - 20.01.2022, №16).
2. თუ საჰაერო ხომალდის მართვის შესაბამისი საწაფი არ არსებობს, სდ უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი კონსტრუქციის საწაფი, რომელიც, სულ ცოტა, კაბინაში წვრთნისათვის დადგენილ მომზადებას უნდა უზრუნველყოფდეს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 12. სასწავლო საჰაერო ხომალდი
1. სასწავლო დაწესებულებამ , რომელიც ახორციელებს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას ამ „ წესის “ მე -8 მუხლის პირველი პუნქტის ა . ა ) ქვეპუნქტის შესაბამისად , სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს ისეთი სასწავლო საჰაერო ხომალდი , რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სავარჯიშოების შესასრულებლად .
შენიშვნა : ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.135 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM).
2. სასწავლო სხ რეგისტრირებული უნდა იყოს „ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში “.
3. სასწავლო სხ - ს უნდა გააჩნდეს :
ა ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის მოქმედი სერტიფიკატი ;
ბ ) სხ - ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის მიერ დამტკიცებული სეს .
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 13. სასწავლო აეროდრომი
1. სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდით საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების მომზადებას (გარდა თავისუფალი აეროსტატის პილოტისა), უნდა გამოიყენოს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული მანევრების სწავლებისათვის შესაბამისი ბაზისა და მახასიათებლების მქონე აეროდრომი/ვერტოდრომი, ჩასატარებელი სასწავლო კურსისა და გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის კატეგორიისა და ტიპის გათვალისწინებით.
შენიშვნა: ამ პუნქტთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის ORA.ATO.140 პუნქტის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC & GM). - AMC1.ORA.ATO.140.
2. აეროდრომი/ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სასწავლო მიზნებისათვის უნდა იყოს სერტიფიცირებული ან საფრენ მოედნად რეგისტრირებული/აღრიცხული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.
+
მუხლი 14. სასწავლო ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 25.01.2022წ.
+
მუხლი 15. სდ-ის სასწავლო პროცესისა და პროცედურების სახელმძღვანელო
გ ) სასწავლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღწერას , ამ წესის მე -10 მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად ;
კ) (ამოღებულია - 27.11.2019, №226).
11. სააგენტოს შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სდ-ის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო ორ ეგზემპლარად.
12. სასწავლო პროცესებისა და პროცედურების სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9841 მე-3 თავის და ,,A“ დანართის (Appendix A)“ ზოგად მოთხოვნებს.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 29.11.2019წ.
+
მუხლი 16. სდ-ში ჩანაწერების შენახვის პირობები
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება სწავლების დასრულებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, ხოლო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები - არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, რაც ინსტრუქტორი ან გამომცდელი დაასრულებს სდ-ში თავისი ფუნქციების შესრულებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ?
- „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ მიღებულია 24.10.2013. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №221. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.54.066.016053.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 20 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ, №221, 24.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2057308/