ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№793
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №793

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებს აღებული ვალდებულებების შეუფერხებლად დაფინანსებისათვის გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის: ხარაგულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000  (ორასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს  სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე