განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.11.2013 ბოლო ცვლილება 16.01.2014
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №20

2013 წ ლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 16​1 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

1. 2014 წლის 17 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.

2. შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ვ. ზაქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);

მ. ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ალ. ჩიკვაიძე– განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;

გ. საჯაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

დ. გაბეჩავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი;

დ. ზაქარაია – განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.

3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2014 წლის 17 იანვრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.

4. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა), მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

5. 2014 წლის 17 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 25 დეკემბრის №38 დადგენილება ,,განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

7.  ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ვ. ყოლბაია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“, №20, 19.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2083844-1/