განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №20
2013 წ ლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. 2013 წლის 25 დეკემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი (შემდგომში - მინისტრის აპარატი).
2. შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ვ. ზაქარაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
მ. ფარფალია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ლ. გულედანი - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
გ. საჯაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
დ. გაბეჩავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი;
დ. ზაქარაია - განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი.
3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2013 წლის 25 დეკემბრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.
4. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა), მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
5. 2013 წლის 25 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 25 დეკემბრის №38 დადგენილება „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.
6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
7. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
+
2013 წლის 19 ნოემბერი
2013 წლის
19 ნოემბერი„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 161 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. 2014 წლის 17 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.
2. შეიქმნას მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ვ. ზაქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
მ. ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ალ. ჩიკვაიძე– განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
გ. საჯაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
დ. გაბეჩავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსი;
დ. ზაქარაია – განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.
3. კომისიამ, მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, 2014 წლის 17 იანვრამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.
5. 2014 წლის 17 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 25 დეკემბრის №38 დადგენილება ,,განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
შეტანილი ცვლილებები:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2013 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2014.
- როდის იქნა მიღებული „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“?
- „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 19.11.2013. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016052.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2014.
- სად არის „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ“, №20, 19.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2083844/