საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (27)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (25)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში. 2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება. 3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სახაზინო კოდი, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. №20. მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები 1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება. 2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა; ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა; გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება; დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება; ე) საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და მისგან გამომდინარე მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება; ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება; თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება; ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება; კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა; ლ) სამხედრო კადრების მომზადება; მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება; ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება; ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის; პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში დადგენილი წესით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა; ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა; ს) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. 3. მინისტრი: ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად; გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება; დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურას, აგრეთვე წინადადებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; თ) ჯარის სახეობის სარდლის არყოფნის შემთხვევაში, უფლებამოსილია სარდლის მოვალეობანი დააკისროს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს; ი) პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; კ) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით, კანონის შესაბამისად წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე; ლ) დადგენილი წესით ანიჭებს საკლასო ჩინებს სახელმწიფო მრჩევლამდე, კანონის შესაბამისად წარადგენს კანდიდატებს საკლასო ჩინის – სახელმწიფო მრჩევლის – მისანიჭებლად; მ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე; ნ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის საკითხების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; ო) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული ხარჯვისათვის; პ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური შტაბის დებულებას; ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებისა; რ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს, ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საშტატო ნუსხის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს; ს) ადგენს სამინისტროს სამოქალაქო ტექნიკური თანამდებობების დასახელებასა და თანამდებობათა ნუსხას; ტ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე; უ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი; ფ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს მიანიჭოს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების უფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობის დებულებებს, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულებას; ღ) გასცემს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას; ყ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს, სამინისტროს შინაგანაწესსა და სამინისტროში ქცევის წესებს; შ) უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის მქონე პირთათვის დახმარების გაცემის, სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები; ჩ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 4. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. 7. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები; გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) ხელს აწერს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი); ბ) გენერალური ინსპექცია; გ) სამინისტროს ადმინისტრაცია; დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი; ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი; ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი; ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო); ი) ანალიტიკური დეპარტამენტი; კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი; მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი; ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი; ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველო. 2. გენერალურ შტაბს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს მინისტრი. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა გენერალური შტაბისა, ქმნის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდგომში – ოფისი). 4. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები: ა) გენერალური შტაბი: ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას; ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი მდგომარეობის დროს; ა.გ) მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას; ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს: ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივ შემოწმებასა და ანალიზს; ბ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა; გ) სამინისტროს ადმინისტრაცია, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით: გ.ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: გ.ა.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და სამინისტროს არქივის მართვა; გ.ა.ბ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა; გ.ბ) პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა; გ.გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია: გ.გ.ა) საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ.გ.ბ) შესაბამის დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უზრუნველყოფა; გ.გ.გ) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა; გ.დ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი: გ.დ.ა) უზრუნველყოფს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციასა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას; გ.დ.ბ) ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და ვიზირებას; გ.დ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას; გ.დ.დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას. დ) სამინისტროს ადმინისტრაცია ასევე უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობას; ე) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი: ე.ა) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით; ე.ბ) შეიმუშავებს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის ზოგად მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელ, საშუალო და მოკლევადიან გეგმებს; ე.გ) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას და შეიმუშავებს პოლიტიკასა და გეგმებს თავდაცვის რეფორმებისათვის; ე.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს; ე.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდასაჭერად კოორდინაციას უწევს დაგეგმვის, თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესს და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში; ე.ვ) მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში; ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი: ვ.ა) უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების გატარებას სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის. ვ.ბ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვის საკონტრაქტო პირობების შესრულების მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში; ვ.გ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი: ვ.დ) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას; ვ.ე) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას; ვ.ვ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს; ვ.ზ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის; ვ.თ) ოფისისა და გენერალური შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს; ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი: ზ.ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს; ზ.ბ) უზრუნველყოფს/კოორდინაციას უწევს სამინისტროს მიერ ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას; თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო): თ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას; თ.ბ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს მინისტრს ან მინისტრის კურატორ მოადგილეს; ი) ანალიტიკური დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით; კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი: კ.ა) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას; კ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროში კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დანერგვასა და შემდგომ მონიტორინგს; კ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და მათ გამართულად მუშაობას; ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი: ლ.ა) შეიმუშავებს წინადადებებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე; ლ.ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ლ.გ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავებას; ლ.დ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მომზადებას; მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი: მ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალი) მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას; მ.ბ) განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებს; მ.გ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგს; მ.დ) ახორციელებს შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოებას, გარდა სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი დოკუმენტაციისა (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა); ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი: ნ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას; ნ.ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ; ნ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას; ნ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას; ნ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით უზრუნველყოფს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას; ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველო: ო.ა) შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით; ო.ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის სისტემის რეფორმების კოორდინაციასა და მონიტორინგს. მუხლი 6. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; ბ) კადეტთა სამხედრო ლიცეუმი; გ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“; დ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები: დ.ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; დ.ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა”; დ.გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; დ.დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; დ.ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; დ.ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; ე) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. მუხლი 7. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება ან/და შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №297
2013 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.
2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.
3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სახაზინო კოდი, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. №20.
მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები🔗
1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად;
გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა;
დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა;
ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა;
ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება.
2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა;
ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა;
გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება;
დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;
ე) საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და მისგან გამომდინარე მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება;
ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;
ვ1 ) ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღება, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნა;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ლ) სამხედრო კადრების მომზადება;
მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება;
ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება;
ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის;
პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში დადგენილი წესით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა;
ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
ს) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;
ტ) სისტემატიზებული და დისციპლინური მიდგომით, სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემებისა და პროცედურების, სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენისა და მათი მართვის მექანიზმების, და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენისა და აღმოფხვრის მექანიზმების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება;
უ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ფ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ქ) სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა, ასევე მიწოდებული საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მიწოდებული საქონლის შემოწმება, აგრეთვე კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლი;
ღ) სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალურ ღონისძიებათა დაგეგმვა და კონტროლი;
ყ) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება;
შ) თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე თავდაცვის სფეროში უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №387 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №653 – ვებგვერდი, 04.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 04.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №422 – ვებგვერდი, 26.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;
დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურას, აგრეთვე წინადადებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
თ) ჯარის სახეობის სარდლის არყოფნის შემთხვევაში, უფლებამოსილია სარდლის მოვალეობანი დააკისროს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს;
ი) პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით, კანონის შესაბამისად წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე;
ლ) დადგენილი წესით ანიჭებს საკლასო ჩინებს სახელმწიფო მრჩევლამდე, კანონის შესაბამისად წარადგენს კანდიდატებს საკლასო ჩინის – სახელმწიფო მრჩევლის – მისანიჭებლად;
მ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
ნ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის საკითხების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ო) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული ხარჯვისათვის;
პ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური შტაბის დებულებას;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებისა;
რ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს, ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საშტატო ნუსხის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს;
ს) ადგენს სამინისტროს სამოქალაქო ტექნიკური თანამდებობების დასახელებასა და თანამდებობათა ნუსხას;
ტ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;
უ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ფ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს ან/და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების, მათ შორის, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლება;
ქ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობის დებულებებს, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულებას;
ღ) გასცემს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას;
ყ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს, სამინისტროს შინაგანაწესსა და სამინისტროში ქცევის წესებს;
შ) უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის მქონე პირთათვის დახმარების გაცემის, სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები;
ჩ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;
ც) ამტკიცებს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს;
ძ) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესს;
წ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესს;
ჭ) ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესს;
ხ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ლოგოებს, ემბლემებსა და სხვა სიმბოლიკას, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშებს, ლოგოებს, ემბლემებსა და სხვა სიმბოლიკას.
4. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
7. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №422 – ვებგვერდი, 26.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №535 – ვებგვერდი, 12.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 24.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.
მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) ხელს აწერს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია;
გ1) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
დ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
დ1) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;
ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი;
ი) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი;
მ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი;
ნ) (ამოღებულია - 03.12.2014, №653);
ო) (ამოღებულია - 02.06.2015, №246);
პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ჟ) (ამოღებულია - 03.12.2014, №653);
რ) იურიდიული დეპარტამენტი;
ს) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ტ) სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი;
უ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ფ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო.
2. გენერალურ შტაბს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა გენერალური შტაბისა, ქმნის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდგომში – ოფისი).
4. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) გენერალური შტაბი:
ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;
ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი მდგომარეობის დროს;
ა.გ) მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:
ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივ შემოწმებასა და ანალიზს;
ბ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა;
ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია ახორციელებს:
გ.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფასა და სამინისტროს არქივის მართვას;
გ.ბ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვას;
გ.გ) საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვასა და აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
გ.დ) შესაბამის დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების), საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უზრუნველყოფას;
გ.ე) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას;
გ.ვ) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;
გ.ზ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენასა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;
გ.თ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინებას;
გ.ი) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებასა და ვიზებით უზრუნველყოფას;
გ.კ) სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანს;
გ.ლ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას;
გ.მ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, სამინისტროს საპროტოკოლო, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებასა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლს;
გ.ნ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
გ.ო) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
გ.პ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზებას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობის კოორდინაციას;
გ.ჟ) მინისტრისათვის ინფორმაციისა და წინადადებების წარდგენას მინისტრისა და მისი მონაწილეობით განსახილველი საკითხებისა და მისაღები გადაწყვეტილებების თაობაზე;
გ.რ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
გ.ს) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
გ.ტ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასა და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას და შესრულების მონიტორინგს, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას;
გ1) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
გ1.ა) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;
გ1.ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის სამინისტროს საქმიანობის, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას (მიმდინარე რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტიგენტის მონაწილეობა, სამხედრო სწავლებები, წვრთნები და სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) და მედიის მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერას;
გ1.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადებას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას;
გ1.დ) უზრუნველყოფს, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;
გ1.ე) უზრუნველყოფს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას;
გ1.ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და მედიატურების მოწყობას;
გ1.ზ) ახორციელებს მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციას, რეგისტრაციას და მათ თანხლებას სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;
დ) (ამოღებულია - 02.06.2015, №246);
დ1) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი:
დ1.ა) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის პოლიტიკასა და გეგმებთან დაკავშირებით;
დ1.ბ) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;
დ1.გ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ძირითადი პრინციპებისა და შესაძლებლობების ანალიზს, შეიმუშავებს პრიორიტეტულ მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;
დ1.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;
დ1.ე) ახორციელებს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაციას და რესურსების მართვის ფარგლებში მონაწილეობას იღებს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;
დ1.ვ) მონაწილეობას იღებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში;
დ1.ზ) ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;
ე) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ვ.ა) უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების გატარებას სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის.
ვ.ბ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვის საკონტრაქტო პირობების შესრულების მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში;
ვ.გ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ვ.დ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ვ.ე) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ვ.ვ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ვ.ზ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ვ.თ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ვ1) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:
ვ1.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;
ვ1.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;
ვ1.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;
ვ1.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;
ვ1.ე) ოფისისა და გენერალური შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;
ვ1.ვ) ახორციელებს სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას;
ვ1.ზ) ახორციელებს სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მიწოდებული საქონლის შემოწმებას;
ვ1.თ) ახორციელებს კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლს;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:
ზ.ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;
ზ.ბ) უზრუნველყოფს/კოორდინაციას უწევს სამინისტროს მიერ ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას;
ზ.გ) (ამოღებულია - 02.06.2015, №246);
ზ.დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კოორდინაციას;
ზ.ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს სათანადო დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი:
თ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობას;
თ.ბ) ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებას;
ი) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:
კ.ა) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას;
კ.ბ) კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ხელშეწყობა;
კ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და მათ გამართულად მუშაობას;
ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი:
ლ.ა) შეიმუშავებს წინადადებებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
ლ.ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ლ.გ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავებას;
ლ.დ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მომზადებას;
მ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი:
მ.ა) ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსის (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის) სტრატეგიული ანალიზისა და მართვის ხელშეწყობას, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადებას;
მ.ბ) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსის მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების ხედვას და ხელს უწყობს მის განხორციელებას;
მ.გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკას, უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − მისი განხორციელების ზედამხედველობას;
მ.დ) ახორციელებს სამინისტროს (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვას და ადმინისტრირებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
მ.ე) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს სამხედრო პერსონალისა და სამხედრო განათლების პოლიტიკას;
მ.ვ) უზრუნველყოფს სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების დანერგვასა და განვითარებას;
მ.ზ) ახორციელებს სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას, ორგანიზაციულ ანალიზს, შეფასებას, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვას ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში;
მ.თ) ხელს უწყობს სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერებას;
მ.ი) შეიმუშავებს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკას და უზრუნველყოფს იმპლემენტაციის მხარდაჭერას;
მ.კ) უზრუნველყოფს სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას;
ნ) (ამოღებულია - 03.12.2014, №653);
ო) (ამოღებულია - 02.06.2015, №246);
პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას;
ჟ) (ამოღებულია - 03.12.2014, №653);
რ) იურიდიული დეპარტამენტი:
რ.ა) ახორციელებს სამინისტროში სამართალშემოქმედებით საქმიანობას, მათ შორის, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
რ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობას;
რ.გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობას;
რ.დ) ამზადებს და ვიზირებას უკეთებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
რ.ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ ექსპერტიზას უტარებს სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა), შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
რ.ვ) სამინისტროში სისტემაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაციას;
რ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციებს;
რ.თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობას და სამინისტროს ინტერესების დაცვას;
რ.ი) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივრებს და ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს;
ს) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ტ) სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი:
ტ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ტ.ბ) ახორციელებს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვას სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ტ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარებას. სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, სამხედრო-ფსიქოლოგიური სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემას, მეთოდურ რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მის შემდგომ განხორციელებას;
ტ.დ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით უზრუნველყოფს სახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
უ) (ამოღებულია - 26.08.2016, №422);
ფ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო:
ფ.ა) ახორციელებს თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ფ.ბ) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და მხარს უჭერს სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;
ფ.გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტურ მუშაობას;
ფ.დ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მიმდინარე მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ფ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ფ.ვ) სამინისტროს სისტემაში უზრუნველყოფს ნატოს უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგსა და კონტროლს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №387 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №197 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №237 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის დადგენილება № 315 – ვებგვერდი , 02.05.2014 წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №464 – ვებგვერდი, 05.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №653 – ვებგვერდი, 04.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის დადგენილება №246 – ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №419 - ვებგვერდი, 12.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 სექტემბრის დადგენილება № 484 - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 04.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №297 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის დადგენილება №316 – ვებგვერდი, 11.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №420 - ვებგვერდი, 26,08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №422 – ვებგვერდი, 26.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №427 - ვებგვერდი, 02.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №556 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.
მუხლი 6. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:🔗
ა) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
ბ) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;
გ) (ამოღებულია - 10.03.2014, №210);
დ) (ამოღებულია - 10.03.2014, №210);
ე) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
ვ) კიბერუსაფრთხოების ბიურო;
ზ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;
თ) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №197 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის დადგენილება №210 – ვებგვერდი, 10.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №546 – ვებგვერდი, 15.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 14.04.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის დადგენილება №222 - ვებგვერდი, 20.05.2016წ.
მუხლი 7. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება ან/და შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №297, 22.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017464 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2087041-25/