რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
| რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 24.01.2014წ. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. |
| მუხლი 3 |
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 24.01.2014წ. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება |
მუხლი 1
1. რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2 1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. 3.კომისიის საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას რელიგიურ საკითხებზე მომუშავე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები. 4.კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3 კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ანალიზი; ბ) რელიგიური–საკულტო დანიშნულების შენობა–ნაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შემუშავება; გ) რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხის შესწავლა; დ) რელიგიური გაერთიანებების საკუთრების საკითხის შესწავლა; ე) საჯარო ღვთისმსახურებისა და საჯარო რელიგიური მსვლელობის საკითხის შესწავლა; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერული საზოგადოების წევრებთან კონსულტაციების გამართვა; ზ) რელიგიური გაერთიანებების საგანმანათლებლო საქმიანობის შესწავლა; თ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება. მუხლი 4 1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება 2 თვეში ერთხელ. 5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს. 8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. 9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. მუხლი 5 1. კომისია თავისი ამოცანების შესრულების მიზნით ქმნის კომისიის აპარატს. 2. კომისიის აპარატის საქმიანობას წარმართავს კომისიის მდივანი. 3. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები (მათ შორის – კომისიის წევრების მონაწილეობით), რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები. 4. კომისიის აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კომისია. მუხლი 6 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №305
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
-
–
კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე;
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
–
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
-
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
კომისიის წევრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
კომისიის წევრი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
კომისიის წევრი;
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
კომისიის წევრი;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
–
-
კომისიის წევრი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
კომისიის წევრი;
კომისიის მდივანი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
-
კომისიის მდივანისაქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 24.01.2014წ.
+
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
+
მუხლი 3🔗
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 24.01.2014წ.
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი
კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
+
მუხლი 1🔗
1. რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები.
3.კომისიის საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას რელიგიურ საკითხებზე მომუშავე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები.
4.კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ანალიზი;
ბ) რელიგიური–საკულტო დანიშნულების შენობა–ნაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შემუშავება;
გ) რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხის შესწავლა;
დ) რელიგიური გაერთიანებების საკუთრების საკითხის შესწავლა;
ე) საჯარო ღვთისმსახურებისა და საჯარო რელიგიური მსვლელობის საკითხის შესწავლა;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერული საზოგადოების წევრებთან კონსულტაციების გამართვა;
ზ) რელიგიური გაერთიანებების საგანმანათლებლო საქმიანობის შესწავლა;
თ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.
მუხლი 4🔗
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება 2 თვეში ერთხელ.
5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5🔗
1. კომისია თავისი ამოცანების შესრულების მიზნით ქმნის კომისიის აპარატს.
2. კომისიის აპარატის საქმიანობას წარმართავს კომისიის მდივანი.
3. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები (მათ შორის – კომისიის წევრების მონაწილეობით), რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები.
4. კომისიის აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 6🔗
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №305, 29.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017472 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2096865-1/