რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №305 |
|
2013 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
|
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი
კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები.
3.კომისიის საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას რელიგიურ საკითხებზე მომუშავე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები.
4.კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ანალიზი;
ბ) რელიგიური–საკულტო დანიშნულების შენობა–ნაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შემუშავება;
გ) რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხის შესწავლა;
დ) რელიგიური გაერთიანებების საკუთრების საკითხის შესწავლა;
ე) საჯარო ღვთისმსახურებისა და საჯარო რელიგიური მსვლელობის საკითხის შესწავლა;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერული საზოგადოების წევრებთან კონსულტაციების გამართვა;
ზ) რელიგიური გაერთიანებების საგანმანათლებლო საქმიანობის შესწავლა;
თ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება 2 თვეში ერთხელ.
5. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
1. კომისია თავისი ამოცანების შესრულების მიზნით ქმნის კომისიის აპარატს.
2. კომისიის აპარატის საქმიანობას წარმართავს კომისიის მდივანი.
3. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები (მათ შორის – კომისიის წევრების მონაწილეობით), რომელთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები.
4. კომისიის აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კომისია.
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
+
რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
-
–
კომისიის თავმჯდომარე;
–
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
-
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
–
-
კომისიის წევრი;
–
-
კომისიის წევრი;
–
-
კომისიის წევრი;
–
-
კომისიის წევრი;
–
-
კომისიის წევრი;
–
-
კომისიის წევრი;
–
-
კომისიის წევრი;
–
-
კომისიის წევრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
-
კომისიის მდივანი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 24.01.2014წ.
+
+
კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №103 – ვებგვერდი, 24.01.2014წ.
+
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება
+
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №305. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.017472.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2014.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №305, 29.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017472 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2096865/