კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№508
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №508

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის კონცეფციის, სამოქმედო პროგრამებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, შეიქმნას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ნიკოლოზ რურუა

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე 

კახა ბაინდურაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ლაშა ჟვანია   

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი

 

-

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

გიორგი ჩალაძე

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

გიორგი ხაჩიძე

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2. ეთხოვოს საქართველოს საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატურის წარმოდგენა.

 

     პრემიერ-მინისტრი                    ნიკა გილაური