საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (40)
შემდგომი ცვლილებები (20)
წინა ცვლილებები (20)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
|
| მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2. (ამოღებულია - 24.09.2015, №509). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები |
მუხლი 1
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10. 6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 31 მაისს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 15.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. მუხლი 2 1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები მუხლი 3 სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. მუხლი 4 სამინისტროს ამოცანებია: ა) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; გ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა; მ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება; ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი; რ 1 ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს; რ 2) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა; ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება; უ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; ქ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა; ჩ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ც) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით; წ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა; ჰ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჰ1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ჰ2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
თავი III. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები მუხლი 5 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება; დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს; ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას; ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე; მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს; ო) ქმნის სათათბირო ორგანოს ‑ კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობასა და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მათ მუშაობას; პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); რ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის; ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-4 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით; ტ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ფ) ამტკიცებს: ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს; ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას; ფ.გ) შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას; ფ.დ) დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით; ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად; ფ.ვ) სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს; ფ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს; ფ.თ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დებულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ინსტრუქციას; ფ.ი) სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესს; ფ.კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს; ფ.ლ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას; ფ.მ) სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, უბნის ინსპექტორებისა და მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის წესს; ფ.ნ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციას; ფ.ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს; ფ.პ) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს; ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 14.03.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ. მუხლი 6 1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. 2. (მოქმედების ვადა დასრულებულია). 2 1. (ამოღებულია - 29.11.2016, №524). 3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №524 - ვებგვერდი, 30.11.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №499 - ვებგვერდი, 22.11.2017წ. თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია მუხლი 7 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268); ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ 1) იურიდიული დეპარტამენტი; გ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი); დ) ეკონომიკური დეპარტამენტი; დ 1) ლოჯისტიკის დეპარტამენტი; ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; ლ 1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი); მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (დეპარტამენტი); ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114); ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57); პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696); ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ყ) მიგრაციის დეპარტამენტი; შ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
მუხლი 8 1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი; გ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი; დ) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი; ე) შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი; ვ) ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი; ზ) კახეთის პოლიციის დეპარტამენტი; თ) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი; ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი; კ) გურიის პოლიციის დეპარტამენტი; ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორია და კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. მუხლი 9 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; დ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“; ზ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600) . 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. მუხლი 10 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია: ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268); ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროში მიმდინარე პროექტების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების დაგეგმვა, შესრულების კოორდინაცია და შედეგების შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაციის მიზნით სამინისტროს დანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ბ 1) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აღნიშნულ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა; სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა: დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა; სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, სამინისტროს დანაყოფების ფინანსური მომსახურება; სამინისტროს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის შედგენა) და შესაბამის ინსტანციაში მისი დროული წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა; დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მისი აღრიცხვა და კონტროლი; ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; ვ) საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მათი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე ტენდენციების, გამოცდილების გაზიარებისა და კვლევების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეების, რეკომენდაციების შემუშავება და განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობის კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი; თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ, უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შემოსული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება; კომპეტენციის ფარგლებში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ 1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება; სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება, განვითარება და მართვა; მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრევენციის განმახორციელებელი და ინციდენტზე მორეაგირე პოლიციელების ანალიტიკური მხარდაჭერის მიზნით; საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივი მონიტორინგის, საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციული ანალიზისა და ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; კრიზისულ სიტუაციებში, ასევე მასშტაბური ღონისძიებების დროს, სამინისტროს დანაყოფების ერთიანი მართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო მასშტაბით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან; ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114); ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება, სპეციალური და საბრძოლო მომზადების პროგრამით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57); პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ; ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ; რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ; ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;
უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ .) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე; საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო - და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696); ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; სამინისტროს შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი) კომპეტენციის ფარგლებში; შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება; ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე, დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება; შ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №593 - ვებგვერდი, 21.10.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ. |
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №337 2013 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
+
მუხლი 1დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქციით. + მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. + მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2. (ამოღებულია - 24.09.2015, №509).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
|
|
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10. 6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 31 მაისს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 15.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. მუხლი 2 |
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები მუხლი 3 |
სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
მუხლი 4
სამინისტროს ამოცანებია:
ა) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; გ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა; მ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება;ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი;რ1 ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს; |
რ2) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება;
ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;
უ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად;
ქ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა; ჩ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ც) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით; წ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა;
ჰ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;ჰ1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ჰ2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ.საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს;
ვ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს;ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;
ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს;ო) ქმნის სათათბირო ორგანოს ‑ კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობასა და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მათ მუშაობას;
პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);რ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის;
ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-4 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით;
ტ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ფ) ამტკიცებს: ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს;ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას;
ფ.გ) შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას;
ფ.დ) დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით;
ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად; ფ.ვ) სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს; ფ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;ფ.თ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დებულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ინსტრუქციას;
ფ.ი) სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესს;ფ.კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს;
ფ.ლ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას;
ფ.მ) სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებისა და უბნის ინსპექტორების საქმიანობის წესს;
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
21. (ამოღებულია - 29.11.2016, №524).
3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №524 - ვებგვერდი, 30.11.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №499 - ვებგვერდი, 22.11.2017წ. თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია მუხლი 7 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268); ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);ბ1) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი); დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი);
მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (დეპარტამენტი); ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114);ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;
ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57); პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი; უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696); ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ყ) მიგრაციის დეპარტამენტი; შ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
მუხლი 8 1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი; გ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი; დ) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი; ე) შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი; ვ) ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი; ზ) კახეთის პოლიციის დეპარტამენტი; თ) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი; ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი; კ) გურიის პოლიციის დეპარტამენტი; ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორია და კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. მუხლი 9 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
დ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“;ზ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600) .
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 10სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:
ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268); ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროში მიმდინარე პროექტების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების დაგეგმვა, შესრულების კოორდინაცია და შედეგების შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაციის მიზნით სამინისტროს დანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;ბ1) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აღნიშნულ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა; სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა: დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა; სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, სამინისტროს დანაყოფების ფინანსური მომსახურება; სამინისტროს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის შედგენა) და შესაბამის ინსტანციაში მისი დროული წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა;დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მისი აღრიცხვა და კონტროლი;
ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; ვ) საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მათი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე ტენდენციების, გამოცდილების გაზიარებისა და კვლევების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეების, რეკომენდაციების შემუშავება და განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობის კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი; თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ, უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შემოსული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება; კომპეტენციის ფარგლებში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება; სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება, განვითარება და მართვა; მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრევენციის განმახორციელებელი და ინციდენტზე მორეაგირე პოლიციელების ანალიტიკური მხარდაჭერის მიზნით; საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივი მონიტორინგის, საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციული ანალიზისა და ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; კრიზისულ სიტუაციებში, ასევე მასშტაბური ღონისძიებების დროს, სამინისტროს დანაყოფების ერთიანი მართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო მასშტაბით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან; ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114);ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება, სპეციალური და საბრძოლო მომზადების პროგრამით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57);პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ .) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე; საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო - და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696); ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; სამინისტროს შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი) კომპეტენციის ფარგლებში; შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება;
ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე, დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება; შ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №593 - ვებგვერდი, 21.10.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №337
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
+
მუხლი 3
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2. (ამოღებულია - 24.09.2015, №509).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10.
6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 31 მაისს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 15.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
მუხლი 2🔗
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
მუხლი 3🔗
სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
მუხლი 4🔗
სამინისტროს ამოცანებია:
ა) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
გ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა;
კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა;
მ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი;
ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;
პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება;
ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი;
რ1 ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს;
რ2) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა;
ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;
უ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად;
ქ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა;
ჩ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ც) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;
წ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა;
ჰ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ჰ2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
მუხლი 5🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს;
ვ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;
ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს;
ო) ქმნის სათათბირო ორგანოს ‑ კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობასა და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მათ მუშაობას;
პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
რ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის;
ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-4 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით;
ტ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ფ) ამტკიცებს:
ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს;
ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას;
ფ.გ) შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას;
ფ.დ) დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით;
ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად;
ფ.ვ) სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს;
ფ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;
ფ.თ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დებულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ინსტრუქციას;
ფ.ი) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესს;
ფ.კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს;
ფ.ლ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას;
ფ.მ) სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, უბნის ინსპექტორებისა და მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის წესს;
ფ.ნ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციას;
ფ.ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს;
ფ.პ) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს;
ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 14.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
მუხლი 6🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე.
2. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
21. (ამოღებულია - 29.11.2016, №524).
3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №524 - ვებგვერდი, 30.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №499 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
მუხლი 7🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268);
ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ1) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი);
დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი;
ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;
თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;
ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი);
მ) (ამოღებულია - 29.03.2018, №153);
ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114);
ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;
ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57);
პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
უ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696);
ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ყ) მიგრაციის დეპარტამენტი;
შ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
მუხლი 8🔗
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;
გ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი;
დ) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
ე) შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;
ვ) ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;
ზ) კახეთის პოლიციის დეპარტამენტი;
თ) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი;
ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
კ) გურიის პოლიციის დეპარტამენტი;
ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორია და კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
მუხლი 9🔗
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
დ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“;
ზ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600) .
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 10🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:
ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268);
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროში მიმდინარე პროექტების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების დაგეგმვა, შესრულების კოორდინაცია და შედეგების შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაციის მიზნით სამინისტროს დანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ბ1) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აღნიშნულ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა; სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა: დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა; სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, სამინისტროს დანაყოფების ფინანსური მომსახურება; სამინისტროს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის შედგენა) და შესაბამის ინსტანციაში მისი დროული წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა;
დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მისი აღრიცხვა და კონტროლი;
ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება;
ვ) საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მათი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე ტენდენციების, გამოცდილების გაზიარებისა და კვლევების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეების, რეკომენდაციების შემუშავება და განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობის კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი;
თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ევროპოლსა და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის განხორციელება, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და ინტერპოლის მეშვეობით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ, უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით, ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შესული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება; სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება, განვითარება და მართვა; მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრევენციის განმახორციელებელი და ინციდენტზე მორეაგირე პოლიციელების ანალიტიკური მხარდაჭერის მიზნით; საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივი მონიტორინგის, საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციული ანალიზისა და ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; კრიზისულ სიტუაციებში, ასევე მასშტაბური ღონისძიებების დროს, სამინისტროს დანაყოფების ერთიანი მართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
მ) (ამოღებულია - 29.03.2018, №153);
ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114);
ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება, სპეციალური და საბრძოლო მომზადების პროგრამით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57);
პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;
უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ .) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე; საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო - და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
უ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების/ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელს ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; სამინისტროს ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696);
ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; სამინისტროს შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი) კომპეტენციის ფარგლებში; შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება;
ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების განხორციელება; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;
შ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №593 - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №337, 13.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017504 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2130442-20/