საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (40)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (39)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
|
| მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2. (ამოღებულია - 24.09.2015, №509). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ. |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები |
მუხლი 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10. 6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 31 მაისს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 15.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
მუხლი 21. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებიმუხლი 3სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ. მუხლი 4სამინისტროს ამოცანებია: ა) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; გ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, უკანონო მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; კ1) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება; ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა; მ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება; ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი; რ1) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს; რ2) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა; ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება; უ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; ქ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა; ჩ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ც) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით; წ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა; ჰ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჰ1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ჰ2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის
დადგენილება №
600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №391 - ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №156 - ვებგვერდი, 26.03.2019წ.
თავი III. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეებიმუხლი 51. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება; დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს; ვ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს; ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას; ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე; მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს; ო) ქმნის სათათბირო ორგანოს ‑ კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობასა და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მათ მუშაობას; პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); რ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის; ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-4 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით; ტ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ფ) ამტკიცებს: ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს;
ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას; ფ.გ) შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას; ფ.დ) დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით; ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად; ფ.ვ) სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს; ფ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს; ფ.თ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დებულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ინსტრუქციას; ფ.ი) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესს; ფ.კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს; ფ.ლ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას; ფ.ლ1) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას;
ფ.მ) სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესს; ფ.ნ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციას; ფ.ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს; ფ.პ) (ამოღებულია - 28.01.2020, №57); ფ.ჟ) სამინისტროს უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების განხორციელების წესს; ფ.რ) სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესს; ფ.ს) სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის წესს; ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 მარტის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 14.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №544 – ვებგვერდი, 14.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 აპრილის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 30.04.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 18.04.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.
მუხლი 61. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. 2. (მოქმედების ვადა დასრულებულია). 21. (ამოღებულია - 29.11.2016, №524). 3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №524 - ვებგვერდი, 30.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №499 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენციასაქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
მუხლი 7სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268); ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ1) იურიდიული დეპარტამენტი; გ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი); დ) ეკონომიკური დეპარტამენტი; დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტი; ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; ლ1) (ამოღებულია - 28.01.2020, №57); მ) (ამოღებულია - 29.03.2018, №153); ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114); ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57); პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
უ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696); ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ყ) მიგრაციის დეპარტამენტი; შ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 თებერვლის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 05.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 18.04.2024წ.
მუხლი 81. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი; გ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი; დ) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი; ე) შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი; ვ) ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი; ზ) კახეთის პოლიციის დეპარტამენტი; თ) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი; ი) იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი; ი1) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი; კ) გურიის პოლიციის დეპარტამენტი; ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორია და კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №421 - ვებგვერდი, 23.10.2023წ.
მუხლი 91. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; დ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“; ზ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600) . 21. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის
დადგენილება №
600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.
მუხლი 10სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია: ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268); ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა; სამინისტროში საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა, კონტროლი და საერთო კოორდინაცია; სამინისტროში შესული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნა და ბეჭდით დამოწმება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მართვა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამუშავება; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტებისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვა/დამუშავება და ანგარიშის მომზადება; სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; მასობრივი სპორტული, კულტურული და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ1) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აღნიშნულ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა; სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა: დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა; სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, სამინისტროს დანაყოფების ფინანსური მომსახურება; სამინისტროს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის შედგენა) და შესაბამის ინსტანციაში მისი დროული წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა; დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მისი აღრიცხვა და კონტროლი; ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; ვ) საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მათი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; კომპეტენციის ფარგლებში, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვის, ასევე მათთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის მიზნით, შესაბამისი სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, პროგრამულ-ტექნიკური მომსახურება და ადმინისტრირება; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელება, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებისთვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლა და ანალიზი; საჰაერო გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდებული მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავება; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე ტენდენციების, გამოცდილების გაზიარებისა და კვლევების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეების, რეკომენდაციების შემუშავება და განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობის კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი; თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ასევე სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში, საქართველოს საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ევროპოლსა და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის განხორციელება, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და ინტერპოლის მეშვეობით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ, უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და, მათი მხარდაჭერის მიზნით, ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შესული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ 1) (ამოღებულია - 28.01.2020, №57); მ) (ამოღებულია - 29.03.2018, №153); ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114); ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება, სპეციალური და საბრძოლო მომზადების პროგრამით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57); პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ; ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ; რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ; ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: პარტნიორ სახელმწიფოებსა და დონორ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;
უ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების/ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; სამინისტროს ფოტოარქივისა და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, მათი ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696); ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და შეფასება პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან (შესაბამისობის აუდიტი); შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, მისი ორგანიზაციული მოწყობის, სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების მომზადება; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელის, საქართველოს მოქალაქის ან სხვა პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უზრუნველყოფა; უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/ გადაყვანის უზრუნველყოფა; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება; შ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, მათ შორის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობასთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, სექსუალურ შევიწროებასთან და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე დროული რეაგირებისა და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; სამინისტროს წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში; ადამიანის უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, ერთიანი პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა, განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია და სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური მასალების შემუშავება; სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის წარმართვა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №376 – ვებგვერდი, 27.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება №268 – ვებგვერდი, 07.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №593 - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №696 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის
დადგენილება №114 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №452 - ვებგვერდი, 30.09.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 12.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №391 - ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №448 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 თებერვლის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 05.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №156 - ვებგვერდი, 26.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 სექტემბრის დადგენილება №474 – ვებგვერდი, 23.09.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 18.04.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 24.02.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 თებერვლის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 ივნისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 26.06.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 ივლისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 08.07.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №355 - ვებგვერდი, 18.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №395 - ვებგვერდი, 04.09.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №594 – ვებგვერდი, 29.12.2025წ.
|
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №337 2013 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
+
მუხლი 1დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქციით. + მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. + მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2. (ამოღებულია - 24.09.2015, №509).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
|
|
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10. 6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 31 მაისს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 15.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის დადგენილება №221 – ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
მუხლი 2 |
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები მუხლი 3 |
სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
მუხლი 4სამინისტროს ამოცანებია: ა) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; გ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, უკანონო მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; კ1) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება; ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა; მ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება; ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი; რ1) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს; რ2) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა; ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება; უ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; ქ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600); ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა; ჩ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ც) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით; წ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384); ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა; ჰ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჰ1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ჰ2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №497 - ვებგვერდი, 20.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №391 - ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №156 - ვებგვერდი, 26.03.2019წ.
თავი III. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები
|
ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ ესკორტირება; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უზრუნველყოფა; უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/ გადაყვანის უზრუნველყოფა; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელის, საქართველოს მოქალაქის ან სხვა პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უზრუნველყოფა; უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/ გადაყვანის უზრუნველყოფა; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;
შ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, მათ შორის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობასთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, სექსუალურ შევიწროებასთან და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე დროული რეაგირებისა და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; სამინისტროს წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში; ადამიანის უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, ერთიანი პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა, განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია და სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური მასალების შემუშავება; სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის წარმართვა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №337
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
+
მუხლი 3🔗
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2014 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
|
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში ‑ სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გასამხედროებული სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10.
6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 31 მაისს.
მუხლი 2🔗
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მუხლი 3🔗
სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა.
სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მიზნებისა და მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗
სამინისტროს ამოცანებია:
ა) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური, სამხედრო პოტენციალის და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა განხორციელება და სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
გ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
გ) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მიწოდება;
დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა;
კ) უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, უკანონო მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
კ1) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება;
ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა;
მ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
მ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა;
ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი;
ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;
პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება;
ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი;
რ1) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება (მიუხედავად მისი ფორმისა და სახელწოდებისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და შეთანხმების გაფორმება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ აღნიშნული ხელშეკრულება ან/და შეთანხმება წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას/დოკუმენტს;
ს) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და ამ მიზნით სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გაცემა;
რ2) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტრატეგიული და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა;
ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;
უ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
უ) ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების დაცვა;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად;
ქ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
ქ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება;
ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა;
ჩ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ჩ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსადაზვერვო საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ც) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ც) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, აგრეთვე დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან;
ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;
წ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
წ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმიანობით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების, აგრეთვე საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა;
ჰ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;
ჰ1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ჰ1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება;
ჰ2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ჰ2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
მუხლი 5🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს;
ვ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვრო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;
ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს;
ო) ქმნის სათათბირო ორგანოს ‑ კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობასა და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მათ მუშაობას;
პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში ნიშნავს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებს;
რ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის;
ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამ დებულების მე-4 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით აფორმებს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისეთ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას და არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით;
ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
ტ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ფ) ამტკიცებს:
ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს;
ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს;
ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას;
ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას;
ფ.გ) შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას;
ფ.დ) დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით;
ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად;
ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად;
ფ.ვ) სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს;
ფ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;
ფ.ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;
ფ.თ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დებულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ინსტრუქციას;
ფ.ი) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესს;
ფ.ი) სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესს;
ფ.კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს;
ფ.ლ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას;
ფ.ლ1) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას;
ფ.მ) სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესს;
ფ.ნ) ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციას;
ფ.ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს;
ფ.პ) (ამოღებულია - 28.01.2020, №57);
ფ.ჟ) სამინისტროს უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების განხორციელების წესს;
ფ.რ) სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესს;
ფ.ს) სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის წესს;
ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №78 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
მუხლი 6🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე.
2. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
21. (ამოღებულია - 29.11.2016, №524).
3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2019წ.
მუხლი 7🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268);
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ1) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი);
დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) საფინანსო‑სამეურნეო დეპარტამენტი;
დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
ე) კადრების მთავარი სამმართველო;
ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ვ) საექსპერტო‑კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო;
ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი;
ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;
თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;
კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;
ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
ლ1) (ამოღებულია - 28.01.2020, №57);
მ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო);
მ) (ამოღებულია - 29.03.2018, №153);
ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი;
ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114);
ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (დეპარტამენტი);
ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი);
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;
ჟ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი);
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;
რ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);
ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57);
პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო.
უ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
მუხლი 8🔗
ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696);
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
ყ) მიგრაციის დეპარტამენტი;
გ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;
შ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.
დ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
ე) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;
მუხლი 8
ვ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ზ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;
თ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;
ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
გ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი;
კ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო;
დ) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.
ე) შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;
ვ) ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;
ზ) კახეთის პოლიციის დეპარტამენტი;
თ) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი;
ი) იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი;
ი1) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
კ) გურიის პოლიციის დეპარტამენტი;
ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორია და კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №509 - ვებგვერდი, 25.09.2015წ.
მუხლი 9🔗
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
დ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600);
დ) საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“.
ზ) (ამოღებულია - 29.12.2017, №600) .
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
21. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება № 600 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 10🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:
ა) (ამოღებულია - 04.04.2014, №268);
ა) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა; სამინისტროში საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა, კონტროლი და საერთო კოორდინაცია; სამინისტროში შესული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნა და ბეჭდით დამოწმება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მართვა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამუშავება; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტებისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვა/დამუშავება და ანგარიშის მომზადება; სამინისტროს სისტემის სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; მასობრივი სპორტული, კულტურული და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროში საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ბ1) სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აღნიშნულ სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობა; სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა: დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა; სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა; ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით სამინისტროს დანაყოფების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი დროული წარდგენის უზრუნველყოფა; საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, სამინისტროს დანაყოფების ფინანსური მომსახურება; სამინისტროს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის შედგენა) და შესაბამის ინსტანციაში მისი დროული წარდგენა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვა;
ე) კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება;
დ1) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროში ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით მომარაგება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება; სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული აქტივების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემა/განაწილება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მისი აღრიცხვა და კონტროლი;
ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება;
ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით;
ვ) საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მათი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით ოპერატიული დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება; მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; კომპეტენციის ფარგლებში, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვის, ასევე მათთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის მიზნით, შესაბამისი სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, პროგრამულ-ტექნიკური მომსახურება და ადმინისტრირება; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელება, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებისთვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკურ სისტემაში დაცული ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლა და ანალიზი; საჰაერო გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდებული მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავება; საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე ტენდენციების, გამოცდილების გაზიარებისა და კვლევების განხორციელების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეების, რეკომენდაციების შემუშავება და განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ეროვნული და უწყებრივი დონის სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ჩართულობის კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი;
ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი მათ შესრულებაზე, დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობაზე კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება;
თ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემეთვალყურეობის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ტერიტორიულ დანაყოფებში, ტერიტორიული დანაყოფებიდან შემოსული საგამოძიებო დავალებების შესრულება, ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიუ-ლი დახმარების საკითხთა სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებების და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი;
ი) (ამოღებულია - 30.07.2015, №384);
ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ასევე სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში, საქართველოს საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ევროპოლსა და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის განხორციელება, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და ინტერპოლის მეშვეობით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ, უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და, მათი მხარდაჭერის მიზნით, ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შესული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან;
ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაცია, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფა; საძიებო-სამაშველო სამუშაოების და ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია; კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;
ლ1) (ამოღებულია - 28.01.2020, №57);
ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის რეფორმირების სტრატეგიული გეგმის შემუშავება; ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მათ საქმიანობაში თანამედროვე მენეჯმენტის ფორმებისა და მეთოდების დანერგვა; კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან მისი ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემაში საზოგადოების თანამონაწილეობის ფორმების შემუშავება სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით; მსოფლიოს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების მოწინავე პრაქტიკის დანერგვის მიზნით სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საზოგადოებრივი განვითარების ადეკვატურად სამინისტროს სისტემის უწყვეტი და დინამიკური განვითარების გეგმის შემუშავება;
მ) (ამოღებულია - 29.03.2018, №153);
პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის-სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;
ნ) (ამოღებულია - 07.03.2016, №114);
ჟ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ნ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით; შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება, სპეციალური და საბრძოლო მომზადების პროგრამით სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ნ2) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ნ3) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;
ო) (ამოღებულია - 05.02.2018, №57);
პ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
რ) (ამოღებულია - 30.07.2015, №384) ;
ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: პარტნიორ სახელმწიფოებსა და დონორ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ტ) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;
უ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების/ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება; საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; სამინისტროს ფოტოარქივისა და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, მათი ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ფ) (ამოღებულია - 24.12.2014, №696);
ქ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და შეფასება პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან (შესაბამისობის აუდიტი); შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი); შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, მისი ორგანიზაციული მოწყობის, სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების მომზადება; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ღ) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება;
ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელის, საქართველოს მოქალაქის ან სხვა პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უზრუნველყოფა; უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/ გადაყვანის უზრუნველყოფა; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;
შ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, მათ შორის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობასთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, სექსუალურ შევიწროებასთან და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე დროული რეაგირებისა და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; სამინისტროს წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში; ადამიანის უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, ერთიანი პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა, განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია და სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური მასალების შემუშავება; სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის წარმართვა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №470 – ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №57 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
ტ) სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №337, 13.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017504 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2130442-39/