„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2013 ბოლო ცვლილება 13.12.2024
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №263

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 და 71-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის №1-1/307 ბრძანების საფუძველზე,  ვბრძანებ: 

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი“ №1-5 დანართებთან ერთად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“. 
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
+



საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი

+
თავი I
ტერმინები და განმარტებები

+
მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები
საჰაერო ტრანპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში (შემდგომ – წესი) გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) გაეროს სიით განსაზღვრული ნომერი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და გლობალური ჰარმონიზებული სისტემის კლასიფიცირებისა და ნიშანდების ექსპერტთა კომიტეტის მიერ მიკუთვნებული ოთხნიშნა ნომერი, რომელიც აღნიშნავს ნივთს და ნივთიერებას ან ნივთებისა და ნივთიერებების კონკრეტულ ჯგუფს“;

„ბ) „გათავისუფლება“ (Exemption) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) პერიოდული ოფიციალური გამოცემის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის შესახებ ტექნიკური ინსტრუქციების“ – Doc 9284 (შემდგომ – ტი-ები) დებულებებისგან გათავისუფლებას;

შენიშვნა: „გათავისუფლების“ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნის, ექსპლუატანტის, ტრანზიტის, გადაფრენის ან დანიშნულების სახელმწიფო.

გ) ტვირთგამგზავნი – პირი, რომელიც საავიაციო საწარმოსთან აფორმებს ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ხელშეკრულებას და ტვირთის ზედნადებით მითითებულია, როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე;

დ) გამგზავნი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე თავდაპირველად ჩაიტვირთა საჰაერო ტვირთი;

ე) გარეგანი შეფუთვა – ტარა, რომელიც გადამუშავებისა და შენახვის შესაფერისი პირობების შექმნის მიზნით გამოიყენება ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ან რამდენიმე სატვირთო ადგილის გაერთიანებისა და ერთიანი გადასამუშავებელი ერთეულის შესაქმნელად;

ვ) ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას;

ზ) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსპლუატანტის (ავიაგამზიდველის) შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები/საავიაციო სამუშაოები ან/და გადაყვანა-გადაზიდვების/საავიაციო სამუშაოების მომსახურება, იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც სერტიფიკატითა და მისი დანართებით არის განსაზღვრული;

თ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც არის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილი ან, თუ ექსპლუატანტს ასეთი ძირითადი ადგილი არ გააჩნია, მისი მუდმივი ყოფნის ადგილი;

ი) ტვირთმიმღები – პირი, რომლის მისამართზეც იგზავნება სატვირთო ზედნადებით მითითებული ტვირთი;

კ) პიროტექნიკური ნივთიერება – რაიმე სახეობის შენაერთი ან ნარევი, რომლის დანიშნულებაა ეფექტი მოახდინოს სითბოს, ხმის, აირის, კვამლის ან მათი კომბინაციის სახით და მიიღება ეგზოთერმული ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დეტონაციის გარეშე მიმდინარეობს;

ლ) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

მ) სამგზავრო საჰაერო ხომალდი – საჰაერო ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის წევრის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ექსპლუტანტის თანამშრომლის, ან შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის, ტვირთის პარტიის ან სხვა სახის ტვირთის გამყოლის გარდა ახორციელებს ნებისმიერი პირის გადაყვანას;

ნ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი) – პირი, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს ტვირთის (სახიფათო ტვირთის) გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას და მოქმედებს ექსპლუატანტის სახელით;

 ო) სატვირთო გზავნილი – სახიფათო ტვირთიანი ერთი ან რამდენიმე ნაჭერი, რომელიც მიღებულია ექსპლუატანტის მიერ ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე მისამართზე, ჩართულია ერთ პარტიაში და ეგზავნება ერთ ტვირთმიმღებს დანიშნულების ერთ პუნქტში;

პ) სატვირთო ნაჭერი – ტვირთის შეფუთვის ოპერაციის საბოლოო ნაწარმი, რომელიც შედგება გადასაზიდად გამზადებული შესაფუთი კომპლექტისა და შიგთავსისაგან;

ჟ) სატრანსპორტო ინდექსი – რიცხვი, რომელიც ენიჭება რადიოაქტიური ნივთიერების შეფუთვას, რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეფუთვის ზედაპირიდან 1მ მანძილზე გამოსხივების ეფექტური დოზის სიმძლავრის მიხედვით;

რ) სატვირთო საჰაერო ხომალდი – მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი;

ს) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევა – შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვას, რომლის შედეგად  პირი  იღებს სხეულის მძიმე დაზიანებას, რაც შეიძლება დამთავრდეს სიკვდილით, ან იწვევს ქონების ან გარემოს მნიშვნელოვან დაზიანებას;
ტ) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი – სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმერი საავიაციო მოვლენა, (ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) რომელმაც  გამოიწვია ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანება, ქონების ზარალი, გარემოს დაზიანება, ხანძარი, ტვირთის დაზიანება, დაბნევა, სითხის ან რადიაციის გაჟონვა და სხვა მოვლენები, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებული დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. ასევე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი  მოვლენა. რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, ან მასზე მყოფ პირებს;

ტ​1) სერიოზული ინციდენტი – სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა  საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას და რომელიც მოხდა, პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.

შენიშვნა 1:  საავიაციო შემთხვევასა და სერიოზულ ინციდენტს შორის სხვაობა განისაზღვრება დამდგარი შედეგის მიხედვით.

შენიშვნა 2:  სერიოზული ინციდენტების მაგალითების ნუსხა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის დამატება C-ში. 

უ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია ტი-ების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში, ან კლასიფიცირებულია იმავე ინსტრუქციებით;

ფ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები – იკაო-ს პერიოდული ოფიციალური გამოცემა (Doc-9284-AN 905), რომლითაც განისაზღვრება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესი. როგორც წესი, ტი-ების ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ;

ქ) ტვირთის შეფუთვა – ტექნოლოგია ან ოპერაციები, რომელთა დახმარებით ნაკეთობები ან ნივთიერებები თავსდება შესაფუთ მასალაში ან საიმედოდ არის დაცული რაიმე ხერხით;

ღ) ფეთქებადი ნაკეთობა – ნაკეთობა, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ფეთქებად ნივთიერებას;

ყ) ფეთქებადი ნივთიერება – მყარი ან თხევადი ნივთიერება (ან ნივთიერებათა ნარევი), რომელსაც თავად შეუძლია ქიმიური რეაქციის გამოწვევა, რომლის დროსაც ტემპერატურა, წნევა და აირები ისეთი სიჩქარით გამოიყოფა, რომ იწვევს გარემომცველი საგნების დაზიანებას. პიროტექნიკური ნივთიერებები მიეკუთვნება ფეთქებად ნივთიერებებს;

 შ) შეუთავსებელი – ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ სახიფათო ტვირთების მიმართ, რომელთა ერთმანეთში არევისას შეიძლება მოხდეს სითბოსა და აირის საშიში გამოყოფა ან კოროზიული ნივთიერებების წარმოქმნა;

ჩ) „Q“-ს მნიშვნელობა – როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო სხ-ებისათვის, ერთ ფუთაში მოთავსებული სხვადასხვა სახიფათო ტვირთის ნეტოს (სუფთა წონა) შეფარდება იმ მაქსიმალურ რაოდენობასთან, რომელიც მოცემულია ტი-ის 3-1 ცხრილით. სხვადასხვა სახიფათო ტვირთის Q-ს ჯამი 1-ს არ უნდა აღემატებოდეს;

ც) ICAO (იკაო) – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან;

ძ) ჩიკაგოს კონვენცია (1944 წ.) – ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი კონვენცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან;

წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის „თანხმობა“ (Approval) (შემდგომ – „თანხმობა“) – სააგენტოს ან  სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს გადაზიდვის უფლებას:

წ.ა) იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია სამგზავრო და/ან სატვირთო საჰაერო ხომალდით და ამგვარი თანხმობის გაცემა აუცილებელია ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად; ან

წ.ბ) ნებისმიერი სხვა მიზნით, როდესაც ამას ითვალისწინებს ტექნიკური ინსტრუქციები;

შენიშვნა: „თანხმობის“ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნი და ექსპლუატანტის სახელმწიფო, თუ ტექნიკური ინსტრუქციებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ჭ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატი (შემდგომ – ტერმინალის სერტიფიკატი) სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

ხ) პერსონალის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამისი პერსონალის მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით სათანადო სასწავლო კურსის გავლას.

ჯ) „საჰაერო ხომალდის ბორტზე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას გამოწვეული ინციდენტებისა და ავარიული მდგომარეობებისას განსახორციელებელი ქმედებების ინსტრუქცია“ იკაო-ს პერიოდული ოფიციალური გამოცემა – Doc 9481 - AN/928-(შემდგომ - Doc 9481 - AN/928), რომლითაც განისაზღვრება საჰაერო ხომალდის ბორტზე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას გამოწვეული ინციდენტებისა და ავარიული მდგომრეობებისას განსახორციელებელი ქმედებები. როგორც წესი, Doc 9481 – AN/928-ის ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ.

ჰ) დანიშნულების სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს საჰაერო ხომალდიდან ტვირთის საბოლოო გადმოტვირთვა;
ჰ​1) გამონაკლისი - ამ წესით განსაზღვრული ნორმა, რომელიც ათავისუფლებს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთს იმ მოთხოვნებისაგან, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მის მიმართ;
ჰ​2) შეფუთვა - სათავსო და ნებისმიერი სხვა კომპონენტი ან მასალა, რომელიც აუცილებელია ამგვარი სათავსის შეკავების ფუნქციის შესრულებისათვის;
ჰ​3) სატვირთო საშუალება - ნებისმიერი სახის სატვირთო კონტეინერი, საჰაერო ხომალდის კონტეინერი და საჰაერო ხომალდის პალეტი ბადით ან ბადით დამცავი თავსახურის (ხუფის) ზემოთ;
    შენიშვნა: ეს განმარტება არ მოიცავს გარეგანი შეფუთვის განმარტებას.
ჰ​4) დანიშნული საფოსტო ოპერატორი - ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც დანიშნულია  საქართველოს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული იმ ვალდებულებების შესრულების მიზნით, რომლებიც წარმოიშობა „მსოფლიოს საფოსტო კონვენციით“;

ჰ​5) ინსტრუქტორი – ფიზიკური პირი, რომელიც სააგენტოს მიერ, ამ წესის შესაბამისად გაცემული მოწმობის საფუძველზე, ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის თაობაზე სასწავლო კურსის ჩატარებას;

ჰ​6) სასწავლო ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომლის მიზანია საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსის მიწოდება;

ჰ​7) ექსპლუატანტის ტვირთი (COMAT) – ექსპლუატანტის კუთვნილი ტვირთი, სათადრიგო ნაწილების ჩათვლით, რომელიც გადაიზიდება ექსპლუატანტის საჰაერო ხომალდით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №201 - ვებგვერდი, 27.08.2021წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.

+
თავი II
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 2. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
1. წესი შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის (,,სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), აგრეთვე, საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”, მოთხოვნების შესაბამისად და მასში გათვალისწინებულია ტი-ების დებულებები.

2. წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის  მოთხოვნებსა და პირობებს.
 3. წესის მოთხოვნები ვრცელდება, საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე და ასევე ყველა იმ პირზე (სხვა ქვეყნის ავიაგადამზიდველების ჩათვლით), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდით  სახიფათო ტვირთების გადაზიდვას.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


+
მუხლი 3. წესის გამოყენების ზოგადი პირობები 
1. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის (,,სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), ტი-ების დებულებების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” და ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად.

1​1 თუ დაუყოვნებელი უსაფრთხოების მიზნებისათვის მიღებული ტექნიკური ინსტრუქციების ცვლილება, არ არის განხორციელებული სააგენტოს მიერ, სააგენტო უფლებამოსილია ხელი შეუწყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას საქართველოს საჰაერო სივრცეში, როდესაც ეს ტვირთი იგზავნება ჩიკაგოს კონვნციის წევრი სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილებებით დადგენილი წესების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადაზიდვა მთლიანად შეესაბამება ახალ მოთხოვნებს.

2. სახიფათო ტვირთები, თავიანთი მახასიათებლების მიხედვით იყოფიან:

ა) სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივცეში ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია;

ბ) სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანპორტით გადაზიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან ,,თანხმობის” გარეშე;

გ) სახიფათო ტვირთები, ინფიცირებული ცოცხალი ცხოველების ჩათვლით, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ „გათავისუფლების“ და/ან „თანხმობის“ საფუძველზე, ამ წესის მე-9 და მე-10 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

3. საქართველოდან/საქართველოში აკრძალულია სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა, თუ ეს ტვირთი სათანადოდ არ არის კლასიფიცირებული, არ აქვს შესაბამისი საბუთები, არ არის აღწერილი, შეფუთული და მარკირებული, არ ახლავს საშიშროების ნიშნები და არ იმყოფება გადაზიდვისათვის სათანადო მდგომარეობაში, როგორც ეს ტი-ებით და ამ წესით არის გათვალისწინებული. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის მოთხოვნების ძირითად ასპექტს წარმოადგენს სათანადო საფუთავის გამოყენება. იზღუდება სახიფათო ნივთიერებების რაოდენობა საფუთავში და არა თავად საფუთავების რაოდენობა.

 4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში და უმოკლესი მარშრუტით.

5. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტს ეკრძალება სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ითვალისწინებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებას.

 6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივრცეში შეიძლება განხორციელდეს როგორც ეროვნული, ასევე უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მიერ.

7. საქართველოს ტერიტორიიდან სახიფათო ტვირთის საერთაშორისო და ადგილობრივი საჰაერო გადაზიდვის საბუთები უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე.

8. იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომელთაც გააჩნიათ საშიშროების ნიშანი „CAO“ („მხოლოდ სატვირთო ხომალდით“), აკრძალულია სამგზავრო საჰაერო ხომალდით.

9. ავიაგადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში უარი განაცხადოს სახიფათო ტვირთების მიღებაზე ან დააწესოს საკუთარი, განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნები ასეთი ტვირთის გადაზიდვაზე. განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნების დაწესებისას, ავიაგადამზიდველი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოსა და იკაო-ს.

10. ექსპლუატანტმა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ძირითადი საბუთები უნდა შეინახოს არანაკლებ სამი თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სახიფათო ტვირთის მომსახურების უფლებამოსილება გადაცემული აქვს სატვირთო აგენტისათვის. აღნიშნულ საბუთებს მიეკუთვნება:

ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია სახიფათო ტვირთზე, ავიასატვირთო ზედდებული);

ბ) სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცელი;

გ) საჰაერო ხომალდის მეთაურის წერილობითი ინფორმაცია (NOTOC).

11. მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციის შესაბამისად, სახიფათო ნივთიერებების და ნაკეთობების გადაზიდვა საფოსტო გზავნილებში აკრძალულია, გარდა იმ ნივთიერებებისა და ნაკეთობებისა, რომელიც განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.

12. ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას (სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავებას, გაფორმება, სამოქალაქო საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა, გაცემა), უნდა გააჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ტერმინალის სერტიფიკატი.

13. ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების მომსახურებას, უნდა გააჩნდეს პერსონალის შესაბამისი სერტიფიკატი.

14. თუ სააგენტო მიიღებს ტექნიკური ინსტრუქციებისგან (ტი-ები) განსხვავებულ წესს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

+
თავი III
სახიფათო ტვირთი

 


+
მუხლი 4. სახიფათო ტვირთის კლასიფიკაცია, კატეგორია, შეფუთვის ჯგუფის ნომერი
1. სახიფათო ტვირთები კლასიფიცირდება 9 კლასად, კერძოდ:

ა) ფეთქებადი ნივთიერებები – 1-ლი კლასი;

ბ) აირები (გაზები) – მე-2 კლასი;

გ) აალებადი სითხეები – მე-3 კლასი;  

დ) აალებადი მყარი ნივთიერებები, ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ თვითაალების თვისება, ნივთიერებები, რომლებიც წყალთან ურთიერთმოქმედების შედეგად გამოყოფენ ადვილაალებად აირებს – მე-4 კლასი;

ე) მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული ზეჟანგები – მე-5 კლასი;

ვ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები – მე-6 კლასი;

ზ) რადიოაქტიური მასალები – მე-7 კლასი;

თ) კოროზიული ნივთიერებები – მე-8 კლასი;

ი) სხვა საშიში ნივთიერებები და ნაკეთობანი – მე-9 კლასი.

2. სახიფათო ტვირთების ზოგიერთი კლასი, საშიშროების მიხედვით, იყოფა ქვეკლასად და კატეგორიებად.

3. სახიფათო ტვირთების თითოეული კლასის ქვეკლასი და კატეგორია, აგრეთვე მათი მახასიათებელი ნიშან-თვისებები განსაზღვრულია ტი-ით.

4. საშიშროების დონიდან გამომდინარე, ზოგიერთ სახიფათო ნივთიერებას ან ნაკეთობას ენიშნება შეფუთვის ჯგუფი. შეფუთვის ჯგუფი იყოფა 3 ნაწილად:

ა) შეფუთვის ჯგუფი I – მაღალი დონის საშიშროება;

ბ) შეფუთვის ჯგუფი II – საშუალო დონის საშიშროება;

გ) შეფუთვის ჯგუფი III – დაბალი დონის საშიშროება.

5. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი ან გაძნელებულია შეფუთვის ჯგუფის დადგენა, მაშინ სავალდებულოა მაღალი დონის საშიშროების შეფუთვის ჯგუფი I-ის გამოყენება.

6. კონკრეტული სახიფათო ნივთიერებების ან ნაკეთობების შეფუთვის ჯგუფი განსაზღვრულია ტი-ს ცხრილში 3-1-ით (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).

7. ზოგიერთი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები შეიძლება ხასიათდებოდნენ ორი ან მეტი საშიშროების ნიშან-თვისებით, რომელთაგან განისაზღვრება ძირითადი საშიშროება და დამატებითი საშიშროება (საშიშროებები). აღნიშნული ნიშან-თვისებები მოცემულია ტი-ს ცხრილში 3-1 (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).

8. სახიფათო ნივთიერებებს და ნაკეთობებს მინიჭებული აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, რომელიც გათვალისწინებულია ტი-ს ცხრილში 3-1 (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

+
მუხლი 5. საფუთავი საშუალებები
1. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული საფუთავი საშუალება უნდა იყოს კარგი ხარისხის და საიმედოდ დახურული, რომ გამოირიცხოს გაჟონვა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის, სინოტივის, წნევის ან ვიბრაციის ცვალებადობამ.

2. საფუთავი საშუალება უნდა შეესაბამებოდეს შიგთავსს. ის საფუთავი საშუალება, რომელიც სახიფათო ტვირთს უშუალოდ ეხება, ამ ტვირთის ქიმიური ან სხვა ზემოქმედების მიმართ მედეგი უნდა იყოს. საფუთავი საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მასალებთან და კონსტრუქციებთან დაკავშირებით ტი-ებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. საფუთავი საშუალება უნდა შემოწმდეს ვარგისობაზე ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.

4. სითხის გადასაზიდად გათვალისწინებული საფუთავი საშუალება უნდა უძლებდეს ტი-ებით მითითებულ წნევას, გაუჟონავად.

5. შიდა საფუთავი საშუალება ისე უნდა შეიფუთოს, იყოს დაცული და ჰქონდეს ისეთი შუასადებები, რომ ჩვეულ პირობებში გამოირიცხოს მისი მექანიკური დაზიანება და გაჟონვა. სითხეები, რომლებიც შეიცავს მაღალ საშიშროებას, უნდა შეიფუთოს აბსორბირებული ნივთიერების გამოყენებით, რომელსაც გაჟონვის შემთხვევაში შეუძლია მთლიანად შეიწოვოს სითხე და არ შევიდეს სახიფათო რეაქციაში საფუთავი საშუალების შიგთავსთან.

6. საფუთავი საშუალების ხელმეორედ გამოყენება შემოწმების გარეშე დაუშვებელია. შემოწმებით უნდა დადგინდეს, რომ ის არ არის კოროზირებული ან დაზიანებული. ხელმეორედ გამოყენებამდე, საფუთავი საშუალება სრულად უნდა შემოწმდეს, რათა გამოირიცხოს მასში მოთავსებული ახალი შიგთავსის დაბინძურება.

7. თუ ცარიელ გაუწმენდავ საფუთავ საშუალებას მის წინა შემცველობის თვისებების გამო შეუძლია საშიშროების შექმნა, ის უნდა დაიხუფოს და დამუშავდეს მოსალოდნელი საშიშროების შესაბამისად. ცარიელი, გაუწმენდავი საფუთავი კომპლექტი, რომელიც ადრე შეიცავდა სახიფათო ტვირთს, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, მარკირებული, აღჭურვილი საშიშროების ნიშნებით ზუსტად ისევე, როგორც ეს შეესაბამება აღნიშნულ სახიფათო ტვირთს.

7​1. სახიფათო ტვირთის შეფუთვის ზედაპირთან შემხებლობაში არ უნდა მოექცეს საზიანო ოდენობის სახიფათო ნივთიერება.

7​2. სახიფათო ტვირთის შეფუთვა უნდა განხორციელდეს ამ წესისა და ტი-ების შესაბამისად.

8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საფუთავ საშუალებებზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.


+
მუხლი 6. მარკირება
1. სახიფათო ტვირთის თითოეულ ადგილზე მარკირების ნიშანდება სავალდებულოა.

1​1. თუ ტი-ებით სხვაგვარად არ არის დადგენილი,  თითოეული სახიფათო ტვირთი უნდა იყოს მარკირებული ნივთიერების სრული სახელწოდებით, გაეროს მიერ მინიჭებული ნომრით და სხვა მარკირებით, რომელიც განსაზღვრულია ტი-ებით.

1​2. თუ ტი-ებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ინსტრუქციებში მოცემული სპეციფიკაციით წარმოებული თითოეული შეფუთვა უნდა იყოს მარკირებული ამ ინსტრუქციების შესაბამისი დებულებების მიხედვით. შეფუთვაზე არ უნდა იქნეს დატანილი შეფუთვის სპეციფიკაციის მარკირება, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციებში მოცემულ შესაბამის შეფუთვის სპეციფიკაციას. 

2. მარკირების ნიშანდება:

ა) არ უნდა იშლებოდეს და ისინი უნდა იყოს დაბეჭდილი სტამბური წესით;

ბ) უნდა განთავსდეს ტვირთის შეფუთვის გარე მხარეს;

გ) უნდა იყოს თვალსაჩინო და ადვილად წასაკითხი;

დ) უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს;

ე) უნდა განთავსდეს კონტრასტულ ფონზე;

ვ) არ უნდა განთავსდეს ამ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებულ სხვა ნიშნებთან ისეთ სიახლოვეს, რათა არ დაიკარგოს მათი წაკითხვის და აღქმის ეფექტურობა.

3. ყოველ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებული უნდა იყოს ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების კოორდინატები (გვარი, მისამართი).

4. საერთაშორისო და ადგილობრივი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას სახიფათო ტვირთის მარკირება უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე.

 5. სახიფათო ტვირთის მარკირებაზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.


+
მუხლი 7. საშიშროების ნიშნების ნიშანდება
1. ყოველ სატვირთო ადგილზე საშიშროების ნიშნების ნიშანდება სავალდებულოა და იგი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ამ სატვირთო ადგილში არსებულ სახიფათო ტვირთს. სახიფათო ტვირთის საფუთავი საშუალება უნდა იყოს ნიშანდებული ამ წესისა და ტი-ების შესაბამისად, თუ აღნიშნული ინსტრუქციებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 

2. საშიშროების ნიშნები გააჩნიათ ნებისმიერი კლასის (1-9 კლასი) და კატეგორიის სახიფათო ტვირთს.

3. საშიშროების ნიშნები უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს.

4. ძირითადი და დამხმარე საშიშროების ნიშნების განლაგება ერთმანეთის გვერდით სავალდებულოა.

5. საშიშროების ნიშნების ნიშანდებისას მათი ურთიერთგადაფარვა დაუშვებელია.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ტი-ს ცხრილი 3-1-ის მოთხოვნების შესაბამისად დაშვებულია მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე, საშიშროების სხვა ნიშნებთან ერთად ნიშნის ,,მხოლოდ სატვირთო ხომალდზე (CAO)“ ნიშანდება სავალდებულოა.

 7. სახიფათო ტვირთის საშიშროების ნიშნების ნიშანდებაზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.


+
თავი IV
სახიფათო ტვირთის გადაზიდვა

+
მუხლი 8. ნებისმიერ შემთხვევაში საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ტვირთები
1. აკრძალულია საჰაერო ხომალდით ისეთი ნივთიერების გადაზიდვა, რომლებიც, გადაზიდვის ჩვეულებრივ პირობებში, შეიძლება აფეთქდეს, გამოიწვიოს სახიფათო რეაქცია, აალდეს ან სახიფათო ოდენობით გამოყოს სითბო ან მომწამლავი, დამჟანგველი, ადვილად აალებადი აირები ან ორთქლი.

2. ეს ნივთიერებები განსაზღვრულია ტი-ების მე-3 ნაწილის მე-2 თავის ჩამონათვალის მე-2, მე-3 და მე-4 სვეტებში სიტყვით – „აკრძალულია“. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახიფათო ტვირთის მიღებისას, საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ტვირთგამგზავნის მიერ წარდგენილ სახიფათო ტვირთის საბუთს, სადაც აღნიშნულია ტვირთის ფიზიკური და ქიმიური მონაცემები, რათა გადასაზიდად არ იქნეს მიღებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებები.

 3. საჰაერო ხომალდით გადასაზიდი აკრძალული სახიფათო ტვირთების სრული ნუსხა განისაზღვნება ტი-ების დებულებებით.

 4. ამ წესის დებულებები არ ვრცელდება ექსპლუატანტის შემდეგი ტვირთების მიმართ:

ა) ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც სახიფათო ტვირთი, მაგრამ, რომლებიც საჭიროა საჰაერო ხომალდის ბორტზე ფრენის ვარგისობის მოქმედი მოთხოვნების და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად;

 ბ) აეროზოლები, ალკოჰოლური სასმელები, სუნამოები, ოდეკოლონები, უსაფრთხო ასანთები, სანთებელები თხევადი აირით, ლითიუმის მეტალის ან იონის ბატარეის შემცველი პორტატული მოწყობილობები, რომლებიც გადაიზიდება ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად ან რეალიზაციის მიზნით, საჰაერო ხომალდის ბორტზე რეისის ან რამდენიმე რეისის შესრულების დროს, მაგრამ იმ სანთებლების გამორიცხვით, რომლებიც ექვემდებარება ხელმეორედ დატენვას ან გაჟონვას დაბალი წნევის პირობებში.

 გ) მშრალი ყინული, რომელიც გამოიყენება საჭმელი პროდუქტების და სასმელების გასაგრილებლად, საჰაერო ხომალდის ბორტზე მგზავრთა მომსახურების დროს;

 დ) სახიფათო ტვირთი, რომლებიც განკუთვნილია ფრენისას ავადმყოფისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, თუ ეს სახიფათო ტვირთი:

 დ.ა) განთავსებულია საჰაერო ხომალდის ბორტზე ექსპლუატანტის თანხმობით;

 დ.ბ) შეადგენენ საჰაერო ხომალდის შემადგენელ ნაწილს, როდესაც საჰაერო ხომალდი გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით;

ე) ალკოჰოლის შემცველი ხელის სადიზინფექციო საშუალებები, რომელთა განთავსება ხდება საჰაერო ხომალდზე ექსპლუატანტის მიერ და განკუთვნილია მგზავრებისთვის;

ვ) ელექტრონული მოწყობილობები, როგორებიცაა, ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა, პერსონალური გართობის საშუალებები, საკრედიტო ბარათის წამკითხველი მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ ლითიუმის ბატარიებს და დამატებითი ლითიუმის ბატარიები, რომელთა გამოყენება დაგეგმილია საჰაერო ხომალდზე ექსპლუატანტის მიერ, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებული იქნება ტი-ებით გათვალისწინებული მოთხოვნები ამგვარი ბატარიების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

5. ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც გამიზნულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და ნაკეთობების ჩასანაცვლებლად, ან რომელიც უკვე ჩანაცვლდა, გადაიზიდება ამ წესისა და ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად.

6. ექსპლუატანტის ის მასალები, რომლებიც განეკუთვნება სათადარიგო ნაწილებს (COMAT) და შეესაბამება ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად სახიფათო ტვირთის კლასიფიკაციებს, ითვლება სახიფათო ტვირთად და გადაზიდული უნდა იქნეს ტექნიკური ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად (მაგალითად, სხ-ს სათადარიგო ნაწილები, როგორებიცაა, ჟანგბადის და ზეთების ქიმიური წყარო, საწვავის მიწოდების აგრეგატი, ცეცხლმაქრი, საპოხი მასალა, საწმენდი საშუალებები). 
7. (ამოღებულია - 19.12.2022, №280).

8. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას არსებული სხვა შეზღუდვები განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 16.09.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


+
მუხლი 9. (ამოღებულია)
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

+
მუხლი 10. ,,თანხმობის” და/ან ,,გათავისუფლების“ გაცემა
1. სააგენტოს მიერ „გათავისუფლება“ გაიცემა ტი-ებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ:  

ა) არსებობს განსაკუთრებული გარემოებები სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველსაყოფად;

ბ) სხვა სახის ტრანსპორტის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია;

გ) სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვასთან დაკავშირებით დაწესებული მოთხოვნების სრული დაცვა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.

1​1. სააგენტო გასცემს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის „თანხმობას“, ტი-ებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან „თანხმობის“ გაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაკეთებულია ყველაფერი უსაფრთხოების ისეთი დონის მისაღწევად, რომელიც შეესაბამება ტი-იებთ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

3. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე, ,,თანხმობის“ და/ან ,,გათავისუფლების“ მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს:

ა) დასაბუთებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოფილია ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ტვირთის დასახელებას, კლასიფიკაციას, გაეროს სიის ნომერს და დაზუსტებულ ტექნიკურ მონაცემებს;

გ) შემოთავაზებულ საფუთავ კომპლექტზე ინფორმაციას;

დ) ტვირთის ოდენობას;

ე) ტვირთის გამგზავნისა და მიმღების დასახელებას და მისამართს;

ვ) გაგზავნის, დანიშნულების და გადატვირთვის აეროპორტებს;

ზ) გადაზიდვის ვადებს.

4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე „გათავისუფლების“ გაცემას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. თავდაცვის სამინისტროს თანხმობა არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც „გათავისუფლების“ გაცემას ითხოვს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი და ფრენის დროს არ ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო, მის ხელთ არსებულ ფრენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. შეტყობინება, გადასაზიდი ტვირთის დეტალური მონაცემების შესახებ, ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

4​1. თუ სახიფათო ტვირთის, რომელიც საჭიროებს გათავისუფლებას, გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით (გადაფრენა) და გათავისუფლების გაცემისათვის არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს გათავისუფლება თუ დარწმუნდება, რომ ავიაგადამზიდველის მიერ უზრუნველყოფილი იქნება სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების ტი-ებით დადგენილი სათანადო/ექვივალენტური დონე. 

5. საქართველოს ტერიტორიისკენ, ტერიტორიიდან ან ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების (იარაღის და საბრძოლო მასალების) გადაზიდვა შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.

6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საჰაერო გადაზიდვებზე. საქართველოს ტერიტორიიდან, ტერიტორიისკენ და ტერიტორიაზე ტი-ებით ნებადართული რადიოაქტიური ნივთიერებების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №185 - ვებგვერდი, 26.09.2018წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 4 აპრილის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.04.2019წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №201 - ვებგვერდი, 27.08.2021წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 13 მარტის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 14.03.2023წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.


+
მუხლი 11. მგზავრისა და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად აკრძალული და ნებადართული სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები
მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად ნებადართული და აკრძალული სახიფათო ნივთიერებებისა და ნაკეთობების ნუსხა განისაზღვრება ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


+
მუხლი 12. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ფოსტით
1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ფოსტით აკრძალულია, გარდა ტექნიკური ინსტრუქციებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
 2. დანიშნულ საფოსტო ოპერატორს უნდა გააჩნდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით პერსონალის მომზადებისა და შეფასების პროგრამა და პროცედურები, რათა შეძლოს სახიფათო ტვირთის ფოსტით გადაზიდვის კონტროლი. აღნიშნული პროგრამა და პროცედურები დამტკიცებული უნდა იყოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ და შეთანხმდეს სააგენტოსთან.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


+
თავი V
ტვირთგამგზავნი. აეროპორტის ოპერატორი (სამგზავრო აგენტი). საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი). ექსპლუატანტი.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


+
მუხლი 13. ტვირთგამგზავნის მოვალეობები
1. ტვირთგამგზავნი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შეთავაზებამდე, ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ეს სახიფათო ტვირთი არ არის აკრძალული საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის და სწორად არის კლასიფიცირებული, შეფუთული, ნიშანდებული, მარკირებული და თან ახლავს სათანადოდ შევსებული სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების დოკუმენტი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია), როგორც ეს დადგენილია ტექნიკურ ინსტრუქციებში.

2. თუ ტექნიკურ ინსტრუქციებში სხვა რამ არ არის მითითებული, საჰაერო გზით გადაზიდვისთვის სახიფათო ტვირთის გამგზავნი პირი/ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს, ხელი მოაწეროს და გადასცეს ოპერატორს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილ ინფორმაციას.

3. სატრანსპორტო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს გამგზავნის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გადასაზიდად წარმოდგენილი სახიფათო ტვირთი სრულად და ზუსტად არის განსაზღვრული დასახელების მიხედვით, ასევე არის სწორად კლასიფიცირებული, შეფუთული, მარკირებული, ნიშანდებული და იმყოფება სათანადო მდგომარეობაში საჰაერო ტრანსპორტით გადასაზიდად შესაბამისი წესების დაცვით.

4. საქართველოდან საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, გადაზიდვისათვის საჭირო საბუთები ივსება ინგლისურ ენაზე.

5. ტვირთგამგზავნის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


+
მუხლი 13​1. აეროპორტის ექსპლუატანტის მოვალეობები
 ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, სწავლებისა და შეფასების პროგრამის შემუშავებისა და პერსონალის მომზადების ვალდებულების გარდა, აეროპორტის ექსპლუატანტი ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პროცედურები (სახელმძღვანელო);

ბ) გააჩნდეს იკაოს ტი-ების ან იატას სახიფათო ტვირთების რეგულაციების განახლებული ეგზემპლარი, სახიფათო ტვირთების მომსახურების შემთხვევაში.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


+
მუხლი 14. საავიაციო სატვირთო ტერმინალის (სატვირთო აგენტის) მოვალეობები
 საავიაციო სატვირთო ტერმინალის (სატვირთო აგენტის) მოვალეობები განსაზღვრულია „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის  №264 ბრძანებით.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

+
მუხლი 15. ექსპლუატანტის მოვალეობები
1. ექსპლუატანტი  ვალდებულია:

ა) გადასაზიდად არ მიიღოს სახიფათო ტვირთი:

ა.ა) თუ მას არ ერთვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სრულად შევსებული საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დოკუმენტი ტი-ებით არ არის მოთხოვნილი; 

ა.ბ) ვიდრე არ შეამოწმებს სატვირთო ნაჭერს, გარე საფუთავს ან სატვირთო კონტეინერს სახიფათო ტვირთების მიღების საკონტროლო ფურცლის და ტი-ებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს „მხოლოდ სატვირთო სხ-ზე“ ნიშნით აღჭურვილი სახიფათო ტვირთის შეფუთვის ჩატვირთვა საჰაერო ხომალდზე, ტექნიკური ინსტრუქციების დებულებების შესაბამისად;

გ) სახიფათო ტვირთის შემცველი შეფუთვები და გარეგანი შეფუთვები და რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო კონტეინერები შეამოწმოს გაჟონვასა და დაზიანებაზე საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე ან სატვირთო ნაჭერზე განთავსებამდე.   დაზიანების ან გაჟონვის  გამოვლენისას, საჰაერო ხომალდზე არ ჩატვირთოს ამგვარი შეფუთვები, გარეგანი შეფუთვები და სატვირთო კონტეინერები.

დ) არ ჩატვირთოს საჰაერო ხომალდზე შეუმოწმებელი სატვირთო ნაჭერი, სანამ არ დარწმუნდება, რომ მასში არსებული სახიფათო ტვირთი არ ჟონავს და არ არის დაზიანებული;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ შეფუთვა, რომელიც შეიცავს სახიფათო ტვირთს დაზიანებულია ან ჟონავს, დაუყოვნებლივ ჩამოტვირთოს საჰაერო ხომალდიდან ან მიიღოს სათანადო ზომები, რათა ეს განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ. ექსპლუატანტი აგრეთვე ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები დანარჩენი ტვირთის დაბინძურებისგან დასაცავად და დარწმუნდეს, რომ დარჩენილი ტვირთი იმყოფება საჰაერო გადაზიდვებისთვის შესაბამის პირობებში; 

ვ) სახიფათო ტვირთის შემცველი შეფუთვები და გარეგანი შეფუთვები და რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო კონტეინერები შეამოწმოს დაზიანებაზე და გაჟონვაზე საჰაერო ხომალდიდან და სატვირთო ნაჭრიდან გადმოტვირთვისას. დაზიანების ან გაჟონვის ნიშნების გამოვლენისას, დაზიანებასა და დაბინძურებაზე შეამოწმოს საჰაერო ხომალდის ის სათავსოები და არე, სადაც სახიფათო ტვირთი იყო განთავსებული;

ზ) დაუყოვნებლივ აღმოფხვრას საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი ნებისმიერი სახიფათო დაბინძურება, რაც გამოწვეულია სახიფათო ტვირთის გაჟონვით ან დაზიანებით;

თ) რადიოაქტიური ნივთიერებით დაბინძურებისას, საჰაერო ხომალდი მოხსნას ექსპლუატაციიდან მანამდე, სანამ რადიაციის დონე, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ზედაპირზე, არ დაიწევს ტი-ებით მითითებულ ნიშნულამდე. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში ხელახალი გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სისტემაში შემავალი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანხმობით;

ი) არ განათავსოს ერთმანეთის გვერდით ისეთი სახიფათო ტვირთის შეფუთვები, რომლებიც შესაძლებელია სახიფათო ურთიერთქმედებაში შევიდნენ ერთმანეთთან, ან ისეთ პოზიციებზე, სადაც შესაძლებელია მოხდეს ამ ნივთიერებების ურთიერთქმედებაში შესვლა, გაჟონვის შემთხვევაში;

კ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებების შემცველი შეფუთვების საჰაერო ხომალდზე განთავსება უზრუნველყოს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ლ) სახიფათო ტვირთის შემცველი შეფუთვები და გარეგანი შეფუთვები და რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების სხ-ზე ჩატვირთვა და განთავსება განახორციელოს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

მ) უზრუნველყოს ჩატვირთული სახიფათო ტვირთების დაცვა დაზიანებისგან და დამაგრება საჰაერო ხომალდის ბორტზე იმგვარად, რომ გამოირიცხოს სახიფათო ტვირთის შეფუთვის ნებისმიერი გადაადგილება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შეფუთვების განლაგების შეცვლა. რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი შეფუთვების დამაგრება უნდა განხორციელდეს ისე, რომ მთელი გადაზიდვების განმავლობაში დაცულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობები უსაფრთხო მანძილების შესახებ;

ნ) მიაწოდოს სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვათან დაკავშირებული პროცედურები საავიაციო სატვირთო ტერმინალებს (სატვირთო აგენტი) და აეროპორტის ექსპლუატანტებს (სამგზავრო აგენტი), რომლებიც უწევენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

ო) მგზავრებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთზე, ნივთიერებებსა და ნაკეთობებზე, რომლის გადატანაც მათთვის აკრძალულია. ამ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ავიაბილეთი. აგრეთვე, აეროპორტებში მგზავრთა რეგისტრაციის ადგილებზე, მგზავრებს მიაწოდოს წერილობითი და თვალსაჩინო ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთების ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც აკრძალულია გადასაზიდად მგზავრის ბარგში და ხელბარგში;

პ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს ინფორმაცია, რომელიც  საშუალებას მისცემს საფრენოსნო ეკიპაჟს, ჯეროვნად შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. საფრენოსნო ეკიპაჟს ასევე უნდა მიეწოდოს ინსტრუქციები სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ;

ჟ) შეიმუშაოს და სახიფათო ტვირთის მიღებისას ისარგებლოს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ბარათით; 

რ) საჰაერო ხომალდის გაფრენამდე რაც შეიძლება ადრე მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია საჰაერო ხომალდის მეთაურს, ტი-ების დებულებების შესაბამისად, იმ სახიფათო ტვირთების შესახებ, რომელთა გადაზიდვა დაგეგმილია ამ საჰაერო ხომალდით;

ს) არ გადაზიდოს სახიფათო ტვირთი საჰაერო ხომალდის სალონში, სადაც იმყოფებიან მგზავრები და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინით, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ტი-ების დებულებებით.

ტ) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი შეფუთვების საჰაერო ხომალდზე განთავსება უზრუნველყოს ადამიანებისგან, ცოცხალი ცხოველებისგან და გაუმჟღავნებელი ფოტოფირებისგან განცალკევებით, ტექნიკური ინსტრუქციების დებულებების შესაბამისად;

უ) სატვირთო ნაჭრის მომზადებისას უზრუნველყოს სახიფათო ტვირთის სეგრეგაცია და უსაფრთხო დისტანციების დაცვა ტი-ების შესაბამისად;

ფ) ვერტმფრენის ექსპლუატანტის მიერ ისეთი ფრენების დაგეგმვის შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთი გადაიზიდება ვერტმფრენებით, ფრენის დროს მისი გადმოგდების ან გაფანტვის მიზნით (მაგ., ზვავსაშიშროების აღკვეთის დროს), ექსპლუატანტი ვალდებულია:

ფ.ა) შეიმუშაოს და მუდმივად განაახლოს სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეიცავდეს საექსპლუატაციო მითითებებსა და პროცედურებს სახიფათო ტვირთებთან მოპყრობასთან დაკავშირებით, საფრენოსნო, ტექნიკური და სახმელეთო პერსონალის დახმარების აღმოსაჩენად, რომლებიც მონაწილეობენ სახიფათო ტვირთების ვერტმფრენიდან გადმოგდებაში ან გაფანტვაში;

ფ.ბ) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მხოლოდ იმ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ან შესაბამისი პირების დაშვება, რომელთა ყოფნა აუცილებელია სახიფათო ტვირთების მომსახურების ან გადმოგდებისათვის;

ფ.გ) შეათანხმოს ამგვარი ფრენა მომსახურე აეროპორტთან/ვერტოდრომთან;

ქ) გააჩნდეს გადაუდებელი რეაგირების ნაკრები, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:

ქ.ა) ფართო და გამძლე პოლიეთილენის ჩანთას;

ქ.ბ) ჩანთის შესაკრავ საშუალებას;

ქ.გ) გრძელ რეზინის ხელთათმანებს.

2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ავარიული ვითარების წარმოქმნისას, საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მისცემს, საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების ორგანოს გადასცეს ინფორმაცია სხ-ზე განთავსებულ ყველა სახეობის სახიფათო ტვირთზე, შემდგომში აეროდრომის ექსპლუატანტისთვის მისაწოდებლად.

3. საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის, სერიოზული ინციდენტის ან/და ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთი გადაიზიდება საჰაერო ხომალდით ტვირთის სახით, საქართველოში რეგისტრირებულმა ან სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა, საჰაერო ხომალდის მეთაურისთვის მიწოდებული ინფორმაცია (NOTOC) სახიფათო ტვირთების შესახებ დაუყოვნებლად უნდა მიაწოდოს ამგვარ ინციდენტზე, სერიოზულ ინციდენტსა და საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით ჩართულ საავარიო სამსახურებს და სააგენტოს. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტებს ამგვარი შეტყობინების ვალდებულება აქვს იმ შემთხვევაშიც, თუ ინციდენტი ან საავიაციო შემთხვევა მოხდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს იმ სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ამგვარი ინციდენტი.

4. საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის, ინციდენტის ან სერიოზული ინციდენტის, მათ შორის, არადეკლარირებულ და/ან არასწორად დეკლარირებულ სახიფათო ტვირთის თაობაზე, ვალდებულია მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მიწოდება სააგენტოსთვის, სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო  მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად. 

5. (ამოღებულია - 28.12.2023, №285).

6. ექსპლუატანტმა, საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, ფრენის დროს, უნდა განათავსოს ადვილად მისადგომ ადგილზე;

7. საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ წერილობითი ინფორმაციის მიღება დასტურდება თავისი ხელმოწერით.

8. წერილობითი ინფორმაციის ერთი ეგზემპლიარი ინახება ხმელეთზე ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.

9. საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილი წერილობითი ინფორმაცია უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე.

 10. სახიფათო ტვირთის მიღება, შენახვა და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვა და დამაგრება უნდა განხორციელდეს ტი-ების დაბულებების მოთხოვნების შესაბამისად.

 11. ექსპლუატანტის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.

 12. მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვისათვის, საქართველოს კანონის ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნის შესაბამისად, ექსპლუატანტი უნდა ფლობდეს შესაბამის ლიცენზიას.

13. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შენახვა  მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, სახიფათო ტვირთების  გადაზიდვების შემდეგ.
14. ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შესახებ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 16.09.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.

+
მუხლი 16. ავარიული ვითარების შემთხვევაში მოქმედების ინსტრუქციები
ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას (მათ შორის და არა მხოლოდ: შეფუთვა, გაგზავნა, დამუშავება, გადაზიდვა და ა.შ.), ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საავიაციო შემთხვევის, ინციდენტისა და სერიოზული ინციდენტის, მათ შორის, არადეკლარირებული ან/და არასწორად დეკლარირებული სახიფათო ტვირთის  შესახებ. აღნიშნული შეტყობინება სააგენტოს უნდა წარედგინოს მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა, სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო  მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად.

შენიშვნა 1: რადიოაქტიური ნივთიერების გადაზიდვასთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის, ინციდენტისა და სერიოზული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს;

შენიშვნა 2:  საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საავიაციო ინციდენტის დროს გასატარებელი პრაქტიკული ქმედებების მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9481.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.


+
თავი VI
პერსონალი

+
მუხლი 17. პერსონალის მომზადება

1. დამსაქმებლებმა (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები (მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვთ თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლება); საავიაციო სატვირთო ტერმინალები; დანიშნული საფოსტო ოპერატორი; აეროპორტების ექსპლუატანტები; ტვირთგამგზავნები; სატვირთო ექსპედიტორები; სახმელეთო მომსახურების აგენტები) და სასწავლო ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ პერსონალის პირველადი და განმეორებითი მომზადებისა და შეფასების პროგრამები, საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით.

შენიშვნა 1: ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ტი-ებისა და იკაოს ოფიციალური გამოცემის- „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელოს“ (ICAO Doc 10147) მოთხოვნებს.

შენიშვნა 2: ამ პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება სახმელეთო მომსახურების მხოლოდ იმ აგენტზე, რომელიც უშუალოდ ჩართულია სახიფათო ტვირთების მომსახურებაში და რომელსაც დასაქმებული ყავს იკაოს ოფიციალური გამოცემით „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელოთი“ (Doc 10147) დადგენილი პერსონალი. 

2. პროგრამები უნდა დამტკიცდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ. საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, დანიშნული საფოსტო ოპერატორის, საავიაციო სატვირთო ტერმინალებისა და სასწავლო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული პროგრამები შეთანხმებული უნდა იქნეს სააგენტოსთან.

3. პერსონალის მომზადების და შეფასების პროგრამების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლის მიერ ამ პერსონალისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო მომზადებას, რომლის მიზანია სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ზოგადი ნორმების გაცნობა და შესწავლა;

ბ) სპეციალიზებულ მომზადებას, რომლის მიზანია კონკრეტული თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებით გამოწვეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) სახიფათო ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლის მიზანია საშიშროების სახეობის შესწავლა, უსაფრთხო დამუშავების მეთოდების გაცნობა და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებათა წესების შესწავლა;

დ) მისაწოდებელი საკითხის თემატიკასა და მისთვის გამოყოფილ საათობრივ დროს და დადებითი შეფასების მინიმალურ დონეს.

5. პროგრამების შესწავლის შემდეგ პერსონალის შეფასება სავალდებულოა დამსაქმებლის მიერ დაწესებული შეფასების მექანიზმების შესაბამისად. თეორიული გამოცდის შემთხვევაში შეფასების მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 75 პროცენტზე ნაკლები.

6. დადებითი შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატში უნდა აისახოს:

ა) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

ბ) მომზადების გავლისა და სერტიფიკატის მოქმედების თარიღი;

გ) სასწავლო პროგრამის სრული დასახელება;

დ) სერტიფიკატის ნომერი.

ე) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის სახელი.

7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პერსონალის მომზადება და შეფასება უნდა განხორციელდეს ყოველ 24 თვეში ერთხელ.

8. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალის პერიოდული მომზადება/გადამზადება განხორციელდა მომზადების მოქმედების ვადის გასვლამდე ბოლო სამი კალენდარული თვის პერიოდში, მომზადების მოქმედების ვადა გრძელდება მომზადების გავლის ბოლო ვადის გასვლიდან 24 კალენდარული თვის დამთავრებამდე.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პერსონალის სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა მინიმუმ 3 წლის განმავლობაში ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ გავლილი სასწავლო კურსის შესაბამისობის დადგენა ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

10. პერსონალის მომზადება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკლასო, ასევე ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდით. ელექტრონული სწავლების მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პერსონალის მოსამზადებლად:

ა) პილოტები, ჩატვირთვაზე ზედამხედველი პირები და ბორტგამყოლები;

ბ) დანიშნული საფოსტო ოპერატორის პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია არასახიფათო ტვირთის შემცველი ფოსტის დამუშავებაზე (ტი-ებით განსაზღვრული B კატეგორია);

გ) დანიშნული საფოსტო ოპერატორის დამუშავებაზე, შენახვასა და ჩატვირთვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (ტი-ებით განსაზღვრული C კატეგორია);

აღნიშნული სასწავლო კურსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სასწავლო ინფრასტრუქტურის (მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიის, საგამოცდო ოთახის, ჩანაწერების შენახვის სივრცის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად) მოწყობა.

12. სასწავლო ორგანიზაციებს უნდა გააჩნდეთ იკაოს ტი-ების ან იატას სახიფათო ტვირთების რეგულაციების ბოლო გამოცემა.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 15 ივნისის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 18.06.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.

+
მუხლი 17​1. ინსტრუქტორის სერტიფიცირება და ვალდებულებები
1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალის მომზადება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალის მომზადება ხორციელდება უცხო ქვეყნის სასწავლო ორგანიზაციის მიერ ან/და უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის მიერ.

2. პირმა, ინსტრუქტორის მოწმობის მისაღებად, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სასწავლო საგნის მასალები (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);

გ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებული შეფასების ჩანაწერები;

ე) იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ინსტრუქტორი სიღრმისეულად უნდა იცნობდეს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და/ან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების ცოდნის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ ინსტრუქტორთან გასაუბრების საფუძველზე.

4. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ინსტრუქტორის მოწმობას ამ წესის დანართით განსაზღვრული ფორმით.

5. ინსტრუქტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულების შესაბამისად მასზე დაკისრებული მოვალეობები;

ბ) სწორად აღრიცხოს მსმენელთა დასწრება;

გ) უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შესაბამისობა სასწავლო პროგრამასთან;

დ) შეფასებისას იხელმძღვანელოს ობიექტურობის პრინციპით;

ე) უზრუნველყოს სასწავლო მასალის მუდმივი განახლება და სრულყოფა.

6. ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ინსტრუქტორის მოწმობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ინსტრუქტორის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია, სააგენტოს მიმართოს ახალი მოწმობის მიღების განცხადებით (სახიფათო ტვირთების კუთხით) მოწმობის გაუქმებიდან 6 თვის შემდეგ.

8. ინსტრუქტორმა, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით პერსონალის სწავლებას პირველადი და განმეორებითი პროგრამით, უნდა ჩაატაროს ასეთი სწავლება სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუქტორი ვალდებულია გაიაროს გადასწავლება.

9. ინსტრუქტორის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

+
მუხლი 17​2. პერსონალის ინფორმირება
1. დამსაქმებლებმა, სახიფათო ტვირთების მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურებში (ფრენის შესრულების სახელმძღვანელო ან სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოები) უნდა ასახონ ინფორმაცია, რომელიც  საშუალებას მისცემს თავის საფრენოსნო ეკიპაჟს, სხვა პერსონალს და სახმელეთო მომსახურების აგენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  ჯეროვნად შეასრულოს მათზე დაკისრებული ფუნქციები სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პერსონალს, ასევე, უნდა მიეწოდოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული პირველადი სწავლება (ფუნქციაზე დაფუძნებული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე) და ინსტრუქციები სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება ტვირთის მიღების, დამუშავების, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის პროცესში ჩართული როგორც თავისი პერსონალისათვის, ისე სახიფათო ტვირთის მომსახურე აგენტის პერსონალისთვის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ექსპლუატანტის საექსპლუატაციო უფლებამოსილებისა და შეზღუდვების თაობაზე. 
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 16.09.2020წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

+
მუხლი 17​3. მოთხოვნები ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს მიმართ ექსპლუატანტისთვის, რომელსაც არ აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება
ექსპლუატანტი, რომელსაც არა აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება, ვალდებულია:

ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს სახიფათო ტვირთების კუთხით მოსამზადებელი პერსონალის სახეები და სასწავლო საგნების ჩამონათვალი, იკაოს დოკ. 9284-ის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) შესაბამისად;

ბ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში დაადგინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პოლიტიკა და პროცედურები, ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართის, ტექნიკური ინსტრუქციების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა ექსპლუატანტის პერსონალს შეეძლოს:

ბ.ა) განსაზღვროს განუცხადებელი სახიფათო ტვირთი და უარი თქვას მის მიღებაზე (COMAT-ის ჩათვლით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო ტვირთი);

ბ.ბ) მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადაც აღმოჩენილი იქნა განუცხადებელი სახიფათო ტვირთების შემთხვევა ტვირთში ან ფოსტაში, ან მოხდა სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული შემთხვევა ან ინციდენტი. 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 16.09.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

მუხლი 17​4. მოთხოვნები ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს მიმართ ექსპლუატანტისთვის, რომელსაც გააჩნია ტვირთის სახით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება
ექსპლუატანტი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებამოსილება, ტვირთის სახით, ვალდებულია:
ა) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ასახოს სახიფათო ტვირთების კუთხით მოსამზადებელი პერსონალის სახეები და სასწავლო საგნების ჩამონათვალი, იკაოს დოკ. 9284-ის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) შესაბამისად;
ბ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოებში დაადგინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პოლიტიკა და პროცედურები ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართის, ტექნიკური ინსტრუქციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა ექსპლუატანტის პერსონალს შეეძლოს:
ბ.ა) განსაზღვროს განუცხადებელი სახიფათო ტვირთი და უარი თქვას მის მიღებაზე (COMAT-ის ჩათვლით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო ტვირთი);
ბ.ბ) მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადაც აღმოჩენილი იქნა განუცხადებელი სახიფათო ტვირთების შემთხვევა ტვირთში ან ფოსტაში, ან მოხდა სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული შემთხვევა ან ინციდენტი;
გ) სააგენტოს და გამგზავნი სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია სახიფათო ტვირთის ნებისმიერი შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ, როდესაც:
გ.ა) ტვირთი არ იქნა დატვირთული, დანაწევრებული, გამოყოფილი ან დამაგრებული ტექნიკური ინსტრუქციების მე-7 ნაწილის მე-2 თავის შესაბამისად:
გ.ბ) სხ-ს მეთაური არ იყო ინფორმირებული სახიფათო ტვირთის შესახებ;
დ) მიიღოს, დაამუშავოს, შეინახოს, გადაზიდოს, ჩატვირთოს და გადმოტვირთოს სხ-ზე სახიფათო ტვირთი (COMAT-ის ჩათვლით, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო ტვირთი);
ე) სხ-ს მეთაურს მიაწოდოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია წერილობითი ფორმით სახიფათო ტვირთის შესახებ, რომელიც გადაზიდული უნდა იქნეს ტვირთის სახით;

ვ) მიუხედავად ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ვერტმფრენებით ოპერირების დროს, როდესაც გარემოებების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია პილოტისთვის სახიფათო ტვირთების შესახებ დაბეჭდილი ინფორმაციის მიწოდება, პილოტს შესაძლოა მიეწოდოს შემოკლებული ინფორმაცია (მაგ., რადიოკავშირით, ისეთი საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართვით, როგორიცაა, საბორტო ჟურნალი ან ფრენის საფრენოსნო გეგმა), მხოლოდ სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 16.09.2020წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 13 მარტის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 14.03.2023წ.


+
თავი VII
ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა

 


+
მუხლი 18. ზედამხედველობა
ამ წესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სააგენტო.

 


+
მუხლი 19. პასუხისმგებლობა
 წესის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

+
მუხლი 20. (ამოღებულია)
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


+
მუხლი 21. სახიფათო ტვირთების საავიაციო უშიშროება
 საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ჩართულმა ყველა პირმა უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი საავიაციო უშიშროების ზომების გატარება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სახიფათო ტვირთის მოპარვა და არამიზნობრივი გამოყენება, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ფიზიკურ პირებს, ქონებას ან გარემოს.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.



+

დანართი 1 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 2 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 3 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 4 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 5 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ, №263, 27.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2150466-11/