„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2013 ბოლო ცვლილება 13.12.2024
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №263

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 და 71-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის №1-1/307 ბრძანების საფუძველზე,  ვბრძანებ: 

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი“ №1-5 დანართებთან ერთად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“. 
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
+



საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი

+
თავი I
ტერმინები და განმარტებები

+
მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები
საჰაერო ტრანპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში (შემდგომ – წესი) გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) გაეროს სიით განსაზღვრული ნომერი – სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ მიკუთვნებული ოთხნიშნა ნომერი, რომელიც აღნიშნავს ნივთიერებას ან ნივთიერებების კონკრეტულ ჯგუფს;

ბ) „გათავისუფლება“ (Exemption) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) პერიოდული ოფიციალური გამოცემის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის შესახებ ტექნიკური ინსტრუქციების“ – Doc 9284 (შემდგომ – ტი-ები) დებულებებისგან გათავისუფლებას იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომლის გადაზიდვა იკრძალება ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მათზე არ ვრცელდება ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები.

შენიშვნა: „გათავისუფლების“ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნი, ექსპლუატანტის, ტრანზიტის, გადაფრენისა ან დანიშნულების სახელმწიფო.

გ) ტვირთგამგზავნი – პირი, რომელიც საავიაციო საწარმოსთან აფორმებს ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ხელშეკრულებას და ტვირთის ზედნადებით მითითებულია, როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე;

დ) გამგზავნი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე თავდაპირველად ჩაიტვირთა საჰაერო ტვირთი;

ე) გარეგანი შეფუთვა – ტარა, რომელიც გადამუშავებისა და შენახვის შესაფერისი პირობების შექმნის მიზნით გამოიყენება ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ან რამდენიმე სატვირთო ადგილის გაერთიანებისა და ერთიანი გადასამუშავებელი ერთეულის შესაქმნელად;

ვ) ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი) – პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, ან სთავაზობს მომსახურებას ამ სფეროში;

ზ) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსპლუატანტის (ავიაგამზიდველის) შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები/საავიაციო სამუშაოები ან/და გადაყვანა-გადაზიდვების/საავიაციო სამუშაოების მომსახურება, იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც სერტიფიკატითა და მისი დანართებით არის განსაზღვრული;

თ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც არის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილი ან, თუ ექსპლუატანტს ასეთი ძირითადი ადგილი არ გააჩნია, მისი მუდმივი ყოფნის ადგილი;

ი) ტვირთმიმღები – პირი, რომლის მისამართზეც იგზავნება სატვირთო ზედნადებით მითითებული ტვირთი;

კ) პიროტექნიკური ნივთიერება – რაიმე სახეობის შენაერთი ან ნარევი, რომლის დანიშნულებაა ეფექტი მოახდინოს სითბოს, ხმის, აირის, კვამლის ან მათი კომბინაციის სახით და მიიღება ეგზოთერმული ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დეტონაციის გარეშე მიმდინარეობს;

ლ) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

მ) სამგზავრო საჰაერო ხომალდი – საჰაერო ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის წევრის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ექსპლუტანტის თანამშრომლის, ან შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის, ტვირთის პარტიის ან სხვა სახის ტვირთის გამყოლის გარდა ახორციელებს ნებისმიერი პირის გადაყვანას;

ნ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი) – პირი, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს ტვირთის (სახიფათო ტვირთის) გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას და მოქმედებს ექსპლუატანტის სახელით;

 ო) სატვირთო გზავნილი – სახიფათო ტვირთიანი ერთი ან რამდენიმე ნაჭერი, რომელიც მიღებულია ექსპლუატანტის მიერ ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე მისამართზე, ჩართულია ერთ პარტიაში და ეგზავნება ერთ ტვირთმიმღებს დანიშნულების ერთ პუნქტში;

პ) სატვირთო ნაჭერი – ტვირთის შეფუთვის ოპერაციის საბოლოო ნაწარმი, რომელიც შედგება გადასაზიდად გამზადებული შესაფუთი კომპლექტისა და შიგთავსისაგან;

ჟ) სატრანსპორტო ინდექსი – რიცხვი, რომელიც ენიჭება რადიოაქტიური ნივთიერების შეფუთვას, რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეფუთვის ზედაპირიდან 1მ მანძილზე გამოსხივების ეფექტური დოზის სიმძლავრის მიხედვით;

რ) სატვირთო საჰაერო ხომალდი – მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი;

ს) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევა – შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვას, რომლის შედეგად  პირი  იღებს სხეულის მძიმე დაზიანებას, რაც შეიძლება დამთავრდეს სიკვდილით, ან იწვევს ქონების ან გარემოს მნიშვნელოვან დაზიანებას;
ტ) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი – სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმერი საავიაციო მოვლენა, (ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) რომელმაც  გამოიწვია ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანება, ქონების ზარალი, გარემოს დაზიანება, ხანძარი, ტვირთის დაზიანება, დაბნევა, სითხის ან რადიაციის გაჟონვა და სხვა მოვლენები, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებული დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. ასევე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი  მოვლენა. რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, ან მასზე მყოფ პირებს;

უ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია ტი-ების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში, ან კლასიფიცირებულია იმავე ინსტრუქციებით;

ფ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები – იკაო-ს პერიოდული ოფიციალური გამოცემა (Doc-9284-AN 905), რომლითაც განისაზღვრება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესი. როგორც წესი, ტი-ების ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ;

ქ) ტვირთის შეფუთვა – ტექნოლოგია ან ოპერაციები, რომელთა დახმარებით ნაკეთობები ან ნივთიერებები თავსდება შესაფუთ მასალაში ან საიმედოდ არის დაცული რაიმე ხერხით;

ღ) ფეთქებადი ნაკეთობა – ნაკეთობა, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ფეთქებად ნივთიერებას;

ყ) ფეთქებადი ნივთიერება – მყარი ან თხევადი ნივთიერება (ან ნივთიერებათა ნარევი), რომელსაც თავად შეუძლია ქიმიური რეაქციის გამოწვევა, რომლის დროსაც ტემპერატურა, წნევა და აირები ისეთი სიჩქარით გამოიყოფა, რომ იწვევს გარემომცველი საგნების დაზიანებას. პიროტექნიკური ნივთიერებები მიეკუთვნება ფეთქებად ნივთიერებებს;

 შ) შეუთავსებელი – ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ სახიფათო ტვირთების მიმართ, რომელთა ერთმანეთში არევისას შეიძლება მოხდეს სითბოსა და აირის საშიში გამოყოფა ან კოროზიული ნივთიერებების წარმოქმნა;

ჩ) „Q“-ს მნიშვნელობა – როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო სხ-ებისათვის, ერთ ფუთაში მოთავსებული სხვადასხვა სახიფათო ტვირთის ნეტოს (სუფთა წონა) შეფარდება იმ მაქსიმალურ რაოდენობასთან, რომელიც მოცემულია ტი-ის 3-1 ცხრილით. სხვადასხვა სახიფათო ტვირთის Q-ს ჯამი 1-ს არ უნდა აღემატებოდეს;

ც) ICAO (იკაო) – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან;

ძ) ჩიკაგოს კონვენცია (1944 წ.) – ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი კონვენცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან;

წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ,,თანხმობა“ (Approval) - შემდგომ ,,თანხმობა“ სააგენტოს ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს გადაზიდვის უფლებას იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდით და რომლებზეც ვრცელდება ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები;

შენიშვნა: თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნი და დანიშნულების სახელმწიფო, თუ ტექნიკური ინსტრუქციებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ჭ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატი (შემდგომ – ტერმინალის სერტიფიკატი) სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

ხ) პერსონალის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესაბამისი პერსონალის მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით სათანადო სასწავლო კურსის გავლას.

ჯ) „საჰაერო ხომალდის ბორტზე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას გამოწვეული ინციდენტებისა და ავარიული მდგომარეობებისას განსახორციელებელი ქმედებების ინსტრუქცია“ იკაო-ს პერიოდული ოფიციალური გამოცემა – Doc 9481 - AN/928-(შემდგომ - Doc 9481 - AN/928), რომლითაც განისაზღვრება საჰაერო ხომალდის ბორტზე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას გამოწვეული ინციდენტებისა და ავარიული მდგომრეობებისას განსახორციელებელი ქმედებები. როგორც წესი, Doc 9481 – AN/928-ის ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ.

ჰ) დანიშნულების სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს საჰაერო ხომალდიდან ტვირთის საბოლოო გადმოტვირთვა;
ჰ​1) გამონაკლისი - ამ წესით განსაზღვრული ნორმა, რომელიც ათავისუფლებს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთს იმ მოთხოვნებისაგან, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მის მიმართ;
ჰ​2) შეფუთვა - სათავსო და ნებისმიერი სხვა კომპონენტი ან მასალა, რომელიც აუცილებელია ამგვარი სათავსის შეკავების ფუნქციის შესრულებისათვის;
ჰ​3) სატვირთო საშუალება - ნებისმიერი სახის სატვირთო კონტეინერი, საჰაერო ხომალდის კონტეინერი და საჰაერო ხომალდის პალეტი ბადით ან ბადით დამცავი თავსახურის (ხუფის) ზემოთ;
    შენიშვნა:  ეს განმარტება არ მოიცავს გადაფუთვის განმარტებას.
ჰ​4) დანიშნული საფოსტო ოპერატორი - ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც დანიშნულია  საქართველოს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული იმ ვალდებულებების შესრულების მიზნით, რომლებიც წარმოიშობა „მსოფლიოს საფოსტო კონვენციით“.

ჰ​5) ინსტრუქტორი – ფიზიკური პირი, რომელიც სააგენტოს მიერ, ამ წესის შესაბამისად გაცემული მოწმობის საფუძველზე, ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის თაობაზე სასწავლო კურსის ჩატარებას.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
თავი II
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 2. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
1. წესი შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის (,,სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), აგრეთვე, საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”, მოთხოვნების შესაბამისად და მასში გათვალისწინებულია ტი-ების დებულებები.

2. წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის  მოთხოვნებსა და პირობებს.
 3. წესის მოთხოვნები ვრცელდება, საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე და ასევე ყველა იმ პირზე (სხვა ქვეყნის ავიაგადამზიდველების ჩათვლით), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდით  სახიფათო ტვირთების გადაზიდვას.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


+
მუხლი 3. წესის გამოყენების ზოგადი პირობები 
1. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის (,,სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), ტი-ების დებულებების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” და ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად.

1​1 თუ დაუყოვნებელი უსაფრთხოების მიზნებისათვის მიღებული ტექნიკური ინსტრუქციების ცვლილება, არ არის განხორციელებული სააგენტოს მიერ, სააგენტო უფლებამოსილია ხელი შეუწყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას საქართველოს საჰაერო სივრცეში, როდესაც ეს ტვირთი იგზავნება ჩიკაგოს კონვნციის წევრი სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილებებით დადგენილი წესების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადაზიდვა მთლიანად შეესაბამება ახალ მოთხოვნებს.

2. სახიფათო ტვირთები, თავიანთი მახასიათებლების მიხედვით იყოფიან:

ა) სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივცეში ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია;

ბ) სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანპორტით გადაზიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან ,,თანხმობის” გარეშე;

გ) სახიფათო ტვირთები, ინფიცირებული ცოცხალი ცხოველების ჩათვლით, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ „გათავისუფლების“ და/ან „თანხმობის“ საფუძველზე, ამ წესის მე-9 და მე-10 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

3. საქართველოდან/საქართველოში აკრძალულია სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა, თუ ეს ტვირთი სათანადოდ არ არის კლასიფიცირებული, არ აქვს შესაბამისი საბუთები, არ არის აღწერილი, შეფუთული და მარკირებული, არ ახლავს საშიშროების ნიშნები და არ იმყოფება გადაზიდვისათვის სათანადო მდგომარეობაში, როგორც ეს ტი-ებით და ამ წესით არის გათვალისწინებული. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის მოთხოვნების ძირითად ასპექტს წარმოადგენს სათანადო საფუთავის გამოყენება. იზღუდება სახიფათო ნივთიერებების რაოდენობა საფუთავში და არა თავად საფუთავების რაოდენობა.

 4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში და უმოკლესი მარშრუტით.

5. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტს ეკრძალება სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ითვალისწინებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებას.

 6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივრცეში შეიძლება განხორციელდეს როგორც ეროვნული, ასევე უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მიერ.

7. საქართველოს ტერიტორიიდან სახიფათო ტვირთის საერთაშორისო და ადგილობრივი საჰაერო გადაზიდვის საბუთები უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე.

8. იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომელთაც გააჩნიათ საშიშროების ნიშანი „CAO“ („მხოლოდ სატვირთო ხომალდით“), აკრძალულია სამგზავრო საჰაერო ხომალდით.

9. ავიაგადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში უარი განაცხადოს სახიფათო ტვირთების მიღებაზე ან დააწესოს საკუთარი, განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნები ასეთი ტვირთის გადაზიდვაზე. განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნების დაწესებისას, ავიაგადამზიდველი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ თავისი რეგისტრაციის ან ექსპლუატანტის სახელმწიფოს, ხოლო ეს უკანასკნელი მოვალეა, ამ მოთხოვნების თაობაზე აცნობოს იკაო-ს.

10. ექსპლუატანტმა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ძირითადი საბუთები უნდა შეინახოს არანაკლებ სამი თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სახიფათო ტვირთის მომსახურების უფლებამოსილება გადაცემული აქვს სატვირთო აგენტისათვის. აღნიშნულ საბუთებს მიეკუთვნება:

ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია სახიფათო ტვირთზე, ავიასატვირთო ზედდებული);

ბ) სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცელი;

გ) საჰაერო ხომალდის მეთაურის წერილობითი ინფორმაცია (NOTOC).

11. მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციის შესაბამისად, სახიფათო ნივთიერებების და ნაკეთობების გადაზიდვა საფოსტო გზავნილებში აკრძალულია, გარდა იმ ნივთიერებებისა და ნაკეთობებისა, რომელიც განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.

12. ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას (სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავებას, გაფორმება, სამოქალაქო საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა, გაცემა), უნდა გააჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ტერმინალის სერტიფიკატი.

13. ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების მომსახურებას, უნდა გააჩნდეს პერსონალის შესაბამისი სერტიფიკატი.

14. თუ სააგენტო მიიღებს ტექნიკური ინსტრუქციებისგან (ტი-ები) განსხვავებულ წესს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
თავი III
სახიფათო ტვირთი

 


+
მუხლი 4. სახიფათო ტვირთის კლასიფიკაცია, კატეგორია, შეფუთვის ჯგუფის ნომერი
1. სახიფათო ტვირთები კლასიფიცირდება 9 კლასად, კერძოდ:

ა) ფეთქებადი ნივთიერებები – 1-ლი კლასი;

ბ) აირები (გაზები) – მე-2 კლასი;

გ) აალებადი სითხეები – მე-3 კლასი;  

დ) აალებადი მყარი ნივთიერებები, ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ თვითაალების თვისება, ნივთიერებები, რომლებიც წყალთან ურთიერთმოქმედების შედეგად გამოყოფენ ადვილაალებად აირებს – მე-4 კლასი;

ე) მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული ზეჟანგები – მე-5 კლასი;

ვ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები – მე-6 კლასი;

ზ) რადიოაქტიური მასალები – მე-7 კლასი;

თ) კოროზიული ნივთიერებები – მე-8 კლასი;

ი) სხვა საშიში ნივთიერებები და ნაკეთობანი – მე-9 კლასი.

2. სახიფათო ტვირთების ზოგიერთი კლასი, საშიშროების მიხედვით, იყოფა კატეგორიებად.

3. სახიფათო ტვირთების თითოეული კლასის კატეგორია, აგრეთვე მათი მახასიათებელი ნიშან-თვისებები განსაზღვრულია ტი-ით.

4. საშიშროების დონიდან გამომდინარე, ზოგიერთ სახიფათო ნივთიერებას ან ნაკეთობას ენიშნება შეფუთვის ჯგუფი. შეფუთვის ჯგუფი იყოფა 3 ნაწილად:

ა) შეფუთვის ჯგუფი I – მაღალი დონის საშიშროება;

ბ) შეფუთვის ჯგუფი II – საშუალო დონის საშიშროება;

გ) შეფუთვის ჯგუფი III – დაბალი დონის საშიშროება.

5. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი ან გაძნელებულია შეფუთვის ჯგუფის დადგენა, მაშინ სავალდებულოა მაღალი დონის საშიშროების შეფუთვის ჯგუფი I-ის გამოყენება.

6. კონკრეტული სახიფათო ნივთიერებების ან ნაკეთობების შეფუთვის ჯგუფი განსაზღვრულია ტი-ს ცხრილში 3-1-ით (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).

7. ზოგიერთი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები შეიძლება ხასიათდებოდნენ ორი ან მეტი საშიშროების ნიშან-თვისებით, რომელთაგან განისაზღვრება ძირითადი საშიშროება და დამატებითი საშიშროება (საშიშროებები). აღნიშნული ნიშან-თვისებები მოცემულია ტი-ს ცხრილში 3-1 (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).

8. სახიფათო ნივთიერებებს და ნაკეთობებს მინიჭებული აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, რომელიც გათვალისწინებულია ტი-ს ცხრილში 3-1 (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
მუხლი 5. საფუთავი საშუალებები
1. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული საფუთავი საშუალება უნდა იყოს კარგი ხარისხის და საიმედოდ დახურული, რომ გამოირიცხოს გაჟონვა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის, სინოტივის, წნევის ან ვიბრაციის ცვალებადობამ.

2. საფუთავი საშუალება უნდა შეესაბამებოდეს შიგთავსს. ის საფუთავი საშუალება, რომელიც სახიფათო ტვირთს უშუალოდ ეხება, ამ ტვირთის ქიმიური ან სხვა ზემოქმედების მიმართ მედეგი უნდა იყოს.

3. საფუთავი საშუალება უნდა შემოწმდეს ვარგისობაზე ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.

4. სითხის გადასაზიდად გათვალისწინებული საფუთავი საშუალება უნდა უძლებდეს ტი-ებით მითითებულ წნევას, გაუჟონავად.

5. შიდა საფუთავი საშუალება ისე უნდა შეიფუთოს, იყოს დაცული და ჰქონდეს ისეთი შუასადებები, რომ ჩვეულ პირობებში გამოირიცხოს მისი მექანიკური დაზიანება და გაჟონვა, სითხეები, რომლებიც შეიცავენ მაღალ საშიშროებას, უნდა შეიფუთოს აბსორბირებული ნივთიერების გამოყენებით, რომლებსაც გაჟონვის შემთხვევაში შეუძლია მთლიანად შეიწოვოს სითხე.

6. საფუთავი საშუალებების ხელმეორედ გამოყენება შემოწმების გარეშე დაუშვებელია. შემოწმებით უნდა დადგინდეს, რომ ის არ არის კოროზირებული ან დაზიანებული.

7. თუ ცარიელ გაუწმენდავ საფუთავ საშუალებას მის წინა შემცველობის თვისებების გამო შეუძლია საშიშროების შექმნა, ის უნდა დაიხუფოს და დამუშავდეს მოსალოდნელი საშიშროების შესაბამისად. ცარიელი, გაუწმენდავი საფუთავი კომპლექტი, რომელიც ადრე შეიცავდა სახიფათო ტვირთს, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, მარკირებული, აღჭურვილი საშიშროების ნიშნებით ზუსტად ისევე, როგორც ეს შეესაბამება აღნიშნულ სახიფათო ტვირთს.

8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საფუთავ საშუალებებზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.


+
მუხლი 6. მარკირება
1. სახიფათო ტვირთის თითოეულ ადგილზე მარკირების ნიშანდება სავალდებულოა.

2. მარკირების ნიშანდება:

ა) არ უნდა იშლებოდეს და ისინი უნდა იყოს დაბეჭდილი სტამბური წესით;

ბ) უნდა განთავსდეს ტვირთის შეფუთვის გარე მხარეს;

გ) უნდა იყოს თვალსაჩინო და ადვილად წასაკითხი;

დ) უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს;

ე) უნდა განთავსდეს კონტრასტულ ფონზე;

ვ) არ უნდა განთავსდეს ამ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებულ სხვა ნიშნებთან ისეთ სიახლოვეს, რათა არ დაიკარგოს მათი წაკითხვის და აღქმის ეფექტურობა.

3. ყოველ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებული უნდა იყოს ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების კოორდინატები (გვარი, მისამართი).

4. საერთაშორისო და ადგილობრივი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას სახიფათო ტვირთის მარკირება უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე.

 5. სახიფათო ტვირთის მარკირებაზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.


+
მუხლი 7. საშიშროების ნიშნების ნიშანდება
1. ყოველ სატვირთო ადგილზე საშიშროების ნიშნების ნიშანდება სავალდებულოა და იგი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ამ სატვირთო ადგილში არსებულ სახიფათო ტვირთს.

2. საშიშროების ნიშნები გააჩნიათ ნებისმიერი კლასის (1-9 კლასი) და კატეგორიის სახიფათო ტვირთს.

3. საშიშროების ნიშნები უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს.

4. ძირითადი და დამხმარე საშიშროების ნიშნების განლაგება ერთმანეთის გვერდით სავალდებულოა.

5. საშიშროების ნიშნების ნიშანდებისას მათი ურთიერთგადაფარვა დაუშვებელია.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ტი-ს ცხრილი 3-1-ის მოთხოვნების შესაბამისად დაშვებულია მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე, საშიშროების სხვა ნიშნებთან ერთად ნიშნის ,,მხოლოდ სატვირთო ხომალდზე (CAO)“ ნიშანდება სავალდებულოა.

 7. სახიფათო ტვირთის საშიშროების ნიშნების ნიშანდებაზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.


+
თავი IV
სახიფათო ტვირთის გადაზიდვა

+
მუხლი 8. ნებისმიერ შემთხვევაში საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ტვირთები
1. აკრძალულია საჰაერო ხომალდით ისეთი ნივთიერების გადაზიდვა, რომლებიც, გადაზიდვის ჩვეულებრივ პირობებში, შეიძლება აფეთქდეს, გამოიწვიოს სახიფათო რეაქცია, აალდეს ან სახიფათო ოდენობით გამოყოს სითბო ან მომწამლავი, დამჟანგველი, ადვილად აალებადი აირები ან ორთქლი.

2. ეს ნივთიერებები განსაზღვრულია ტი-ების მე-2 თავის მე-3 ნაწილის ჩამონათვალის მე-2 და მე-3 სვეტში სიტყვით – ,,აკრძალულია“. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახიფათო ტვირთის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ტვირთგამგზავნის მიერ წარდგენილ სახიფათო ტვირთის საბუთს, სადაც აღნიშნულია ტვირთის ფიზიკური და ქიმიური მონაცემები, რათა გადასაზიდად არ იქნეს მიღებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებები.

 3. საჰაერო ხომალდით გადასაზიდი აკრძალული სახიფათო ტვირთების სრული ნუსხა განისაზღვნება ტი-ების დებულებებით.

 4. ამ წესის დებულებები არ ვრცელდება ექსპლუატანტის შემდეგი ტვირთების მიმართ:

ა) ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც სახიფათო ტვირთი, მაგრამ, რომლებიც საჭიროა საჰაერო ხომალდის ბორტზე ფრენის ვარგისობის მოქმედი მოთხოვნების და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად;

 ბ) აეროზოლები, ალკოგოლური სასმელები, სუნამოები, ოდეკოლონები, უსაფრთხო ასანთები, სანთებელები თხევადი აირით, რომლებიც გადაიზიდება ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად ან რეალიზაციის მიზნით, საჰაერო ხომალდის ბორტზე რეისის ან რამოდენიმე რეისის შესრულების დროს, მაგრამ იმ სანთებლების გამორიცხვით, რომლებიც ექვემდებარება ხელმეორედ დატენვას ან გაჟონვას დაბალი წნევის პირობებში;

 გ) მშრალი ყინული, რომელიც გამოიყენება საჭმელი პროდუქტების და სასმელების გასაგრილებლად, საჰაერო ხომალდის ბორტზე მგზავრთა მომსახურების დროს;

 დ) სახიფათო ტვირთი, რომლებიც განკუთვნილია ფრენისას ავადმყოფისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, თუ ეს სახიფათო ტვირთი:

 დ.ა) განთავსებულია საჰაერო ხომალდის ბორტზე ექსპლუატანტის თანხმობით;

 დ.ბ) შეადგენენ საჰაერო ხომალდის შემადგენელ ნაწილს, როდესაც საჰაერო ხომალდი გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით.

5. ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც გამიზნულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და ნაკეთობების ჩასანაცვლებლად, ან რომელიც უკვე ჩანაცვლდა, გადაიზიდება ამ წესისა და ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად.

6. ექსპლუატანტის ის მასალები, რომლებიც განეკუთვნება სათადარიგო ნაწილებს (COMAT), გადაზიდული უნდა იქნეს ტექნიკური ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
7. კონკრეტული ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც გადაიზიდება მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მიერ, გათავისუფლებულია ამ წესის მოთხოვნებისგან იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია ტექნიკური ინსტრუქციებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


+
მუხლი 9. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შეზღუდვები
1. ტი-ების 3-1 ცხრილის 10, 11, 12 და 13 სვეტში მითითებული გადასაზიდად აკრძალული ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებზედაც ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები ვრცელდება გადაიზიდება  სააგენტოს მიერ გაცემული ,,თანხმობის“ საფუძველზე.
2. ტი-ების 3-1 ცხრილის 10, 11, 12 და 13 სვეტში მითითებული  გადასაზიდად აკრძალული   ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებზეც ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები არ ვრცელდება, გადაიზიდება  სააგენტოს მიერ გაცემული ,,გათავისუფლების“ საფუძველზე.

 3. (ამოღებულია - 03.02.2019, №29).

4. საქართველოს ტერიტორიიდან ტი-ებით ნებადართული რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

5. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას არსებული სხვა შეზღუდვები განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
მუხლი 10. ,,თანხმობის” და/ან ,,გათავისუფლების“ გაცემა
1. სააგენტოს მიერ „გათავისუფლება“ გაიცემა თუ:
ა) არსებობს განსაკუთრებული გარემოებები სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველსაყოფად;
ბ) სხვა სახის ტრანსპორტის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია;
გ) სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვასთან დაკავშირებით დაწესებული მოთხოვნების სრული დაცვა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.

2. ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან „თანხმობის“ გაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაკეთებულია ყველაფერი უსაფრთხოების ისეთი დონის მისაღწევად, რომელიც შეესაბამება ტი-იებთ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

3. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე, ,,თანხმობის“ და/ან ,,გათავისუფლების“ მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს:

ა) დასაბუთებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოფილია ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ტვირთის დასახელებას, კლასიფიკაციას, გაეროს სიის ნომერს და დაზუსტებულ ტექნიკურ მონაცემებს;

გ) შემოთავაზებულ საფუთავ კომპლექტზე ინფორმაციას;

დ) ტვირთის ოდენობას;

ე) ტვირთის გამგზავნისა და მიმღების დასახელებას და მისამართს;

ვ) გაგზავნის, დანიშნულების და გადატვირთვის აეროპორტებს;

ზ) გადაზიდვის ვადებს.

4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე ,,გათავისუფლების“ გაცემას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმების შემდეგ.

5. სახიფათო ტვირთების (იარაღის და საბრძოლო მასალების) გადაზიდვა შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.

6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საჰაერო გადაზიდვებზე. საქართველოს ტერიტორიიდან მათი გადაზიდვა რეგულირდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №185 - ვებგვერდი, 26.09.2018წ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 4 აპრილის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.04.2019წ.


+
მუხლი 11. მგზავრისა და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად აკრძალული და ნებადართული სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები
მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად ნებადართული და აკრძალული სახიფათო ნივთიერებებისა და ნაკეთობების ნუსხა განისაზღვრება ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


+
მუხლი 12. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ფოსტით
1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ფოსტით აკრძალულია, გარდა ტექნიკური ინსტრუქციებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
 2. დანიშნულ საფოსტო ოპერატორს უნდა გააჩნდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკაშირებით პერსონალის მომზადების პროგრამა და პროცედურები, რათა შეძლოს სახიფათო ტვირთის ფოსტით გადაზიდვის კონტროლი. აღნიშნული პროგრამა და პროცედურები დამტკიცებულ უნდა იქნეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


+
თავი V
ტვირთგამგზავნი. საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი). ექსპლუატანტი.

+
მუხლი 13. ტვირთგამგზავნის მოვალეობები
1. ტვირთგამგზავნი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შეთავაზებამდე, ამ წესისა და ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად, მოვალეა:

ა) კლასების მიხედვით დაახარისხოს გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები;

ბ) განსაზღვროს ამ ნივთიერებებისა და ნაკეთობების ძირითადი და დამატებითი საშიშროებები;

გ) განსაზღვროს ამ ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვისათვის საჭირო საფუთავის ინტრუქცია;

დ) მონიშნოს თითოეული სატვირთო ნაჭერი და აღნიშნოს მასზე საშიშროების ნიშნები.

2. ტვირთგამგზავნი ადგენს, ხელს აწერს და გადამზიდველს გადასცემს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთს (ტვირთგამგზავნის დეკლარაციას), რომელიც უნდა შეიცავდეს ტი-ებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. სახიფათო ტვირთის საბუთი შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), იმ პირობით, თუ ის შეიცავს ტი-ებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

3. ტვირთგამგზავნის მიერ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი ივსება არანაკლებ ორ ეგზემპლარად და დასტურდება ტვირთგამგზავნის პირადი ხელმოწერით. ხელმოწერით მტკიცდება, რომ გადასაზიდად წარმოდგენილი სახიფათო ტვირთის დასახელება სრულად და ზუსტად არის განსაზღვრული, ტვირთი კლასიფიცირებულია, შეფუთულია, მონიშნულია, აქვს საშიშროების ნიშნები და არის საჰაერო გადაზიდვისათვის სათანადო მდგომარეობაში, ტი-ების მოთხოვნების დაცვით.

4. საქართველოდან საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, გადაზიდვისათვის საჭირო საბუთები ივსება ინგლისურ ენაზე.

5. ტვირთგამგზავნის მიერ, ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ეგზემპლარი უნდა იყოს წარმოდგენილი დედნის სახით. ექსპლუატანტისათვის, საავიაციო სატვირთო ტერმინალისათვის (სატვირთო აგენტისათვის) ტვირთგამგზავნის დეკლარაციის მიღება ასლის სახით აკრძალულია. ტვირთგამგზავნის მიერ, სატვირთო ტერმინალისათვის (სატვირთო აგენტისათვის), ექსპლუატანტისთვის ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ტვირთგამგზავლის ხელმოწერა შეიძლება შეიცვალოს უფლებამოსილი პირის გვარით.

6. ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ჩანაწერი კარგად უნდა იკითხებოდეს. შემოკლებების და ჩასწორებების გარეშე.

7. სახიფათო ტვირთის გაგზავნამდე, ტვირთგამგზავნი ვალდებულია შეამოწმოს რომ:

ა) ნივთიერებები და ნაკეთობები არ ირიცხება საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალულ სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში;

ბ) ტვირთის ნაჭრები, რომლებიც აღნიშნულია ნიშნით ,,მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე“ დაჯგუფებულია ისე, რომ უზრუნველყოფილია მათთან მიდგომა და შემოწმება;

გ) ტვირთის ის ნაჭრები, რომლებსაც ფრენის დროს მიდგომა არ ესაჭიროება, დაჯგუფებულია ისე, რომ უზრუნველყოფილია საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვისას მათი ცალკე განლაგება;

დ) გარე შეფუთვა არ შეიცავს სატვირთო ადგილებს, რომლებიც მოითხოვენ ცალ-ცალკე განთავსებას, ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ე) სატვირთო ნაჭერი დაზიანებული არ არის და მათი შიგთავსის უვნებლობა უზრუნველყოფილია.

8. თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ექვემდებარება „თანხმობის“ გაცემას კომპეტენტური ორგანოების მიერ, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ტვირთის გაგზავნამდე გადამზიდველს (ექსპლუატანტს) წარუდგინოს „თანხმობის“ შემცველი დოკუმენტები დანართის სახით.

9. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნის მიერ წარსადგენი დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ტი-ების დებულებების შესაბამისად.

10. იმ შემთხვევაში, თუ ნივთიერება ან ნაკეთობა სახიფათო ტვირთის ჩამონათვალში არ არის განსაზღვრული, ტვირთგამგზავნის მიერ უნდა ჩატარდეს მისი იდენტიფიცირება ცნობილი თვისებების შედარების გზით. თუ თვისებები უცნობია, ნივთიერების ან ნაკეთობის კლასი ან კატეგორია დგინდება ცდების მონაცემების გამოყენებით კომპეტენტური ორგანოს მიერ.

11. ტვირთგამგზავნის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.


+
მუხლი 14. საავიაციო სატვირთო ტერმინალის (სატვირთო აგენტის) მოვალეობები
1. სახიფათო ტვირთის გადასაზიდად მიღებისას, საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი) ვალდებულია შეამოწმოს:

ა) ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების სისრულე და სისწორე;

ბ) ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე ტვირთის გამგზავნის ხელმოწერების ნამდვილობა;

გ)გადაზიდვის საბუთებში ტვირთის ყველა ნაჭრის სრულად ასახვა;

დ) გადასაზიდად, ისეთი ნივთიერებების და ნაკეთობების შემოთავაზების არარსებობა, რომლის გადაზიდვა საჰაერო ტრანსპორტით ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია;

ე) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ,,თანხმობის“ და/ან ,,გათავისუფლების“ არსებობა;

ვ) ტვირთის ნაჭრების მდგომარეობა დაზიანებაზე, გაჟონვაზე და ფუთას მთლიანობაზე;

ზ) ფუთაში ისეთი ნაჭრების არარსებობა, რომლებიც საჭიროებენ ცალკე განთავსებას;

თ) საფუთავების შესაბამისობა ამ წესებთან და ტი-ებით განსაზღვრული შეფუთვის ინსტრუქციის მოთხოვნებთან;

ი) გადაზიდვის საბუთში მოცემული სახიფათო ტვირთის რაოდენობის და ფუთის შიგთავსის (ნეტოს) ოდენობის შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;

კ) საფუთავზე აღნიშნული ნაწერების შესაბამისობა გადაზიდვის საბუთებთან და ტი-ების მოთხოვნებთან;

 ლ) საჭიროებისას, ტვირთის ნაჭრებზე ნიშნის: ,,მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე“ აღნიშვნა;

 მ) ტვირთის ნაჭრებზე, საფუთავზე აღნიშნული საშიშროების ნიშნების შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;

 2. საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი):

ა) სახიფათო ტვირთის მიღებას ახორციელებს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცლით; 

ბ) თუ გადაზიდვის საბუთში შეფუთვის რომელიმე სახიფათო ნივთიერების ჯგუფი არ არის აღნიშნული, ან ტვირთგამგზავნი მის დასახელებას ვერ ახერხებს, შეფუთვის ჯგუფი განისაზღვრება მაღალი დონის საშიშროების ჯგუფით;

გ) სხ-ში ჩატვირთვისას, უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას დაზიანებისაგან;

დ) სხ-ში ჩატვირთულ ტვირთს ამაგრებს ისე, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნაჭრების გადაადგილება და ურთიერთგანლაგების შეცვლა;

ე) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ტვირთის ნაჭრებს ამაგრებს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) განუცხადებელი სახიფათო ტვირთის სხ-ში შერეულ ტვირთად ჩატვირთვის გამოსარიცხად, ტვირთგამგზავნისაგან მოითხოვს ნებისმიერი ნაჭრის შიგთავსის დადასტურებას (იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს ნაჭრები სახიფათო ტვირთს შეიცავს); განუცხადებელი სახიფათო ტვირთების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით;

ზ) ტვირთის მიღების ზონაში, ტვირთგამგზავნის  გაფრთხილების მიზნით, განათავსოს  თვალსაჩინოდ ინფორმაცია სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ;  

თ) სატვირთო ნაჭრებზე აღნიშვნის დაკარგვის, ნიშანდების დარღვევის ან საშიშროების ნიშნების შეუსაბამობისას, ამაგრებს და /ან აღნიშნავს შესაბამის ნიშნებს, გადაზიდვის საბუთებით აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად;

ი) სახიფათო ტვირთის შესანახად უზრუნველყოფს ცალკე იზოლირებულ სასაწყობო სათავსოებს;

კ) უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალის მომზადებას;

ლ) საჰაერო ხომალდის მეთაურს აწვდის წერილობით ინფორმაციას (NOTOC-ს) ყველა იმ სახიფათო ტვირთზე, რომელიც საჰაერო ხომალდში უნდა ჩაიტვირთოს. ეს ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ტი-ების მოთხოვნებს;

მ) სახიფათო ტვირთის მიღებას, შენახვას და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვას და დამაგრებას ახორციელებს ტი-ების დებულებების მოთხოვნების და/ან ექსპლუატანტის “სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების შესაბამისად;

ნ) უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, მის გადამზადებას კომპეტენციის შესაბამისად და მისი თანამდებობრივი ინსტრუქციის შემუშავებას.

3. საავიაციო სატვირთო ტერმინალს უნდა გააჩნდეს პერსონალის მომზადების პროგრამა, საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დამტკიცდეს სატვირთო ტერმინალის მიერ და შეთანხმებული იყოს სააგენტოსთან.

4. საავიაციო სატვირთო ტერმინალი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის მომზადების პროგრამის მუდმივი განახლება.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
მუხლი 15. ექსპლუატანტის მოვალეობები
1. ექსპლუატანტი მოვალეა:

ა) გადასაზიდად არ მიიღოს სახიფათო ტვირთი:

ა.ა) თუ მას არ ერთვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია);

ა.ბ) ვიდრე არ შეამოწმებს სატვირთო ნაჭერს, გარე საფუთავს ან სატვირთო კონტეინერს სახიფათო ტვირთების მიღების საკონტროლო ფურცლის და ტი-ებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) მეთვალყურეობა გაუწიოს ,,მხოლოდ სატვირთო სხ-ზე“ ნიშნით აღჭურვილი სატვირთო ნაჭრების ჩატვირთვას, რათა ეკიპაჟის წევრს ან სხვა უფლებამოსილ პირს საშუალება ჰქონდეს შეამოწმოს, დაამუშაოს და შესაძლებლობის მიხედვით სხვა ტვირთისაგან განაცალკევოს;

გ) სახიფათო ტვირთის სხ-ში ჩატვირთვისას, გამოავლინოს ტვირთის ნაჭრების დაზიანება და შიგთავსის გაჟონვა; ასეთის გამოვლენისას, ტვირთის სხ-ში ჩატვირთვა აკრძალულია;

დ) ტვირთის დაზიანების ან გაჟონვის, გამოვლენის მიზნით სხ-ში არ ჩატვირთოს შეუმოწმებლი სატვირთო ნაჭრები;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ სატვირთო ნაჭერი დაზიანებულია ან ჟონავს, დაუყონებლივ ჩამოტვირთოს ის საჰაერო ხომალდიდან ან მიიღოს სათანადო ზომები რათა ეს განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ. აგრეთვე, მიიღოს შესაბამისი ზომები დანარჩენი ტვირთის გაჭუჭყიანებისაგან დასაცავად;

ვ) სხ-დან ჩამოტვირთული რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ნაჭრები შეამოწმოს დაზიანებაზე და გაჟონვაზე. ასეთის გამოვლენისას, შეამოწმოს საჰაერო ხომალდის ის სათავსოები და არე, სადაც სახიფათო ტვირთი იყო განთავსებული;

ზ) საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი გაჭუჭყიანების აღმოსაფხვრელად, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები;

თ) რადიოაქტიური ნივთიერებით გაჭუჭყიანებისას, საჰაერო ხომალდი მოხსნას ექსპლუატაციიდან მანამდე, სანამ რადიაციის დონე, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ზედაპირზე, არ დაიწევს ტი-ებით მითითებულ ნიშნულამდე. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში ხელახალი გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური თანხმობით;

ი) სხვადასხვა თვისების სახიფათო ტვირთის სხ-ში ჩატვირთვისას, რომლებიც შესაძლებელია სახიფათო ურთიერთქმედებაში შევიდნენ ერთმანეთთან, უზრუნველყოს მათი ცალ-ცალკე განთავსება ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად.

კ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების საჰაერო ხომალდზე განთავსება უზრუნველყოს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ლ) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების სხ-ზე განთავსება განახორციელოს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

მ) სატვირთო ნაჭრების სხ-ს ნაკვეთურებში დამაგრება და დაზიანებისაგან დაცვა უზრუნველყოს ისე, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნებისმიერი გადაადგილება;

ნ) მიაწოდოს სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელო იმ პირებს, რომლებიც უწევენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

ო) მგზავრებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთზე, ნივთიერებებსა და ნაკეთობებზე, რომლის გადატანაც მათთვის აკრძალულია. ამ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ავიაბილეთი. აგრეთვე, აეროპორტებში მგზავრთა რეგისტრაციის ადგილებზე, მგზავრებს მიაწოდოს წერილობითი და თვალსაჩინო ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთების ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც აკრძალულია გადასაზიდად მგზავრის ბარგში და ხელბარგში;

პ) ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში“ ასახოს „სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის მოთხოვნები“ და ასევე მიაწოდოს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ;

ჟ) სახიფათო ტვირთის მიღებისას ისარგებლოს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ჩამონათვალით;

 რ) თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ექვემდებარება ,,თანხმობის“ გაცემას, ტვირთგამგზავნს მოსთხოვოს ,,თანხმობის“ შემცველი დოკუმენტები დანართის სახით.

 ს) განახორციელოს ტი-ების 3-1 ცხრილის 10 და 11 ან 12 და 13 სვეტით განსაზღვრული გადასაზიდად აკრძალული ნაკეთობების და ნივთიერებების გადაზიდვა მხოლოდ ,,გათავისუფლების“ საფუძველზე;

ტ) გააჩნდეს „სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელო”, თუ სააგენტოს მიერ გაცემული ექსპლუატანტის სერტიფიკატით მინიჭებული აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლება. სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის (Doc 9284-A№/928)-ის (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) მოთხოვნებს. აღნიშნული სახელმძღვანელოს  შეთანხმება სავალდებულოა სააგენტოსთან;

უ) არ გადაზიდოს სახიფათო ტვირთი, თუ საჰაერო ხომალდის მეთაურს გაფრენის წინ არ მიეწოდა წერილობითი ინფორმაცია (NOTOC) იმ სახიფათო ტვირთებზე, რომლებიც უნდა იქნეს გადაზიდული საჰაერო ხომალდით.

2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ავარიული ვითარების წარმოქმნისას, საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მისცემს, საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების ორგანოს გადასცეს ინფორმაცია სხ-ზე განთავსებულ ყველა სახეობის სახიფათო ტვირთზე, შემდგომში, ამ ინფორმაციის დაფრენის, სათადარიგო ან სხვა შესაბამის აეროპორტში გადასაცემად.

3.საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის, სერიოზული ინციდენტის ან/და ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთი გადაიზიდება საჰაერო ხომალდით ტვირთის სახით, საქართველოში რეგისტრირებულმა ან სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა, პილოტისათვის მიწოდებული ინფორმაცია (NOTOC) დაუყოვნებლად უნდა მიაწოდონ საქართველოს ”საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრსა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტებს ამგვარი შეტყობინების ვალდებულება აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ ინციდენტი ან საავიაციო შემთხვევა მოხდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

4. საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის მიწოდებას სააგენტოსთვის.

5. ექსპლუატანტმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება არადეკლარირებულ და/ან არასწორად დეკლარირებულ სახიფათო ტვირთებს ან მგზავრებისათვის და ეკიპაჟებისათვის გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ფაქტებს, ტი-ების დებულებების მოთხოვნის შესაბამისად.

6. საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, ფრენის დროს, უნდა განთავსდეს ადვილად მისადგომ ადგილზე;

7. საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ წერილობითი ინფორმაციის მიღება დასტურდება თავისი ხელმოწერით.

8. წერილობითი ინფორმაციის ერთი ეგზემპლიარი ინახება ხმელეთზე ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.

9. საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილი წერილობითი ინფორმაცია უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე.

 10. სახიფათო ტვირთის მიღება, შენახვა და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვა და დამაგრება უნდა განხორციელდეს ტი-ების დაბულებების მოთხოვნების შესაბამისად.

 11. ექსპლუატანტის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.

 12. მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვისათვის, საქართველოს კანონის ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნის შესაბამისად, ექსპლუატანტი უნდა ფლობდეს შესაბამის ლიცენზიას.

13. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შენახვა  მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, სახიფათო ტვირთების  გადაზიდვების შემდეგ.
14. ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შესახებ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
მუხლი 16
საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საავიაციო ინციდენტის დროს პრაქტიკულ ქმედებებზე წაყენებული მოთხოვნები განსაზღვრულია - Doc 9481 - AN/928-ით.

+
თავი VI
პერსონალი

+
მუხლი 17. პერსონალის მომზადება
1. პერსონალის მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები, საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, უნდა შეიმუშაონ:

ა) ექსპლუატანტებმა (მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლება);

ბ) საავიაციო სატვირთო ტერმინალებმა;

გ) დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა;

დ) სასწავლო დაწესებულებებმა (რომლებიც მიზნად ისახავენ, საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, სასწავლო კურსების მიწოდებას).

შენიშვნა: აღნიშნული პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს იკაოს „საჰაერო  ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (Doc 9284) მოთხოვნებს.

2. პროგრამები უნდა დამტკიცდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ და შეთანხმებული იქნეს სააგენტოსთან.

3. სასწავლო პროგრამებისთვის დადგენილი მოთხოვნები, მოსამზადებელი და გადასამზადებელი პერსონალის კატეგორიები და მათ მიერ შესასწავლი სასწავლო კურსის შინაარსი განისაზღვრება ტი-ებით.

4. პერსონალის მომზადების ან გადამზადების პროგრამების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პერსონალის თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს.

5. პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო მომზადებას, რომლის მიზანია სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ზოგადი ნორმების გაცნობა და შესწავლა;

ბ) სპეციალიზირებულ მომზადებას, რომლის მიზანია კონკრეტული თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებით გამოწვეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) სახიფათო ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლის მიზანია საშიშროების სახეობის შესწავლა, უსაფრთხო დამუშავების მეთოდების გაცნობა და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებათა წესების შესწავლა.

6. პროგრამების შესწავლის შემდეგ პერსონალის ტესტირება სავალდებულოა. მხოლოდ ტესტირების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი.

7. სერტიფიკატში უნდა აისახოს:

ა) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;

ბ) მომზადების გავლისა და სერტიფიკატის მოქმედების თარიღი;

გ) სასწავლო პროგრამის შემადგენლობა და მომზადების კატეგორია;

დ) სერტიფიკატის ნომერი.

ე) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის სახელი;

8. პერსონალის მომზადება ხორციელდება ორ წელიწადში ერთხელ.

9. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალის პერიოდული მომზადება/გადამზადება განხორციელდა მომზადების მოქმედების ვადის გასვლამდე ბოლო სამი კალენდარული თვის პერიოდში, მომზადების მოქმედების ვადა გრძელდება მომზადების გავლის ბოლო ვადის გასვლიდან 24 კალენდარული თვის დამთავრებამდე.

10. პერსონალის სწავლებისა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის მინიმალური ვადაა 3 წელი.

11. პერსონალის მომზადება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკლასო, ასევე ელექტრონული სწავლების მეთოდებით. აღნიშნული სასწავლო კურსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან:

ა) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სასწავლო კურსის განხორციელების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს, სწავლებამდე 3 სამუშაო დღით ადრე;

ბ) უზრუნველყონ პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებული  დეტალური ჩანაწერების ან ასლების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში ან უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის მიერ სწავლების მიწოდების დროს) შენახვა ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მათ მიერ გავლილი სასწავლო კურსის შესაბამისობის დადგენა ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

გ) უზრუნველყოს სასწავლო ბაზის (მსმენელთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიის, საგამოცდო ოთახის, ჩანაწერების შენახვის სივრცის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად) მოწყობა.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 1 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 02.03.2018წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
მუხლი 17​1. ინსტრუქტორის სერტიფიცირება და ვალდებულებები
1.  საქართველოში რეგისტრირებულმა ექსპლუატანტებმა, საავიაციო სატვირთო ტერმინალებმა, დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალის მომზადება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერსონალის მომზადება ხორციელდება უცხო ქვეყანის სასწავლო დაწესებულების მიერ ან/და უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის მიერ. 

2. პირმა, ინსტრუქტორის მოწმობის მისაღებად, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სასწავლო საგნის მასალები (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);

გ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით მე-6 ან სხვა შესაბამისი კატეგორიის პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ინსტრუქტორი კარგად უნდა იცნობდეს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და/ან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების ცოდნის შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ ინსტრუქტორთან გასაუბრების საფუძველზე.

4. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ინსტრუქტორის მოწმობას ამ წესის დანართით განსაზღვრული ფორმით.

5. ინსტრუქტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულების შესაბამისად მასზე დაკისრებული მოვალეობები;

ბ) სწორად აღრიცხოს მსმენელთა დასწრება;

გ) უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შესაბამისობა სასწავლო სილაბუსთან;

დ) ტესტების შემოწმებისას იხელმძღვანელოს ობიექტურობის პრინციპით;

ე) უზრუნველყოს სასწავლო მასალის მუდმივი განახლება.

6. ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ინსტრუქტორის მოწმობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ინსტრუქტორის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია, სააგენტოს მიმართოს ახალი მოწმობის მიღების განცხადებით (სახიფათო ტვირთების კუთხით) მოწმობის გაუქმებიდან 6 თვის შემდეგ.

8. ინსტრუქტორმა, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით პერსონალის სწავლებას პირველადი და განმეორებითი პროგრამით, უნდა ჩაატაროს ასეთი სწავლება სულ მცირე, 24 თვეში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუქტორი ვალდებულია გაიაროს გადასწავლება.

9. ინსტრუქტორის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
მუხლი 17​2. პერსონალის ინფორმირება
ექსპლუატანტებმა, საავიაციო სატვირთო ტერმინალებმა, ტვირთგამგზავნებმა, დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და სხვა საწარმოებმა, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, უნდა მიაწოდონ თავის პერსონალს ინფორმაცია იმგვარად, რომ მათ შეძლონ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებით მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად განხორციელება. აღნიშნულ პერსონალს, ასევე, უნდა მიეწოდოს ინსტრუქციები სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

+
თავი VII
ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა

 


+
მუხლი 18. ზედამხედველობა
ამ წესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სააგენტო.

 


+
მუხლი 19. პასუხისმგებლობა
 წესის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

+
მუხლი 20. შეტყობინება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის
1. თუ საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები დაადგენენ უფრო შემზღუდველ მოთხოვნებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ტექნიკური ინსტრუქციებით, ამგვარი ინფორმაცია ექსპლუატანტებმა უნდა მიაწოდონ სააგენტოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ტექნიკურ ინსტრუქციებში გამოსაქვეყნებლად.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.



+

დანართი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.02.2020წ.

დანართი 1 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 2 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 3 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 4 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.

დანართი 5 (ამოღებულია - 20.11.2015, №191)

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 26.11.2015წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ, №263, 27.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2150466-5/