საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2013 ბოლო ცვლილება 12.03.2026
ნომერი
№990
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (92)

შემდგომი ცვლილებები (40)

წინა ცვლილებები (52)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №990

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის   პირველი პუნქტის, მე-60  მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“     საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და   საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და  ატრიბუტიკა თანდართული დანართების  (დანართი №1–14)  შესაბამისად. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 27.05.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №584 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №661 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №774 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №926 - ვებგვერდი, 27.11.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბერის ბრძანება №1021 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 მარტის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 17.03.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №212 - ვებგვერდი, 24.03.2015წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №679- ვებგვერდი,15.09.2015წ.

+
მუხლი 1​1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც დამტკიცებულია „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №165 - ვებგვერდი,04.12.2020წ.

+
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №668 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის  შესახებ“;

ბ)   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; 

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის №227 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;

დ)  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №251 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;          

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 ივლისის №855 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტთა, ექსპერტ-კრიმინალისტთა და კრიმინალისტთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №1517 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №39 ბრძანება  ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის  მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №605 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №373 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური  ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ“;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის  №893 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;

ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის  24 ივლისის №570  ბრძანება  ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ზოგიერთ მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ .

 

+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“, №990, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016241 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2163484-52/