საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (92)
შემდგომი ცვლილებები (34)
წინა ცვლილებები (58)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული დანართების (დანართი №1–14) შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №584 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №661 - ვებგვერდი, 01.09.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №774 - ვებგვერდი, 10.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №926 - ვებგვერდი, 27.11.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბერის ბრძანება №1021 - ვებგვერდი, 19.12.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 მარტის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 17.03.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება №212 - ვებგვერდი, 24.03.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №679- ვებგვერდი,15.09.2015წ.
|
| მუხლი 11 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც დამტკიცებულია „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №165 - ვებგვერდი,04.12.2020წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №668 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის №227 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №251 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 ივლისის №855 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტთა, ექსპერტ-კრიმინალისტთა და კრიმინალისტთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №1517 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №39 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №605 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №373 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №893 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის №570 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ზოგიერთ მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ .
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“, №990, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016241 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2163484-58/