თავი IX — სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
საქართველოს მთავრობა:
ა) უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებას;
ბ) ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს;
გ) ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება;
გ1) ამტკიცებს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს;
დ) ამტკიცებს საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას;
ე) უფლებამოსილია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, ამ პირთა წრის მიმართ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზღვევისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5966 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
საქართველოს 2021 წლის 25 მაისის კანონი №489 – ვებგვერდი, 31.05.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.05.2021 კანონი №489
- 27.03.2012 კანონი №5966
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს მთავრობა: ა) უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებას; ბ) ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს; გ) ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება; გ1) ამტკიცებს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს; დ) ამტკიცებს საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას.სქემას; ე) უფლებამოსილია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, ამ პირთა წრის მიმართ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზღვევისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.103.12.2010წ., 2 .2010წ., მუხ.414 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება