თავი IX — სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალობების ნუსხას და ამ სპეციალობების შესაბამის კომპეტენციებს განსაზღვრავს სამინისტრო.
2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სპეციალისტები მომზადებას გადიან უმაღლესი განათლების საფეხურზე, შესაბამისი პროგრამების მიხედვით, აქვთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი.
3. პირები, რომელთაც გავლილი აქვთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სფეროში პროფესიული მომზადების სასწავლო კურსები, არიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუშაკები.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.06.2007).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება