თავი IX — სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
1. სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა საქართველოს თავდაცვის ძალებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
4.
პენიტენციურ დაწესებულებებში პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაა:
ა) პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
5. სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
6.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს.
8.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №492 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1794 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3548 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3943 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3599 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №359 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3845 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 10-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3845
- 21.09.2023 კანონი №3532
- 16.03.2021 კანონი №359
- 31.10.2018 კანონი №3599
- 05.07.2018 კანონი №3115
- 07.12.2017 კანონი №1691
- 08.07.2015 კანონი №3943
- 01.05.2015 კანონი №3548
- 13.12.2013 კანონი №1794
- 25.03.2013 კანონი №492
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახე ლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა: ა) საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებისათვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. [ 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა საქართველოს თავდაცვის ძალებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 4. პენიტენციურ დაწესებულებებში პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაა: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს. 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება