ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №672
1999 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ
ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ღვაწლმოსილ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად განისაზღვროს მათი დაკრძალვის წესი:
1. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვას თბილისის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებში განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის ორგანო (თბილისის მერია) დადგენილი წესით, თუ კანონმდებლობით ან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.
2. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდეს მხოლოდ გადასვენების წესით და განხორციელდეს მათი გარდაცვალებიდან 30 (ოცდაათი) წლის შემდეგ.
3. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი სათანადო ნორმატიული აქტით საქართველოს მწერალთა კავშირის, სხვა შემოქმედებითი კავშირების, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარდგინებით.
ე. შევარდნაძე
+

2. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდეს მხოლოდ გადასვენების წესით და განხორციელდეს მათი გარდაცვალებიდან არა უადრეს 10 წლისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 მარტის ბრძანებულება №216 - სსმ III, №44, 30.03.2007 წ., მუხ.492
3. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 მარტის ბრძანებულება №216 - სსმ III, №44, 30.03.2007 წ., მუხ.492
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 მარტის ბრძანებულება №216 - სსმ III, №44, 30.03.2007 წ., მუხ.492
2. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდეს მხოლოდ გადასვენების წესით და განხორციელდეს მათი გარდაცვალებიდან 30 (ოცდაათი) წლის შემდეგ.
3. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი სათანადო ნორმატიული აქტით საქართველოს მწერალთა კავშირის, სხვა შემოქმედებითი კავშირების, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარდგინებით.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2010.
- როდის იქნა მიღებული „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“?
- „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ მიღებულია 17.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №672. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.001..
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2010.
- სად არის „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“, №672, 17.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21826/