ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი
1. ტექნიკური რეგლამენტი – „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
3. ტვირთების გადაზიდვისას დაცული უნდა იქნეს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემო პირობების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის უსაფრთხოება.
წესის მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
1. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება:
ა) ტვირთის ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც წარმოებს მისი დამზადება, გადამუშავება, შენახვა, გამოყენება ან განადგურება, თუ აღნიშნული გადაადგილება ხორციელდება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გამოყენების გარეშე;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, შეიარაღებული ძალების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, წყლის, კანალიზაციის, გაზისა და ელექტრომომარაგების, ელექტროკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ნაგვის შეგროვებისა და გატანის, აგრეთვე სპეციალურ სამედიცინო და საავარიო სამუშაოებზე;
გ) საგანგებო სიტუაციების და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს;
დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირების დროს.
2. წესის მე-9 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეზღუდული ოდენობით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე. სახიფათო ტვირთის შეზღუდული ოდენობა სახეობებისა და კლასების მიხედვით, რომელიც შეიძლება გადაიზიდოს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის მოთხოვნათა დაუცველად, განისაზღვრება ”სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპიური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev(vol.1)).
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად;
ბ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთი – სახიფათო ტვირთი, რომელსაც მინიჭებული აქვს პირველი ან მეშვიდე კლასი, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
გ) მალფუჭებადი ტვირთი – საკვები პროდუქტები, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა;
დ) მარშრუტი – წინამდებარე წესის მიზნებისათვის პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი;
ე) ნარინჯისფერი ტაბლო – საინფორმაციო ტაბლო, რომელზეც გამოსახულია ზედა ნახევარში ნივთიერების საშიშროების კლასი, ხოლო ქვედა ნახევარში ნივთიერების საიდენტიფიკაციო გაეროს ნომერი და გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ამ ინფორმაციის ვიზუალური მინიშნების მიზნით;
ვ) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლმა გაიარა სათანადო მომზადება სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე საერთაშორისო ნორმების მიხედვით შედგენილი პროგრამით შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში;
ზ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების და მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;
თ) EX/II ან EX/III ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების (1 კლასი) გადასაზიდად;
ი) FL ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება: (22.10.2008 №154)
ი.ა) სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი იმ სითხეების გადასაზიდად, რომელთა აფეთქების ტემპერატურა არ აღემატება 600-ს (გარდა დიზელის სათბობის, გაზოილისა და მსუბუქი ღუმელის სათბობის – გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი 1202), 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებითა და გადასატანი ცისტერნებით;
ი.ბ) სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი გაზის კონტეინერებით;
ი.გ) სატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1 მ3-ზე მეტი ტევადობით, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად.
კ) OX ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის ან წყალბადის პეროქსიდის სტაბილიზებული წყალხსნარის 60%-ზე მეტი წყალბადის პეროქსიდის შემცველობით (კლასი 5.1, გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი 2015) გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით და გადასატანი ცისტერნებით; (22.10.2008 N 154)
ლ) AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება:
ლ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (EX/III, FL და OX ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა), განკუთვნილი სახიფათო ტვირთების გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი გაზის კონტეინერებით;
ლ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1მ3-ზე მეტი ტევადობით (FL ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
მ) J შეთავსობადობის ჯგუფი - ნაკეთობა, რომელიც შეიცავს როგორც ფეთქებად ნივთიერებას, ასევე ადვილაალებად სითხეს ან გელს.
2. წინამდებარე რეგლამენტში მოყვანილი სხვა ტერმინები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
ექსპლუატაციაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის, საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.
1. გადამზიდველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკისა და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (შემდგომში – მძღოლი) ვალდებულია დაიცვას ёსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით, გადაზიდვებთან დაკავშირებული სტანდარტებით, ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, სერვისისა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) მიაწოდოს დასატვირთად გადაზიდვის შესრულებისათვის შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ბ) შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში ტვირთის დატვირთვისა და განლაგების სისწორე და მოითხოვოს ტვირთის გამგზავნისაგან შემჩნეული ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
გ) უზრუნველყოს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა;
დ) უარი განაცხადოს გადაზიდვაზე, თუ განსხვავებული თვისებების მქონე ტვირთების ერთობლივმა გადაზიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საფრთხის შექმნა;
ე) უარი განაცხადოს გადასაზიდი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია საგზაო და/ან კლიმატური პირობების გამო;
ვ) უზრუნველყოს მძღოლი საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციით;
ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლოს ტვირთის გამგზავნის მიერ ტვირთის დატვირთვის, ძარაზე მისი დამაგრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტების (ცისტერნის ლუკების) დახურვის პროცესი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დარღვევების აღმოჩენისას, გადამზიდველმა უნდა აცნობოს ტვირთის გამგზავნს აღნიშნულის შესახებ და შეწყვიტოს დატვირთვის პროცესი ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე;
თ) გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროსაბჭოს 1996 წლის 29 აპრილის №96/26/EC დირექტივით „სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების სამუშაოზე დაშვების, აგრეთვე ნაციონალური და საერთაშორისო გადაზიდვების თავისუფლად განხორციელების უფლების გამოყენებაში აღნიშნული საწარმოებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, დიპლომების, სერტიფიკატების და პროფესიული კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ” და ECMT-ს 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე” განსაზღვრულ მოთხოვნებს”.
4. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია:
ა) გადამზიდველის ან მძღოლის მოთხოვნით აღმოფხვრას ტვირთის განლაგება-დამაგრებაში და შეფუთვაში აღმოჩენილი უწესივრობები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტვირთს ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების დროს ტვირთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოახდინოს სპეციალური მარკირება, რომელიც მიუთითებს ტვირთის თვისებებზე, მისდამი დამოკიდებულებაზე (მოპყრობაზე) დატვირთვა-გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში (მაგალითად „ზევით”, „არ აბრუნოთ”, „მსხვრევადი” და სხვა).
6. ტვირთის გამგზავნი (ტვირთის მიმღები) ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, შედგენის წესი, პირობები, მხარეთა უფლებები, ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთი უნდა განთავსდეს და დამაგრდეს ისე, რომ გადაზიდვისას უზრუნველყოფილი იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების და მოძრაობის უსაფრთხოება დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში და საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემო პირობებს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება დატვირთული უნდა იქნეს ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა, კანონმდებლობით ნებადართულ გაბარიტებსა და წონით პარამეტრებთან მისი კორექტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ” დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის” საფუძველზე.
3. ტვირთებს, რომელთა დატვირთვა-გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მექანიზირებული საშუალებებით, უნდა გააჩნდეთ სპეციალური სამარჯვი (მარყუჟი, შვერილი და სხვა).
4. ხის ტარა (ყუთები, დოლები, კოჭები, შესაფუთი ბლოკები, სამაგრი მერქანი, სადებები და ა.შ), რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს, უნდა პასუხობდეს ფიტოსანიტარიული ზომების მე-15 საერთაშორისო სტანდარტით - „საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირების სახელმძღვანელო” (ISPM N15 FAO 2002) - გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს მარკირებული.
1. სახიფათო ტვირთი საშიშროების ტიპის მიხედვით იყოფა 9 კლასად საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. ზოგიერთი კლასის სახიფათო ტვირთი ტრანსპორტირებისას მისი ფიზიკურ - ქიმიურ თვისებების, სახეობისა და საშიშროების ხარისხის მიხედვით იყოფა ქვეკლასებად.
3. სახიფათო ტვირთი საერთაშორისო გადაზიდვებისას აღინიშნება გაეროს მიერ მინიჭებული ოთხციფრა კოდით.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟით.
5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია:
ა) სახიფათო ტვირთის მიღებისას შეამოწმოს ტვირთსა და/ან ტარაზე მარკირების (დანართი №5) არსებობა;
ბ) საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) სახიფათო ტვირთის დასახელება, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპიური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev(vol.1));
ბ.ბ) ტვირთის საშიშროების კლასი;
ბ.გ) სპეციალური აღჭურვილობის შესახებ ჩამონათვალი;
ბ.დ) გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებების საშიშროების ხასიათი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები;
ბ.ე) ზომები, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანის ან აცილებისათვის, ხანძრის, ტარის ან გადასაზიდი სახიფათო ტვირთის დაზიანების, ნივთიერებების დაღვრის და მათთან ადამიანთა შეხების შემთხვევაში;
ბ.ვ) ავტოცისტერნით ან კონტეინერ-ცისტერნით 3 000 ლიტრზე მეტი საერთო ტევადობით და/ან 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური დასაშვები მასით გადასაზიდი ტვირთისათვის, რომელიც მითითებულია სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ევროპულ შეთანხმებაში - ტვირთის კლასი, ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომრის და საშიშროების დასახელებით;
ბ.ზ) სახიფათო ტვირთით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის (მათ შორის ღამისთევის) წესები;
გ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ხანძარსაწინააღმდეგო ზომები;
დ) სახიფათო ტვირთის დატვირთვა - გადმოტვირთვის სამუშაოების ჩასატარებლად გააჩნდეს ინსტრუქციით გათვალისწინებული აუცილებელი აღჭურვილობა;
ე) იმოძრაოს შეთანხმებული მარშრუტით და დაიცვას მოძრაობის დადგენილი სიჩქარე.
6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:
ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში);
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება;
გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა;
ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე;
ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება;
თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
7. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლმა თან უნდა იქონიოს:
ა) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ (დანართი №2);
ბ) გადაზიდვის მარშრუტის სქემა წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) მძღოლებისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქცია;
დ) სასუნთქი ორგანოებისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები წერილობითი ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის წიგნაკი;
ვ) საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი №1);
ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
9. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა პასუხობდეს ამ წესის მე-5 მუხლში მოყვანილ მოთხოვნებს და უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს ნარინჯისფერი ტაბლოთი (დანართი №4). ერთი და იმავე სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ნარინჯისფერი ტაბლოების ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნები (დანართი 5);
ბ) დაგორების საწინააღმდეგო საბჯენებით, რომლის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურად დასაშვებ მასასა და საბურავების დიამეტრს;
გ) არანაკლებ 200 მმ სიგრძის დამიწების ჯაჭვით;
დ) ავტონომიურ კვებაზე მომუშავე ორი მაფრთხილებელი ყვითელი ფერის მოციმციმე მაშუქით;
ე) სათანადო მაფრთხილებელი სპეციალური კაშკაშა ფერის ტანსაცმლით (ამრეკლით) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
ვ) ხელის მაშუქით (ფანარით) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
ზ) 2 ან/და 4 ან/და 8 ან/და 12 კილოგრამიანი ცეცხლსაქრობით, რომლებსაც უნდა ჰქონდეს აღნიშვნები გავლილი შემოწმების შესახებ;
თ) ხელსაწყო–ინსტრუმენტებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ავარიული რემონტისათვის;
ი) ხისტი ბუქსირით, ხოლო ზამთრის პერიოდში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
10. ფეთქებად და რადიაქტიურ ნივთიერებათა გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უკან ორივე მხარეს დამატებით უკეთდება საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშანი.
11. ნარინჯისფერი ტაბლოს დემონტაჟი ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული გადმოტვირთვის შემდეგ.
12. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს ნარინჯისფერი ტაბლოებით მარკირებამ უნდა უზრუნველყოს ტვირთის იდენტიფიკაციის ჩატარების საშუალება.
13. სახიფათო ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრომოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
14. ფურგონის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარა უნდა იყოს მთლიანად დახურული, არ უნდა გააჩნდეს ღრეჩოები და აღჭურვილი უნდა იყოს გადასაზიდი სახიფათო ტვირთის თვისებების შესაბამისი სავენტილაციო სისტემით.
15. ავტოსატრანსპორტო საშუალებას უკან, ცისტერნის მთელ სიგანეზე უნდა ჰქონდეს დარტყმებისაგან დამცავი ბამპერი, ხოლო ცისტერნის უკანა კედელსა და ბამპერის უკანა ნაწილს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ.
16. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია:
ა) აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.
17. სახიფათო ტვირთის დატვირთვის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების ისე ტვირთის მარკირება. ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიწმინდოს და მასში ტვირთი ისე მოთავსდეს, რომ გადაზიდვის პროცესში თავიდან იქნეს აცილებული მისი გადაადგილება.
18. წერილობითი ინსტრუქცია უნდა იყოს შევსებული მძღოლისათვის გასაგებ ენაზე და ერთი ეგზემპლარი ინახებოდეს მძღოლთან. საერთაშორისო გადაზიდვების დროს ინსტრუქცია შედგენილი უნდა იქნეს ტვირთის წარმოქმნის ქვეყნის ენაზეც. თუ ტრანზიტის ან დანიშნულების ქვეყნის ენა განსხვავდება, მაშინ ინსტრუქცია უნდა იქნეს შედგენილი ამ ქვეყნის ენაზეც.
19. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის (პირველი და/ან მეშვიდე კლასის) გადაზიდვა ხორციელდება სახიფათო ნივთიერების მწარმოებლის სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
20. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ინიშნება სპეციალური პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას სახიფათო ტვირთის თვისებებისა და მისადმი მოპყრობის შესახებ.
21. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით სახიფათო ტვირთებს, პასუხისმგებელი პირის გამოყოფის საკითხი განისაზღვრება ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
22. სახიფათო ტვირთის საერაშორისო გადაზიდვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს (კონსულტანტს) უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი ევროსაბჭოს 1996 წლის 3 ივნისის დირექტივის №96/35/ EC და 2000 წლის 17 აპრილის დირექტივის №2000/18 EC-ის შესაბამისად.
23. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შემუშავება ხორციელდება გადამზიდველის მიერ.
24. ტრანსპორტირების მარშრუტი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ მაქსიმალურად გამორიცხავდეს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას:
ა) მნიშვნელოვანი მსხვილი სამრეწველო ობიექტის ახლოს, დასვენების ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ნაკრძალების და სხვა განსაკუთრებით დასაცავ ტერიტორიებზე;
ბ) მსხვილ დასახლებულ პუნქტში გადაზიდვის განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში სანახაობითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, სასწავლო, სკოლამდელი და სამკურნალო დაწესებულებების ახლოს და უნდა ითვალისწინებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისა და საწვავით გასამართ ადგილებს.
25. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტებთან შემდეგ შემთხვევებში:
ა) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას;
ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება რთულ საექსპლუატაციო პირობებში;
გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება სამზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით კოლონაში.
26. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შეთახმებისათვის გადამზიდველი ვალდებულია გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, წარუდგინოს საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს შემდეგი საბუთები:
ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის შემუშავებული მარშრუტი ოთხ ეგზემპლარად (დანართი 3);
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი 1);
გ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს);
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს);
ე) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთისათვის, ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) მიერ დამატებით წარმოდგენილი სპეციალური ინსტრუქცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე.
27. შეთანხმებული მარშრუტის ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მეორე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში, მესამე - გადამზიდველთან, ხოლო მეოთხე - მძღოლთან.
28. სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებზე ზედამხედველობას ახორციელებს ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ევალება ტვირთის გაცილება.
29. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გამცილებელი პირის ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდველს.
30. სახიფათო ტვირთების გაცილებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობაში შედის:
ა) ტვირთის გაცილება და მისი ხელყოფისაგან დაცვა;
ბ) დაცვის თანამშრომლის(ების) და მძღოლის ინსტრუქტაჟი;
გ) გარეგანი დათვალიერება (შეფუთვის სისწორის და ტვირთის მარკირების შემოწმება);
დ) დატვირთვისას ტვირთის განლაგებაზე მეთვალყურეობა;
ე) უსაფრთხოების წესების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და დგომის დროს;
ვ) მომსახურე პერსონალის პირადი უსაფრთხოება;
ზ) ტვირთის ჩაბარება დანიშნულების ადგილზე.
31. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ;
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ტვირთის გადაზიდვის თარიღის (თვე და რიცხვი) შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე) ჯგუფის, სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი სიგნალები) და შეფერილობის ავტოსატრანსპორტო საშუალების თანხლებით.
32. სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებზე კონტროლს ახორციელებს ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) პასუხისმგებელი პირი.
33. კოლონაში მოძრაობისას ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმყოფებოდეს პირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინაში, ხოლო კოლონის ბოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა იმყოფებოდეს დაცვის ერთ–ერთი წარმომადგენელი.
34. კასრებით სახიფათო ტვირთის გადაადგილება, დატვირთვა – გადმოტვირთვა და დასაწყობება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით.
35. ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა დასაშვებია მისი ტვირთამწეობის სრულ გამოყენებამდე, ხოლო განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის კი იმ მოცულობით და წესით, რომელიც მოცემულია მისი დამამზადებლის სპეციალურ ინსტრუქციაში.
36. სახიფათო ტვირთის დატვირთვა - გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა წარმოებდეს სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამორთული ძრავით, უსაფრთხოების წესების დაცვით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის მოძრაობაში მოყვანა ხორციელდება ძრავის მუშაობით.
37. აკრძალულია:
ა) უცხო პირთა ყოფნა სახიფათო ტვირთის დატვირთვა – გადმოტვირთვის ადგილზე;
ბ) ფეთქებადი და ცეცხლსაშიში სახიფათო ტვირთის დატვირთვა – გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება რთული მეტეროლოგიური (ჭექა-ქუხილი) პირობების დროს;
გ) დატვირთვა – გადმოტვირთვის მექანიზმის გამოყენება, რომელმაც შეიძლება შექმნას ტარის დაზიანებისა და ტვირთის ჩამოვარდნის საფრთხე (ამწე სატრანსპორტო მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს);
დ) დაზიანებული შეფუთვით სახიფათო ტვირთის დატვირთვა და მისი გადაზიდვა.
38. სახიფათო ნივთიერებებით ცისტერნის შევსებისას და დაცლის დროს, მიღებული უნდა იქნეს ზომები ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრული დამიწების უზრუნველყოფისათვის.
39. ლიპყინულის შემთხვევაში სახიფათო ტვირთის დატვირთვა - გადმოტვირთვის ტერიტორია დაფარული უნდა იქნეს ქვიშით.
40. საერთო სარგებლობის ავტოგასამართ სადგურებში ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავ - საცხები მასალებით გამართვა უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელიც ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრი მანძილით.
41. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა (კონკრეტული საგზაო პირობების გათვალისწინებით) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან გადაზიდვის მარშრუტის შეთანხმების დროს.
42. მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დამონტაჟდეს შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშანი.
43. სახიფათო ტვირთის კოლონით გადაზიდვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) გზის ჰორიზონტალურ მონაკვეთებზე მოძრაობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მეტრს, ხოლო გზის მნიშვნელოვანი ქანობის (აღმართი, დაღმართი) შემთხვევაში არანაკლებ 300 მეტრს;
ბ) 300 მეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში (ნისლი, თოვლი, წვიმა და ა.შ.) შეიძლება აიკრძალოს ზოგიერთი სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომლის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაზიდვის ინსტრუქციაში;
გ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს, ხუთი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებისაგან შედგენილი კოლონის შემადგენლობაში უნდა იყოს ტვირთის გარეშე სარეზერვო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა მოძრაობდეს კოლონის ბოლოს.
44. დასახლებულ პუნქტებში განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დგომა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილში, რომელიც დაშორებული უნდა იქნეს არა ნაკლებ 200 მეტრით საცხოვრებელი და ხალხის თავშეყრის ადგილებიდან.
45. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ან დგომის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს დგომის მუხრუჭი, ხოლო ქანობზე გაჩერებისას დაგორების საწინააღმდეგო სოლები.
46. სახიფათო ტვირთით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის (მათ შორის ღამისთევის) წესი აღნიშნული უნდა იქნეს ინსტრუქციაში.
47. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დასრულებისას ტარის გაწმენდის შემდეგ სასაქონლო ზედნადებში ტვირთმიმღების მიერ კეთდება აღნიშვნა «ტარა გასუფთავებულია” და მისი გადაზიდვა ხორციელდება როგორც არასახიფათო ტვირთისა, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
48. რეისის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკირების ნიშნების დემონტაჟი და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტების სათანადო წესით ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება.
49. ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიურ ნივთიერებათა (მეშვიდე კლასი) გადაზიდვა უნდა განხორციელდეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმების (ჟენევა 1970 წლის 1 სექტემბერი) „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვების და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ” საფუძველზე.
1. ცხოველების გადაზიდვა რეგულირდება „ცხოველების დაცვის შესახებ მათი ტრანსპორტირებისას” ევროსაბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის EC N 91/628 EEC დირექტივის შესაბამისად.
2. ცხოველების გადაზიდვის დროს დაუშვებელია ცხოველებთან ერთად სხვა ტვირთის გადაზიდვა, რომელსაც შეუძლია ცხოველების დაზიანება.
3. ცხოველების გადაზიდვისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა პასუხობდეს დადგენილ ტექნიკურ და სანიტარულ მოთხოვნებს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ცხოველების დატვირთვის, განთავსების და მათი გადაზიდვის პირობებს ადგენს ტვირთის გამგზავნი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპის, ცხოველების სახეობისა და წლოვანების, გადაზიდვის ხანგრძლივობის, წლის პერიოდის, გზის მდგომარეობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის, ტევადობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
5. ცხოველების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამცილებელი პირით ცხოველების რაოდენობის მიუხედავად. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კოლონით მოძრაობისას დასაშვებია 2-3 ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ერთი გამცილებლის გამოყოფა. გამცილებლის ვალდებულებაში შედის ცხოველების გადასაზიდად მიღება, გზაში მათი მოვლა, დაცვა, თვალთვალი და ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება.
6. ცხოველების გადაზიდვის პროცესის დაწყებამდე ტვირთის გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს გამცილებელი თანმხლები დოკუმენტაციით (ვეტერინარული ან ჯამრთელობის სერტიფიკატი (მოწმობა), სასაქონლო ზედნადები და სხვა).
7. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გადაზიდვის განხორციელებისას გზაში ცხოველების დაავადების შემთხვევაში გამცილებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უახლოეს ტერიტორიულ ორგანოს. მოძრაობის გაგრძელება დანიშნულების პუნქტამდე დასაშვებია აღნიშნული სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტის თანხმობით.
8. ცხოველების გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარეცხვა და დეზინფექცია).
1. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის ავტომობილ-ცისტერნებით უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
2. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას მისი დატვირთვა-გადმოტვირთვა და განთავსება უნდა განხორციელდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით.
3. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
4. ტვირთის გამგზავნმა მექანიზირებული საშუალებებით საყარი ტვირთის დატვირთვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ ტვირთის მასა ამწე სატრანსპორტო მექანიზმის ციცხვით დატვირთვის ერთი ციკლისათვის არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის 1/3-ს.
5. საყარი ტვირთი ისე უნდა იქნეს დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა.
6. თხევადი ტვირთის გადაზიდვისას უნდა გამოირიცხოს ტრანსპორტირებისას გადასაზიდი ტვირთის საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუარასება.
7. ცისტერნით ტვირთის გადაზიდვისას:
ა) ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ტვირთის გადასხმის შემდეგ ცისტერნის შიდა და გარე მხარეების გარეცხვა და დეზინფექცია, ცისტერნის ლიუკებისა და სადინარი მილსადენების დალუქვა (საჭიროების შემთხვევაში), თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე გადაზიდვისას მძღოლის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულად შევსებული ცისტერნის დაბალი მდგრადობა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების, «საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთახმებებისა» და ECMT-ს რეზოლუციების საფუძველზე.
1. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ:
ა) ელექტროგაყვანილობა – უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და დაცული მექანიკური და თერმული ზემოქმედებებისაგან. სადენები უნდა იყოს საიმედოდ იზოლირებული და ისეთი დიამეტრის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი გადახურება. ყველა ელექტრული წრედი უნდა იყოს დაცული დნობადი მცველებით ან ავტომატური ამომრთველებით გარდა წრედებისა, რომლებიც აერთიანებენ::
ა.ა) აკუმულატორთა ბატარეას ძრავას ცივი ამუშავებისა და გაჩერების სისტემასთან;
ა.ბ) აკუმულატორთა ბატარეას გენერატორთან;
ა.გ) გენერატორს დნობადი მცველების ან ამომრთველების ბლოკთან;
ა.დ) აკუმულატორთა ბატარეას სტარტერთან;
ა.ე) აკუმულატორთა ბატარეას ცვეთამედეგი სამუხრუჭო მექანიზმის ჩართვის სისტემის კორპუსთან, თუ ეს სისტემა ელექტრული ან ელექტრომაგნიტურია;
ა.ვ) აკუმულატორთა ბატარეას ურიკას ბალანსირის ღერძის ამწე ელექტრომექანიზმთან.
ბ) აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველი:
ბ.ა) ელექტროწრედის განრთვისათვის განკუთვნილი გადამრთველი უნდა იყოს დაყენებული აკუმულატორის ბატარეასთან ახლოს. თუ გამოიყენება ერთპოლუსიანი გადამრთველი ის უნდა იყოს დაყენებული კვების სადენზე და არა დამიწების;
ბ.ბ) გადამრთველის მართვის მოწყობილობა უნდა იყოს დაყენებული მძღოლის კაბინაში. ის უნდა იყოს მარკირებული, ადვილად ხელმისაწვდომი მძღოლისათვის და დაცული შემთხვევითი ჩართვისაგან დამცავი გარსაცმით, ორმაგი ამომრთველით ან სხვა საშუალებით;
ბ.გ) გადამრთველს უნდა გააჩნდეს გარსაცმი;
ბ.დ) ელექტროკონტაქტები დაცული უნდა იყოს გარსაცმით და იზოლირებული მაგალითად რეზინის ხუფით, მოკლე შერთვისაგან დაცვის მიზნით.
გ) აკუმულატორთა ბატარეა – აკუმულატორთა ბატარეას გამომყვანები უნდა იყოს ელექტროიზოლირებული ან დახურული აკუმულატორის ყუთის საიზოლაციო ხუფით. თუ აკუმულატორთა ბატარეა მოთავსებულია ძრავას კაპოტის ქვეშ, უნდა ხდებოდეს მისი ვენტილაცია;
დ) მუდმივად ელექტრული წრედის ძაბვის ქვეშ მყოფი
ელექტრომოწობილობის ნაწილები:
დ.ა) ელექტრომოწყობილობის ნაწილები (შემაერთებელი სადენების ჩათვლით), რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ ძაბვის ქვეშ აკუმულატორთა ბატარეის მთვარი გადამრთველის კონტაქტების განრთვისას, უნდა იყოს გათვლილი სახიფათო ზონებში გამოყენებისათვის და პასუხობდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (სეკ) 60079 სტანდარტის მოთხოვნებს. მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი კვების სადენები დაცული უნდა იყოს ენერგიის წყაროსთან რაც შეიძლება ახლოს დაყენებული მცველით ან წრედის ავტომატური მწყვეტარით;
დ.ბ) შემოვლითი შეერთებები აკუმულატორთა ბატარეის მთავარ გადამრთველთან, რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ ძაბვის ქვეშ აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველის კონტაქტების განრთვისას, უნდა იყოს დაცული გადახურებისაგან შესაბამისი საშუალებებით, როგორიცაა დნობადი მცველი, ავტომატური ამომრთველი ან დამცავი ბარიერი (დენის შემზღუდველი).
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის კაბინის უკან განლაგებული
ელექტრომოწყობილობის ნაწილები:
ე.ა) აღნიშნული ბლოკი ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, დამზადებული და დაცული, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში არ მოხდეს მასში ცეცხლის მოდება (აალება) ან/და მოკლე შერთვა, აგრეთვე დარტყმის ან დეფორმაციის შემთხვევაშიც ეს საშიშროება დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე:
ე.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში მძღოლის კაბინის უკან განლაგებული ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს დაცული დარტყმისაგან და გაცვეთისაგან;
ე.გ) არ დაიშვება ვარვარის ნათურის გამოყენება, რომელსაც გააჩნია კუთხვილიანი ცოკოლი;
ე.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელებს შორის ელექტრული შეერთებები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ გამორიცხული იქნეს მათი შემთხვევითი გაწყვეტის შესაძლებლობა.
2. მოთხოვნები სამუხრუჭო სისტემის მიმართ:
ა) საერთო დებულებები – სახიფათო ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მისაბმელების სამუხრუჭო სისტემა უნდა აკმოფილებდეს გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (ეეკ) N 13 წესების “M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები დამუხრუჭებასთან მამართებაში” მოთხოვნებს;
ბ) მისაბმელების საავარიო სამუხრუჭო სისტემა – მისაბმელი უნდა იყოს აღჭურვილი:
ბ.ა) ეფექტური სამუხრუჭო სისტემით, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მისი შეკავება საბუქსირე ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან გადაბმის გაწყვეტის შემთხვევაში;
ბ.ბ) ეფექტური სამუხრუჭო მოწყობილობით, რომელიც იმოქმედებს ყველა თვალზე, გააქტიურდება სატრანსპორტო საშუალება-საწევარის სამუშაო მუხრუჭის მეშვეობით და უზრუნველყოფს მისაბმელის ავტომატურ გაჩერებას გადაბმის გაწყვეტის შემთხვევაში.
3. ხანძრის წარმოშობის საშიშროების აცილება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინა – თუ კაბინა არ არის დამზადებული სუსტი წვადობის მასალისაგან, მის უკან უნდა იყოს დამონტაჟებული ეკრანი ლითონის ან სხვა სათანადო მასალისაგან, რომლის სიგანე უნდა იყოს ცისტერნის სიგანის ტოლი. კაბინის უკანა კედლის ან ეკრანის ყველა ფანჯარა უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და დამზადებული ცეცხლგამძლე უნამსხვრევო შუშისაგან ცეცხლგამძლე ჩარჩოთი. ამასთანავე, ცისტერნასა და კაბინას ან ეკრანს შორის უნდა რჩებოდეს არა ნაკლები 15 სმ სიგრძის თავისუფალი მანძილი;
ბ) საწვავის ავზები:
ბ.ა) ნებისმიერი გაჟონვის შემთხვევაში საწვავი უნდა იღვრებოდეს მიწაზე და არ ხვდებოდეს სატრანსპორტო საშუალების გახურებულ ნაწილებზე ან ტვირთზე;
ბ.ბ) საწვავის ავზები, რომლებიც ბენზინისათვის გამოიყენება, აღჭურვილი უნდა იყოს ჩასასხმელი ყელის დამცავი ეფექტური ალამრეკლი საფარით, ან მოწყობილობით, რომელიც ავზის ყელის ჰერმეტულად დახურვის საშუალებას იძლევა;
გ) ძრავა – უნდა იყოს მოწყობილი და განლაგებული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გადახურების ან ცეცხლის მოკიდების საფრთხე. EX/II და EX/III ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის გამოყენებული უნდა იყოს კუმშვით აალებადი (დიზელის) ძრავა;
დ) გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა – უნდა იყოს განლაგებული და დაცული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გადახურების ან ცეცხლის მოკიდების საფრთხე. საწვავის ავზის ქვეშ განლაგებული გამოსაბოლქვი სისტემის ნაწილები უნდა იქნენ მისგან დაშორებული მინიმუმ 100 მმ ან გამოყოფილი ავზისაგან თბოდამცავი ეკრანით. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც სისტემატურად ხორციელდება ასაფეთქებელი და ადვილად ალებადი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, აღჭურვილი უნდა იყოს ისეთნაირად, რომ მაყუჩის მილი გამოდიოდეს რადიატორის წინ, ქვემოთ დახრილ მდგომარეობაში. თუ ძრავის განლაგება აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა, მაშინ შესაძლებელია მაყუჩის მილი გამოვიდეს მარჯვენა მხარეს ძარის, ცისტერნის და საწვავის გაყვანილობისაგან მოცილებით. 1, 2, 3, 4 და 5 კლასის სახიფათო ტვირთების ერთჯერადი გადაზიდვისას შესაძლებელია მაყუჩის მილის ბოლოში ნაპერწკალჩამხშობი ბადის გამოყენება;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა – სამუხრუჭო სისტემის ცვეთამედეგობა ნიშნავს გრძელ დაღმართზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის სტაბილიზაციის მიზნით ძრავით დამუხრუჭების და სხვა მუხრუჭ-შემანელებელი სისტემების გამოყენება. ამ სისტემით მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იქნენ აღჭურვილნი თბოდამცავი ეკრანით, საიმედოდ დამაგრებული სისტემისა და ცისტერნის ან ტვირთს შორის ისე, რომ აცილებულ იქნეს ცისტერნის კედლებისა ან ტვირთის თუნდაც ლოკალური გაცხელება. ამასთანავე თბოდამცავმა ეკრანმა უნდა დაიცვას სამუხრუჭო სისტემა გადასაზიდი პროდუქტის ნებისმიერი, მათ შორის ავარიული გაჟონვისაგან. დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება მაგალითად დაცვა ორმაგ გარსიანი ეკრანით;
ვ) საწვავით გამათბობლები:
ვ.ა) საწვავით გამათბობლები უნდა პასუხობდეს გაეროს ეეკ N 122 წესების „M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები გათბობის სისტემასთან მამართებაში” (შესწორებებით) და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 27 სექტემბრის 2001/56/EC დირექტივის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გათბობის სისტემების შესახებ” (შესწორებებით) მოთხოვნებს;
ვ.ბ) საწვავით გამათბობლები და მათი გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა უნდა იყოს კონსტრუირებული, განლაგებული, დაცული და უზრუნველყოფილი დაფარვით ისე, რომ აცილებულ იქნეს ტვირთს გადახურების ან ცეცხლის მოკიდების ნებისმიერი საფრთხე. აღნიშნული მოთხოვნა ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ ამ მოწყობილობის ავზი და გამონაბოლქვის სისტემა აკმაყოფილებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ანალოგიური სისტემის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
ვ.გ) საწვავით გამათბობლების გამორთვა შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი ქმედებების შედეგად:
ვ.გ.ა) მძღოლის მიერ ხელით კაბინიდან;
ვ.გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის გათიშვისას, აღნიშნულ შემთხვევაში გამათბობელი შეიძლება კვლავ ჩაირთოს ხელით მძღოლის მიერ;
ვ.გ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სახიფათო ტვირთებისათვის განკუთვნილი მკვებავი ტუმბოს ჩართვისას;
ვ.დ) საწვავით გამათბობლების ჩართვა უნდა ხდებოდეს ხელით. პროგრამული მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია;
ვ.ე) აირად სათბობზე მომუშავე საწვავით გამათბობლების გამოყენება არ დაიშვება.
4. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა - ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები ხისტი ჩარჩოთი და საწევრები) 3,5 ტონაზე მეტი სრული მასით უნდა იქნენ აღჭურვილნი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით გაეროს ეეკ N 89 წესების ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად (გაეროს ეეკ N 89 წესები „ერთსახოვანი მითითებები, დაკავშირებული ოფიციალურ დამტკიცებასთან:
ა) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების, მათი მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვასთან მიმართებაში;
გ) სატრანსპორტო საშუალებების, მათი ოფიციალურად დამტკიცებული ტიპის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასთან მიმართებაში”).
აღნიშნული მოწყობილობა უნდა იყოს დარეგულირებული 90 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეზე.
5. მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები - უნდა პასუხობდნენ გაეროს ეეკ N 55 წესების „სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების გადასაბმელ მოწყობილობათა მექანიკური დეტალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები” ან ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 30 მაისის 94/20/EC დირექტივის “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მექანიკური შეერთებების შესახებ” (შესწორებებით) მოთხოვნებს, მათში მითითებული გამოყენების ვადების დაცვით.
1. დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე გაიცემა მხოლოდ EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
2. EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებს დანართში 6 მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებენ აკრედიტებული ტესტირების ცენტრები.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია ეკუთვნოდეს დანართი 6-ის ცხრილში აღნიშნულ ერთ ან რომდენიმე ტიპს (EX/II, EX/III, FL, OX ან AT).
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მთხოვნებს, ტესტირების ცენტრების მიერ გაიცემა შესაბამისობის შეფასების ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად (დანართი 7).
6. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის მისაღებად განმცხადებელმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ სააგენტო) უნდა წარუდგინოს განცხადება დაშვების მოწმობის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების ოქმი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
7. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ წესის, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპიური წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
8. განცხადებისა და თანდართული საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
9. სააგენტო ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზას, განიხილავს მის შედეგებს და დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას დაშვების მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე.
10. გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ივსება დადგენილი ფორმის დაშვების მოწმობა, ტარდება უწყებრივ რეესტრში და გაიცემა განმცხადებელზე. მათი ასლები ინახება სააგენტოში.
11. განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა გაიცემა მათი სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასების ჩატარების თარიღიდან 12 თვის ვადით. დაშვების მოწმობა მოქმედია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათის მოქმედების ვადაში.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №32
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი”.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ტექნიკური რეგლამენტი – „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
3. ტვირთების გადაზიდვისას დაცული უნდა იქნეს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემო პირობების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის უსაფრთხოება.
მუხლი 2. წესის მიზანი🔗
წესის მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
მუხლი 3. გამოყენების სფერო🔗
1. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება:
ა) ტვირთის ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც წარმოებს მისი დამზადება, გადამუშავება, შენახვა, გამოყენება ან განადგურება, თუ აღნიშნული გადაადგილება ხორციელდება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გამოყენების გარეშე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, წყლის, კანალიზაციის, გაზისა და ელექტრომომარაგების, ელექტროკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ნაგვის შეგროვებისა და გატანის, აგრეთვე სპეციალურ სამედიცინო და საავარიო სამუშაოებზე;
გ) საგანგებო სიტუაციების და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს;
დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირების დროს.
2. წესის მე-9 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეზღუდული ოდენობით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე. სახიფათო ტვირთის შეზღუდული ოდენობა სახეობებისა და კლასების მიხედვით, რომელიც შეიძლება გადაიზიდოს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის მოთხოვნათა დაუცველად, განისაზღვრება ”სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპიური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev(vol.1)).
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად;
ბ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთი – სახიფათო ტვირთი, რომელსაც მინიჭებული აქვს პირველი ან მეშვიდე კლასი, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
გ) მალფუჭებადი ტვირთი – საკვები პროდუქტები, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა;
დ) მარშრუტი – წინამდებარე წესის მიზნებისათვის პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი;
ე) ნარინჯისფერი ტაბლო – საინფორმაციო ტაბლო, რომელზეც გამოსახულია ზედა ნახევარში ნივთიერების საშიშროების კლასი, ხოლო ქვედა ნახევარში ნივთიერების საიდენტიფიკაციო გაეროს ნომერი და გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ამ ინფორმაციის ვიზუალური მინიშნების მიზნით;
ვ) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლმა გაიარა სათანადო მომზადება სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე საერთაშორისო ნორმების მიხედვით შედგენილი პროგრამით შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში;
ზ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების და მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;
თ) EX/II ან EX/III ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების (1 კლასი) გადასაზიდად;
ი) FL ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება:
ი.ა) სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი იმ სითხეების გადასაზიდად, რომელთა აფეთქების ტემპერატურა არ აღემატება 600-ს (გარდა დიზელის სათბობის, გაზოილისა და მსუბუქი ღუმელის სათბობის – გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი 1202), 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებითა და გადასატანი ცისტერნებით;
ი.ბ) სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი გაზის კონტეინერებით;
ი.გ) სატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1 მ3-ზე მეტი ტევადობით, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად.
ი.გ) სატრანსპორტო საშუალება - ბატარეა 1 მ3-ზე მეტი ტევადობით, განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად.
კ) OX ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის ან წყალბადის პეროქსიდის სტაბილიზებული წყალხსნარის 60%-ზე მეტი წყალბადის პეროქსიდის შემცველობით (კლასი 5.1, გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი 2015) გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით და გადასატანი ცისტერნებით; (22.10.2008 N 154)
კ) OX ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, განკუთვნილი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის ან წყალბადის პეროქსიდის სტაბილიზებული წყალხსნარის 60%-ზე მეტი წყალბადის პეროქსიდის შემცველობით (კლასი 5.1, გაეროს საიდენტიფიკაციო ნომერი 2015) გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით და გადასატანი ცისტერნებით;
ლ) AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება:
ლ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (EX/III, FL და OX ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა), განკუთვნილი სახიფათო ტვირთების გადასაზიდად, 1 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, ან 3 მ3-ზე მეტი ტევადობის მქონე კონტეინერ-ცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი გაზის კონტეინერებით;
ლ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1მ3-ზე მეტი ტევადობით (FL ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა).
ლ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა 1მ3-ზე მეტი ტევადობით (FL ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა);
მ) J შეთავსობადობის ჯგუფი - ნაკეთობა, რომელიც შეიცავს როგორც ფეთქებად ნივთიერებას, ასევე ადვილაალებად სითხეს ან გელს;
ნ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა:
ნ.ა) ორმხრივი – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნიდან გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან დატვირთული ან ცარიელი გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით;
ნ.ბ) ტრანზიტული – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტრანზიტული გადაადგილება ერთი მიმართულებით ან უკუმიმართულებით, ტრანზიტული გადაადგილების ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე;
ნ.გ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მესამე ქვეყნიდან (რომელიც არ წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანას) საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით.
2. წინამდებარე რეგლამენტში მოყვანილი სხვა ტერმინები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
მუხლი 5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული ზოგადი მოთხოვნები🔗
ექსპლუატაციაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის, საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 6. მძღოლის, გადამზიდველის, ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების ვალდებულებები🔗
1. გადამზიდველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკისა და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (შემდგომში – მძღოლი) ვალდებულია, დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გადაზიდვებთან დაკავშირებული სტანდარტებით, ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, სერვისისა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) მიაწოდოს დასატვირთად გადაზიდვის შესრულებისათვის შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ბ) შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში ტვირთის დატვირთვისა და განლაგების სისწორე და მოითხოვოს ტვირთის გამგზავნისაგან შემჩნეული ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
გ) უზრუნველყოს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა;
დ) უარი განაცხადოს გადაზიდვაზე, თუ განსხვავებული თვისებების მქონე ტვირთების ერთობლივმა გადაზიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საფრთხის შექმნა;
ე) უარი განაცხადოს გადასაზიდი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია საგზაო და/ან კლიმატური პირობების გამო;
ვ) უზრუნველყოს მძღოლი საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციით;
ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლოს ტვირთის გამგზავნის მიერ ტვირთის დატვირთვის, ძარაზე მისი დამაგრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტების (ცისტერნის ლუკების) დახურვის პროცესი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დარღვევების აღმოჩენისას, გადამზიდველმა უნდა აცნობოს ტვირთის გამგზავნს აღნიშნულის შესახებ და შეწყვიტოს დატვირთვის პროცესი ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე;
თ) (ამოღებულია - 13.10.2015, №530).
4. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია:
ა) გადამზიდველის ან მძღოლის მოთხოვნით აღმოფხვრას ტვირთის განლაგება-დამაგრებაში და შეფუთვაში აღმოჩენილი უწესივრობები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტვირთს ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების დროს ტვირთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოახდინოს სპეციალური მარკირება, რომელიც მიუთითებს ტვირთის თვისებებზე, მისდამი დამოკიდებულებაზე (მოპყრობაზე) დატვირთვა-გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში (მაგალითად „ზევით”, „არ აბრუნოთ”, „მსხვრევადი” და სხვა).
6. ტვირთის გამგზავნი (ტვირთის მიმღები) ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
მუხლი 7. გადაზიდვის ხელშეკრულება🔗
გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, შედგენის წესი, პირობები, მხარეთა უფლებები, ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთი უნდა განთავსდეს და დამაგრდეს ისე, რომ გადაზიდვისას უზრუნველყოფილი იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების და მოძრაობის უსაფრთხოება დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში და საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემო პირობებს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება დატვირთულ უნდა იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა, კანონმდებლობით ნებადართულ გაბარიტებსა და წონით პარამეტრებთან მისი კორექტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგულირდება „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის“ საფუძველზე.
3. ტვირთებს, რომელთა დატვირთვა-გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მექანიზირებული საშუალებებით, უნდა გააჩნდეთ სპეციალური სამარჯვი (მარყუჟი, შვერილი და სხვა).
4. ხის ტარა (ყუთები, დოლები, კოჭები, შესაფუთი ბლოკები, სამაგრი მერქანი, სადებები და ა.შ), რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს, უნდა პასუხობდეს ფიტოსანიტარიული ზომების მე-15 საერთაშორისო სტანდარტით - „საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირების სახელმძღვანელო” (ISPM N15 FAO 2002) - გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს მარკირებული.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
მუხლი 9. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა🔗
1. სახიფათო ტვირთი საშიშროების ტიპის მიხედვით იყოფა 9 კლასად საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. ზოგიერთი კლასის სახიფათო ტვირთი ტრანსპორტირებისას მისი ფიზიკურ - ქიმიურ თვისებების, სახეობისა და საშიშროების ხარისხის მიხედვით იყოფა ქვეკლასებად.
3. სახიფათო ტვირთი საერთაშორისო გადაზიდვებისას აღინიშნება გაეროს მიერ მინიჭებული ოთხციფრა კოდით.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟით.
5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია:
ა) სახიფათო ტვირთის მიღებისას შეამოწმოს ტვირთსა და/ან ტარაზე მარკირების (დანართი №5) არსებობა;
ბ) საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) სახიფათო ტვირთის დასახელება, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპიური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev(vol.1));
ბ.ბ) ტვირთის საშიშროების კლასი;
ბ.გ) სპეციალური აღჭურვილობის შესახებ ჩამონათვალი;
ბ.დ) გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებების საშიშროების ხასიათი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები;
ბ.ე) ზომები, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანის ან აცილებისათვის, ხანძრის, ტარის ან გადასაზიდი სახიფათო ტვირთის დაზიანების, ნივთიერებების დაღვრის და მათთან ადამიანთა შეხების შემთხვევაში;
ბ.ვ) ავტოცისტერნით ან კონტეინერ-ცისტერნით 3 000 ლიტრზე მეტი საერთო ტევადობით და/ან 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური დასაშვები მასით გადასაზიდი ტვირთისათვის, რომელიც მითითებულია სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ევროპულ შეთანხმებაში - ტვირთის კლასი, ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომრის და საშიშროების დასახელებით;
ბ.ზ) სახიფათო ტვირთით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის (მათ შორის ღამისთევის) წესები;
გ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ხანძარსაწინააღმდეგო ზომები;
დ) სახიფათო ტვირთის დატვირთვა - გადმოტვირთვის სამუშაოების ჩასატარებლად გააჩნდეს ინსტრუქციით გათვალისწინებული აუცილებელი აღჭურვილობა;
ე) იმოძრაოს შეთანხმებული მარშრუტით და დაიცვას მოძრაობის დადგენილი სიჩქარე.
6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:
ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში);
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება;
გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა;
ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე;
ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება;
თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
7. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლმა თან უნდა იქონიოს:
ა) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ (დანართი №2). ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით სერტიფიკატისათვის განსაზღვრულ მონაცემებს;
ბ) გადაზიდვის მარშრუტის სქემა წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) მძღოლებისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქცია;
დ) სასუნთქი ორგანოებისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები წერილობითი ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის წიგნაკი;
ვ) საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი №1). ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს;
ზ) შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი;
81. საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
9. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა პასუხობდეს ამ წესის მე-5 მუხლში მოყვანილ მოთხოვნებს და უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს ნარინჯისფერი ტაბლოთი (დანართი №4). ერთი და იმავე სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ნარინჯისფერი ტაბლოების ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნები (დანართი 5);
ბ) დაგორების საწინააღმდეგო საბჯენებით, რომლის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურად დასაშვებ მასასა და საბურავების დიამეტრს;
გ) არანაკლებ 200 მმ სიგრძის დამიწების ჯაჭვით;
დ) ავტონომიურ კვებაზე მომუშავე ორი მაფრთხილებელი ყვითელი ფერის მოციმციმე მაშუქით;
ე) სათანადო მაფრთხილებელი სპეციალური კაშკაშა ფერის ტანსაცმლით (ამრეკლით) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
ვ) ხელის მაშუქით (ფანარით) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
ზ) 2 ან/და 4 ან/და 8 ან/და 12 კილოგრამიანი ცეცხლსაქრობით, რომლებსაც უნდა ჰქონდეს აღნიშვნები გავლილი შემოწმების შესახებ;
თ) ხელსაწყო–ინსტრუმენტებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ავარიული რემონტისათვის;
ი) ხისტი ბუქსირით, ხოლო ზამთრის პერიოდში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
10. ფეთქებად და რადიაქტიურ ნივთიერებათა გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უკან ორივე მხარეს დამატებით უკეთდება საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშანი.
11. ნარინჯისფერი ტაბლოს დემონტაჟი ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული გადმოტვირთვის შემდეგ.
12. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს ნარინჯისფერი ტაბლოებით მარკირებამ უნდა უზრუნველყოს ტვირთის იდენტიფიკაციის ჩატარების საშუალება.
13. სახიფათო ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრომოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
14. ფურგონის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარა უნდა იყოს მთლიანად დახურული, არ უნდა გააჩნდეს ღრეჩოები და აღჭურვილი უნდა იყოს გადასაზიდი სახიფათო ტვირთის თვისებების შესაბამისი სავენტილაციო სისტემით.
15. ავტოსატრანსპორტო საშუალებას უკან, ცისტერნის მთელ სიგანეზე უნდა ჰქონდეს დარტყმებისაგან დამცავი ბამპერი, ხოლო ცისტერნის უკანა კედელსა და ბამპერის უკანა ნაწილს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ.
16. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია:
ა) აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.
17. სახიფათო ტვირთის დატვირთვის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების ისე ტვირთის მარკირება. ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიწმინდოს და მასში ტვირთი ისე მოთავსდეს, რომ გადაზიდვის პროცესში თავიდან იქნეს აცილებული მისი გადაადგილება.
18. წერილობითი ინსტრუქცია უნდა იყოს შევსებული მძღოლისათვის გასაგებ ენაზე და ერთი ეგზემპლარი ინახებოდეს მძღოლთან. საერთაშორისო გადაზიდვების დროს ინსტრუქცია შედგენილი უნდა იქნეს ტვირთის წარმოქმნის ქვეყნის ენაზეც. თუ ტრანზიტის ან დანიშნულების ქვეყნის ენა განსხვავდება, მაშინ ინსტრუქცია უნდა იქნეს შედგენილი ამ ქვეყნის ენაზეც.
19. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის (პირველი და/ან მეშვიდე კლასის) გადაზიდვა ხორციელდება სახიფათო ნივთიერების მწარმოებლის სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
20. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ინიშნება სპეციალური პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას სახიფათო ტვირთის თვისებებისა და მისადმი მოპყრობის შესახებ.
21. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით სახიფათო ტვირთებს, პასუხისმგებელი პირის გამოყოფის საკითხი განისაზღვრება ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
22. სახიფათო ტვირთის საერაშორისო გადაზიდვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს (კონსულტანტს) უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი ევროსაბჭოს 1996 წლის 3 ივნისის დირექტივის №96/35/ EC და 2000 წლის 17 აპრილის დირექტივის №2000/18 EC-ის შესაბამისად.
23. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შემუშავება ხორციელდება გადამზიდველის მიერ.
24. ტრანსპორტირების მარშრუტი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ მაქსიმალურად გამორიცხავდეს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას:
ა) მნიშვნელოვანი მსხვილი სამრეწველო ობიექტის ახლოს, დასვენების ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ნაკრძალების და სხვა განსაკუთრებით დასაცავ ტერიტორიებზე;
ბ) მსხვილ დასახლებულ პუნქტში გადაზიდვის განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში სანახაობითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, სასწავლო, სკოლამდელი და სამკურნალო დაწესებულებების ახლოს და უნდა ითვალისწინებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისა და საწვავით გასამართ ადგილებს.
25. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შემდეგ შემთხვევებში:
ა) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას;
ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება რთულ საექსპლუატაციო პირობებში;
გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება სამზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით კოლონაში.
26. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შეთახმებისათვის გადამზიდველი ვალდებულია, გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, წარუდგინოს საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შემდეგი საბუთები:
ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის შემუშავებული მარშრუტი ოთხ ეგზემპლარად (დანართი №3);
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი №1);
გ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს);
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს);
ე) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთისათვის, ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) მიერ დამატებით წარმოდგენილი სპეციალური ინსტრუქცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე.
27. შეთანხმებული მარშრუტის ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მეორე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, მესამე - გადამზიდველთან, ხოლო მეოთხე - მძღოლთან.
28. სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებზე ზედამხედველობას ახორციელებს ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ევალება ტვირთის გაცილება.
29. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გამცილებელი პირის ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდველს.
30. სახიფათო ტვირთების გაცილებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობაში შედის:
ა) ტვირთის გაცილება და მისი ხელყოფისაგან დაცვა;
ბ) დაცვის თანამშრომლის(ების) და მძღოლის ინსტრუქტაჟი;
გ) გარეგანი დათვალიერება (შეფუთვის სისწორის და ტვირთის მარკირების შემოწმება);
დ) დატვირთვისას ტვირთის განლაგებაზე მეთვალყურეობა;
ე) უსაფრთხოების წესების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და დგომის დროს;
ვ) მომსახურე პერსონალის პირადი უსაფრთხოება;
ზ) ტვირთის ჩაბარება დანიშნულების ადგილზე.
31. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ;
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტვირთის გადაზიდვის თარიღის (თვე და რიცხვი) შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე) ჯგუფის, სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი სიგნალები) და შეფერილობის ავტოსატრანსპორტო საშუალების თანხლებით.
32. სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებზე კონტროლს ახორციელებს ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) პასუხისმგებელი პირი.
33. კოლონაში მოძრაობისას ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმყოფებოდეს პირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინაში, ხოლო კოლონის ბოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა იმყოფებოდეს დაცვის ერთ–ერთი წარმომადგენელი.
34. კასრებით სახიფათო ტვირთის გადაადგილება, დატვირთვა – გადმოტვირთვა და დასაწყობება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით.
35. ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა დასაშვებია მისი ტვირთამწეობის სრულ გამოყენებამდე, ხოლო განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის კი იმ მოცულობით და წესით, რომელიც მოცემულია მისი დამამზადებლის სპეციალურ ინსტრუქციაში.
36. სახიფათო ტვირთის დატვირთვა - გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა წარმოებდეს სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამორთული ძრავით, უსაფრთხოების წესების დაცვით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის მოძრაობაში მოყვანა ხორციელდება ძრავის მუშაობით.
37. აკრძალულია:
ა) უცხო პირთა ყოფნა სახიფათო ტვირთის დატვირთვა – გადმოტვირთვის ადგილზე;
ბ) ფეთქებადი და ცეცხლსაშიში სახიფათო ტვირთის დატვირთვა – გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება რთული მეტეროლოგიური (ჭექა-ქუხილი) პირობების დროს;
გ) დატვირთვა – გადმოტვირთვის მექანიზმის გამოყენება, რომელმაც შეიძლება შექმნას ტარის დაზიანებისა და ტვირთის ჩამოვარდნის საფრთხე (ამწე სატრანსპორტო მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს);
დ) დაზიანებული შეფუთვით სახიფათო ტვირთის დატვირთვა და მისი გადაზიდვა.
38. სახიფათო ნივთიერებებით ცისტერნის შევსებისას და დაცლის დროს, მიღებული უნდა იქნეს ზომები ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრული დამიწების უზრუნველყოფისათვის.
39. ლიპყინულის შემთხვევაში სახიფათო ტვირთის დატვირთვა - გადმოტვირთვის ტერიტორია დაფარული უნდა იქნეს ქვიშით.
40. საერთო სარგებლობის ავტოგასამართ სადგურებში ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავ - საცხები მასალებით გამართვა უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელიც ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრი მანძილით.
41. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა (კონკრეტული საგზაო პირობების გათვალისწინებით) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან გადაზიდვის მარშრუტის შეთანხმების დროს.
42. მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დამონტაჟდეს შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშანი.
43. სახიფათო ტვირთის კოლონით გადაზიდვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) გზის ჰორიზონტალურ მონაკვეთებზე მოძრაობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მეტრს, ხოლო გზის მნიშვნელოვანი ქანობის (აღმართი, დაღმართი) შემთხვევაში არანაკლებ 300 მეტრს;
ბ) 300 მეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში (ნისლი, თოვლი, წვიმა და ა.შ.) შეიძლება აიკრძალოს ზოგიერთი სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომლის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაზიდვის ინსტრუქციაში;
გ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს, ხუთი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებისაგან შედგენილი კოლონის შემადგენლობაში უნდა იყოს ტვირთის გარეშე სარეზერვო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა მოძრაობდეს კოლონის ბოლოს.
44. დასახლებულ პუნქტებში განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დგომა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილში, რომელიც დაშორებული უნდა იქნეს არა ნაკლებ 200 მეტრით საცხოვრებელი და ხალხის თავშეყრის ადგილებიდან.
45. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ან დგომის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს დგომის მუხრუჭი, ხოლო ქანობზე გაჩერებისას დაგორების საწინააღმდეგო სოლები.
46. სახიფათო ტვირთით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის (მათ შორის ღამისთევის) წესი აღნიშნული უნდა იქნეს ინსტრუქციაში.
47. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დასრულებისას ტარის გაწმენდის შემდეგ სასაქონლო ზედნადებში ტვირთმიმღების მიერ კეთდება აღნიშვნა «ტარა გასუფთავებულია” და მისი გადაზიდვა ხორციელდება როგორც არასახიფათო ტვირთისა, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
48. რეისის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკირების ნიშნების დემონტაჟი და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტების სათანადო წესით ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება.
49. ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიურ ნივთიერებათა (მეშვიდე კლასი) გადაზიდვა უნდა განხორციელდეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №700 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
მუხლი 10. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა🔗
მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმების (ჟენევა 1970 წლის 1 სექტემბერი) „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვების და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ” საფუძველზე.
მუხლი 11. ცხოველების გადაზიდვა🔗
1. ცხოველების გადაზიდვა რეგულირდება „ცხოველების დაცვის შესახებ მათი ტრანსპორტირებისას” ევროსაბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის EC N 91/628 EEC დირექტივის შესაბამისად.
2. ცხოველების გადაზიდვის დროს დაუშვებელია ცხოველებთან ერთად სხვა ტვირთის გადაზიდვა, რომელსაც შეუძლია ცხოველების დაზიანება.
3. ცხოველების გადაზიდვისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა პასუხობდეს დადგენილ ტექნიკურ და სანიტარულ მოთხოვნებს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ცხოველების დატვირთვის, განთავსების და მათი გადაზიდვის პირობებს ადგენს ტვირთის გამგზავნი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპის, ცხოველების სახეობისა და წლოვანების, გადაზიდვის ხანგრძლივობის, წლის პერიოდის, გზის მდგომარეობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის, ტევადობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
5. ცხოველების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამცილებელი პირით ცხოველების რაოდენობის მიუხედავად. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კოლონით მოძრაობისას დასაშვებია 2-3 ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ერთი გამცილებლის გამოყოფა. გამცილებლის ვალდებულებაში შედის ცხოველების გადასაზიდად მიღება, გზაში მათი მოვლა, დაცვა, თვალთვალი და ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება.
6. ცხოველების გადაზიდვის პროცესის დაწყებამდე ტვირთის გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს გამცილებელი თანმხლები დოკუმენტაციით (ვეტერინარული ან ჯამრთელობის სერტიფიკატი (მოწმობა), სასაქონლო ზედნადები და სხვა).
7. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გადაზიდვის განხორციელებისას გზაში ცხოველების დაავადების შემთხვევაში გამცილებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უახლოეს ტერიტორიულ ორგანოს. მოძრაობის გაგრძელება დანიშნულების პუნქტამდე დასაშვებია აღნიშნული სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტის თანხმობით.
8. ცხოველების გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარეცხვა და დეზინფექცია).
მუხლი 12. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა🔗
1. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის ავტომობილ-ცისტერნებით უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
2. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას მისი დატვირთვა-გადმოტვირთვა და განთავსება უნდა განხორციელდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით.
3. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
4. ტვირთის გამგზავნმა მექანიზირებული საშუალებებით საყარი ტვირთის დატვირთვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ ტვირთის მასა ამწე სატრანსპორტო მექანიზმის ციცხვით დატვირთვის ერთი ციკლისათვის არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის 1/3-ს.
5. საყარი ტვირთი ისე უნდა იქნეს დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა.
6. თხევადი ტვირთის გადაზიდვისას უნდა გამოირიცხოს ტრანსპორტირებისას გადასაზიდი ტვირთის საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუარასება.
7. ცისტერნით ტვირთის გადაზიდვისას:
ა) ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ტვირთის გადასხმის შემდეგ ცისტერნის შიდა და გარე მხარეების გარეცხვა და დეზინფექცია, ცისტერნის ლიუკებისა და სადინარი მილსადენების დალუქვა (საჭიროების შემთხვევაში), თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე გადაზიდვისას მძღოლის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულად შევსებული ცისტერნის დაბალი მდგრადობა.
მუხლი 13. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე.
2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელი ან დატვირთული) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:
ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა (შემდგომში – მრავალმხრივი ნებართვა):
ა.ა) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (შემდგომში – ECMT) ნებართვა, ან
ა.ბ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (შემდგომში – BSEC) ნებართვა, ან
ა.გ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – TRACECA) ნებართვა;
ბ) „ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე“, რომელიც საქართველოს მხარის მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემულია და მის მიერ, კონკრეტული გადამზიდველის სახელზე გაცემულია:
ბ.ა) ერთჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაცია);
ბ.ბ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერად საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;
ბ.გ) ერთჯერად უნივერსალურ (ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;
ბ.დ) მრავალჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – მრავალჯერადი ავტორიზაცია);
გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.
3. ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენისას მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს განუცხადოს მის მიერ აღნიშნული ნებართვით/ავტორიზაციით განსახორციელებელი კონკრეტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ.
4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და ევროსაბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და ECMT-ის 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე” განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. ECMT ნებართვით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:
ა) ECMT სერტიფიკატები – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების ან/და ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან:
ა.ა) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი;
ა.ბ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატი;
ბ) აღრიცხვის წიგნაკი – ECMT ნებართვის მფლობელის სახელზე შევსებული აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად, აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო;
გ) გადამზიდველის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ამოწმებს:
ა.ა) ნებართვისა და ECMT სერტიფიკატის შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
ა.ბ) აღრიცხვის წიგნაკში დაფიქსირებულ მონაცემებს;
ა.გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს;
ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1018 განკარგულებით შექმნილი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“) ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს;
გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდით ადასტურებს აღრიცხვის წიგნაკის შესაბამის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თაობაზე.
8. BSEC ან TRACECA ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, მხოლოდ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისათვის. BSEC ან TRACECA ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია, ცარიელმა ან დატვირთულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ფარგლებში, ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ან/და შეასრულოს ორმხრივი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა BSEC-ის ან TRACECA-ს წევრ ქვეყანასთან ან/და ნაცვალგების საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან (მხოლოდ საქართველოს მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სხვა ორმხრივი ან ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის წარდგენის გარეშე.
9. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ BSEC ან TRACECA ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ამოწმებს ნებართვისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
ბ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;
გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.
10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ავტორიზაციის ნომრის მეშვეობით, „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ამოწმებს ავტორიზაციისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
გ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;
დ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორიზაციაზე აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.
11. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ამოწმებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წარდგენილი და „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთული ნებართვების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას;
ბ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.
12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
13. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან), სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ნებართვები/ავტორიზაციები (ECMT ნებართვა, მრავალჯერადი ავტორიზაცია ან/და თითოეული სახის გადაზიდვის შესაბამისი ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალმხრივი ნებართვა ან/და ერთჯერადი ავტორიზაცია).
14. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის რამდენიმე ტრანზიტულ ან/და რამდენიმე ორმხრივ ან/და რამდენიმე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს, გადაზიდვის შესაბამისად, ერთი ტრანზიტული ან/და ერთი ორმხრივი ან/და ერთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია.
15. დაუშვებელია ერთი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვით/ავტორიზაციით სხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელება.
16. თუ გადამზიდველს, რომელიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ორმხრივ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაციით ან BSEC ან TRACECA ნებართვით, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ სურს განახორციელოს იმავე ტვირთის თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს ან/და გაფორმების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს:
ა) შესაბამისი მრავალმხრივი ნებართვა, ან
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაცია, რომელიც იძლევა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის უფლებას, ან
გ) სააგენტოს მიერ გაცემული საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.
17. თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ან ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), იგი ვალდებულია, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში (დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე) გაიყვანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, შემოსვლის ქვეყნის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შედეგად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას წარდგენილი ნებართვა/ავტორიზაცია ჩაითვლება გამოყენებულად და ექვემდებარება „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად „განაშთვას“.
18. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, თუ:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;
ბ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;
გ) ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას ახორციელებს თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ან/და გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, მას განესაზღვრება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადა. თუ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ნაკლოვანება, ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება (საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;
დ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის უფლება მიეცემა, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენის შემდეგ.
19. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული გადაზიდვის სრულყოფილად განხორციელების ან მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, გაფორმების ორგანოს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდეგაც პროგრამულად ხორციელდება აღნიშნული ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“.
20. იმ შემთხვევაშიც, თუ სრულყოფილად არ სრულდება თავდაპირველად წარდგენილი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა და მის ნაცვლად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ახორციელებს სხვა სახის გადაზიდვას, სხვა ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თავდაპირველი ნებართვა ითვლება გამოყენებულად და საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად ახორციელებს თავდაპირველი ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვას“.
21. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება „ერთიან ელექტრონულ სისტემასთან“ დაკავშირება), პროგრამულად ვერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები ან/და ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი წარდგენილ ნებართვაზე/ავტორიზაციაზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს, ადასტურებს მათ პირადნომრიანი ბეჭდით და ინახავს ნებართვის/ავტორიზაციის ასლს შემდგომში „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ასახვის მიზნით.
22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა) უნდა განხორციელდეს:
ა) სატრანსპორტო საშუალების უკან გაბრუნება; ან
ბ) დატვირთული მისაბმელის/ნახევარმისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის მქონე სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით; ან
გ) შემდგომი გადაზიდვის მიზნით, ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა/ავტორიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №282 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 14.08.2017წ.
მუხლი 14. მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე დაშვებისათვის🔗
1. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ:
ა) ელექტროგაყვანილობა – უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და დაცული მექანიკური და თერმული ზემოქმედებებისაგან. სადენები უნდა იყოს საიმედოდ იზოლირებული და ისეთი დიამეტრის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი გადახურება. ყველა ელექტრული წრედი უნდა იყოს დაცული დნობადი მცველებით ან ავტომატური ამომრთველებით გარდა წრედებისა, რომლებიც აერთიანებენ::
ა.ა) აკუმულატორთა ბატარეას ძრავას ცივი ამუშავებისა და გაჩერების სისტემასთან;
ა.ბ) აკუმულატორთა ბატარეას გენერატორთან;
ა.გ) გენერატორს დნობადი მცველების ან ამომრთველების ბლოკთან;
ა.დ) აკუმულატორთა ბატარეას სტარტერთან;
ა.ე) აკუმულატორთა ბატარეას ცვეთამედეგი სამუხრუჭო მექანიზმის ჩართვის სისტემის კორპუსთან, თუ ეს სისტემა ელექტრული ან ელექტრომაგნიტურია;
ა.ვ) აკუმულატორთა ბატარეას ურიკას ბალანსირის ღერძის ამწე ელექტრომექანიზმთან.
ბ) აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველი:
ბ.ა) ელექტროწრედის განრთვისათვის განკუთვნილი გადამრთველი უნდა იყოს დაყენებული აკუმულატორის ბატარეასთან ახლოს. თუ გამოიყენება ერთპოლუსიანი გადამრთველი ის უნდა იყოს დაყენებული კვების სადენზე და არა დამიწების;
ბ.ბ) გადამრთველის მართვის მოწყობილობა უნდა იყოს დაყენებული მძღოლის კაბინაში. ის უნდა იყოს მარკირებული, ადვილად ხელმისაწვდომი მძღოლისათვის და დაცული შემთხვევითი ჩართვისაგან დამცავი გარსაცმით, ორმაგი ამომრთველით ან სხვა საშუალებით;
ბ.გ) გადამრთველს უნდა გააჩნდეს გარსაცმი;
ბ.დ) ელექტროკონტაქტები დაცული უნდა იყოს გარსაცმით და იზოლირებული მაგალითად რეზინის ხუფით, მოკლე შერთვისაგან დაცვის მიზნით.
გ) აკუმულატორთა ბატარეა – აკუმულატორთა ბატარეას გამომყვანები უნდა იყოს ელექტროიზოლირებული ან დახურული აკუმულატორის ყუთის საიზოლაციო ხუფით. თუ აკუმულატორთა ბატარეა მოთავსებულია ძრავას კაპოტის ქვეშ, უნდა ხდებოდეს მისი ვენტილაცია;
დ) მუდმივად ელექტრული წრედის ძაბვის ქვეშ მყოფი
ელექტრომოწობილობის ნაწილები:
დ.ა) ელექტრომოწყობილობის ნაწილები (შემაერთებელი სადენების ჩათვლით), რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ ძაბვის ქვეშ აკუმულატორთა ბატარეის მთვარი გადამრთველის კონტაქტების განრთვისას, უნდა იყოს გათვლილი სახიფათო ზონებში გამოყენებისათვის და პასუხობდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (სეკ) 60079 სტანდარტის მოთხოვნებს. მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი კვების სადენები დაცული უნდა იყოს ენერგიის წყაროსთან რაც შეიძლება ახლოს დაყენებული მცველით ან წრედის ავტომატური მწყვეტარით;
დ.ბ) შემოვლითი შეერთებები აკუმულატორთა ბატარეის მთავარ გადამრთველთან, რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ ძაბვის ქვეშ აკუმულატორთა ბატარეის მთავარი გადამრთველის კონტაქტების განრთვისას, უნდა იყოს დაცული გადახურებისაგან შესაბამისი საშუალებებით, როგორიცაა დნობადი მცველი, ავტომატური ამომრთველი ან დამცავი ბარიერი (დენის შემზღუდველი).
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის კაბინის უკან განლაგებული
ელექტრომოწყობილობის ნაწილები:
ე.ა) აღნიშნული ბლოკი ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, დამზადებული და დაცული, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში არ მოხდეს მასში ცეცხლის მოდება (აალება) ან/და მოკლე შერთვა, აგრეთვე დარტყმის ან დეფორმაციის შემთხვევაშიც ეს საშიშროება დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე:
ე.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში მძღოლის კაბინის უკან განლაგებული ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს დაცული დარტყმისაგან და გაცვეთისაგან;
ე.გ) არ დაიშვება ვარვარის ნათურის გამოყენება, რომელსაც გააჩნია კუთხვილიანი ცოკოლი;
ე.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელებს შორის ელექტრული შეერთებები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ გამორიცხული იქნეს მათი შემთხვევითი გაწყვეტის შესაძლებლობა.
2. მოთხოვნები სამუხრუჭო სისტემის მიმართ:
ა) საერთო დებულებები – სახიფათო ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მისაბმელების სამუხრუჭო სისტემა უნდა აკმოფილებდეს გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (ეეკ) N 13 წესების “M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები დამუხრუჭებასთან მამართებაში” მოთხოვნებს;
ბ) მისაბმელების საავარიო სამუხრუჭო სისტემა – მისაბმელი უნდა იყოს აღჭურვილი:
ბ.ა) ეფექტური სამუხრუჭო სისტემით, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მისი შეკავება საბუქსირე ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან გადაბმის გაწყვეტის შემთხვევაში;
ბ.ბ) ეფექტური სამუხრუჭო მოწყობილობით, რომელიც იმოქმედებს ყველა თვალზე, გააქტიურდება სატრანსპორტო საშუალება-საწევარის სამუშაო მუხრუჭის მეშვეობით და უზრუნველყოფს მისაბმელის ავტომატურ გაჩერებას გადაბმის გაწყვეტის შემთხვევაში.
3. ხანძრის წარმოშობის საშიშროების აცილება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინა – თუ კაბინა არ არის დამზადებული სუსტი წვადობის მასალისაგან, მის უკან უნდა იყოს დამონტაჟებული ეკრანი ლითონის ან სხვა სათანადო მასალისაგან, რომლის სიგანე უნდა იყოს ცისტერნის სიგანის ტოლი. კაბინის უკანა კედლის ან ეკრანის ყველა ფანჯარა უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და დამზადებული ცეცხლგამძლე უნამსხვრევო შუშისაგან ცეცხლგამძლე ჩარჩოთი. ამასთანავე, ცისტერნასა და კაბინას ან ეკრანს შორის უნდა რჩებოდეს არა ნაკლები 15 სმ სიგრძის თავისუფალი მანძილი;
ბ) საწვავის ავზები:
ბ.ა) ნებისმიერი გაჟონვის შემთხვევაში საწვავი უნდა იღვრებოდეს მიწაზე და არ ხვდებოდეს სატრანსპორტო საშუალების გახურებულ ნაწილებზე ან ტვირთზე;
ბ.ბ) საწვავის ავზები, რომლებიც ბენზინისათვის გამოიყენება, აღჭურვილი უნდა იყოს ჩასასხმელი ყელის დამცავი ეფექტური ალამრეკლი საფარით, ან მოწყობილობით, რომელიც ავზის ყელის ჰერმეტულად დახურვის საშუალებას იძლევა;
გ) ძრავა – უნდა იყოს მოწყობილი და განლაგებული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გადახურების ან ცეცხლის მოკიდების საფრთხე. EX/II და EX/III ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის გამოყენებული უნდა იყოს კუმშვით აალებადი (დიზელის) ძრავა;
დ) გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა – უნდა იყოს განლაგებული და დაცული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გადახურების ან ცეცხლის მოკიდების საფრთხე. საწვავის ავზის ქვეშ განლაგებული გამოსაბოლქვი სისტემის ნაწილები უნდა იქნენ მისგან დაშორებული მინიმუმ 100 მმ ან გამოყოფილი ავზისაგან თბოდამცავი ეკრანით. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც სისტემატურად ხორციელდება ასაფეთქებელი და ადვილად ალებადი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, აღჭურვილი უნდა იყოს ისეთნაირად, რომ მაყუჩის მილი გამოდიოდეს რადიატორის წინ, ქვემოთ დახრილ მდგომარეობაში. თუ ძრავის განლაგება აღნიშნულის საშუალებას არ იძლევა, მაშინ შესაძლებელია მაყუჩის მილი გამოვიდეს მარჯვენა მხარეს ძარის, ცისტერნის და საწვავის გაყვანილობისაგან მოცილებით. 1, 2, 3, 4 და 5 კლასის სახიფათო ტვირთების ერთჯერადი გადაზიდვისას შესაძლებელია მაყუჩის მილის ბოლოში ნაპერწკალჩამხშობი ბადის გამოყენება;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა – სამუხრუჭო სისტემის ცვეთამედეგობა ნიშნავს გრძელ დაღმართზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის სტაბილიზაციის მიზნით ძრავით დამუხრუჭების და სხვა მუხრუჭ-შემანელებელი სისტემების გამოყენება. ამ სისტემით მოწყობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იქნენ აღჭურვილნი თბოდამცავი ეკრანით, საიმედოდ დამაგრებული სისტემისა და ცისტერნის ან ტვირთს შორის ისე, რომ აცილებულ იქნეს ცისტერნის კედლებისა ან ტვირთის თუნდაც ლოკალური გაცხელება. ამასთანავე თბოდამცავმა ეკრანმა უნდა დაიცვას სამუხრუჭო სისტემა გადასაზიდი პროდუქტის ნებისმიერი, მათ შორის ავარიული გაჟონვისაგან. დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება მაგალითად დაცვა ორმაგ გარსიანი ეკრანით;
ვ) საწვავით გამათბობლები:
ვ.ა) საწვავით გამათბობლები უნდა პასუხობდეს გაეროს ეეკ N 122 წესების „M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები გათბობის სისტემასთან მამართებაში” (შესწორებებით) და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 27 სექტემბრის 2001/56/EC დირექტივის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გათბობის სისტემების შესახებ” (შესწორებებით) მოთხოვნებს;
ვ.ბ) საწვავით გამათბობლები და მათი გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა უნდა იყოს კონსტრუირებული, განლაგებული, დაცული და უზრუნველყოფილი დაფარვით ისე, რომ აცილებულ იქნეს ტვირთს გადახურების ან ცეცხლის მოკიდების ნებისმიერი საფრთხე. აღნიშნული მოთხოვნა ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ ამ მოწყობილობის ავზი და გამონაბოლქვის სისტემა აკმაყოფილებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ანალოგიური სისტემის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
ვ.გ) საწვავით გამათბობლების გამორთვა შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი ქმედებების შედეგად:
ვ.გ.ა) მძღოლის მიერ ხელით კაბინიდან;
ვ.გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის გათიშვისას, აღნიშნულ შემთხვევაში გამათბობელი შეიძლება კვლავ ჩაირთოს ხელით მძღოლის მიერ;
ვ.გ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სახიფათო ტვირთებისათვის განკუთვნილი მკვებავი ტუმბოს ჩართვისას;
ვ.დ) საწვავით გამათბობლების ჩართვა უნდა ხდებოდეს ხელით. პროგრამული მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია;
ვ.ე) აირად სათბობზე მომუშავე საწვავით გამათბობლების გამოყენება არ დაიშვება.
4. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა - ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები ხისტი ჩარჩოთი და საწევრები) 3,5 ტონაზე მეტი სრული მასით უნდა იქნენ აღჭურვილნი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით გაეროს ეეკ N 89 წესების ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად (გაეროს ეეკ N 89 წესები „ერთსახოვანი მითითებები, დაკავშირებული ოფიციალურ დამტკიცებასთან:
ა) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების, მათი მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვასთან მიმართებაში;
გ) სატრანსპორტო საშუალებების, მათი ოფიციალურად დამტკიცებული ტიპის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასთან მიმართებაში”).
აღნიშნული მოწყობილობა უნდა იყოს დარეგულირებული 90 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეზე.
5. მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები - უნდა პასუხობდნენ გაეროს ეეკ N 55 წესების „სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების გადასაბმელ მოწყობილობათა მექანიკური დეტალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთსახოვანი მითითებები” ან ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 30 მაისის 94/20/EC დირექტივის “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მექანიკური შეერთებების შესახებ” (შესწორებებით) მოთხოვნებს, მათში მითითებული გამოყენების ვადების დაცვით.
მუხლი 15. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობის გაცემის პირობები და ვადები🔗
1. დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე გაიცემა მხოლოდ EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
2. EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებს დანართში 6 მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებენ აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრები.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია ეკუთვნოდეს დანართი 6-ის ცხრილში აღნიშნულ ერთ ან რომდენიმე ტიპს (EX/II, EX/III, FL, OX ან AT).
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, ინსპექტირების ცენტრების მიერ გაიცემა შესაბამისობის შეფასების ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად (დანართი №7).
6. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება დაშვების მოწმობის გაცემის შესახებ, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების ოქმი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დამადასტურებელი ინსპექტირების ანგარიში;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
7. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ წესის, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპიური წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
8. განცხადებისა და თანდართული საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
9. სააგენტო ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზას, განიხილავს მის შედეგებს და დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას დაშვების მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე.
10. გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ივსება დადგენილი ფორმის დაშვების მოწმობა, ტარდება უწყებრივ რეესტრში და გაიცემა განმცხადებელზე. მათი ასლები ინახება სააგენტოში.
11. განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა გაიცემა მათი სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასების ჩატარების თარიღიდან 12 თვის ვადით. დაშვების მოწმობა მოქმედია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის მოქმედების ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“, №32, 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017613 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2190104-6/