ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
| ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი”.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
|
|
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი1. ტექნიკური რეგლამენტი – „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად. 2. წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. 3. ტვირთების გადაზიდვისას დაცული უნდა იქნეს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემო პირობების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის უსაფრთხოება. მუხლი 2. წესის მიზანიწესის მიზანია: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა; ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან. მუხლი 3. გამოყენების სფერო1. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება: ა) ტვირთის ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც წარმოებს მისი დამზადება, გადამუშავება, შენახვა, გამოყენება ან განადგურება, თუ აღნიშნული გადაადგილება ხორციელდება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გამოყენების გარეშე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, წყლის, კანალიზაციის, გაზისა და ელექტრომომარაგების, ელექტროკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ნაგვის შეგროვებისა და გატანის, აგრეთვე სპეციალურ სამედიცინო და საავარიო სამუშაოებზე; გ) საგანგებო სიტუაციების და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს; დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირების დროს. 2. (ამოღებულია - 15.02.2019, №88).
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად; ბ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); გ) მალფუჭებადი ტვირთი – საკვები პროდუქტები, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა; დ) მარშრუტი – წინამდებარე წესის მიზნებისათვის პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი; ე) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); ვ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); ზ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების და მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები; თ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); ი) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); კ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); ლ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); მ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88); ნ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა: ნ.ა) ორმხრივი – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნიდან გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან დატვირთული ან ცარიელი გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით; ნ.ბ) ტრანზიტული – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტრანზიტული გადაადგილება ერთი მიმართულებით ან უკუმიმართულებით, ტრანზიტული გადაადგილების ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე; ნ.გ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მესამე ქვეყნიდან (რომელიც არ წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანას) საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით. 2. წინამდებარე რეგლამენტში მოყვანილი სხვა ტერმინები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული ზოგადი მოთხოვნებიექსპლუატაციაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის, საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 6. მძღოლის, გადამზიდველის, ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების ვალდებულებები1. გადამზიდველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკისა და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (შემდგომში – მძღოლი) ვალდებულია, დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გადაზიდვებთან დაკავშირებული სტანდარტებით, ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, სერვისისა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. გადამზიდველი ვალდებულია: ა) მიაწოდოს დასატვირთად გადაზიდვის შესრულებისათვის შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება; ბ) შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში ტვირთის დატვირთვისა და განლაგების სისწორე და მოითხოვოს ტვირთის გამგზავნისაგან შემჩნეული ნაკლოვანებების აღმოფხვრა; გ) უზრუნველყოს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა; დ) უარი განაცხადოს გადაზიდვაზე, თუ განსხვავებული თვისებების მქონე ტვირთების ერთობლივმა გადაზიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საფრთხის შექმნა; ე) უარი განაცხადოს გადასაზიდი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია საგზაო და/ან კლიმატური პირობების გამო; ვ) უზრუნველყოს მძღოლი საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციით; ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლოს ტვირთის გამგზავნის მიერ ტვირთის დატვირთვის, ძარაზე მისი დამაგრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტების (ცისტერნის ლუკების) დახურვის პროცესი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დარღვევების აღმოჩენისას, გადამზიდველმა უნდა აცნობოს ტვირთის გამგზავნს აღნიშნულის შესახებ და შეწყვიტოს დატვირთვის პროცესი ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე; თ) (ამოღებულია - 13.10.2015, №530). 4. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია: ა) გადამზიდველის ან მძღოლის მოთხოვნით აღმოფხვრას ტვირთის განლაგება-დამაგრებაში და შეფუთვაში აღმოჩენილი უწესივრობები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტვირთს ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების დროს ტვირთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოახდინოს სპეციალური მარკირება, რომელიც მიუთითებს ტვირთის თვისებებზე, მისდამი დამოკიდებულებაზე (მოპყრობაზე) დატვირთვა-გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში (მაგალითად „ზევით”, „არ აბრუნოთ”, „მსხვრევადი” და სხვა). 6. ტვირთის გამგზავნი (ტვირთის მიმღები) ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ. მუხლი 7. გადაზიდვის ხელშეკრულებაგადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, შედგენის წესი, პირობები, მხარეთა უფლებები, ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთი უნდა განთავსდეს და დამაგრდეს ისე, რომ გადაზიდვისას უზრუნველყოფილი იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების და მოძრაობის უსაფრთხოება დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში და საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემო პირობებს. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალება დატვირთულ უნდა იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა, კანონმდებლობით ნებადართულ გაბარიტებსა და წონით პარამეტრებთან მისი კორექტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგულირდება „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის“ საფუძველზე. 3. ტვირთებს, რომელთა დატვირთვა-გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მექანიზირებული საშუალებებით, უნდა გააჩნდეთ სპეციალური სამარჯვი (მარყუჟი, შვერილი და სხვა). 4. ხის ტარა (ყუთები, დოლები, კოჭები, შესაფუთი ბლოკები, სამაგრი მერქანი, სადებები და ა.შ), რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს, უნდა პასუხობდეს ფიტოსანიტარიული ზომების მე-15 საერთაშორისო სტანდარტით - „საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირების სახელმძღვანელო” (ISPM N15 FAO 2002) - გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს მარკირებული. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ. მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №700 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის
დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 10. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვამალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმების (ჟენევა 1970 წლის 1 სექტემბერი) „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვების და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ” საფუძველზე. მუხლი 11. ცხოველების გადაზიდვა1. ცხოველების გადაზიდვა რეგულირდება „ცხოველების დაცვის შესახებ მათი ტრანსპორტირებისას” ევროსაბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის EC N 91/628 EEC დირექტივის შესაბამისად. 2. ცხოველების გადაზიდვის დროს დაუშვებელია ცხოველებთან ერთად სხვა ტვირთის გადაზიდვა, რომელსაც შეუძლია ცხოველების დაზიანება. 3. ცხოველების გადაზიდვისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა პასუხობდეს დადგენილ ტექნიკურ და სანიტარულ მოთხოვნებს. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ცხოველების დატვირთვის, განთავსების და მათი გადაზიდვის პირობებს ადგენს ტვირთის გამგზავნი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპის, ცხოველების სახეობისა და წლოვანების, გადაზიდვის ხანგრძლივობის, წლის პერიოდის, გზის მდგომარეობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის, ტევადობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. 5. ცხოველების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამცილებელი პირით ცხოველების რაოდენობის მიუხედავად. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კოლონით მოძრაობისას დასაშვებია 2-3 ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ერთი გამცილებლის გამოყოფა. გამცილებლის ვალდებულებაში შედის ცხოველების გადასაზიდად მიღება, გზაში მათი მოვლა, დაცვა, თვალთვალი და ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება. 6. ცხოველების გადაზიდვის პროცესის დაწყებამდე ტვირთის გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს გამცილებელი თანმხლები დოკუმენტაციით (ვეტერინარული ან ჯამრთელობის სერტიფიკატი (მოწმობა), სასაქონლო ზედნადები და სხვა). 7. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გადაზიდვის განხორციელებისას გზაში ცხოველების დაავადების შემთხვევაში გამცილებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უახლოეს ტერიტორიულ ორგანოს. მოძრაობის გაგრძელება დანიშნულების პუნქტამდე დასაშვებია აღნიშნული სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტის თანხმობით. 8. ცხოველების გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარეცხვა და დეზინფექცია). მუხლი 12. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა1. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის ავტომობილ-ცისტერნებით უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით. 2. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას მისი დატვირთვა-გადმოტვირთვა და განთავსება უნდა განხორციელდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით. 3. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. 4. ტვირთის გამგზავნმა მექანიზირებული საშუალებებით საყარი ტვირთის დატვირთვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ ტვირთის მასა ამწე სატრანსპორტო მექანიზმის ციცხვით დატვირთვის ერთი ციკლისათვის არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის 1/3-ს. 5. საყარი ტვირთი ისე უნდა იქნეს დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა. 6. თხევადი ტვირთის გადაზიდვისას უნდა გამოირიცხოს ტრანსპორტირებისას გადასაზიდი ტვირთის საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუარასება. 7. ცისტერნით ტვირთის გადაზიდვისას: ა) ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ტვირთის გადასხმის შემდეგ ცისტერნის შიდა და გარე მხარეების გარეცხვა და დეზინფექცია, ცისტერნის ლიუკებისა და სადინარი მილსადენების დალუქვა (საჭიროების შემთხვევაში), თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე გადაზიდვისას მძღოლის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულად შევსებული ცისტერნის დაბალი მდგრადობა. მუხლი 13. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე. 2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელი ან დატვირთული) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით: ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა (შემდგომში – მრავალმხრივი ნებართვა): ა.ა) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (შემდგომში – ECMT) ნებართვა, ან ა.ბ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (შემდგომში – BSEC) ნებართვა, ან ა.გ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – TRACECA) ნებართვა; ბ) „ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე“, რომელიც საქართველოს მხარის მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემულია და მის მიერ, კონკრეტული გადამზიდველის სახელზე გაცემულია: ბ.ა) ერთჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაცია); ბ.ბ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერად საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე; ბ.გ) ერთჯერად უნივერსალურ (ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე; ბ.დ) მრავალჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – მრავალჯერადი ავტორიზაცია); გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა. 3. ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენისას მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს განუცხადოს მის მიერ აღნიშნული ნებართვით/ავტორიზაციით განსახორციელებელი კონკრეტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ. 4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და ევროსაბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და ECMT-ის 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე” განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. ECMT ნებართვით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს: ა) ECMT სერტიფიკატები – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების ან/და ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან: ა.ა) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი; ა.ბ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატი; ბ) აღრიცხვის წიგნაკი – ECMT ნებართვის მფლობელის სახელზე შევსებული აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად, აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო; გ) გადამზიდველის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ამოწმებს: ა.ა) ნებართვისა და ECMT სერტიფიკატის შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას; ა.ბ) აღრიცხვის წიგნაკში დაფიქსირებულ მონაცემებს; ა.გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს; ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1018 განკარგულებით შექმნილი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“) ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს; გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდით ადასტურებს აღრიცხვის წიგნაკის შესაბამის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თაობაზე. 8. BSEC ან TRACECA ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, მხოლოდ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისათვის. BSEC ან TRACECA ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია, ცარიელმა ან დატვირთულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ფარგლებში, ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ან/და შეასრულოს ორმხრივი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა BSEC-ის ან TRACECA-ს წევრ ქვეყანასთან ან/და ნაცვალგების საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან (მხოლოდ საქართველოს მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სხვა ორმხრივი ან ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის წარდგენის გარეშე. 9. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ BSEC ან TRACECA ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ამოწმებს ნებართვისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას; ბ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ; გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით. 10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ავტორიზაციის ნომრის მეშვეობით, „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ავტორიზაციის შესახებ; ბ) ამოწმებს ავტორიზაციისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას; გ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ; დ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორიზაციაზე აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით. 11. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ამოწმებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წარდგენილი და „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთული ნებართვების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას; ბ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით. 12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს. 13. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან), სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ნებართვები/ავტორიზაციები (ECMT ნებართვა, მრავალჯერადი ავტორიზაცია ან/და თითოეული სახის გადაზიდვის შესაბამისი ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალმხრივი ნებართვა ან/და ერთჯერადი ავტორიზაცია). 14. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის რამდენიმე ტრანზიტულ ან/და რამდენიმე ორმხრივ ან/და რამდენიმე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს, გადაზიდვის შესაბამისად, ერთი ტრანზიტული ან/და ერთი ორმხრივი ან/და ერთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია. 15. დაუშვებელია ერთი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვით/ავტორიზაციით სხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელება. 16. თუ გადამზიდველს, რომელიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ორმხრივ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაციით ან BSEC ან TRACECA ნებართვით, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ სურს განახორციელოს იმავე ტვირთის თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს ან/და გაფორმების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს: ა) შესაბამისი მრავალმხრივი ნებართვა, ან ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაცია, რომელიც იძლევა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის უფლებას, ან გ) სააგენტოს მიერ გაცემული საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა. 17. თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ან ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), იგი ვალდებულია, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში (დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე) გაიყვანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, შემოსვლის ქვეყნის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შედეგად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას წარდგენილი ნებართვა/ავტორიზაცია ჩაითვლება გამოყენებულად და ექვემდებარება „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად „განაშთვას“. 18. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, თუ: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას; ბ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას; გ) ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას ახორციელებს თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ან/და გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, მას განესაზღვრება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადა. თუ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ნაკლოვანება, ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება (საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას; დ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის უფლება მიეცემა, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენის შემდეგ. 19. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული გადაზიდვის სრულყოფილად განხორციელების ან მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, გაფორმების ორგანოს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდეგაც პროგრამულად ხორციელდება აღნიშნული ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“. 20. იმ შემთხვევაშიც, თუ სრულყოფილად არ სრულდება თავდაპირველად წარდგენილი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა და მის ნაცვლად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ახორციელებს სხვა სახის გადაზიდვას, სხვა ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თავდაპირველი ნებართვა ითვლება გამოყენებულად და საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად ახორციელებს თავდაპირველი ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვას“. 21. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება „ერთიან ელექტრონულ სისტემასთან“ დაკავშირება), პროგრამულად ვერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები ან/და ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი წარდგენილ ნებართვაზე/ავტორიზაციაზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს, ადასტურებს მათ პირადნომრიანი ბეჭდით და ინახავს ნებართვის/ავტორიზაციის ასლს შემდგომში „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ასახვის მიზნით. 22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა, ან საზღვაო გზით შემოტანილი, იმპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ტვირთის გადაზიდვისა) უნდა განხორციელდეს: ა) სატრანსპორტო საშუალების უკან გაბრუნება; ან ბ) დატვირთული მისაბმელის/ნახევარმისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის მქონე სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით; ან გ) შემდგომი გადაზიდვის მიზნით, ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა/ავტორიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №282 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 14.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №152 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
მუხლი 14. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 15. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის
დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №2
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №3
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №700 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №4
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №5
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №6
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №7
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
|
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №32 2014 წლის 3 იანვარი ქ. თბილისი| ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
+ მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი”.
+ მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი + + ტექნიკური რეგლამენტი |
3. ტვირთების გადაზიდვისას დაცული უნდა იქნეს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემო პირობების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის უსაფრთხოება.
მუხლი 2. წესის მიზანი წესის მიზანია: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
მუხლი 3. გამოყენების სფერო 1. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება: ა) ტვირთის ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც წარმოებს მისი დამზადება, გადამუშავება, შენახვა, გამოყენება ან განადგურება, თუ აღნიშნული გადაადგილება ხორციელდება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გამოყენების გარეშე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, წყლის, კანალიზაციის, გაზისა და ელექტრომომარაგების, ელექტროკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ნაგვის შეგროვებისა და გატანის, აგრეთვე სპეციალურ სამედიცინო და საავარიო სამუშაოებზე; გ) საგანგებო სიტუაციების და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს; დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირების დროს. 2. (ამოღებულია - 15.02.2019, №88). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 15.02.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 27.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად;ბ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
გ) მალფუჭებადი ტვირთი – საკვები პროდუქტები, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა; დ) მარშრუტი – წინამდებარე წესის მიზნებისათვის პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი;ე) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ვ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ზ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების და მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;თ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ი) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
კ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ლ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
მ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ნ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა: ნ.ა) ორმხრივი – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნიდან გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან დატვირთული ან ცარიელი გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით; ნ.ბ) ტრანზიტული – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტრანზიტული გადაადგილება ერთი მიმართულებით ან უკუმიმართულებით, ტრანზიტული გადაადგილების ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე; ნ.გ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მესამე ქვეყნიდან (რომელიც არ წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანას) საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით. 2. წინამდებარე რეგლამენტში მოყვანილი სხვა ტერმინები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. მუხლი 5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული ზოგადი მოთხოვნებიექსპლუატაციაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის, საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 6. მძღოლის, გადამზიდველის, ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების ვალდებულებები 1. გადამზიდველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკისა და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში.2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (შემდგომში – მძღოლი) ვალდებულია, დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გადაზიდვებთან დაკავშირებული სტანდარტებით, ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, სერვისისა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. გადამზიდველი ვალდებულია: ა) მიაწოდოს დასატვირთად გადაზიდვის შესრულებისათვის შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება; ბ) შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში ტვირთის დატვირთვისა და განლაგების სისწორე და მოითხოვოს ტვირთის გამგზავნისაგან შემჩნეული ნაკლოვანებების აღმოფხვრა; გ) უზრუნველყოს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა; დ) უარი განაცხადოს გადაზიდვაზე, თუ განსხვავებული თვისებების მქონე ტვირთების ერთობლივმა გადაზიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საფრთხის შექმნა; ე) უარი განაცხადოს გადასაზიდი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია საგზაო და/ან კლიმატური პირობების გამო; ვ) უზრუნველყოს მძღოლი საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციით; ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლოს ტვირთის გამგზავნის მიერ ტვირთის დატვირთვის, ძარაზე მისი დამაგრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტების (ცისტერნის ლუკების) დახურვის პროცესი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დარღვევების აღმოჩენისას, გადამზიდველმა უნდა აცნობოს ტვირთის გამგზავნს აღნიშნულის შესახებ და შეწყვიტოს დატვირთვის პროცესი ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე; თ) (ამოღებულია - 13.10.2015, №530). 4. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია: ა) გადამზიდველის ან მძღოლის მოთხოვნით აღმოფხვრას ტვირთის განლაგება-დამაგრებაში და შეფუთვაში აღმოჩენილი უწესივრობები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტვირთს ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების დროს ტვირთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოახდინოს სპეციალური მარკირება, რომელიც მიუთითებს ტვირთის თვისებებზე, მისდამი დამოკიდებულებაზე (მოპყრობაზე) დატვირთვა-გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში (მაგალითად „ზევით”, „არ აბრუნოთ”, „მსხვრევადი” და სხვა). 6. ტვირთის გამგზავნი (ტვირთის მიმღები) ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
მუხლი 7. გადაზიდვის ხელშეკრულებაგადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, შედგენის წესი, პირობები, მხარეთა უფლებები, ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთი უნდა განთავსდეს და დამაგრდეს ისე, რომ გადაზიდვისას უზრუნველყოფილი იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების და მოძრაობის უსაფრთხოება დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში და საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემო პირობებს. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალება დატვირთულ უნდა იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა, კანონმდებლობით ნებადართულ გაბარიტებსა და წონით პარამეტრებთან მისი კორექტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგულირდება „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის“ საფუძველზე. 3. ტვირთებს, რომელთა დატვირთვა-გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მექანიზირებული საშუალებებით, უნდა გააჩნდეთ სპეციალური სამარჯვი (მარყუჟი, შვერილი და სხვა). 4. ხის ტარა (ყუთები, დოლები, კოჭები, შესაფუთი ბლოკები, სამაგრი მერქანი, სადებები და ა.შ), რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს, უნდა პასუხობდეს ფიტოსანიტარიული ზომების მე-15 საერთაშორისო სტანდარტით - „საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირების სახელმძღვანელო” (ISPM N15 FAO 2002) - გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს მარკირებული.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
მუხლი 9. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №700 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. მუხლი 10. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმების (ჟენევა 1970 წლის 1 სექტემბერი) „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვების და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ” საფუძველზე. მუხლი 11. ცხოველების გადაზიდვა 1. ცხოველების გადაზიდვა რეგულირდება „ცხოველების დაცვის შესახებ მათი ტრანსპორტირებისას” ევროსაბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის EC N 91/628 EEC დირექტივის შესაბამისად. 2. ცხოველების გადაზიდვის დროს დაუშვებელია ცხოველებთან ერთად სხვა ტვირთის გადაზიდვა, რომელსაც შეუძლია ცხოველების დაზიანება. 3. ცხოველების გადაზიდვისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა პასუხობდეს დადგენილ ტექნიკურ და სანიტარულ მოთხოვნებს. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ცხოველების დატვირთვის, განთავსების და მათი გადაზიდვის პირობებს ადგენს ტვირთის გამგზავნი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპის, ცხოველების სახეობისა და წლოვანების, გადაზიდვის ხანგრძლივობის, წლის პერიოდის, გზის მდგომარეობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის, ტევადობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. 5. ცხოველების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამცილებელი პირით ცხოველების რაოდენობის მიუხედავად. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კოლონით მოძრაობისას დასაშვებია 2-3 ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ერთი გამცილებლის გამოყოფა. გამცილებლის ვალდებულებაში შედის ცხოველების გადასაზიდად მიღება, გზაში მათი მოვლა, დაცვა, თვალთვალი და ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება. 6. ცხოველების გადაზიდვის პროცესის დაწყებამდე ტვირთის გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს გამცილებელი თანმხლები დოკუმენტაციით (ვეტერინარული ან ჯამრთელობის სერტიფიკატი (მოწმობა), სასაქონლო ზედნადები და სხვა). 7. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გადაზიდვის განხორციელებისას გზაში ცხოველების დაავადების შემთხვევაში გამცილებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უახლოეს ტერიტორიულ ორგანოს. მოძრაობის გაგრძელება დანიშნულების პუნქტამდე დასაშვებია აღნიშნული სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტის თანხმობით.8. ცხოველების გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარეცხვა და დეზინფექცია).
მუხლი 12. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა 1. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის ავტომობილ-ცისტერნებით უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით. 2. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას მისი დატვირთვა-გადმოტვირთვა და განთავსება უნდა განხორციელდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით. 3. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. 4. ტვირთის გამგზავნმა მექანიზირებული საშუალებებით საყარი ტვირთის დატვირთვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ ტვირთის მასა ამწე სატრანსპორტო მექანიზმის ციცხვით დატვირთვის ერთი ციკლისათვის არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის 1/3-ს. 5. საყარი ტვირთი ისე უნდა იქნეს დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა. 6. თხევადი ტვირთის გადაზიდვისას უნდა გამოირიცხოს ტრანსპორტირებისას გადასაზიდი ტვირთის საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუარასება. 7. ცისტერნით ტვირთის გადაზიდვისას: ა) ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ტვირთის გადასხმის შემდეგ ცისტერნის შიდა და გარე მხარეების გარეცხვა და დეზინფექცია, ცისტერნის ლიუკებისა და სადინარი მილსადენების დალუქვა (საჭიროების შემთხვევაში), თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;ბ) უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე გადაზიდვისას მძღოლის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულად შევსებული ცისტერნის დაბალი მდგრადობა.
მუხლი 13. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე. 2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელი ან დატვირთული) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით: ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა (შემდგომში – მრავალმხრივი ნებართვა): ა.ა) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (შემდგომში – ECMT) ნებართვა, ან ა.ბ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (შემდგომში – BSEC) ნებართვა, ან ა.გ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – TRACECA) ნებართვა; ბ) „ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე“, რომელიც საქართველოს მხარის მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემულია და მის მიერ, კონკრეტული გადამზიდველის სახელზე გაცემულია: ბ.ა) ერთჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაცია); ბ.ბ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერად საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე; ბ.გ) ერთჯერად უნივერსალურ (ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე; ბ.დ) მრავალჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – მრავალჯერადი ავტორიზაცია); გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა. 3. ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენისას მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს განუცხადოს მის მიერ აღნიშნული ნებართვით/ავტორიზაციით განსახორციელებელი კონკრეტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ. 4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და ევროსაბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და ECMT-ის 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე” განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. ECMT ნებართვით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს: ა) ECMT სერტიფიკატები – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების ან/და ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან: ა.ა) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი; ა.ბ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატი; ბ) აღრიცხვის წიგნაკი – ECMT ნებართვის მფლობელის სახელზე შევსებული აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად, აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო; გ) გადამზიდველის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ამოწმებს: ა.ა) ნებართვისა და ECMT სერტიფიკატის შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას; ა.ბ) აღრიცხვის წიგნაკში დაფიქსირებულ მონაცემებს; ა.გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს; ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1018 განკარგულებით შექმნილი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“) ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს; გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდით ადასტურებს აღრიცხვის წიგნაკის შესაბამის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თაობაზე. 8. BSEC ან TRACECA ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, მხოლოდ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისათვის. BSEC ან TRACECA ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია, ცარიელმა ან დატვირთულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ფარგლებში, ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ან/და შეასრულოს ორმხრივი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა BSEC-ის ან TRACECA-ს წევრ ქვეყანასთან ან/და ნაცვალგების საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან (მხოლოდ საქართველოს მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სხვა ორმხრივი ან ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის წარდგენის გარეშე. 9. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ BSEC ან TRACECA ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ამოწმებს ნებართვისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას; ბ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ; გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით. 10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ავტორიზაციის ნომრის მეშვეობით, „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ავტორიზაციის შესახებ; ბ) ამოწმებს ავტორიზაციისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას; გ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ; დ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორიზაციაზე აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით. 11. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი: ა) ამოწმებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წარდგენილი და „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთული ნებართვების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას; ბ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით. 12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს. 13. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან), სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ნებართვები/ავტორიზაციები (ECMT ნებართვა, მრავალჯერადი ავტორიზაცია ან/და თითოეული სახის გადაზიდვის შესაბამისი ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალმხრივი ნებართვა ან/და ერთჯერადი ავტორიზაცია). 14. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის რამდენიმე ტრანზიტულ ან/და რამდენიმე ორმხრივ ან/და რამდენიმე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს, გადაზიდვის შესაბამისად, ერთი ტრანზიტული ან/და ერთი ორმხრივი ან/და ერთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია. 15. დაუშვებელია ერთი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვით/ავტორიზაციით სხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელება. 16. თუ გადამზიდველს, რომელიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ორმხრივ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაციით ან BSEC ან TRACECA ნებართვით, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ სურს განახორციელოს იმავე ტვირთის თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს ან/და გაფორმების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს: ა) შესაბამისი მრავალმხრივი ნებართვა, ან ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაცია, რომელიც იძლევა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის უფლებას, ან გ) სააგენტოს მიერ გაცემული საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა. 17. თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ან ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), იგი ვალდებულია, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში (დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე) გაიყვანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, შემოსვლის ქვეყნის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შედეგად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას წარდგენილი ნებართვა/ავტორიზაცია ჩაითვლება გამოყენებულად და ექვემდებარება „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად „განაშთვას“. 18. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, თუ: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას; ბ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას; გ) ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას ახორციელებს თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ან/და გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, მას განესაზღვრება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადა. თუ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ნაკლოვანება, ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება (საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას; დ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის უფლება მიეცემა, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენის შემდეგ. 19. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული გადაზიდვის სრულყოფილად განხორციელების ან მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, გაფორმების ორგანოს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდეგაც პროგრამულად ხორციელდება აღნიშნული ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“. 20. იმ შემთხვევაშიც, თუ სრულყოფილად არ სრულდება თავდაპირველად წარდგენილი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა და მის ნაცვლად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ახორციელებს სხვა სახის გადაზიდვას, სხვა ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თავდაპირველი ნებართვა ითვლება გამოყენებულად და საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად ახორციელებს თავდაპირველი ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვას“. 21. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება „ერთიან ელექტრონულ სისტემასთან“ დაკავშირება), პროგრამულად ვერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები ან/და ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი წარდგენილ ნებართვაზე/ავტორიზაციაზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს, ადასტურებს მათ პირადნომრიანი ბეჭდით და ინახავს ნებართვის/ავტორიზაციის ასლს შემდგომში „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ასახვის მიზნით.22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა) უნდა განხორციელდეს:
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №282 – ვებგვერდი, 09.06.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 14.08.2017წ.მუხლი 14. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. დანართი №1 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. დანართი №2 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. დანართი №3 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №700 – ვებგვერდი, 26.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. დანართი №4 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. დანართი №5 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. დანართი №6 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ. დანართი №7 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №32
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი”.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ტექნიკური რეგლამენტი – „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
3. ტვირთების გადაზიდვისას დაცული უნდა იქნეს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემო პირობების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის უსაფრთხოება.
მუხლი 2. წესის მიზანი🔗
წესის მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
მუხლი 3. გამოყენების სფერო🔗
1. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება:
ა) ტვირთის ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც წარმოებს მისი დამზადება, გადამუშავება, შენახვა, გამოყენება ან განადგურება, თუ აღნიშნული გადაადგილება ხორციელდება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გამოყენების გარეშე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, წყლის, კანალიზაციის, გაზისა და ელექტრომომარაგების, ელექტროკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ნაგვის შეგროვებისა და გატანის, აგრეთვე სპეციალურ სამედიცინო და საავარიო სამუშაოებზე;
გ) საგანგებო სიტუაციების და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირების დროს.
2. (ამოღებულია - 15.02.2019, №88).
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №445 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად;
ბ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
გ) მალფუჭებადი ტვირთი – საკვები პროდუქტები, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა;
დ) მარშრუტი – წინამდებარე წესის მიზნებისათვის პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი;
ე) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ვ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ზ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების და მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;
თ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ი) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
კ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ლ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
მ) (ამოღებულია - 15.02.2019, №88);
ნ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა:
ნ.ა) ორმხრივი – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნიდან გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან დატვირთული ან ცარიელი გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით;
ნ.ბ) ტრანზიტული – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტრანზიტული გადაადგილება ერთი მიმართულებით ან უკუმიმართულებით, ტრანზიტული გადაადგილების ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე;
ნ.გ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მესამე ქვეყნიდან (რომელიც არ წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანას) საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით.
2. წინამდებარე რეგლამენტში მოყვანილი სხვა ტერმინები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული ზოგადი მოთხოვნები
ექსპლუატაციაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის, საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 6. მძღოლის, გადამზიდველის, ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების ვალდებულებები🔗
1. გადამზიდველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკისა და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (შემდგომში – მძღოლი) ვალდებულია, დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, გადაზიდვებთან დაკავშირებული სტანდარტებით, ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, სერვისისა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) მიაწოდოს დასატვირთად გადაზიდვის შესრულებისათვის შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ბ) შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში ტვირთის დატვირთვისა და განლაგების სისწორე და მოითხოვოს ტვირთის გამგზავნისაგან შემჩნეული ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
გ) უზრუნველყოს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა;
დ) უარი განაცხადოს გადაზიდვაზე, თუ განსხვავებული თვისებების მქონე ტვირთების ერთობლივმა გადაზიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საფრთხის შექმნა;
ე) უარი განაცხადოს გადასაზიდი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია საგზაო და/ან კლიმატური პირობების გამო;
ვ) უზრუნველყოს მძღოლი საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციით;
ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლოს ტვირთის გამგზავნის მიერ ტვირთის დატვირთვის, ძარაზე მისი დამაგრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტების (ცისტერნის ლუკების) დახურვის პროცესი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დარღვევების აღმოჩენისას, გადამზიდველმა უნდა აცნობოს ტვირთის გამგზავნს აღნიშნულის შესახებ და შეწყვიტოს დატვირთვის პროცესი ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე;
თ) (ამოღებულია - 13.10.2015, №530).
4. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია:
ა) გადამზიდველის ან მძღოლის მოთხოვნით აღმოფხვრას ტვირთის განლაგება-დამაგრებაში და შეფუთვაში აღმოჩენილი უწესივრობები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტვირთს ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების დროს ტვირთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოახდინოს სპეციალური მარკირება, რომელიც მიუთითებს ტვირთის თვისებებზე, მისდამი დამოკიდებულებაზე (მოპყრობაზე) დატვირთვა-გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში (მაგალითად „ზევით”, „არ აბრუნოთ”, „მსხვრევადი” და სხვა).
6. ტვირთის გამგზავნი (ტვირთის მიმღები) ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
მუხლი 7. გადაზიდვის ხელშეკრულება🔗
გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, შედგენის წესი, პირობები, მხარეთა უფლებები, ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთი უნდა განთავსდეს და დამაგრდეს ისე, რომ გადაზიდვისას უზრუნველყოფილი იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების და მოძრაობის უსაფრთხოება დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში და საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემო პირობებს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება დატვირთულ უნდა იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა, კანონმდებლობით ნებადართულ გაბარიტებსა და წონით პარამეტრებთან მისი კორექტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგულირდება „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის“ საფუძველზე.
3. ტვირთებს, რომელთა დატვირთვა-გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მექანიზირებული საშუალებებით, უნდა გააჩნდეთ სპეციალური სამარჯვი (მარყუჟი, შვერილი და სხვა).
4. ხის ტარა (ყუთები, დოლები, კოჭები, შესაფუთი ბლოკები, სამაგრი მერქანი, სადებები და ა.შ), რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს, უნდა პასუხობდეს ფიტოსანიტარიული ზომების მე-15 საერთაშორისო სტანდარტით - „საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირების სახელმძღვანელო” (ISPM N15 FAO 2002) - გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს მარკირებული.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №700 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 10. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა
მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმების (ჟენევა 1970 წლის 1 სექტემბერი) „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვების და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ” საფუძველზე.
მუხლი 11. ცხოველების გადაზიდვა🔗
1. ცხოველების გადაზიდვა რეგულირდება „ცხოველების დაცვის შესახებ მათი ტრანსპორტირებისას” ევროსაბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის EC N 91/628 EEC დირექტივის შესაბამისად.
2. ცხოველების გადაზიდვის დროს დაუშვებელია ცხოველებთან ერთად სხვა ტვირთის გადაზიდვა, რომელსაც შეუძლია ცხოველების დაზიანება.
3. ცხოველების გადაზიდვისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა პასუხობდეს დადგენილ ტექნიკურ და სანიტარულ მოთხოვნებს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ცხოველების დატვირთვის, განთავსების და მათი გადაზიდვის პირობებს ადგენს ტვირთის გამგზავნი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპის, ცხოველების სახეობისა და წლოვანების, გადაზიდვის ხანგრძლივობის, წლის პერიოდის, გზის მდგომარეობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის, ტევადობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
5. ცხოველების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამცილებელი პირით ცხოველების რაოდენობის მიუხედავად. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კოლონით მოძრაობისას დასაშვებია 2-3 ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ერთი გამცილებლის გამოყოფა. გამცილებლის ვალდებულებაში შედის ცხოველების გადასაზიდად მიღება, გზაში მათი მოვლა, დაცვა, თვალთვალი და ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება.
6. ცხოველების გადაზიდვის პროცესის დაწყებამდე ტვირთის გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს გამცილებელი თანმხლები დოკუმენტაციით (ვეტერინარული ან ჯამრთელობის სერტიფიკატი (მოწმობა), სასაქონლო ზედნადები და სხვა).
7. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გადაყვანის განხორციელებისას, გზაში ცხოველების დაავადების შემთხვევაში, გამცილებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნული სააგენტოს უახლოეს ტერიტორიულ ორგანოს. მოძრაობის გაგრძელება დანიშნულების პუნქტამდე დასაშვებია აღნიშნული სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტის თანხმობით.
8. ცხოველების გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარეცხვა და დეზინფექცია).
8. ცხოველების გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარეცხვა და დეზინფექცია).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №445 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 12. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა🔗
1. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის ავტომობილ-ცისტერნებით უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
2. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას მისი დატვირთვა-გადმოტვირთვა და განთავსება უნდა განხორციელდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით.
3. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
4. ტვირთის გამგზავნმა მექანიზირებული საშუალებებით საყარი ტვირთის დატვირთვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ ტვირთის მასა ამწე სატრანსპორტო მექანიზმის ციცხვით დატვირთვის ერთი ციკლისათვის არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის 1/3-ს.
5. საყარი ტვირთი ისე უნდა იქნეს დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა.
6. თხევადი ტვირთის გადაზიდვისას უნდა გამოირიცხოს ტრანსპორტირებისას გადასაზიდი ტვირთის საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუარასება.
7. ცისტერნით ტვირთის გადაზიდვისას:
ა) ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ტვირთის გადასხმის შემდეგ ცისტერნის შიდა და გარე მხარეების გარეცხვა და დეზინფექცია, ცისტერნის ლიუკებისა და სადინარი მილსადენების დალუქვა (საჭიროების შემთხვევაში), თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე გადაზიდვისას მძღოლის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულად შევსებული ცისტერნის დაბალი მდგრადობა.
მუხლი 13. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე.
2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელი ან დატვირთული) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:
ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა (შემდგომში – მრავალმხრივი ნებართვა):
ა.ა) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (შემდგომში – ECMT) ნებართვა, ან
ა.ბ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (შემდგომში – BSEC) ნებართვა, ან
ა.გ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – TRACECA) ნებართვა;
ბ) „ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე“, რომელიც საქართველოს მხარის მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემულია და მის მიერ, კონკრეტული გადამზიდველის სახელზე გაცემულია:
ბ.ა) ერთჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაცია);
ბ.ბ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერად საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;
ბ.გ) ერთჯერად უნივერსალურ (ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე;
ბ.დ) მრავალჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (შემდგომში – მრავალჯერადი ავტორიზაცია);
გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.
3. ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენისას მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს განუცხადოს მის მიერ აღნიშნული ნებართვით/ავტორიზაციით განსახორციელებელი კონკრეტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ.
4. თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და ევროსაბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და ECMT-ის 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე” განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. ECMT ნებართვით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:
ა) ECMT სერტიფიკატები – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების ან/და ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან:
ა.ა) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი;
ა.ბ) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატი;
ბ) აღრიცხვის წიგნაკი – ECMT ნებართვის მფლობელის სახელზე შევსებული აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად, აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო;
გ) გადამზიდველის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ამოწმებს:
ა.ა) ნებართვისა და ECMT სერტიფიკატის შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
ა.ბ) აღრიცხვის წიგნაკში დაფიქსირებულ მონაცემებს;
ა.გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ავტომობილის მართლზომიერი ფლობისა და გადამზიდველთან დასაქმების ფაქტს;
ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1018 განკარგულებით შექმნილი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“) ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს;
გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, პირადნომრიანი ბეჭდით ადასტურებს აღრიცხვის წიგნაკის შესაბამის გრაფაში შეტანილ ინფორმაციას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თაობაზე.
8. BSEC ან TRACECA ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, მხოლოდ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისათვის. BSEC ან TRACECA ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია, ცარიელმა ან დატვირთულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ფარგლებში, ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ან/და შეასრულოს ორმხრივი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა BSEC-ის ან TRACECA-ს წევრ ქვეყანასთან ან/და ნაცვალგების საფუძველზე, გადაზიდოს ტვირთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან (მხოლოდ საქართველოს მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სხვა ორმხრივი ან ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის წარდგენის გარეშე.
9. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ BSEC ან TRACECA ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ამოწმებს ნებართვისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
ბ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ნებართვის ნომრის მეშვეობით მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ნებართვის შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;
გ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.
10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ავტორიზაციის ნომრის მეშვეობით, „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ მოიძიებს ინფორმაციას აღნიშნული ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ამოწმებს ავტორიზაციისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;
გ) „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს, მათ შორის ნებართვით განსახორციელებელი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სახის შესახებ;
დ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორიზაციაზე აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.
11. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი:
ა) ამოწმებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წარდგენილი და „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ატვირთული ნებართვების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას;
ბ) მძღოლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის შესაბამის გრაფაში აფიქსირებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების თარიღსა და დროს და ადასტურებს მას პირადნომრიანი ბეჭდით.
12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
13. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან), სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, კომპეტენტურ მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ნებართვები/ავტორიზაციები (ECMT ნებართვა, მრავალჯერადი ავტორიზაცია ან/და თითოეული სახის გადაზიდვის შესაბამისი ტრანზიტული ან/და ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალმხრივი ნებართვა ან/და ერთჯერადი ავტორიზაცია).
14. თუ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ახორციელებს სხვადასხვა ტვირთის რამდენიმე ტრანზიტულ ან/და რამდენიმე ორმხრივ ან/და რამდენიმე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს, გადაზიდვის შესაბამისად, ერთი ტრანზიტული ან/და ერთი ორმხრივი ან/და ერთი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია.
15. დაუშვებელია ერთი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვით/ავტორიზაციით სხვა სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელება.
16. თუ გადამზიდველს, რომელიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ორმხრივ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაციით ან BSEC ან TRACECA ნებართვით, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ სურს განახორციელოს იმავე ტვირთის თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს ან/და გაფორმების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს:
ა) შესაბამისი მრავალმხრივი ნებართვა, ან
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაცია, რომელიც იძლევა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის უფლებას, ან
გ) სააგენტოს მიერ გაცემული საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.
17. თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ან ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), იგი ვალდებულია აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში (დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე) გაიყვანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, შემოსვლის ქვეყნის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შედეგად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას წარდგენილი ნებართვა/ავტორიზაცია ჩაითვლება გამოყენებულად და ექვემდებარება „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად „განაშთვას“.
18. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, თუ:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;
ბ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი განუსაზღვრავს მას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;
გ) ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას ახორციელებს თავდაპირველი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ან/და გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, მას განესაზღვრება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) 3 სამუშაო დღის ვადა. თუ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ნაკლოვანება, ტრანზიტული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება (საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე) ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას;
დ) ორმხრივი ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას, გაფორმების ორგანოში არ წარადგენს შესაბამის ნებართვას/ავტორიზაციას, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის უფლება მიეცემა, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენის შემდეგ.
19. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული გადაზიდვის სრულყოფილად განხორციელების ან მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში, გაფორმების ორგანოს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდეგაც პროგრამულად ხორციელდება აღნიშნული ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“.
20. იმ შემთხვევაშიც, თუ სრულყოფილად არ სრულდება თავდაპირველად წარდგენილი ერთჯერადი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა და მის ნაცვლად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ახორციელებს სხვა სახის გადაზიდვას, სხვა ნებართვის/ავტორიზაციის წარდგენით, თავდაპირველი ნებართვა ითვლება გამოყენებულად და საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად ახორციელებს თავდაპირველი ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვას“.
21. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება „ერთიან ელექტრონულ სისტემასთან“ დაკავშირება), პროგრამულად ვერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები ან/და ნებართვის/ავტორიზაციის „განაშთვა“, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი წარდგენილ ნებართვაზე/ავტორიზაციაზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს, ადასტურებს მათ პირადნომრიანი ბეჭდით და ინახავს ნებართვის/ავტორიზაციის ასლს შემდგომში „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ ასახვის მიზნით.
22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა, ან საზღვაო გზით შემოტანილი, იმპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული ტვირთის გადაზიდვისა) უნდა განხორციელდეს:
ა) სატრანსპორტო საშუალების უკან გაბრუნება; ან
ბ) დატვირთული მისაბმელის/ნახევარმისაბმელის შემდგომი გადაზიდვა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, შესაბამისი ნებართვის/ავტორიზაციის მქონე სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით; ან
გ) შემდგომი გადაზიდვის მიზნით, ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა/ავტორიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №282 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 14.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №152 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №445 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 14. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
მუხლი 15. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №530 - ვებგვერდი, 16.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №2 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №3 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №700 – ვებგვერდი, 26.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №4 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №5 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №6 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
დანართი №7 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №514 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №88 – ვებგვერდი, 20.02.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“, №32, 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017613 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2190104-9/