რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ა(ა)იპ ,,საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირისთვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№688
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №688

2013 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ა(ა)იპ ,,საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირისთვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 83.02.01.442) – ქ. მარნეულში, გოგებაშვილის ქ. №6-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 113 კვ.მ ფართი გადასცეს ა(ა)იპ ,,საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირს“ დროებით სარგებლობისთვის, 3 წლის ვადით, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, უზუფრუქტის ფორმით.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი