სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100 პროცენტის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№467
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №467

2007  წლის  29 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100 პროცენტის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან“ სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100 პროცენტი მართვის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცეს კავშირ „დოსტაქარს“; მართვის საზღაური განისაზღვროს ყოველწლიურად 1000 აშშ დოლარით.

2. სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100 პროცენტის კავშირ „დოსტაქარისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) მართვის უფლების მიმღების მიერ განსაზღვრული საზღაურის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) სააქციო საზოგადოების პროფილის შენარჩუნება;

გ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

3. კავშირი „დოსტაქარი“ სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინკიური გაერთიანების“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვისათვის ჰონორარის (მართვის ჰონორარი) სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების შესასრულებლად განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი მოქმედი კანონმდებლობის შე-საბამისად.

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი