წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა სამსახურის საქმეების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი; სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი და გამგებლის თანაშემწეები.
3. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) გამგებლის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის შესახებ
3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2, 31.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016171 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2227607-1/