წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა სამსახურის საქმეების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი; სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი და გამგებლის თანაშემწეები.
3. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) გამგებლის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის შესახებ
3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.
1
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2014 წლის 31 იანვარი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
+
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე–2 პუნქტისა და ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
+
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება თანდართული დანართის სახით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეკახა ბაბუნაშვილი
დანართი
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება
+
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
+
მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა🔗
+
მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა🔗
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა სამსახურის საქმეების უფროსი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი; სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი და გამგებლის თანაშემწეები.
3. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
მუხლი 3. კომისიის მუშაობის წესი🔗
+
მუხლი 3. კომისიის მუშაობის წესი🔗
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, რომელზედაც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნას თანხა.
2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) გამგებლის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება🔗
+
მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება🔗
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
მუხლი 5. კომისიის სხდომა🔗
+
მუხლი 5. კომისიის სხდომა🔗
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ გამგებლის მიერ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
+
მუხლი 6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობა🔗

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს; კატასტროფის, გადაუდებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად; სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების დასაფინანსებლად.
მუხლი 7. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა🔗

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის შესახებ
3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.
+
მუხლი 8. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი🔗

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2, 31.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016171 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2227607-3/