სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ
|
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
+
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სარეზიდენტო პროგრამები შემდეგ საექიმო სპეციალობებში: |
1.
„ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ (დანართი 1); |
2.
„ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2); |
3.
„ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 3); |
4.
„გასტროენტეროლოგია“ (დანართი 4); |
5.
„ენდოკრინოლოგია“ (დანართი 5); |
6.
„ზოგადი ქირურგია“ (დანართი 6); |
7.
„თერაპიული სტომატოლოგია“ (დანართი 7); |
8.
„კარდიოლოგია“ (დანართი 8); |
9.
„კარდიოქირურგია“ (დანართი 9); |
10.
„ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 10); |
11.
„მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 11); |
12.
„ნარკოლოგია“ (დანართი 12); |
13.
„ნევროლოგია“ (დანართი 13); |
14.
„ნეიროქირურგია“ (დანართი 14); |
15.
„ნეონატოლოგია“ (დანართი 15); |
16.
„ნეფროლოგია“ (დანართი 16); |
17.
„ონკოლოგია“ (დანართი 17); |
18.
„ორთოდონტია“ (დანართი 18); |
19.
„ორთოპედია/ტრავმატოლოგია“ (დანართი 19); |
20.
„ორთოპედიული სტომატოლოგია“ (დანართი 20); |
21.
„ოტორინოლარინგოლოგია“ (დანართი 21); |
22.
„ოფთალმოლოგია“ (დანართი 22); |
23.
„პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ (დანართი 23); |
24.
„პედიატრია“ (დანართი 24); |
25.
„პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ (დანართი 25); |
26.
„პროქტოლოგია“ (დანართი 26); |
27.
„რადიაციული თერაპია“ (დანართი 27); |
28.
„რევმატოლოგია“ (დანართი 28); |
29.
„რეპროდუქტოლოგია“ (დანართი 29); |
30.
„სამედიცინო რადიოლოგია“ (დანართი 30); |
31.
„სასამართლო მედიცინა“ (დანართი 31); |
32.
„საოჯახო მედიცინა“ (დანართი 32); |
33.
„სისხლძარღვთა ქირურგია“ (დანართი 33); |
34.
„უროლოგია“ (დანართი 34); |
35.
„ფსიქიატრია“ (დანართი 35); |
36.
„ყბა-სახის ქირურგია“ (დანართი 36); |
37.
„შინაგანი მედიცინა“ (დანართი 37); |
38.
„ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ (დანართი 38). |
+
| მუხლი 2 |
დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად. |
+
| მუხლი 3 |
საექიმო სპეციალობის მაძიებლები/რეზიდენტები, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე, მზადებას აგრძელებენ იმ სარეზიდენტო პროგრამების მოცულობით და ხანგრძლივობით, რომლითაც დაწყებული აქვთ მზადება. |
+
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №239/ნ ბრძანება.
|
+
| მუხლი 5 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, №01-6/ნ, 04.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016238 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2228996-1/