სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2014 ბოლო ცვლილება 01.05.2025
ნომერი
№01-6/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016238
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6/ნ

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ


+
მუხლი 1
დამტკიცდეს სარეზიდენტო პროგრამები შემდეგ საექიმო სპეციალობებში:
1.  „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ (დანართი 1);
2.  „ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2);
3.  „ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 3);
4. „გასტროენტეროლოგია“ (დანართი 4);
5. „ენდოკრინოლოგია“ (დანართი 5);
6. „ზოგადი ქირურგია“ (დანართი 6);
7. „თერაპიული სტომატოლოგია“ (დანართი 7);
8. „კარდიოლოგია“ (დანართი 8);
9. „კარდიოქირურგია“ (დანართი 9);
10. „ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 10);
11. „მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 11);
12. „ნარკოლოგია“ (დანართი 12);
13. „ნევროლოგია“ (დანართი 13);
14. „ნეიროქირურგია“ (დანართი 14);
15. „ნეონატოლოგია“ (დანართი 15);
16. „ნეფროლოგია“ (დანართი 16);
17. „ონკოლოგია“ (დანართი 17);
18. „ორთოდონტია“ (დანართი 18);
19. „ორთოპედია/ტრავმატოლოგია“ (დანართი 19);
20. „ორთოპედიული სტომატოლოგია“ (დანართი 20);
21. „ოტორინოლარინგოლოგია“ (დანართი 21);
22. „ოფთალმოლოგია“ (დანართი 22);
23. „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ (დანართი 23);
24. „პედიატრია“ (დანართი 24);
25. „პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ (დანართი 25);
26. „პროქტოლოგია“ (დანართი 26);
27. „რადიაციული თერაპია“ (დანართი 27);
28. „რევმატოლოგია“ (დანართი 28);
29. „რეპროდუქტოლოგია“ (დანართი 29);
30. „სამედიცინო რადიოლოგია“ (დანართი 30);
31. „სასამართლო მედიცინა“ (დანართი 31);
32. „საოჯახო მედიცინა“ (დანართი 32);
33. „სისხლძარღვთა ქირურგია“ (დანართი 33);
34. „უროლოგია“ (დანართი 34);
35. „ფსიქიატრია“ (დანართი 35);
36. „ყბა-სახის ქირურგია“ (დანართი 36);
37. „შინაგანი მედიცინა“ (დანართი 37);
38. „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ (დანართი 38).
+
მუხლი 2
დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
+
მუხლი 3
საექიმო სპეციალობის მაძიებლები/რეზიდენტები, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე, მზადებას აგრძელებენ იმ სარეზიდენტო პროგრამების მოცულობით და ხანგრძლივობით, რომლითაც დაწყებული აქვთ მზადება.
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №239/ნ ბრძანება.

 

+
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, №01-6/ნ, 04.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016238 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2228996-5/