2. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, აგრეთვე საქართველოს ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.
21. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მტკიცდება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით განახორციელოს.
5. უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის სამინისტრო/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევს.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №1718 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №2931 – ვებგვერდი, 25.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 17.05.2023 ორგანული კანონი №2931
- 07.12.2017 ორგანული კანონი №1718
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 30.07.2014 ორგანული კანონი №2589
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობებიპირობები1. 1. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ მუნიციპალიტეტს შეიძლება გადასცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია. 2. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, აგრეთვე საქართველოს ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით. 21. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მტკიცდება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. 3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით განახორციელოს. 5. უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის სამინისტრო/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-648(7კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2025
უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისიწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-1075(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
ამავე ორგანული კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება.
- საქმე №140310018002511412 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
…არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უარის თქმის შესახებ.
- საქმე №080210018001994937 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
…თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ პუნქტის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.2 პუნქტის 16.2.2, 16.2.3, 16.2.4, 16.2.5 ქვეპუნქტების, მე-17 მუხლის 17.1 პუნქტის,,ა“,,,ბ“,,გ“ ქვეპუნქტების, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №------ ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ…
- საქმე №010310017001908608 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2018
…მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მითითებული კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების…
- საქმე №010310018002348740 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.03.2020
- საქმე №140310018002511412 · გორის რაიონული სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №080210017001994937 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №120310018002325562 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 03.05.2018
- საქმე №120310018002325573 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
- საქმე №120310018002325546 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
- საქმე №120310018002267134 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება