ა) იღებენ/გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ბ) შეიმუშავებენ, ამტკიცებენ და ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს, სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებსა და პროექტებს;
გ) ახორციელებენ შესყიდვებს;
დ) დებენ ხელშეკრულებებს;
ე) იძენენ და ქმნიან მუნიციპალიტეტის საკუთრებას;
ვ) ფლობენ და განკარგავენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, სარგებლობენ ამ ქონებით, აგრეთვე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და სხვა პირების ქონებით;
ზ) აფუძნებენ და მართავენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
თ) იღებენ სესხს;
ი) ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას;
კ) მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყოფენ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მართვის სისტემების დანერგვასა და განვითარებას;
ლ) ახორციელებენ სხვა ღონისძიებებს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმებიმექანიზმებიმუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) იღებენ/გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ბ) შეიმუშავებენ, ამტკიცებენ და ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს, სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებსა და პროექტებს; გ) ახორციელებენ შესყიდვებს; დ) დებენ ხელშეკრულებებს; ე) იძენენ და ქმნიან მუნიციპალიტეტის საკუთრებას; ვ) ფლობენ და განკარგავენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, სარგებლობენ ამ ქონებით, აგრეთვე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და სხვა პირების ქონებით; ზ) აფუძნებენ და მართავენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს; თ) იღებენ სესხს; ი) ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას; კ) მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყოფენ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მართვის სისტემების დანერგვასა და განვითარებას; ლ) ახორციელებენ სხვა ღონისძიებებს.ღონისძიებებს
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-336(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
…ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის,,ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას.
- საქმე №ბს-754(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
…საქართველოს კონსტიტუციის 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებზე, მიუთითა “ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-4 მუხლი,,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონის პირველი, მე-3, მე-5, მე-16, მე-19, 61-ე, 62-ე მუხლები, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლები, სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (15.03.2019 წელი)…
- საქმე №ბს-954(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2025
…უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნებისთვის. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას.
- საქმე №ბს-442(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2023
კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, მე-19 და 64-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებამოსილებათა შორის არ იყო დასახელებული ქ.
- საქმე №ბს-66(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…განეკუთვნება. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აფუძნებენ და მართავენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
- საქმე №ბს-1021(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
- საქმე №ბს-1149(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ას-210-199-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2017
- საქმე №010310017001970606 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №820310017001929857 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №010310017001970606 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330310018002274502 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.07.2019
- საქმე №100310018002739439 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 11.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება