2. ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, სხვა მუნიციპალიტეტთან დადოს ხელშეკრულება საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს/იღებენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საკრებულოს/საკრებულოების თანხმობით.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.07.2015 ორგანული კანონი №4087
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. მუნიციპალიტეტების უფლება ერთობლივი საქმიანობის განხორციელების ორგანიზებაზეორგანიზებაზე1. 1. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელებისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად დააფუძნონ ამ კანონით გათვალისწინებული ერთობლივი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან გახდნენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორები/აქციონერები/დამფუძნებლები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრები. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შექმნან ერთობლივი სამსახური. 2. ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, სხვა მუნიციპალიტეტთან დადოს ხელშეკრულება საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს/იღებენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საკრებულოს/საკრებულოების თანხმობით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-938(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
კასატორი ასევე მიუთითებს აღნიშნული კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე (2006 წლის 9 იანვრის რედაქცია), რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის მუნიციპალიტეტში შემავალი ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი წევრით.
- საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
…დაკავების უფლებაზე, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის…
- საქმე №ბს-663-659(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.01.2018
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვრცელი მსჯელობაა მოცემული და ფართოდაა განვრცობილი ადამიანის უფლებები და დეტალურადაა განმარტებული საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლები, დისკრიმინაციის არსი და ა. შ. თუმცა პალატის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს მიერ სწორად არ შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ.
- საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
…მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (კანონის 5.02.2014 N 1973 რედაქცია, ამოქმედდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან). ამავე კანონის მე-21 მუხლის (კანონის 27.03.2009. N1157 რედაქცია, ამოქმედდა 2009 წლის 1 ივნისიდან.)1-ლი პუნქტის მიხედვით დადგინდა, რომ ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო…
- საქმე №180310016001521144 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.01.2018
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვრცელი მსჯელობაა მოცემული და ფართოდაა განვრცობილი ადამიანის უფლებები და დეტალურადაა განმარტებული საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლები, დისკრიმინაციის არსი და ა. შ. თუმცა პალატის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს მიერ სწორად არ შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ.
- საქმე №200310018002345861 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №180310018002301465 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 25.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება