კარი II — მუნიციპალიტეტის ორგანოებითავი IVმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.
საქართველოს 2017 წლის 26
ივლისის
ორგანული
კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 19 ნოემბრის ორგანული კანონი №1031 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.11.2021 ორგანული კანონი №1031
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის წესიწესი1. 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-182(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2022 წლის 9 თებერვლის სხდომა არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილებები, თუმცა მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა საკრებულომ, 16 წევრის შემადგენლობით მაინც ჩაატარა სხდომა და მიიღო გადაწყვეტილებები, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საკრებულოს დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები.
- საქმე №ბს-938(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
ამასთანავე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი, ისე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ერედვის…
- საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
…25.08.2015წ., გაწერეს იმავე დღეს, დიაგნოზის სახით მიეთითა: გიდ. არასტაბილური სტენოკარდია, კორონაროგრაფია, კორონაროგრაფია-სტენტირება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, დაენიშნა მკურნალობა და გაეწია რეკომენდაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
- საქმე №ბს-233(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
დარღვეულია აღნიშნული კოდექსის 26-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები, ასევე ზაკ-ის 115-121-ე მუხლების მოთხოვნები, 103-106-5 პრიმა მუხლების მოთხოვნები, რადგან არ ჩატარებულა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.
- საქმე №ბს-1174(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
საამისოდ კი მოიშველია საჯარო რეესტრის ინსტრუქცია (2015 წლის რედაქცია), რომლის 25-ე, 26-ე მუხლებში გაკეთებულია იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც დატანილი უნდა იქნეს საკადასტრო აზომვით ნახაზზე.
- საქმე №060310017001997505 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება