2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 30.07.2014 ორგანული კანონი №2589
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)(მოადგილეები)1. 1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს. 3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 4. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-691(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2022
აღნიშნულ უფლებამოსილებებს ანაწილებს მერი თავისი ბრძანებით, რომელიც რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის, 57-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 61-ე მუხლის მესამე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად. ასევე უფლებამოსილებების ცვლილებასთან დაკავშირებითაც გამოსცემს ბრძანებას, რომელიც რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად.
- საქმე №ბს-603-600(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2017
კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საერთო წესისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი“.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება