მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4386 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №165 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2227 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2022 ორგანული კანონი №2227
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 21.12.2016 ორგანული კანონი №165
- 27.10.2015 ორგანული კანონი №4386
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობა მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო„კორუფციის დაწესებულებაშიწინააღმდეგ ინტერესთაბრძოლის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-857-853(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. კოდექსის 59.2 მუხლის მიხედვით გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე გამგებლის/მერის მიერ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში.
- საქმე №ბს-894-886(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. მართალია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ანიჭებს გამგებელს უფლებამოსილებას გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თუმცა ეს უფლებამოსილება არ გულისხმობს ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე შესაბამისი პირის თანამდებობიდან დათხოვნის უფლებას.
- საქმე №ბს-755-741(კ-კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2015
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
- საქმე №811310016001951964 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.08.2018
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. კოდექსის 59.2 მუხლის მიხედვით გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე გამგებლის/მერის მიერ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება