კარი III — საქართველოს დედაქალაქი − თბილისითავი VIIსაქართველოს დედაქალაქის სტატუსი
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც საქართველოს დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას.
3. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის დადგენილი, თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის, სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები, მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების/თანამდებობის პირების უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობის წესი განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისი თავებით მუნიციპალიტეტისთვის დადგენილი დებულებებით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. საქართველოს დედაქალაქი და მისი სტატუსისტატუსი1. 1. საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − თბილისი), როგორც საქართველოს დედაქალაქის, სტატუსი გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით თბილისის მართვას. 3. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის დადგენილი, თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის, სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები, მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების/თანამდებობის პირების უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობის წესი განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისი თავებით მუნიციპალიტეტისთვის დადგენილი დებულებებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-832(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 88-ე, 94-ე მუხლებზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 63-ე, მე-80 მუხლებზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების…
- საქმე №330310018002422930 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2018
…ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. მითითებული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა).
- საქმე №330310018002437481 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.08.2018
…ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. მითითებული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი − თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება