კარი III — საქართველოს დედაქალაქი − თბილისითავი VIIსაქართველოს დედაქალაქის სტატუსი
ა) ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;
ბ) (ამოღებულია - 18.10.2019, №5204);
გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
დ) (ამოღებულია - 26.12.2014, №2995);
ე) ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია;
ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;
ზ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის და პირობების განსაზღვრა.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №2995 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის ორგანული კანონი №620 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2260 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №5204 – ვებგვერდი, 21.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1720 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის ორგანული კანონი №4386 – ვებგვერდი, 30.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.07.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 19.07.2024 ორგანული კანონი №4386
- 06.09.2022 ორგანული კანონი №1720
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 18.10.2019 ორგანული კანონი №5204
- 04.05.2018 ორგანული კანონი №2260
- 06.04.2017 ორგანული კანონი №620
- 26.12.2014 ორგანული კანონი №2995
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. თბილისის საკუთარი უფლებამოსილებები თბილისის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; ბ) (ამოღებულია - 18.10.2019, №5204); გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; დ) (ამოღებულია - 26.12.2014, №2995); ე) ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია; ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; ზ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა; თ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის და პირობების განსაზღვრა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-925(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2025
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით, საქართველოს ორგანული კანონის,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’ ’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის,,ე’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის,,ა’’ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის,,კ’’ ქვეპუნქტის,,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონისა…
- საქმე №ბს-648(7კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2025
…თბილისის მთავრობა. საქართველოს ორგანული კანონის,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’ ’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის,,ს’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია - სასაფლაოს მოწყობა მოვლა-პატრონობა. ამავე კანონის 64-ე მუხლის,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის საკუთარი უფლებამოსილებებია, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
- საქმე №ბს-496(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2024
ასევე დადგენილია, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ.
- საქმე №ბს-1075(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება გამოცემულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიs“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე.
- საქმე №ბს-1406(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და მე-5 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16, 64-ე და 68-ე მუხლებით. კასატორმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა გარდაცვლილთა 54 კაციანი სია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, 2015 წლის 17 სექტემბრის რეაგირების ოქმით დგინდება, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) უკანონოდ იყო დაკრძალული 33 პიროვნება.
- საქმე №ბს-442(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2023
- საქმე №ბს-1021(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
- საქმე №ბს-116(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ბს-116(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება