2. თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა.
3. თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მერიის დებულებით. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებამოსილების აღსრულებისთვის პასუხისმგებელ თბილისის აღმასრულებელ ორგანოს, უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება თბილისის მერიის დებულების შესაბამისად
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. თბილისის მერიამერია1. 1. თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. 2. თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა. 3. თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მერიის დებულებით. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებამოსილების აღსრულებისთვის პასუხისმგებელ თბილისის აღმასრულებელ ორგანოს, უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.შესაბამისად
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-28(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, 23-ე, 48-ე, 54-ე, 61-ე, 62-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე, 79-ე, 1181-ე მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის…
- საქმე №ბს-271(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, 50-ე, 72-ე, 77-ე, მე-80 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის…
- საქმე №ბს-53(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონის,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-3, მე-15, 61-ე, 62-ე, 72-ე, მე-80, 81-ე, 82-ე, 84-ე, 861 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული “ქალაქ თბილისის…
- საქმე №ბს-954(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2025
…ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
- საქმე №ბს-743(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
წარმომადგენელი აპელირებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 72-ე, 106-ე მუხლებზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 ივნისის N11-58 დადგენილების მე-6 მუხლზე და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს ქ.
- საქმე №ბს-141(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
- საქმე №ბს-371(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება