2. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
3. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას თბილისის საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. თუ თბილისის საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, თბილისის მერი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის ვადით დანიშნოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები.
4. თუ თბილისის საკრებულომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურით თანხმობა არ მისცა თბილისის მერს მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის დანიშვნაზე, თბილისის მერი ვალდებულია მომდევნო 3 თვის ვადაში თბილისის საკრებულოს წარუდგინოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის ახალი კანდიდატურა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ერთხელ უკვე ასრულებდა თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობას.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურები გრძელდება თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების დანიშვნამდე.
6. თბილისის მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს თბილისის აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს თბილისის საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ასრულებს თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. თბილისის მერის მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მათი უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეებიმოადგილეები1. 1. თბილისის მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები. 2. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 3. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას თბილისის საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. თუ თბილისის საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, თბილისის მერი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის ვადით დანიშნოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები. 4. თუ თბილისის საკრებულომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურით თანხმობა არ მისცა თბილისის მერს მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის დანიშვნაზე, თბილისის მერი ვალდებულია მომდევნო 3 თვის ვადაში თბილისის საკრებულოს წარუდგინოს თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის ახალი კანდიდატურა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ერთხელ უკვე ასრულებდა თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის)/მოადგილის მოვალეობას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურები გრძელდება თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების დანიშვნამდე. 6. თბილისის მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს თბილისის აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს თბილისის საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ასრულებს თბილისის მერიის დებულებითა და მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. თბილისის მერის მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მათი უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.შესაბამისა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-784(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2021
სააპელაციო პალატის მითითებით, თავად საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, (სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია), 76-ე მუხლის სათაური - ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და მისი პირველივე პუნქტი, (თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები) ადასტურებს, რომ…
- საქმე №330310019002857097 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.01.2020
თავად საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, (სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია), 76-ე მუხლის სათაური - ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და მისი პირველივე პუნქტი, (თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები) ადასტურებს, რომ…
- საქმე №330310019002925276 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2019
თავად საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, (სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია), 76-ე მუხლის სათაური - ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და მისი პირველივე პუნქტი, (თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები) ადასტურებს, რომ…
- საქმე №330310018002391641 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.11.2019
თავად საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, (სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია), 76-ე მუხლის სათაური - ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და მისი პირველივე პუნქტი, (თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები) ადასტურებს, რომ…
- საქმე №080310019002948285 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.07.2019
ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ის მიერ ადგილი ჰქონდა მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ: დარღვეულ იქნა საქართველოს კანონის ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტი, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი; ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერის 2018 წლის 08 ივნისის №კ1348 ბრძანებით ქ. ქუთაისის მ----–----–-------- მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თ-----------ეს გამოეცხადა საყვედური.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება