2. რაიონის გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით.
3. რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივ სარგოებსა და ტიპურ დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.
4. რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომ − რაიონის გამგებელი). რაიონის გამგებელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
5. რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80. თბილისის რაიონის გამგეობაგამგეობა1. 1. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა). 2. რაიონის გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. რაიონის გამგეობის სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება რაიონის გამგეობის ტიპური დებულებით. 3. რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივ სარგოებსა და ტიპურ დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 4. რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომ − რაიონის გამგებელი). რაიონის გამგებელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 5. რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.შესაბამისად
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-271(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, 50-ე, 72-ე, 77-ე, მე-80 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის…
- საქმე №ბს-53(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონის,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-3, მე-15, 61-ე, 62-ე, 72-ე, მე-80, 81-ე, 82-ე, 84-ე, 861 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული “ქალაქ თბილისის…
- საქმე №ას-646-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2023
…საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველობას, აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია დედაქალაქის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. 9.2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა.
- საქმე №ბს-832(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 88-ე, 94-ე მუხლებზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 63-ე, მე-80 მუხლებზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების…
- საქმე №330210018002722448 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.05.2019
ამჟამად ქალაქ თბი-–----------–----–------ის მერიის კრ–---------------ს გა-------ც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-80 მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ანუ სახეზეა კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა.
- საქმე №330310018002623990 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.02.2019
- საქმე №170310018002646730 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330310018002422930 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2018
- საქმე №330310018002437481 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება