2. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.
3. რაიონის გამგებელი:
ა) უნაწილებს ფუნქციებს რაიონის გამგეობის მოსამსახურეებს; აძლევს დავალებებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს;
გ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს;
ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
თ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის;
ი) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;
კ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. რაიონის გამგებელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.07.2015 ორგანული კანონი №4087
- 30.07.2014 ორგანული კანონი №2589
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 82. რაიონის გამგებელიგამგებელი1. 1. რაიონის გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას. 2. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში. 3. რაიონის გამგებელი: ა) უნაწილებს ფუნქციებს რაიონის გამგეობის მოსამსახურეებს; აძლევს დავალებებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს; გ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; დ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს; ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად; ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; თ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის; ი) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს; კ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. რაიონის გამგებელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-1345(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიტანა გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
- საქმე №ბს-53(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანულ კანონის,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-3, მე-15, 61-ე, 62-ე, 72-ე, მე-80, 81-ე, 82-ე, 84-ე, 861 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022…
- საქმე №ბს-643(კ-კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალით კი დასტურდება, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის და თბილისის…
- საქმე №ბს-643(კ-კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
ამასთან, გამგეობის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების პროცესთან დაკავშირებული მასალა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის და თბილისის…
- საქმე №330310016001569283 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის, ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე და 52-ე მუხლების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის…
- საქმე №330310017002165652 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება