2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და თბილისის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებებს მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო.
4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წინადადებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა.
5. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა.
6. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები.
7. თბილისის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება – სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს.
9. თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).
11. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში.
საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
.თავი Xთბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 20.07.2018 ორგანული კანონი №3242
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
- 28.11.2014 ორგანული კანონი №2820
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 79. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებადაფუძნება1. 1. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 2. თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. 3. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და თბილისის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებებს მთავრობის წარდგინებით იღებს თბილისის საკრებულო. 4. თბილისის საკრებულო უფლებამოსილია მთავრობის წინადადებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა. 5. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. 6. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები. 7. თბილისის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება – სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თბილისს. 9. თბილისის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). 11. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თბილისის საკუთრებაში. საქართველოს.თავი 2020Xთბილისის წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . თავი X თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობაგამგეო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-28(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
ი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, 23-ე, 48-ე, 54-ე, 61-ე, 62-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 77-ე, 79-ე, 1181-ე მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის…
- საქმე №ბს-1307(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, მაგრამ არ არის დელეგირებული მაკონტროლებლის უფლებამოსილება, რომელიც გააჩნია მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მე-11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-25(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას (ფართობის შემცირებით), მაგრამ არ არის დელეგირებული მაკონტროლებლის უფლებამოსილება, რომელიც გააჩნია მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მე-11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-361(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2020
პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის…
- საქმე №ბს-41(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
…ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანხმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-32(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
- საქმე №330310018002514434 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №330310017001858961 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310014639396 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310017001785186 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №330310019002924060 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310017001858961 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №330310018002514434 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება