1. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე.
2. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე.
3. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის ამ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
ორგანული კანონი №918
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 19 ნოემბრის ორგანული კანონი №1031 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
თავი IXთბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.11.2021 ორგანული კანონი №1031
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები 1. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. 2. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე. 3. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის ამ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. თავისაქართველოს IX2017 თბილისისწლის ივნისის ორგანული კანონი №918 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. თავი IXთბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემასისტე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება