2. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე მერის მიერ მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების შემთხვევაში.
3. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხები რეგულირდება მხოლოდ ამ კანონით და ამ კანონის საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 30.07.2014 ორგანული კანონი №2589
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტაშეწყვეტა1. 1. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას). 2. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე მერის მიერ მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 3. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხები რეგულირდება მხოლოდ ამ კანონით და ამ კანონის საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-691(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2022
…და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც იყო გამოცემული სადავო აქტი. კასატორის აღნიშნავს, რომ მერის...ისა და მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მიღებული საკრებულოს დადგენილებით....ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება კი არ არეგულირებს განსხვავებულად აღნიშნულ საკითხს.
- საქმე №ბს-857-853(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
ი შედგება სზაკ-ის 53-ე მუხლის, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის" მე-3, მე-6 მუხლის, საქართელოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-5, 23-ე, 48-ე, 52-ე, 59-ე, მე-60 მუხლების ციტირებებისაგან, ასევე Nბს-638-613(კ-13) საქმეზე საკასაციო სასმართლოს განჩინების მოტივაციის ნაწილის ციტირებისაგან და აღნიშნულის საფუძველზე…
- საქმე №ბს-237-237(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2018
…ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლით განისაზღვრება გამგებლის უფლებამოსილებები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს. ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, კერძოდ: გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
- საქმე №ბს-603-600(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2017
კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საერთო წესისაგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი“.
- საქმე №ბს-894-886(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
…გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, თუმცა კანონის ეს დეფინიცია არ გულისხმობს იმას რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ უნდა გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე გამგებლის/მერის მიერ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში.
- საქმე №ბს-764-750(კ-კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2015
- საქმე №ბს-755-741(კ-კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2015
- საქმე №120310017001845071 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №811310016001951964 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №080310018002573536 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება