,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№165
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №165

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63-ე მუხლის შესაბამისად,,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის  თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №57 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს:

ა) 102 400 (ას ორი ათას ოთხასი) ევროს ეკვივალენტი ლარი ანაკლია-განმუხურის განვითარების პროექტის ფარგლებში ბულვარის საპროექტო სამუშაოებისათვის;

ბ) 345 600 (სამას ორმოცდახუთი ათას ექვსასი) ევროს ეკვივალენტი ლარი მდინარე ენგურზე ხიდის მშენებლობის საპროექტო სამუშაოებისათვის;

გ) 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი გეოტექნიკური კვლევებისათვის.

2.  მიეცეს უფლება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპროექტო სამუშაოებსა და გეოტექნიკურ კვლევასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.”.

პრემიერ-მინისტრი                                                               ნ. გილაური