„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №240
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს;
ბ) შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება, აგრეთვე ორგანიზაციის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა, საშუალო თანამდებობრივი სარგო და წლიური საპრემიო ფონდის მოცულობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტს;
ვ) ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“_„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილ უნდა იქნეს 2009-2010 წლებისათვის და აღნიშნულ ინფორმაციას თან დაერთოს დასაბუთებული მიზეზები იმის თაობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის კონკრეტული გამონაკლისის დაშვება.
მუხლი 2
უფლება მიეცეთ საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, 2010 წლის 1 თებერვლამდე შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვრონ არა უმეტეს 2009 წელს არსებული ოდენობით და აღნიშნულ ვადამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად წარმოადგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
+

მუხლი 1🔗

მუხლი 2🔗
მიეცეთ უფლება საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომ 2010 წლის 1 მარტამდე შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვრონ არა უმეტეს 2009 წელს არსებული ოდენობით და აღნიშნულ ვადამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად წარმოადგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №21 - სსმ III, №10, 28.01.2010 წ., მუხ.112
მუხლი 21.🔗
,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდეს უცხოეთიდან მიღებული კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე, პროგრამებსა და ღონისძიებებზე, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №56 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.321
მუხლი 3🔗
მუხლი 2
უფლება მიეცეთ საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, 2010 წლის 1 თებერვლამდე შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვრონ არა უმეტეს 2009 წელს არსებული ოდენობით და აღნიშნულ ვადამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად წარმოადგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის დადგენილება №21 - სსმ III, №10, 28.01.2010 წ., მუხ.112
2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის დადგენილება №56 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.321
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
- „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ მიღებულია 29.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №240. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2010.
- სად არის „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“, №240, 29.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4522/