საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/66 |
|
2014 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №172 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 მარტიდან.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო“) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ.№12. მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია; ბ) ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის; დ) საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება; ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების მათ შორის საექპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა; ვ) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა; ზ) სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინტერნეტიზაციის და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება; ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების, ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა; გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნეს-ინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა; დ) ბიზნესის და აკადემიური წრეების კოოპერაციის ხელშეწყობა; ე) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება; ვ) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა; ზ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობა და დაფინანსება; თ) ინოვაციური პროექტების, პროდუქტების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება; ი) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება; კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ლ) ტექნოლოგიური ინფასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში; მ) საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა; ნ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა; ო) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელება; პ) კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ჟ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების განვითარება; რ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა; ს) საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის, დისტანციური მუშაობის და სხვა ელექტრონული სერვისების განვითარების და გამოყენების ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების და პროექტების მეშვეობით; ტ) ქართული ინტერნეტ პროექტების და ინტერნეტ სივრცის განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება; უ) ქვეყანაში კომპიუტერიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის მიზნობრივი პროგრამების და პროექტების ინიცირება; ფ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება და განახლება; ქ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა; ყ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია; შ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა; ძ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; წ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით. მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). 2. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; გ) ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს); თ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე(ებ)ი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე(ებ)ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. სააგენტოს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობებს. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს მოადგილეს. მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურა შედგება: ა) სტრატეგიული განვითარების მიმართულება; ბ) ანალიტიკური მიმართულება; გ) ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიმართულება მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები: 1. სტრატეგიული განვითარების მიმართულება: ა) ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება; ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა; გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნეს- ინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და განვითარების ხელშეწყობა; დ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობა; ე) ინოვაციური პროექტების, პროდუქტების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება; ვ) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება; ზ) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება; თ) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში; ი) საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნეს-კომპანიების დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა; კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ლ) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელება; მ) კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ნ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების განვითარება; ო) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა; პ) საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის, დისტანციური მუშაობის და სხვა ელექტრონული სერვისების განვითარების და გამოყენების ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების და პროექტების მეშვეობით; ჟ) ქართული ინტერნეტ პროექტების და ინტერნეტ სივრცის განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება; რ) ქვეყანაში კომპიუტერიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის მიზნობრივი პროგრამების და პროექტების ინიცირება; ს) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია; ტ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; უ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა; ფ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით. 2. ანალიტიკური მიმართულება: ა) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი; ბ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება და განახლება; გ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა. 3. ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიმართულება: ა) ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა; ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების, ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა; გ) ბიზნესის და აკადემიური წრეების კოოპერაციის ხელშეწყობა. მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას. 2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) სესხის აღება; ბ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. უხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება 1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა)საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; დ) შემოწირულობები; ე) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; ვ) სახელმწიფო კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას ან/და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემის განვითარებას. მუხლი 8. სააგენტოს საბურალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
1
ბრძანება №1-1/66
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №172 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა №7.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/556 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.
მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები🔗
1. სააგენტო საქმიანობს არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და პროგრამების განსაჯაროებას კანონმდებლობით დადგენილი წესით .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის ბრძანება №1-1/161 - ვებგვერდი, 23.06.2014 წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები🔗
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;
ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების მათ შორის საექსპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა ინოვაციების და ტექნოლოგიების და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება;
თ) ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათაშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ი) ინოვაციების ეკოსისტემაში კერძო სექტორის კონტრიბუციის ზრდის სტიმულირება და მათ შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
კ) საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშეების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ლ) სააგენტოს საქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის წარმოება, დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად;
მ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, ქვეყანაში გენდერული თანასწორობისთვის.
გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნესინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბიზნესის და აკადემიური წრეების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა;
ზ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნესინიციატივების ხელშეწყობა და დაფინანსება;
ლ) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;
მ) საფინანსო და ბიზნესსექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;
ო) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება;
პ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების განვითარება;
ჟ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
რ)საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა;
ს) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება და განახლება;
ტ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა;
უ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;
ფ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა;
ქ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ღ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;
ყ) დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებებს ჩატარება, მათ შორის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის;
შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირების განაცხადების შესწავლა და სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; აღნიშნული სტატუსებისადმი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი სტატუსის მქონე სუბიექტების ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმება, შესაბამისობის შემთხვევაში სტატუსის მქონე პირებისთვის სტატუსის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
ჩ) ინოვაციების რეესტრის წარმოება და ინოვაციების რეესტრში კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტების რეგისტრაცია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №1-1/291 - ვებგვერდი, 06.09.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №1-1/313 - ვებგვერდი, 22.08.2025 წ.
გ) ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
გ1) (ამოღებულია - 04.04.2023, №1-1/132);
თ1) უფლებამოსილია სააგენტოს ორგანიზებულ ღონისძიებებსა და კონკურსებში საპრიზო ადგილზე გასულ პირებზე დააწესოს და გასცეს ჯილდო;
ი1) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები (სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;
ი2) ამტკიცებს საქართველოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და ინოვაციების ლაბორატორიის ქსელის წესდებებს;
ი3) ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების მიზნით, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.
4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) უფროსი. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს მოადგილეს.
5. სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ან სააგენტოს თანამშრომელი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის ბრძანება №1-1/161 - ვებგვერდი, 23.06.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №1-1/251 - ვებგვერდი, 15.09.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №1-1/598 - ვებგვერდი, 14.11.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №1-1/313 - ვებგვერდი, 22.08.2025 წ.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:🔗
ა) ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი;
ბ) საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) ტექნოპარკების დეპარტამენტი;
ვ) ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 22 იანვრის ბრძანება №1-1/24 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები🔗
1. ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) ინოვაციების საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში და სტარტაპ ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარების ხელშეწყობას;
ბ) სააგენტოს ბენეფიციარ სტარტაპებთან კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას. თემატური ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ;
გ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. ინფორმაციულ ტექნოლოგიური ბიზნესის და ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების მხარდაჭერის გზით;
დ) სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, ცნობიერების ამაღლებას ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების შესახებ. მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას, კარიერული განვითარებისა და ცოდნის გამოყენების სტიმულირებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში;
ე) თბილისსა და რეგიონებში სტარტაპების ფორმირების და განვითარების ხელშეწყობას, მიზნობრივი მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების გზით;
ვ) სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის და გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობასა და მიზნობრივი ღონისძიებების წახალისებას;
ზ) ანგელოზი ინვესტორების ქსელების განვითარებისა და გაფართოების სტიმულირებას საქართველოში, ინვესტირების მზაობის გაზრდის წახალისებას;
თ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებთან და სტარტაპებთან კომუნიკაციას და საქართველოს ბიზნესკლიმატის უპირატესობების პოპულარიზაციას;
ი) სააგენტოს სერვისების გაციფრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, ახალი ციფრული პროექტების ინიცირებასა და მართვას;
კ) ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საჭირო მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებას;
ლ) ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას;
მ) სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების წახალისებას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ეკოსისტემის წევრების დაახლოებას და ახალი კავშირების დამყარებას.
2. საგრანტო პროგრამების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) საგრანტო პროგრამების შემუშავებას, ადმინისტრირებას და მართვას;
ბ) საგრანტო პროგრამების მონიტორინგს;
გ) საგრანტო პროგრამების მართვისთვის საჭირო პროგრამული (software) უზრუნველყოფის გამართვას;
დ) საგრანტო პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას.
3. საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიებას, მათ ანალიზს და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას საქართველოში მათი დანერგვის მიზნით. აგრეთვე, ახლო კავშირების დამყარებას სააგენტოს მსგავს ორგანიზაციებთან ევროკავშირის ქვეყნებში;
ბ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და განახლებას;
გ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობას;
დ) სააგენტოს არსებული პროგრამების გაგრძელების და ახალი პროექტების განხორციელების მიზნით საჭირო ფონდების მოზიდვას;
ე) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;
ვ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ზ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობას;
თ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვას;
ი) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ;
კ) სააგენტოს თანამშრომლების განვითარების და სტიმულირების მიზნით შემეცნებითი პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების წყაროების მოძიებას;
ლ) საელჩოებთან და დიასპორებთან ურთიერთობას, ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების და საჭირო კავშირების დამყარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის ძირითადი აქტორების გაძლიერებას.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი შესრულების უზრუნველყოფას;
ბ) სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას;
გ) სააგენტოს პროექტების რეესტრის წარმოებასა და ყოველთვიური ანგარიშის მომზადებას;
დ) სააგენტოს ბალანსზე არსებული აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა/კონტროლსა და ინვენტარიზაციას, მათ ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა და საკუთარი შემოსავლების ფარგლებში სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადებას, შესყიდვის პროცედურების კოორდინაციასა და კონტროლს;
ვ) სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
ზ) სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
თ) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ხელშეკრულებების, საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მათ სამართლებრივ ექსპერტიზას, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ანალიზსა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მესამე პირებთან ურთიერთობებში და სააგენტოს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ი) ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების შემუშავება/განახლებასა და აღნიშნული პროცედურების შესაბამისად საქმიანობის წარმართვას; პერსონალის განვითარების საჭიროებათა დადგენასა და მხარდაჭერას; შერჩევის პროცესის მართვას; თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავებასა და განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფას; საერთოსაორგანიზაციო, მივლინებების, შვებულებების, დანიშვნა-გათავისუფლების საკადრო ბრძანებებისა და ხელშეკრულებების მომზადების უზრუნველყოფას;
კ) საქმისწარმოების წესების შესაბამისად ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფას; სააგენტოში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას;
ლ) სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხს.
5. ტექნოპარკების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი დამწყები ინოვაციური მეწარმეებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების საქმიანობისა და პროცესების ანალიზს, ტექნოპარკების შესაბამისი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებას;
ბ) ადგილობრივი ინოვაციური საზოგადოებისა და ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის, სტარტაპ ინკუბატორების, ტრენინგების, კონკურსების, სამეწარმეო და ტექნოლოგიური კვირეულების, ბანაკების და სხვა ტიპის პროექტების ინიცირებას, დაგეგმვას, განხორციელებასა და მონიტორინგს;
გ) ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ შორის სხვადასხვა საგანმანათლებლო და საკონკურსო ტიპის პროგრამების განხორციელების გზით, რომელიც თანამედროვე უნარების განვითარებას ემსახურება, როგორიც არის ინოვაციური მეწარმეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ციფრული ტექნოლოგიები, STEAM დისციპლინები და სხვა;
დ) ტექნოპარკების სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების (ფაბლაბი) ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებისკენ და ტექნოლოგიური პროტოტიპების შექმნისკენ მიმართული ღონისძიებების ინიცირებას, დაგეგმვასა და განხორციელებას;
ე) ტექნოპარკების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (ფაბლაბი), საერთო სამუშაო სივრცეების, საკონფერენციო სივრცეების, სატრენინგო სივრცეების მართვასა და პოპულარიზაციას;
ვ) ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მათ შორის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მუდმივ კომუნიკაციასა და ერთობლივი პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას;
ზ) ტექნოპარკის სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით, სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვას, მედია სააგენტოებთან კომუნიკაციას;
თ) ტექნოპარკებში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, მათ შორის შენობების, ფაბლაბის დანადგარების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას;
ი) ტექნოპარკების მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, ინვენტარით, ფაბლაბის სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფასა და შესყიდვების პროცედურების ხელშეწყობას;
კ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას.
6. ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს პროგრამების და პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის ანალიტიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებას, შეფასების ინდიკატორების და მეტრიკების შემუშავებასა და მათ პერიოდულ განახლებას;
ბ) პროგრამების ეფექტურობის გამოსათვლელად საჭირო სტატისტიკური და სხვა მონაცემების განსაზღვრას, მათი შეგროვების სისტემის ჩამოყალიბებასა და პერიოდულ განახლებას;
გ) პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვებასა და მათ ანალიზს;
დ) სააგენტოს პროგრამების შედეგების პერიოდულ გაზომვასა და შედეგებზე დაყრდნობით პროგრამის სრულყოფისათვის განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირებას;
ე) სააგენტოს პროგრამებისთვის შესაბამისი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას;
ვ) სააგენტოს პროგრამების მონიტორინგის განხორციელებას;
ზ) კვარტალური და წლიური ანგარიშგების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;
თ) რელევანტურ საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას;
ი) სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას.
7. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სააგენტოს პროგრამების მარკეტინგულ მხარდაჭერას;
გ) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების განვითარებასა და პროცესების მართვას;
დ) სააგენტოს პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელებულ აქტივობებში ინტეგრირებას;
ე) მედიასთან ურთიერთობას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
ვ) სააგენტოს სოციალური ქსელების მართვასა და კონტენტის შექმნას;
ზ) სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას;
თ) კომუნიკაციურ აუდიტს, მედია მონიტორინგსა და ანალიზს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანება №1-1/36 - ვებგვერდი, 30.01.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/556 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/132 - ვებგვერდი, 05.04.2023 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 22 იანვრის ბრძანება №1-1/24 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.
გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ე) საკუთარი მიზნების განსახორციელებლად დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №1-1/251 - ვებგვერდი, 15.09.2014 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 8 ივლისის ბრძანება №1-1/282 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/66. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016315.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 11 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/66, 05.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016315 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2269957/